საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას 2017 წლის 2-5 მაისს უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.05.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობთა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#8220/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

წერილი
N 8220 23/05/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით 2017 წლის 2-5 მაისს, უნგრეთში ვიზიტის ანგარიშს უახლოეს ბიუროზე წარსადგენად. დანართი: 12 გვერდი პატივისცემით, სოფიო ქაცარავა თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას უნგრეთში ვიზიტის ანგარიში 2017 წლის 2-5 მაისი, ქ. ბუდაპეშტი 2017 წლის 2-5 მაისს უნგრეთს ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას პარლამენტის საგარეო ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები უნგრეთის ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ჟოლტ ნემეტთან და კომიტეტის წევრებთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან, უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან პეტერ შიკლოშთან, უნგრეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან არპად ველეზთან და წევრებთან, უნგრეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ჰორჩიკთან და წევრებთან, უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან იშტვან იაკაბთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უნგრეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან მიჰაი ბალასთან, დემოკრატიული ტრანზიციის საერთაშორისო ცენტრის (ICDT) პრეზიდენტთან, ელჩთან იშტვან დიარმატისთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის ინსტიტუტის (IFAT) დირექტორთან მარტონ შობერლთან და მის მოადგილესთან ლასლო ვაშასთან. შეხვედრებზე მკაფიოდ იქნა ხაზგასმულ უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართ. მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები, პოსტ-ვიზალიბერალიზაციის შემდგომი დღის წესრიგი და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დინამიკა. უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან დასახულ იქნა კონკრეტული თანამშრომლობის გეგმა, რაც ითვალისწინებს ვიშეგრადის ქვეყნების საგრეო ურთიერთობათა კომიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობას, მას შემდეგ რაც უნგრეთი ვიშეგარდის ჯგუფის თავმჯდომარე გახდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით შესაბამის კომიტეტებთან თანამშრომლობაზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა ყველა მიმართულებით და მიესალმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, როგორც პოლიტიკურ, ასევე სხვა სფეროებში. ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობას ეუფლებიან უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამით, ხოლო ვიზიტის დასასრულს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა 1 კომიტეტის თავმჯდომარემ ინტერვიუ მისცა უნგრულ ყოველდღიურ გაზეთს „Magyar Hirlap“-ს. შეხვედრებს ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტში უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ხატიძე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, ფრაქციის ხელმძღვანელი, საქართველოს დიასპორისა და პარლამენტში კავკასიის ოპოზიციური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ლომია, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი და საელჩოს უფროსი მრჩეველ ბაქარ მაკარიძე. საუბრის ჩანაწერი უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან პეტერ შიკლოშთან შეხვედრა: პეტერ შიკლოში: მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ბუდაპეშტში. საქართველო უნგრეთის მეგობარი და მთავარი პარტნიორია. ჩვენ ერთპიროვნულად მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე თქვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მივესალმებით, რუსეთთან არსებულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს. მისაღებია, კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ მშვიდობიანი გზები. ვგმობთ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს. ყოველი ამგვარი მცდელობა არაკანონიერია. სოფიო ქაცარავა: მოგესალმებით. გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო და შეგვხვდით. უნდა აღინიშნოს ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს საკითხის მუდმივად ყოფნა საერთაშორისო დღის წესრიგში. რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული