„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-22
ბიუროს ნომერი 59
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი,
№19-20, 30.07.96, გვ.11) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„დ)
აპარატი.“.
საქართველოს
სამინისტრო, საქართველოს
სახელმწიფო
მინისტრის
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატებისთვის გრანტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება.
მოქმედი კანონმდებლობით გრანტის გაცემის უფლება აქვთ საქართველოს
სამინისტროებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მაგრამ იგივე
უფლებამოსილებით არ სარგებლობს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აღნიშნული
გარემოება სახელმწიფო მინისტრის აპარატს აფერხებს გასცეს ისეთი მიზნობრივი
გრანტები, რაც ხელს უწყობს მის ამოცანების შესრულებას. შესაბამისად, აღნიშნული
გარემოება უნდა მივიჩნიოთ გარკვეულწილად კანონმდებლობის ხარვეზად.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის
გრანტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
პროექტის
თანახმად,
გრანტის
გამცემი
საქართველოს
სამინისტროსთან ერთად შესაძლებელია იყოს ასევე საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი, რაც იწვევს ცვლილების შეტანას „გრანტების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყაროა შესაბამისი სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის
გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღებამ
შესაძლოა
გავლენა
მოახდინოს
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან, შესაბამისი სახელმწიფო მინისტრის
აპარატის მიერ გრანტის გაცემის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის
თანახმად, შესაბამისი პირების მიერ მიღებული გრანტები თავისუფლდება
შესაბამისი გადასახადებისაგან.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შესაბამისი სახელმწიფო
მინისტრის აპარატის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან მათ ენიჭებათ
უფლებამოსილება ასიგნებების ფარგლებში გასცენ გრანტები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს
ფინანსური ვალდებულების აღებას.
მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა გავლენა ქონდეს შესაბამის პირებზე,
რომლებზედაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მოხდება გრანტების
გაცემა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა სახის გადასახდელის ოდენობის და ოდენობის განსაზღვრის პრინციპის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის
გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი, ოთარ ჩრდილელი;
წევრები:
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის
გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი, ოთარ ჩრდილელი;
წევრები:
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 3. გრანტის გამცემი (13.10.2011. N5125)
1. გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს:
ა) საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი
ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და
კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი
წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის
სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი;
ბ) საქართველოს ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი,
რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო,
სოციალური,
კულტურული,
საგანმანათლებლო,
სამეცნიერო-კვლევითი
ან
საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის;
„გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის
იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში
სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან
დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო
გრანტების გაცემა; ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის
გრანტების
გაცემა;
ახალგაზრდული
და
საზოგადოებრივი
პროექტების
დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა –
დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი
ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად
გრანტების
გაცემა;
საქართველოში
განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო
საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა; საქართველოს პარტნიორი ქვეყნების
მთავრობებისათვის
განათლების,
ჯანმრთელობის
დაცვის,
სოციალური
უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის
ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების
გაწევა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი
ღონისძიებების განხორციელება; (16.12.2016. N103)
დ) საქართველოს სამინისტრო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში
გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე შესაბამისი
სამინისტრო განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას გრანტის გაცემის
მიზნის, გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული
მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი
აქტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.