„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-16
ბიუროს ნომერი 57
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N41 (48), 1999 წელი, მუხ.2019) შეტანილ იქნეს ცვლილება და 356-ე
მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის
ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის
გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით სამ წლამდე.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში “ ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლის მიხედვით, წვევამდელის
მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისას
პრაქტიკაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევეი, როდესაც წვევამდელები სამხედრო
სამსახურის გავლას თავს არიდებენ ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით,
ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარი მოტყუებით. კანონპროექტის მიღების
მიზანია ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია 356-ე მუხლის პირველ ნაწილში წვევამდელის მიერ სამხედრო
სამსახურისათვის თავის არიდების შემთხვევების დაზუსტება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
პროექტის მიხედვით ცვლილება შედის კანონის მე-356-ე მუხლის პირველ
ნაწილში, რომლის მიხედვითაც წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის
თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის
თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ას სხვაგვარად მოტყუებით,ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით შესაძლო ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებულია დაჯარიმებული პირების რაოდენობასა და
შესაბამისი ჯარიმის ოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, შესაბამისი პირებისათვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში. ერთი
მსჯავრდებულის შენახვა სახელმწიფოს უჯდება წელიწადში დაახლოვებით 4000 ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ფინანსური შედეგი დადგება იმ პირებისათვის,
რომლებიც 3561 პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში თავს აარიდებენ
სამხედრო
სამსახურს.
ჯარიმის
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
სასამართლოს
გადაწყვეტილებაზე.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი აზუსტებს სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების იმ შემთხვევებს,
რომელთა შემთხვევაშიც შესაძლოა პირს დაეკისროს ჯარიმა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც კანონპროექტით შედის ცვლილება.
მუხლი 356. წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული
შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება(28.04.2006. N2937)
1. წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება,ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. წვევამდელის მიერ ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება,ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
ოთხმოციდან ორას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
ომიანობის ან საგანგებო მდგომარეობის დროს,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.