არაკანონიერი ქმედებები უნდა დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ვიყენებთ რუსეთთან ურთიერთობის ყველა არსებულ ფორმატს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კატასტროფული სიტუაციაა ადამიანის უფლებების ხელყოფის კუთხით. მადლობას მოგახსენებთ, EUMM-ის მისიაში უნგრეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი საერთაშორისო მისია, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს საოკუპაციო ხაზზე. პეტერ შიკლოში: თვალს ვადევნებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. სიტუაცია მართლაც, რომ ძალზედ მძიმეა. სიმართლე გითხრათ, არ ველით რუსეთის პოლიტიკის სწრაფ ცვლილებას. მივესალმებით თქვენს მიდგომას 2 საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად ყოფნის მცდელობებთან დაკავშირებით. ასე გააგრძელეთ. დადებითად ვაფასებთ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. შეინარჩუნეთ აღნიშნული ტემპი. აუცილებელია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარება. ამ მხრივ, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, სულ ცოტა ხნის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელსაც თან ახლდა ბიზნეს დელეგაცია. ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. ეკონომიკურმა თანამშრომლობამ უნდა მიაღწიოს პოლიტიკური თანამშრომლობის ნიშნულს. გვაქვს ამის პოტენციალი. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის გამო. ისინი სამაგალითონი არიან. სოფიო ქაცარავა: ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით. საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ჩვენი მთავრობის საგარეო კურსის მიმართ ძალზედ მაღალია. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ. გვაქვს ხელშესახები შედეგი ევროკავშირთან მიმართებაში. ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. პეტერ შიკლოში: მხარს ვუჭერთ ნატოს ღია კარის პოლიტიკას. ამ მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანია მონტენეგროს წევრობა ნატოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო მომავალშიც აპირებს გაფართოებას. ამის მიუხედავად, გთხოვთ, დააბალანსოთ თქვენი მოლოდინი ნატოში წევრობასთან მიმართებაში. ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს თავდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები სამაგალითოა. ნამდვილად იმსახურებთ შექებას. რაც შეეხება ევროკავშირის საქართველოსთვის მხრიდან სწორი, ვიზალიბერალიზაციის მაგრამ დაგვიანებული მინიჭების საკითხს, გადაწყვეტილება იყო. დასავლეთმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა წარსულში, რათა სათანადოდ არ დააფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ძალზედ ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ორჯერ იმყოფებოდა ვიზიტით უნგრეთში. ასევე, ჩვენი მინისტრი მიწვეულია საქართველოში თავდაცვის კონფერენციაზე. მსურს, გაცნობოთ, რომ უნგრეთის თავდაცვის მინისტრი დაესწრება კონფერენციას. სოფიო ქაცარავა: მართლაც ძალზედ წარმატებულია საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები. ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმსა თუ შეხვედრაზე, ყველა აღნიშნავს ამას. პეტერ შიკლოში: 2014 წელს ვიმყოფებოდი საქართველოში გამართულ თავდაცვის კონფერენციაზე. ძალზედ მაღალი დონის მომხსენებლები გამოდიოდნენ. 3 დარწმუნებული ვარ, წელსაც ასე იქნება. ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანია საპარლამენტო თანამშრომლობა. პარლამენტის დახმარების გარეშე, წარმოუდგენელია მთავრობამ განახორციელოს გრძელვადიანი გეგმა. უნგრეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან ხელმძღვანელთან არპად ველეზთან შეხვედრა: მეგობრობის ჯგუფის არპად ველეზი: მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ. მოგეხსენებათ, მ/წლის 14 მაისს ვზეიმობთ საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს. ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავი ურთიერთობები არსებობს. საქართველო ჩვენი მეგობარი და პარტნიორია. გულითადი მოკითხვა გადაეცით ჩვენს ქართველ პარლამენტარ მეგობრებს. საქართველო ჩვენს უმთავრეს პარტნიორს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ყველა საკითხში სოლიდარობას გიცხადებთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, წელს 50 ქართველი სტუდენტის ნაცვლად 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს უნგრეთის მთავრობის სტიპენდიით სარგებლობას. ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ. უპირობოდ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე თქვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სოფიო ქაცარავა: მოხარულნი ვართ, რომ წელს არის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე. ვაფასებთ, თქვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მადლიერნი ვართ განათლების სფეროში გაზრდილი სტიპენდიების ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება. გამო. კუთხით. დიდ მნიშვნელოვანი ევროკავშირის მნიშვნელობას იყო მხრიდან ვანიჭებთ უნგრეთის მხარდაჭერა ეს ისტორიული იყო ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას. განსაკუთრებით გამოვყოფ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. ასევე, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სოფლის მეურნეობისისა და კულტურის სფეროში. მზად ვართ გავიზიაროთ უნგრეთის გამოცდილება. დანკო ბელა (საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი): 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობებიდან განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩევა ბოლო 7 წელი. ძალზედ მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება. სწორედ ამას ემსახურებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი. მხარს ვუჭერდით საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს. ვფიქრობთ, ეს ადრე უნდა მომხდარიყო. მომავალშიც თქვენს განკარგულებაში გვიგულეთ. სოფიო ქაცარავა: ჩვენთვის უნგრული მხარის პოლიტიკური მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ამისთვის. 4 უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ჟოლტ ნემეტთან შეხვედრა (გაფართოებულ შეხვედრამდე გაიმართა ორი ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების 15 წუთიანი პირისპირ შეხვედრა): სოფიო ქაცარავა: მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ შეგხვდით. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გამო. ვაფასებთ, უნგრეთის მხარდაჭერას გაეროში საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით. ჟოლტ ნემეტი: მოგესალმებით. დღეს სადილზე გაგაცნობთ უნგრეთის მომავალ ელჩს საქართველოში. საგარეო კომიტეტში უკვე გვქონდა მოსმენა და მხარი დავუჭირეთ მის კანდიდატურას. გვჯერა, რომ ძალზედ წარმატებული ელჩი იქნება. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა ეფუძნება საერთო კომუნისტურ წარსულს. სწორედ ამიტომ გვაქვს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სოლიდარობის გრძნობა. ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს არის ჩვენი მიდგომის ქვაკუთხედი. დაინტერესებულნი ვართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით. გთხოვთ, სისტემატიურად გვაცნობეთ იქ არსებული ვითარების შესახებ, რაც მოგვცემს, ჩვენის მხრივ, დროული რეაგირების შესაძლებლობას. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, მოგეხსენებათ თებერვალში ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა უნგრეთს. მანამდე პრემიერ-მინისტრი ორბანი იმყოფებოდა რუსეთში. ასევე, გუშინ ანგელა მერკელი ესტუმრა რუსეთს. ვცდილობთ, შევინარჩუნოთ რუსეთთან ურთიერთობის არხები. ამ პროცესში დიალოგი ძალზედ მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, ბოლო წლების განმავლობაში, რომ გამონახეთ მათთან კომუნიკაციის საშუალება. მნიშვნელოვანია რუსეთთან ისაუბროთ ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებზე. თავის მხრივ, ეს მოითხოვს ბალანსს. მხოლოდ დიალოგით მიიღწევა შედეგი. ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების არსებობა. ეს დამატებითი სტიმულია სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისათვის. საქართველოს გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი. ძალზედ წარმატებული იყო პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი. დაინტერესებულნი ვართ საქართველოს ეკონომიკური პროექტებით წყლის მენეჯმენტის სფეროში. შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს განათლების სფეროში. როგორც მოგეხსენებათ სტიპენდიების რიცხვი გავზარდეთ 50-დან 80-მდე. ასევე, 5 უნგრელ სტუდენტს ყოველწლიურად მიეცემა საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა. 5 სოფიო ქაცარავა: ტურიზმის განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების არსებობა ხელს უწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას. მივესალმებით ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიების რიცხვის გაზრდას. განათლება არის საუკეთესო გრძელვადიანი ინვესტიცია. ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ნათელია. ეს გახლავთ ნატოსა და ევროკავშირში წევრობა. რუსეთთან ურთიერთობა არ არის ადვილი. არსებობს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმატი. ესენია: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი და ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და კარასინის ფორმატი. განვიხილავთ მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მიერ საქართველოს 20% ოკუპირებულია, ეს არ არის ადვილი პროცესი. ვაცნობიერებთ, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს არაკონსტრუქციულ ნაბიჯებს. სოფიო ქაცარავამ უნგრელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ჟოლტ ჩენგერი (უნრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი): მქონდა შესაძლებლობა პირადად მეხილა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება. ეს იყო საშინელება. ავტობანიდან სულ რაღაც 2 კილომეტრშია მავთულხლართები. ეს ყველაფერი რთული აღსაქმელი იყო. ჟოლტ ნემეტი: რა არის თქვენი სტრატეგია? რას ელით საერთაშორისო საპარლამენტო თანამშრომლობიდან? სოფიო ქაცარავა: გვაქვს კონკრეტული მიზნები. ეს დამოკიდებულია პროცესზე. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ პროგრესი. ვცდილობთ ყველა საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში. შეხვედრის შემდეგ ჟოლტ ნემეტმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მიიწვია სამუშაო სადილზე, სადაც მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების, საქართველო-თურქეთისა და საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე. ასევე განიხილეს საქართველოს თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან. საუბარი ასევე შეეხო ვიშეგრადის ჯგუფისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობას. სამუშაო სადილის შემდეგ ორი ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თავიანთი შეხვედრა შეაჯამეს უნგრეთის საინფორმაციო სააგენტო „MTI“-სთან. 6 უნგრეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ჰორჩიკთან შეხვედრა: რიჩარდ ჰორჩიკი: მსურს, მოგილოცოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება. გარწმუნებთ, რომ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის სრული კონსენსუსია. უნგრეთის პარლამენტი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც 2014 წელს მოახდინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია. ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. თვალს ვადევნებთ თქვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეებს სურს კონკრეტული პასუხი, თუ როდის გაწევრიანდება ქვეყანა ევროკავშირში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენც დიდხანს ველოდით ევროკავშირში წევრობას. ეს იყო ძალზედ რთული და დამქანცველი პროცესი, განსაკუთრებით პარლამენტარებისთვის. ჩემი კომიტეტი უშუალოდ იყო ჩართული ინტეგრაციის პროცესში. მზად ვართ გაგიზიაროთ გამოცდილება. ბევრი შეცდომა დავუშვით ინტეგრაციის გზაზე. გისურვებთ, არ გაიმეოროთ იგივე. სოფიო ქაცარავა: მადლობას მოგახსენებთ, პრაქტიკული შემოთავაზებისთვის. ვგრძნობთ, თქვენს მხარდაჭერას ყველა დონეზე. ისტორიულად დიდია საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. რიჩარდ ჰორჩიკი: სიფრთხილე გმართებთ. ევროკავშირში წევრობამდე გვქონდა საზოგადოების 66%-იანი მხარდაჭერა. სულ მალე ეს რიცხვი 57%-ზე ჩამოვიდა, რადგან ყველა ელოდა ევროკავშირში სწრაფ წევრობას. ეს, კი მხოლოდ 2004 წელს განხორციელდა. იგივე იმედგაცრუება რომ არ ქონდეს ქართველ ხალხს, გირჩევთ მოაწყოთ რაც შეიძლება მეტი სემინარები, კონფერენციები, საინფორმაციო შეხვედრები და ა.შ. მოიწვიეთ უცხოელი ექსპერტები. არ დაუსახოთ საზოგადოებას გადაჭარბებული მოლოდინი. გირჩევთ, შექმნათ საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამეტს შორის ერთობლივი საპარლამენტო კომიტეტი. ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან დააჩქარებს ინტეგრაციის პროცესს. ეს თავის დროზე ჩვენ გამოვიყენეთ და იყო ძალზედ წარმატებული. საქართველო ევროპის ნაწილია. თქვენი ადგილი ევროპულ საზოგადოებაშია. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა: პიტერ სიიარტო: შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს. 20-21 აპრილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. მანამდე, მარტში, მე გახლდით თბილისში. ასეთი ინტენსიური ვიზიტები მხოლოდ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან გვაქვს. საქართველო ჩვენთვის განსაკუთრებული პარტნიორია. თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 7 ჩემი ახლო მეგობარია. ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას ყველა მიმართულებით. მხარს ვუჭერთ საქართველოს ყველა გამოწვევას. განსაკუთრებით გაწბილებულნი ვიყავით ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ მიიღეთ ვიზალიბერალიზაცია, რასაც გულითადად გილოცავთ, მაგრამ ვთვლი, რომ ევროპამ დააგვიანა და ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით და ვიზალიბერალიზაცია უკვე გაქვთ. დროა დასახოთ ახალი მიზნები. ჩვენ ყველაფერში მხარს დაგიჭერთ. ხშირად გვადანაშაულებენ პუტინთან მეგობრობაში. ეს ასე არ არის. გვსურს, რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობა. ჩვენი მიდგომა მარტივია: არ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ იმიტომ, რომ სანქციებმა პირველ რიგში ჩვენ დაგვაზარალა. მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას და ნატოში წევრობას. ჩვენი გვჯერა, რომ რაც უფრო ბევრნი ვიქნებით, მით უფრო გავძლიერდებით. ასევე უპირობოდ ვუჭერთ მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ძალზედ ვაფასებთ ქართველი სამხედროების მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში. ვიცით რა არის კომუნისტური წარსული. ამიტომ ძალიან კარგად გვესმის თქვენი. არ ვეთანხმებით ევროკავშირის ქვეყნების ორმაგ სტანდარტებს. ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან ურთიერთობის გამო, ხოლო გუშინ, თავად მერკელი იმყოფებოდა მოსკოვში. ამაში ცუდს ვერაფერს, ვხედავთ, უბრალოდ ვგმობთ ორმაგ სტანდარტებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ ჩუმად და ვაკეთოთ საქმე, ვიდრე ვიყვიროთ და არაფერი გავაკეთოთ. ჩემი ქართველი კოლეგისგან მივიღე წერილი გაეროში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერაზე. სწორედ გუშინ მოვაწერე ხელი საპასუხო წერილს. რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, მხარს დავუჭერთ თქვენს რეზოლუციას გაეროში. სოფიო ქაცარავა: მოხარული ვარ, რომ კვლავ შეგხვდით. ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. ვიზიტების ინტენსივობა ორ ქვეყანას შორის ძალზედ მნიშვნელოვანია. მადლობას მოგახსენებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, მუდმივად ვიყოთ საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში. ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე. ამის შემდეგ, ვფიქრობთ, გვჭირდება უფრო მეტი მოტივაცია ევროკავშირისგან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მ/წლის ივლისიდან უნგრეთი ხდება ვიშეგრადის ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენი სურვილია, ჩავერთოდ ვიშეგრადის ჯგუფის საპარლამენტო 8 შეხვედრებში. გარწმუნებთ, პარლამენტის მხრიდან ვიქნებით ძალზე აქტიურები. ჩვენი სურვილია, ვიყოთ ამ პროცესის ნაწილი. ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ვახორციელებთ ძალზედ წარმატებულ რეფორმებს თავდაცვის სფეროში, რომელიც დადებითადაა შეფასებული ჩვენი ნატოელი პარტნიორების მიერ. ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან. ერთ-ერთ ასეთ ფორმატად განვიხილავთ ვიშეგრადის თანამშრომლობას. პიტერ სიიარტო: გვიახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. გვსურს, სამიტის დასკვნითი დოკუმენტი იყოს მომავალზე ორიენტირებულნი. არ დავუშვებთ იმას, რომ დოკუმენტში საუბარი იყოს მხოლოდ იმაზე, თუ რა გაკეთდა. შევეცდებით არ დავტოვოთ დოკუმენტის დასკვნითი ნაწილი მომავლის გარეშე. მხარს დაგიჭერთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება ვიშეგრადის ოთხეულის თანამშრომლობას, მსურს, აღვნიშნო, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური ალიანსი ევროკავშირის შიგნით. ოთხივე ქვეყანას გვაქვს საერთო ხედვა მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით. ვიშეგრადის ჯგუფი მთლიანად ვუჭერთ მხარს ევროკავშირისა და ნატოს გაფართოებას. უკვე შევთანხმდით, ვიშეგრადის ოთხეულს + საქართველოს ფორმატზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. სამწუხაროდ ევროკავშირში ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებაზე არ არის საერთო პოზიცია. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა თავის მანდატის დასაწყისში განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება არ იგეგმება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. იმ დღეს იუნკერი შესაძლოა არ იყო სრულ ჭკუაზე. გაფართოებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის სახელმწიფოებმა და არა იუნკერმა და „დიდი“ ქვეყნის ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასელბორნმა. ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები ერთხმად მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას. სოფიო ქაცარავა: ვიშეგრადის ჯგუფთან საპარლამენტო თანამშრომლობა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. არ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობის ზუსტ თარიღზე, რათა თავიდან ავიცილოთ საზოგადოების იმედგაცრუება. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ ქართველი სტუდენტებისათვის სტიპენდიის რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით. პიტერ სიიარტო: რაც შეეხება სტიპენდიებს, თქვენი მხრიდან თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ გავზრდით მათ რიცხვს. იმედგაცრუებულები ვართ, როდესაც კონკრეტულ ქვეყანას ვაძლევთ სტიპენდიების გარკვეულ რიცხვს და ისინი ვერ ან არ ითვისებენ. თქვენ შემთხვევაში ასე არ არის. მსურს, ისევ დავუბრუნდე ევროკავშირის საკითხს. Brexit-ის ეკონომიკური და პოლიტიკური დანაკარგი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ჟან კლოდ იუნკერი არის პირველი ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის ისტორიაში, რომლის დროსაც 9 პირველად დატოვა ევროკავშირი წევრმა სახელმწიფომ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იგი ძალზედ წარუმატებელი პრეზიდენტია. გვსურ ევროკავშირში ბევრი რაციონალური პოლიტიკის გამტარებელი სახელმწიფოების არსებობა. ვთვლით, რომ ინტეგრაცია მიიღწევა ძლიერი წევრი სახელმწიფოების არსებობით. ამ მხრივ, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში არსებობა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ველით საქართველოს ევროკავშირში წევრობას. ჩვენ ყველანაირად მხარს დაგიჭერთ. უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან იშტვან იაკაბთან შეხვედრა: იშტვან იაკაბი: საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩვენი მთავარი პარტნიორია. გვსურს, ეკონომიკური თანამშროლობა გავუთანაბროთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკური თანამშრომლობის დონეს. მნიშვნელოვანია განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი ამ მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოგეხსენებათ, ძალზედ აქტიური საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავს, რომელიც ყველა დონეზე ყველა ფორმატს იყენებს, რათა გააჟღეროს საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გეტყვით, რომ დიდხანს ველოდით ევროკავშირში ინტეგრაციას. წევრობამდე განვახორციელეთ არაერთი „Twinning“ პროექტი. მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. უნგრელები და ქართველები მენტალურად ძალიან ვგავართ ერთმანეთს. თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, თავისუფლების მოყვარე ერი ხართ, პატივს სცემთ თქვენს ენას, კულტურას, რელიგიასა და ტრადიციებს და ასევე, გსურთ ევროკავშირში წევრობა. სოფიო ქაცარავა: ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა ემყარება ისტორიულ წარსულს. ყველამ, მათ შორის პარლამენტარებმაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები გავუთანაბროთ პოლიტიკური ურთიერთობის დონეს. ძალზედ პროდუქტიული და მეგობრული შეხვედრები გვაქვს ჩვენს უნგრელ კოლეგებთან. მადლობა პირადად თქვენ მხარდაჭერისთვის. იშტვან იაკაბი: ევროკავშირში ინტეგრაცია არის ერთგვარი ბრძოლა, შეჯიბრი. ვერ მიაღწევ წარმატებას თუ არ ფლობ სათანადო ინფორმაციას. ჩვენ მზად ვართ გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რომლიც დავაგროვეთ ინტეგრაციის გზაზე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უნგრეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან მიჰაი ბალასთან შეხვედრა: 10 მიჰაი ბალა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობა, რომელიც გაიმართება თბილისში ამ თვის ბოლოს. უნგრეთიდან საკმაოდ დიდი დელეგაცია ვიქნებით წარმოდგენილი. მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია. 25 მაისს გვაქვს ნატოს წევრი ქვეყნების სპეციალური სამიტი, სადაც მივიწვიეთ მონტენეგროც. მონტენეგროს ნატოში სრულ წევრობამდე დარჩა ესპანეთის სენატის რატიფიკაცია. მათი რატიფიცირების შემდეგ მონტენეგრო გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან მონტენეგროს წევრობა იმაზე მეტყველებს, რომ ნატო ერთგული რჩება გაფართოებისა და ღია კარის პოლიტიკის მიმართ. თვალს ვადევნებთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს. პირადად ვიმყოფებოდი ოკუპაციის ხაზთან. უცნაურია, 21-ე საუკუნეში, თბილისიდან 60 კმ-ში რუსული ტანკების არსებობა. ძალზედ განვიცდით ამას. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. არსებობს მხოლოდ ერთი გაზსადენი, საიდანაც უნგრეთს მოეწოდება გაზი. ვცდილობთ, მოვახდინოთ ენერგოდივერსიფიკაცია. ამის გამო, გადავწყვიტეთ ქ. პაკშში მდებარე ატომური ელექტროსადგურის რეაბილიტაცია, რომელიც რუსების მიერ აშენდე საბჭოთა კავშირის დროს. პაკშის რეაქტორის განახლება მოხდება რუსული ინვესტიციით. პროექტის დასრულების შემდეგ გვექნება შესაძლებლობა 40%-ით ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული რუსულ განსაკუთრებით ანტიტერორისტულ უკანასკნელი წლის 2 გაზზე. რუსეთთან გვაქვს საკითხებთან განმავლობაში ევროპაში ინტენსიური კომუნიკაცია. დაკავშირებით. მოგეხსენებათ, არაერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ძალზედ გვაწუხებს მიგრაციის კრიზისი. არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად ჩავკეტეთ საზღვარი. დებატები გვაქვს ბრიუსელთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ისინი ხშირად გვაკრიტიკებენ საზღვრის ჩაკეტვის გამო. ჩვენს საემიგრაციო პოლიტიკას მხარს უჭერს ვიშეგრადის ჯგუფისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები. მნიშვნელოვანია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა. გვესმის სირთულეები, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს აქვთ ერთმანეთში. რაც შეეხება ნატორუსეთის თანამშრომლობას, არ ვიცი რა იქნება უკეთესი. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებამდე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში გვქონდა ნატო-რუსეთის ფორუმი. ეს ფორუმი ამჟამად აღარ ფუნქციონირებს. ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელებას ანტიტერორისტულ მხარს ვუჭერთ რუსეთთან საკითხებში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის სტაბილურობას. ამავე დროს, ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. გვაქვს მკაფიო პოზიცია. პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტის შემდეგ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის წინ, თქვენი ვიზიტი უნგრეთში დროულია. 11 სოფიო ქაცარავა: მოუთმენლად ველით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში ჩატარებას. მოხარული ვარ, რომ წარმოდგენილნი იქნებით დიდი დელეგაციით. მქონდა შესაძლებლობა მენახა დეკლარაცია, რომელიც უნდა განვიხილოთ ასამბლეაზე. ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მნიშვნელოვანია ასამბლეის საქართველოში ჩატარება. კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ნატოს გახსნილობის პოლიტიკას. მესმის თქვენი პრაგმატული პოლიტიკის. ვცდილობთ შევინარჩუნოთ პრაგმატულობა რუსეთთან ურთიერთობაში. ვაცნობიერებთ ქვეყანაში და მთლიანად რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა. ეს არის ევროკავშირი და ნატო. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ურთიერთობებზე თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. მიჰაი ბალა შეეხო 2018 წელს დაგეგმილ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების თემას და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის არ აქვს მნიშვნელობა არჩევნების შედეგებს, რადგან მმართველი და ოპოზიციურ პარტიებს შორის უპრეცედენტო თანხმობაა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. უნგრული პოლიტიკური ცხოვრებისთვის ამგვარი კონსენსუსი ძალზედ უცხოა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ასევე შეხვედრა დემოკრატიული ტრანზიციის საერთაშორისო ცენტრის (ICDT) პრეზიდენტთან, ელჩთან იშტვან დიარმატისთან და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის ინსტიტუტის (IFAT) დირექტორთან მარტონ შობერლთან და მის მოადგილესთან ლასლო ვაშასთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო პოლიტიკის მიმდინარე მოვლენები და დასახელ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. ვიზიტის დასასრულს შედგა შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობას ეუფლებიან უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამით, ხოლო ვიზიტის დასასრულს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ინტერვიუ მისცა უნგრულ ყოველდღიურ გაზეთს „Magyar Hirlap“-ს. საუბრის ჩანაწერი მოამზადა საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ბაქარ მაკარიძემ 12