საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ე. ხოშტარიას და ზ. ჭიაბერაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/45; 27.03.2017) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების შესახებ

წერილი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
11.05.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#7607/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-16
ბიუროს ნომერი 57

📜 ტექსტი

წერილი
7607-3-9-3-201705111725 N 7607 11/05/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N45/2, 3.04.2017 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაევალა განიხილოს საქართველოს პარლამენტის წევრების ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/45, 27.03.2017). პარლამენტის ბიუროს N49/6, 19.04.2017 გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 2017 წლის 11 მაისამდე, თუმცა, საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლების გამოუცხადებლობის გამო, დადგენილ ვადაში მისი განხილვა ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გთხოვთ, აღნიშნული კანონპროექტის განხილვის ვადა გააგრძელოთ 2 კვირით. პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე