„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.05.2017
ავტორი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/69/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-22
ბიუროს ნომერი 59

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.“. 2. მე-4 მუხლის „ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდნენ შემდეგი რედაქციით: „ი) პენსია – პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი; კ) კომპეტენტური ორგანო – ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნას და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;“. 3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მიიღოს სოციალური დახმარებები და/ან სამედიცინო მომსახურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების გათვალისწინებით;“. 4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.“. 5. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. პენსიის შეჩერება და განახლება 1. პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას. გ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ კანონიდან. 2. პენსია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ. 6. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენსია - შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.“. 7. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენსიიდან თანხის დაკავება შეიძლება შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“. ან სასამართლოს მუხლი 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია არ შეესაბამება პენსიონერებისთვის განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის არსებულ პირობებს. სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა და ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების მეშვეობით. 2009 წლიდან, სამედიცინო მომსახურების მიწოდების ინსტრუმენტად შემოვიდა სადაზღვევო ვაუჩერი, რომლითაც, პირველ ეტაპზე, სარგებლობდნენ „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები, რუსთაველის პრემიის ლაურეატები, დევნილები და მზრუნველობამოკლებული ბავშვები. შემდგომ, აღნიშნული კონტიგენტი გაფართოვდა და 2012 წლიდან სადაზღვევო ვაუჩერის მოსარგებლეებად განისაზღვრნენ 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალები და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცები, აგრეთვე, სხვა ჯგუფის წარმომადგენლები (სტუდენტები, შშმ პირები და სხვა). შესაბამისად, მოცემული სისტემის ფუნქციონირება ხორციელდებოდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 და 2012 წლის 7 მაისის N165 დადგენილებების შესაბამისად. სადაზღვევო ვაუჩერით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო იძულებული გახდა, 2013 წლიდან ეტაპობრივად ჩანაცვლებოდა სადაზღვევოს ორგანიზაციებს სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების სქემაში (მზღვეველი ორგანიზაციების გარეშე). შესაბამისად, ჩაერთო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო შემთხვევების პირდაპირი ანაზღაურებისა და ადმინისტრირების პროცესში. ამავდროულად, 2013 წლიდან საქართველოში დაიწყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. პროგრამის თავდაპირველი მიზანი გახლდათ საქართველოს ყველა იმ მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით უზრუნველყოფა, რომელიც ერთის მხრივ არ სარგებლობდა სახელმწიფო დაზღვევით (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბერის N218 დადგენილებით და 2012 წლის 7 მაისის N165 დადგენილების განსაზღვრული მიზნობრივი კატეგორიები) და მეორეს მხრივ არ გააჩნდა კერძო დაზღვევა. 2013 წლის 28 თებერვლამდე საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი სარგებლობდა სამედიცინო დაზღვევით. კერძოდ, ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ დაზღვეული იყო 1 657 507 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბერის N218 დადგენილების ფარგლებში 848 488 და 2012 წლის 7 მაისის N165 დადგენილების ფარგლებში - 809 019 პირი. კერძო და კორპორატიული დაზღვევით სარგებლობდა 362 663 პირი, ანუ, სულ, საქართველოში სამედიცინო დაზღვევით 2 020 170 ადამიანი იყო მოცული. დანარჩენ ნაწილს – ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარა მკურნალობის სრული ღირებულება, რაც დაკავშირებული იყო მოსახლეობისათვის მაღალ ფინანსურ ტვირთთან და კატასტროფულ, გამაღარიბებელ დანახარჯებთან. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით/ფუნქციონირებით საქართველოს მოსახლეობას გაუჩნდა მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების მართვის კუთხით. პროგრამამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი გახადა იმგვარი სამედიცინო მომსახურება, რომლის მიღებასაც მოსახლეობის უმრავლესობა საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებდა ან თავს იკავებდა. დღესდღეობით, ქვეყნის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფა ხორციელდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს არსებული სამართლებრივი სივრცის ურთიერთშესაბამისობაში მოყვანას და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხების დაზუსტებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანი საკანონმდებლო ჩანაწერების შესაბამისობა მოქმედი სამართლებრივ გარემოსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია, სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში არსებული ჩანაწერის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ სამართლებრივ სისტემასთან. კერძოდ: - კანონიდან (კანონის პრეამბულა; მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი; მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-16 მუხლი და მე-17 მუხლის პირველი პუნქტი) ამოღებულ იქნა ჩანაწერები, რომელიც უკავშირდება სამედიცინო დაზღვევის საკითხებს. უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად. ამდენად, ,,სამედიცინო დაზღვევის“ ამოღების საპირწონედ, შესაბამისი ჩანაწერი ,,სამედიცინო მომსახურების“ მიღებასთან დაკავშირებით ემატება კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში; - მე-16 მუხლის პირველ პუნქტს ემატება ,,გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც პენსიის შეჩერების საფუძვლებს ემატება ,,სხვა საფუძველი, თუ ის გამომდინარეობს ამ კანონიდან“, მსგავსად პენსიის შეწყვეტის საფუძვლებში არსებული ჩანაწერისა. აღნიშნული საჭიროება გამომდინარეობს არსებული პრაქტიკიდან და ემსახურება პენსიის ადმინისტრირების საკითხების გაუმჯობესებას. პენსიის ადმინისტრირებისას ადგილი აქვს ისეთი შემთხვევებს, როდესაც ეჭვქვეშ დგება პენსიის გაცემის საფუძვლები და/ან პირობები (მაგ.: კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოწოდებული მონაცემების შედარებისას ვერ დარდება პირის პირადი რეკვიზიტები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ა.შ.), ან პირის დასაქმების შემთხვევაში, განეკუთვნება თუ არა ის ამ კანონით განმარტებულ საჯარო საქმიანობას და სხვა). ასეთ შემთხვევებში, მეტად მიზანშეწონილი და გამართლებულია, მოხდეს პენსიის გაცემის შეჩერება, ვიდრე მისი შეწყვეტა, არსებული გარემოებების დაზუსტებამდე, რაც გარკვეულ პერიოდს - საჭიროებს და ამ გარემოებების დადგენის შემდეგ, გადაწყდეს პენსიის გაცემის აღდგენის ან შეწყვეტის შესახებ. კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით, ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვით, პენსიიდან თანხის დაკავება შესაძლებელია შესაბამისი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ვალდებულებების წარმოქმნას. ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტს არ ექნება მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავდა და არც ეხლა განსაზღვრავს პენსიონერთათვის სადაზღვევო ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებს. ამდენად, კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს პენსიონერთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე. სამედიცინო მომსახურების მიწოდების წესები და პირობები კვლავ დარეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და მისი განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ეწინააღმდგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. მუხლი 4. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა ; ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) საჯარო საქმიანობა – საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლაპანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ( გავრცელდეს 2014 წლის 15 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) [გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] [გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლაპანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან )] დ) (ამოღებულია – 24.04.2012, №6061); ე) მაძიებელი – პენსიის მიღების უფლების მქონე პირი პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან; ვ) პენსიონერი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია; ზ) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; თ) მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელსაც აქვს კანონიერი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, საქართველოს საზღვრების გარეთ კანონიერად მუშაობის, სწავლის ან მოგზაურობის მიუხედავად; ი) პენსია – პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობა; კ) კომპეტენტური ორგანო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო; ლ) (ამოღებულია – 24.04.2012, №6061). მუხლი 12. პენსიონერის უფლება-მოვალეობები 1. პენსიონერს უფლება აქვს: ა) მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) დამატებით შესაბამისად; მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. პენსიონერი ვალდებულია: ა) აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა; ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები. მუხლი 14. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე 1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. 2. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით. 3. (ამოღებულია – 24.04.2012, №6061). მუხლი 16. პენსიის შეჩერება და განახლება 1. პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას. 2. პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას. მუხლი 17. პენსიის შეწყვეტა 1. პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს. 2. პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს. მუხლი 19. პენსიიდან თანხის დაკავება 1. პენსიიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული პენსიის არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით. 3. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დანიშნული პენსიის არა უმეტეს 50%-ის დაკავება.