„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.05.2017
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/67/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-22
ბიუროს ნომერი 59

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 2003 და 200 4-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 2. 218-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: შენიშვნა: 1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ასი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება ასორმოცდაათი ათას ლარს. 2.პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე . მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზია გაუქმების აუცილებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზოგიერთი ქმედებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის შემუშავების მიზანია ზოგიერთი კატეგორიის ეკონომიკური დანაშაულის სისხლის სამართლებრივად დასჯადი წრიდან ამორიცხვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. დანაშაულად აღარ ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 2003 და 2004 მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ  სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი ;  სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა; 2. იცვლება სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილი თანხის ოდენობა, კერძოდ,  გადასახადი დიდ ოდენობად ჩაითვლება, თუ თანხა აღემატება 100 000 ლარს, ნაცვლად არსებული 50 000 ლარისა;  გადასახადი განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება, თუ თანხა აღემატება 150 000 ლარს, ნაცვლად არსებული 100 000 ლარისა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, დანაშაულად აღარ ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 2003 და 2004 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებული იყო ჯარიმა. ამასთან, ბიუჯეტზე აღნიშნული გავლენის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან, დანაშაულად აღარ ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 2003 და 2004 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებული იყო ჯარიმა. ამასთან, იცვლება სისხლის სამართლის კოდექსის 218‐ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილი თანხის ოდენობა, კერძოდ, გადასახადი დიდ ოდენობად ჩაითვლება, თუ თანხა აღემატება 100 000 ლარს, ნაცვლად არსებული 50 000 ლარისა; გადასახადი განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება, თუ თანხა აღემატება 150 000 ლარს, ნაცვლად არსებული 100 000 ლარისა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ადგენს გადასახადს ან მოსაკრებელს. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ დანაშაულად აღარ ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 2003 და 2004 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ერთერთ სახედ გათვალისწინებული იყო ჯარიმა, რომელიც ამ შემთხვევაში სხვა სახის გადასახდელად შეიძლება ჩაითვალოს, აღარ იარსებებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2003 . სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი 1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი, თუ მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თანხა დიდი ოდენობისაა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 10 000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – 25 000 ლარს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან ჯარიმით. 3. პირს ამ მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება: ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, წყლის) ტრანსპორტირებისას ან მიწოდებისას; ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირებისას; გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას; დ) თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ აქვს და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია; ე) თუ მას აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიკრო ან მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი; ვ) გაზეთების, ჟურნალების და მათი გამომცემლების მიერ მათთან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა; ზ) საგანგებო სიტუაციებში და გადაუდებელი დახმარების გაწევის (სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის , ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების ან საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანების აღმოფხვრის) აუცილებლობის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას; თ) თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება. 4. ამ მუხლის მიზნებისათვის ფული და საბანკო პლასტიკური ბარათები არ არის საქონელი. მუხლი 2004. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა 1. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) დიდი ოდენობით; გ) პირთა ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ღირებულება აღემატება ორი ათას ლარს. 2. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ღირებულება ხუთი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – ასეთი საქონლის ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით. მუხლი 218. გადასახადისათვის თავის არიდება 1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 3. ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება ასი ათას ლარს. 2. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე .