„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი,
1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
სამოქალაქო კოდექსის მეოცე თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 ქვეთავი:
„III1. ჯანმრთელობის დაზღვევა
მუხლი 8431. ცნება
1.
ჯანმრთელობის
დაზღვევის
ხელშეკრულებით
მზღვევლი
ვალდებულია
აანაზღაუროს დაზღვეული პირისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა ან
დაზიანებასთან დაკავშირებული მკურნალობისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული
სხვა სახის სამედიცინო მომსახურების ხარჯები ხელშეკრულებით გათვალისწინებული
წესითა და პირობებით.
2. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს დამზღვევის მიერ
დაზღვეული პირის სასარგებლოდ.
მუხლი 8432. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისგან
1. თუ დაზღვეულ პირს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა
წარუდგინოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუ ის
უნაზღაურებს დაზღვეულ პირს ზიანს.
2. მზღვეველს შეუძლია მესამე პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წაუყენოს
მხოლოდ დაზღვეულისათვის ზიანის ანაზღაურების შემდეგ და ანაზღაურებული ზიანის
ოდენობის ფარგლებში. თუ დაზღვეული პირი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის
მოთხოვნაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან.
მუხლი 8434. ზიანის დაზღვევის ნორმების გავრცელება
ჯანმრთელობის დაზღვევაზე ზიანის დაზღვევის ნორმებიდან ვრცელდება მხოლოდ 820ე და 821-ე მუხლები შესაბამისად.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსით
გათვალისწინებული
სადაზღვევო
ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები (თავი მეოცე) არ იცნობს „ჯანმრთელობის
დაზღვევას“, როგორც დაზღვევის სახეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტიტუტი საკმაოდ
კარგად არის განვითარებული საქართველოში. შემოთავაზებული ცვლილებებით,
სამოქალაქო
კოდექსის
მეოცე
თავს
დაემატება
III1
ქვეთავი,
სახელწოდებით
„ჯანმრთელობის დაზღვევა“, რომელიც მოაწესრიგებს ჯანმრთელობის დაზღვევასთან
დაკავშირებულ პრინციპებს.
შემოთავაზებული ცვლილება დაზღვევით მოსარგებლე პირთა ინტერესების
დაცვის მიზანს ემსახურება. იგი, ეხმიანება „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-15 მუხლის
პირველ პუნქტს („სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“) და
37-ე მუხლის პირველ პუნქტს („ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის
დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით
დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო
დახმარება“). აღნიშნული კონსტიტუციური დებულებებიდან გამომდინარე, ადამიანის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა გამოკვეთილად პრიორიტეტულ საჯარო
ინტერესსაც წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის დაზღვევის
თავისათვის (თავი მეოცე), ზიანის დაზღვევის, სიცოცხლის დაზღვევისა და უბედური
შემთხვევის
დაზღვევის
მსგავსად,
ჯანმრთელობის
დაზღვევის
ამსახველი
რეგულაციების დამატების საკითხი.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის
სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრული მომსახურებებით ვერ სარგებლობენ კერძო
დაზღვევით მოსარგებლე პირები. აღნიშნულმა წარმოქმნა გარკვეული
სამედიცინო სერვისების მიღებისას.
ხდება
ზიანის
დაზღვევის
პრობლემები
პრაქტიკაში, მზღვეველების მხრიდან მითითება
მარეგულირებელ
ნორმებზე,
რომლებიც
მათ
პასუხისმგებლობას გამორიცხავს გარკვეულ შემთხვევებში. საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 829-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის
შესრულებისაგან,
თუ
დამზღვევმა
დაზღვევით
გათვალისწინებული
შემთხვევა
გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
მიუხედავად იმისა, რომ
აღნიშნული მუხლი ქონების ზიანის თავში არის განსაზღვრული, სადაზღვევო
კომპანიები ხშირად აპელირებენ ამ მუხლთან მიმართებით ჯანმრთელობის დაზღვევის
შემთხვევებზე. ასევე, ისინი თავს არიდებენ ხელშეკრულებაში განსაზღვრონ დაზღვევის
შემთხვევები უხეში გაუფრთხილობლობისას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე
სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაზღვევის სერვისების შესყიდვას ეხება. შესაბამისად,
მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს დაუცველი, რადგან კერძო დაზღვევა მას მსგავს
შემთხვევებს არ უნაზღაურებს.
არსებული პრობლემები ცხადყოფს, რომ განსაკუთრებით იმ შემთხვევებში,
როდესაც
საქმე
ეხება
ადამიანის
სიცოცხლეს
და
ჯანმრთელობას,
საჭიროა
კანონმდებლობით განისაზღვროს შესაბამისი ნორმები და მინიმუმამდე შემცირდეს
მზღვეველთა მხრიდან ნორმათა ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.
შემოთავაზებული ცვლილებებით, სამოქალაქო კოდექსის მეოცე თავს დაემატება
III
1
ქვეთავი,
რომლითაც
დარეგულირდება
დაკავშირებული
ურთიერთობები
და
დაკავშირებით
გამოსაყენებელი
ნორმები.
შესაძლებლობას,
მზღვეველმა
ჯანმრთელობის
განისაზღვრება
არასწორად
ამ
აღნიშნული
გამოიყენოს
დაზღვევასთან
ურთიერთობასთან
გამორიცხავს
კანონი
და
იმის
დაზღვეულს
აუნაზღაურდეს შესაბამისი ხარჯები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
კანონპროექტის
სიცოცხლისა
მიზანია
და
სადაზღვევო
ჯანმრთელობის
ურთიერთობების
უფლების
შემთხვევაში
გარანტიების
ადამიანის
უზრუნველყოფა
საკანონმდებლო რეგულაციებით და პრაქტიკაში არსებული პრობლემების მოგვარება.
ა.გ) კანონპროექტის არსი;
კანონპროექტით სამქოალაქო კოდექსში შემოვა და დარეგულირდება დაზღვევის ისეთი
მნიშვნელოვანი სახე, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა და განისაზღვრება მისი
მომწესრიგებელი ფუნდამენტური საკითხები. ასავე, განისაზღვრება ის ნორმები,
რომელთა
გამოყენებაც
იქნება
შესაძლებელი
ჯანმრთელობის
დაზღვევის
ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ:
შემოთავაზებული ცვლილებებით, სამოქალაქო კოდექსის მეოცე თავს დაემატება III1
ქვეთავი, ჯანმრთელობის დაზღვევა
8431 - ჯანმრთელობის დაზღვევის მომწესრიგებელ პირველ მუხლში, დაზღვევის
მოცემული სახის ცნების ფარგლებში განისაზღვრება მისი მოცულობა და შინაარსი.
შემოთავაზებული ფორმულირებით, ჯანმრთელობის დაზღვევა ფარავს როგორც მისი
მდგომარეობის გაუარესების, ასევე დაზიანებისა და სხვა სახის მომსახურების ხარჯებს.
ასეთი ფართო ფორმულირებით განისაზღვრება და დაცულია მომხმარებლის უფლება
ჯანმრთელობის
დაცვის
უფლების
რეალიზაციისას
ისარგებლოს
კანონით
განსაზღვრული შეუზღუდავი შესაძლებლობებით.
8432 - აღნიშნული მუხლის ჩამოყალიბება გამართლებულია როგორც დაზღვევის ერთერთი
პრინციპის,
უსაფუძვლო
გამდიდრების
პრევენციის,
ისე,
სამოქალაქო
კანონმდებლობის (მხედველობაშია დელიქტის სამართლის დამსჯელობითი მიზანი)
ფუნდამენტური პრინციპების გატარებისთვის. მსგავს მოწესრიგებას სსკ იცნობს 832-ე
მუხლის მიხედვით. სიცოცხლის დაზღვევასთან მიმართებით სუბროგაციის უფლების
გამოყენების შესაძლებლობა განსხვავებულად (გაუმართლებლად) მიიჩნევა ქართული
სასამართლო პრაქტიკით. იმისათვის, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის, როგორც პირადი
დაზღვევის
სახეობის
შემთხვევაში
თავიდან
იქნეს
აცილებული
ბუნდოვანება,
განმტკიცდეს მზღვეველის აღნიშნული უფლება ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილში.
ჯანმრთელობის
დაზღვევის
შემთხვევაში
მზღვეველის
სუბროგაციის
უფლების
გამოყენების შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება თავისთავად ზრდის
მათ მოტივაციას ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტებზე მუშაობისა და მათი
მოცულობის გაზრდისთვის, რაც თავის მხრივ, სწორედ მომხმარებლის ინტერესების
დაცვას ემსახურება.
8433
-
ნორმის
მომწესრიგებელი
მიზანია
მკაცრად
ნორმების
განისაზღვროს
მოქმედების
სფერო.
ჯანმრთელობის
დაზღვევის
გამორიცხავს
სადაზღვევო
ის
კომპანიების მხრიდან არასწორი და მანკიერი პრაქტიკას, ზიანის ანაზღაურებაზე უარის
თქმისთვის
გამოიყენონ
კანონის
ანალოგია
ქონების
ზიანის
ანაზღაურებასთან
მიმართებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ვანო
ზარდიაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ვანო
ზარდიაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
კანონის იმ თავის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
თავი მეოცე
დაზღვევა
I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 799. ცნება
1. დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს
სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების
შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი
მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
2. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
მუხლი 800. დაზღვევის ხელშეკრულების დადების ვალდებულება
პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს დაზღვევის ხელშეკრულების დადებას,
ვალდებულია დადოს ეს ხელშეკრულება, თუკი უარის თქმისათვის არ არსებობს
მნიშვნელოვანი საფუძველი.
მუხლი 801. სავალდებულო დაზღვევა
კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სავალდებულო დაზღვევა, რომლის
მიმართაც გამოიყენება ამ თავის წესები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას
სავალდებულო დაზღვევის შესახებ. გადაზღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობები
წესრიგდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 802. სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)
1. მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის
ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა - პოლისი).
2. სადაზღვევო მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა. ხელშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ
ადგილს ან იურიდიულ მისამართს);
ბ. დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას;
გ. სადაზღვევო რისკის განსაზღვრას;
დ. დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას;
ე. სადაზღვევო თანხის ოდენობას;
ვ. სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.
3. თუ დაზღვევის საგანს წარმოადგენს პირის სიცოცხლე, მაშინ დამატებით
აუცილებელია მონაცემები მზღვევლის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების
განაწილების პირობების შესახებ.
მუხლი 803. სადაზღვევო მოწმობის სახეები
თუ სადაზღვევო მოწმობა გაცემულია წარმომდგენზე,სახელობითი ან საორდერო
მოწმობის სახით, მზღვეველს შეუძლია ამ მოწმობის მფლობელს წაუყენოს ყველა ის
მოთხოვნა, რომლებიც მას თავდაპირველი დამზღვევის მიმართ აქვს. ეს წესი არ
გამოიყენება,თუ სადაზღვევო მოწმობის მფლობელი აცნობებს მზღვეველს დაზღვევასთან
დაკავშირებული უფლებების მისთვის გადაცემის თაობაზე და ეს უკანასკნელი
დაუყოვნებლივ არ განაცხადებს თავისი მოთხოვნების შესახებ.
მუხლი 804. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის შედეგები
1. თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ მზღვეველმა მხოლოდ სადაზღვევო
მოწმობის წარდგენის შემდეგ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა,მაგრამ მოწმობა
დაიკარგა ან განადგურდა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მოითხოვოს შესრულება მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო მოწმობა განსაკუთრებული წარმოების წესით
ძალადაკარგულად გამოცხადდა.
2. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში დამზღვევს
შეუძლია მზღვეველს მოსთხოვოს ასლი. ასლის გაცემის ხარჯებს გაიღებს დამზღვევი.
მუხლი 805. დაზღვევის აგენტის უფლებები
1. თუ დაზღვევის აგენტი (წარმომადგენელი) უფლებამოსილია დადოს დაზღვევის
ხელშეკრულება, მას ასევე შეუძლია შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, გააგრძელოს
მისი მოქმედების ვადა ან მოშალოს იგი.
2. დაზღვევის აგენტს, რომელიც ასრულებს შუამავლის ფუნქციას დაზღვევის
ხელშეკრულების დადებისას, უფლება აქვს დადოს ასეთი ხელშეკრულება.
მუხლი 806. დაზღვევის დაწყების დრო
1. დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და
მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ
საათზე.
2. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია ხუთ წელზე მეტი ვადით, მაშინ
თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ამის თაობაზე გაფრთხილებიდან
სამი თვის გასვლის შემდეგ.
მუხლი 807. სადაზღვევო შესატანის გადიდების შედეგები
თუ მზღვეველმა გაადიდა სადაზღვევო შესატანი, მაშინ დამზღვევს შეუძლია
ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით შეწყვიტოს ხელშეკრულება.
სადაზღვევო შესატანის უმნიშვნელო გაზრდა ასეთ უფლებას არ წარმოშობს.
მუხლი 808. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
1. დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა
მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან
დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითია ის
გარემოებები,
რომლებსაც
შეუძლიათ
გავლენა
მოახდინონ
მზღვევლის
გადაწყვეტილებაზე,უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით.
2. არსებითად ჩაითვლება ასევე გარემოება, რომლის შესახებაც მზღვეველი
წერილობით შეეკითხება დამზღვევს გარკვევით და არაორაზროვნად.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის წესების საწინააღმდეგოდ მზღვეველს არ
ეცნობა არსებითი გარემოების შესახებ, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას
ხელშეკრულებაზე.იგივე მნიშვნელობა აქვს, თუ არსებით გარემოებათა შეტყობინებას
დამზღვევმა განზრახ აარიდა თავი.
4. დაუშვებელია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მზღვეველმა იცოდა დაფარულ
გარემოებათა შესახებ, ან დამზღვევს არ მიუძღვის ბრალი მათ შეუტყობინებლობაში.
მუხლი 809. არასწორი მონაცემების შეტყობინების შედეგები
1. მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მაშინაც, თუ არსებითი
გარემოებების შესახებ შეტყობინება არასწორ მონაცემებს შეიცავს.
2. ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია,თუ მონაცემების უზუსტობა
მზღვევლისათვის ცნობილი იყო, ან თუ დამზღვევს ბრალი არ მიუძღვის არასწორ
მონაცემთა მიწოდებაში. ამ მონაცემების შეტყობინებიდან ერთი თვის განმავლობაში
მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება.
მუხლი 810. დაზღვევის ხელშეკრულების მოშლა ინფორმაციის
შეუტყობინებლობის გამო
თუ დამზღვევს საფრთხის გარემოების შესახებ წერილობით კითხვებზე უნდა გაეცა
პასუხი, მაშინ მზღვეველს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება იმ გარემოებათა
შეუტყობინებლობის გამო, რომელთა თაობაზედაც თუმცა კითხვა არ დასმულა, მაგრამ
დამზღვევი განზრახ დუმდა.
მუხლი 811. ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო ხელშეკრულების
მოშლის ვადა
1. ამ თავით გათვალისწინებული ცნობების შეუტყობინებლობიდან ერთი თვის
განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება. ეს ვადა იწყება იმ
მომენტიდან, როდესაც მზღვეველმა გაიგო შეტყობინების მოვალეობის დარღვევის
თაობაზე.
2. დამზღვევს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების მოშლის შესახებ.
მუხლი 812. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის
შემდეგ
თუ მზღვეველი ხელშეკრულებას მოშლის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის
შემდეგ, მაშინ იგი არ თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუკი იმ
გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა არ
მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვევლის მოვალეობის
შესრულებაზე.
მუხლი 813. საფრთხის გაზრდის შესახებ ინფორმაციის შეტყობინების
ვალდებულება
1. დამზღვევი მოვალეა დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს საფრთხის
გაზრდის შესახებ, რომელიც ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოცენდა,თუ ეს
არსებით გავლენას მოახდენდა ხელშეკრულების დადებაზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მზღვეველს
უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით ან
მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის შესაბამისი გაზრდა. თუ დამზღვევმა განზრახ
გამოიწვია საფრთხის გაზრდა, მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ვადის
დაცვის გარეშე.
მუხლი 814. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინების ვალდებულება
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა
აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს.
2. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს
დამზღვევს ყოველგვარი ცნობა,რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან
მოვალეობის მოცულობის დასადგენად.
3. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი
თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების
მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.
4. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის
დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.
II. სადაზღვევო შესატანი
მუხლი 815. სადაზღვევო შესატანის გადახდის ვალდებულება
1. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის
დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ.
2. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს
სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის
ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი
ანაზღაურების გადახდა.
მუხლი 816. პირველი სადაზღვევო შესატანი
პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე
მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.
მუხლი 817. სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდა
1. თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს
შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა
მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება.
2. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის
დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ
მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.
მუხლი 818. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შესატანის
არადროულად გადახდის გამო
თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი,მზღვეველს
შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის
თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.
მუხლი 819. სადაზღვევო შესატანის გადახდის შეწყვეტა
დამზღვევს შეუძლია შეწყვიტოს სადაზღვევო შესატანის გადახდა, თუ
ხელშეკრულების დადების შემდეგ გაირკვა, რომ მზღვევლის ეკონომიური მდგომარეობა
იმდენად გაუარესდა, რომ არსებობს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მის მიერ
ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობათა შეუსრულებლობის რეალური საფრთხე.
III. ზიანის დაზღვევა
ა. ხელშეკრულების შინაარსი
მუხლი 820. ზიანის ფულადი ანაზღაურების ვალდებულება
ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით.
მუხლი 821. ზიანის ანაზღაურების ფარგლები
მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
მუხლი 822. სადაზღვევო შედარება
1. თუ აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო თანხა მნიშვნელოვნად აღემატება დაზღვეული
ინტერესის ღირებულებას (სადაზღვევო ღირებულებას), მაშინ როგორც დამზღვევს,ისე
მზღვეველს გადაჭარბებული დაზღვევის თავიდან აცილების მიზნით შეუძლიათ
მოითხოვონ სადაზღვევო თანხის შემცირება სადაზღვევო შესატანის დაუყოვნებლივ
შესაბამისი შემცირებით.
2. თუ დამზღვევი მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვით დებს
ხელშეკრულებას დაზღვევის გაზრდის გზით,მაშინ ხელშეკრულება ბათილად
ჩაითვლება. ხელშეკრულების ბათილობამდე მზღვევლისათვის გადახდილი შენატანები
მას რჩება, თუ მისთვის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ცნობილი არ იყო
ბათილობის შესახებ.
მუხლი 823. ქონების დაზღვევის თავისებურებანი
სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება
და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 824. მიუღებელი სარგებლის დაზღვევა
დაზღვევა ვრცელდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომით
მიუღებელ სარგებელზედაც, თუ ეს გათვალისწინებულია შეთანხმებით.
გამოწვეულ
მუხლი 825. ნივთთა ერთობლიობის დაზღვევა
თუ დაზღვეულია ნივთების ერთობლიობა, მაშინ დაზღვევა ვრცელდება მასში
შემავალ ყველა ნივთზე.
მუხლი 826. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა
მზღვეველი არ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს წარმოშობილი ზიანის
ოდენობაზე მეტი თანხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო თანხა სადაზღვევო
შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღემატება სადაზღვევო ღირებულებას.
მუხლი 827. შემცირებული ან არასრული დაზღვევა. ორმაგი დაზღვევა
1. თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია სადაზღვევო ღირებულებაზე სადაზღვევო
შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (შემცირებული ან არასრული დაზღვევა), მაშინ
მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების
შეფარდების შესაბამისად.
2. პირი, რომელმაც ერთი და იგივე ინტერესი ერთდროულად რამდენიმე
მზღვეველთან დააზღვია,მოვალეა ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს თითოეულ
მზღვეველს. შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს ყველა მზღვევლის ვინაობა და სადაზღვევო
თანხის ოდენობა.
3. თუ მოცემული ინტერესი ერთი და იმავე რისკისაგან რამდენიმე მზღვეველთან
არის დაზღვეული და სადაზღვევო თანხები ჯამში სადაზღვევო ღირებულებას აჭარბებენ,
ან, თუ სხვა მიზეზების გამო საზღაურთა ჯამი, რომელიც თითოეული მზღვევლის მიერ
სხვა ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში გადახდილი იქნებოდა, აჭარბებს მთელ
ზიანს (ორმაგი დაზღვევა), მაშინ მზღვევლები მოვალენი არიან დამზღვევის წინაშე როგორც სოლიდარული მოვალეები - იმ თანხის ფარგლებში, რაც მათ დამზღვევთან
დადებული ხელშეკრულებით აქვთ გაფორმებული, მაგრამ დამზღვევს არა აქვს უფლება
მიიღოს ჯამში რეალურ ზიანზე მეტი თანხა.
მუხლი 828. ორმაგი დაზღვევის ბათილობა
თუ დამზღვევმა გააფორმა ორმაგი დაზღვევა მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის
მიღების მიზნით,მაშინ თითოეული ხელშეკრულება, რომელიც ამ მიზნით არის
დადებული, ჩაითვლება ბათილად.
მუხლი 829. დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას
მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ
დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით.
მუხლი 830. მზღვევლის მითითების შესრულების მოვალეობა
1. დამზღვევი მოვალეა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას
შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი და ამასთან დაკავშირებით
შეასრულოს მზღვევლის მითითებები.
2. მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს ის ხარჯები, რომლებიც მისი მითითებით
იქნა გაღებული.
მუხლი 831. ომით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანის
დაზღვევა
მზღვეველი ომით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანისათვის
მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს, თუ ეს გათვალისწინებულია სპეციალური შეთანხმებით.
მუხლი 832. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან
1. თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს
მესამე პირს,მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს
დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე
ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება
ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო
თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის
წაყენებასთან დაკავშირებით.
2. თუ დამზღვევის უფლება ზიანის ანაზღაურების თაობაზე ეხება მასთან ერთად
მცხოვრებ ოჯახის წევრებს, მაშინ უფლების გადასვლა გამორიცხულია, როცა ოჯახის
წევრმა ზიანი განზრახ გამოიწვია.
მუხლი 833. დაზღვეული ქონების გასხვისების შედეგები
თუ დაზღვეული ქონება გასხვისდა, მაშინ დამზღვევის უფლებები და მოვალეობები
გადადის შემძენზე.
მუხლი 834. შეტყობინების ვალდებულება დაზღვეული ქონების
გასხვისებისას
მზღვეველს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაზღვეული ქონების გასხვისების
შესახებ.თუ შემძენმა ან გამსხვისებელმა აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ არ
შეატყობინა მზღვეველს, მაშინ იგი თავისუფლდება ანაზღაურების მოვალეობისაგან,
თუკი სადაზღვევო შემთხვევა დადგა ორი კვირის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა
მზღვეველს შეტყობინება მიღებული უნდა ჰქონოდა.
მუხლი 835. დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას
1. მზღვეველს უფლება აქვს ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით
შეწყვიტოს სადაზღვევო ურთიერთობა შემძენთან. ხელშეკრულების მოშლის უფლება
ძალას კარგავს, თუ მზღვეველმა არ ისარგებლა ამით ერთი თვის მანძილზე იმ
მომენტიდან, როცა მან შეიტყო ქონების გასხვისების შესახებ.
2. შემძენს უფლება აქვს მოშალოს დაზღვევის ხელშეკრულება; მოშლა შეუძლია მას
მხოლოდ დაუყოვნებლივ ან დაზღვევის მიმდინარე პერიოდის დამთავრებისათვის.
მოშლის უფლება ქარწყლდება,თუ შემძენი შეძენიდან ერთი თვის ვადაში არ ისარგებლებს
ამ უფლებით; ხოლო, თუ შემძენისათვის ცნობილი არ იყო დაზღვევის შესახებ, მაშინ
მოშლის უფლება ძალაშია ერთი თვის გასვლამდე იმ მომენტიდან, როცა შემძენმა შეიტყო
სადაზღვევო ურთიერთობის შესახებ.
3. თუ დაზღვევის ხელშეკრულება მოიშალა ამ წესების საფუძველზე, მაშინ
გამსხვისებელი მოვალეა მზღვეველს გადაუხადოს სადაზღვევო შესატანი, მაგრამ არა
იმაზე მეტი,რაც დაზღვევის პერიოდში უნდა გადაეხადა, ხელშეკრულების მოშლის
მომენტის ჩათვლით; ამ შემთხვევაში შემძენი პასუხს არ აგებს სადაზღვევო შესატანის
გადახდაზე.
ბ. დაზღვევა სხვა პირის სასარგებლოდ
მუხლი 836. დაზღვევის ხელშეკრულების დადება სხვა პირის სასარგებლოდ
დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი
სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ არის.
მუხლი 837. სხვა პირის უფლებები დაზღვევის ხელშეკრულებაში
1. სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა
ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს. სადაზღვევო მოწმობის მოთხოვნის უფლება
აქვს მხოლოდ დამზღვევს.
2. დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან
შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს სასამართლოს
მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ სადაზღვევო მოწმობა მის ხელთაა.
მუხლი 838. დამზღვევის უფლებები
1. დამზღვევს საკუთარი სახელით შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით,
რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის დაზღვეულ პირს.
2. თუ გაცემულია სადაზღვევო მოწმობა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მიიღოს
საზღაური დაზღვეული პირის თანხმობის გარეშე ან გადასცეს უფლება დაზღვეულ პირს
მხოლოდ მაშინ, თუ დამზღვევი ფლობს სადაზღვევო მოწმობას.
3. მზღვეველი მხოლოდ მაშინ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს
დაზღვეულის სასარგებლოდ,თუ დამზღვევი დაამტკიცებს, რომ დაზღვეული პირი
ეთანხმებოდა დაზღვევის ხელშეკრულებას.
გ. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
მუხლი 839. ცნება
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი
მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება
მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.
მუხლი 840. ზიანის უშუალოდ ანაზღაურების მოთხოვნა
მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ
აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას.
მუხლი 841. სასამართლო და არასასამართლო ხარჯები
დაზღვევა მოიცავს სასამართლო და არასასამართლო ხარჯებსაც, რომლებიც მესამე
პირის მოთხოვნისაგან დასაცავად იქნა გაწეული, თუ, საქმის გარემოებიდან
გამომდინარე, აუცილებელია ასეთი ხარჯების გაწევა.
მუხლი 842. მზღვევლის განთავისუფლება პასუხისმგებლობისაგან
მზღვეველი
თავისუფლდება
პასუხისმგებლობისაგან,
თუ
დამზღვევმა
შეგნებულად გამოიწვია იმ გარემოების წარმოშობა, რისთვისაც მას ეკისრება
პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე.
მუხლი 843. პასუხისმგებლობა სავალდებულო დაზღვევისას
1. თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფალია დამზღვევის წინაშე
მოვალეობისაგან, მისი პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ძალაშია სავალდებულო
დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. თუ მზღვეველი აკმაყოფილებს მესამე პირის მოთხოვნას, მაშინ მესამე პირის
მოთხოვნა დამზღვევის მიმართ გადადის მზღვეველზე.
IV. სიცოცხლის დაზღვევა
მუხლი 844. ცნება
1. სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს.
2. თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის
სასარგებლოდ, მაშინ საჭიროა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის
წერილობითი თანხმობა.
მუხლი 845. ხელშეკრულების დადებაზე უარის დაუშვებლობა
თუ დამზღვევი ხელშეკრულების დადებისას დაარღვევს თავის მოვალეობას
ცნობების შეტყობინების თაობაზე, მზღვეველს არ შეუძლია ხელშეკრულებაზე უარი
განაცხადოს, თუკი ხელშეკრულების დადების შემდეგ ხუთი წელი გავიდა.
ხელშეკრულებაზე უარი დასაშვებია, თუ შეტყობინების მოვალეობა განზრახ არ
შესრულდა.
მუხლი 846. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შესატანების
პერიოდულად გადახდისას
თუ სადაზღვევო შესატანები პერიოდულად არის გადახდილი, მზღვეველს შეუძლია
სადაზღვევო ურთიერთობა მოშალოს ნებისმიერ დროს, ოღონდ მიმდინარე სადაზღვევო
პერიოდის დასრულებისათვის.
მუხლი 847. ანაზღაურების უფლების გადაცემა მესამე პირისათვის
1. დამზღვევს შეუძლია დაგროვებითი დაზღვევისას სარგებლის მიღების უფლება
გადასცეს მესამე პირს, ასევე შეუძლია მესამე პირი შეცვალოს სხვა პირით, თუ
ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მესამე პირს, რომელსაც აქვს სარგებლის მიღების უფლება, მისი განხორციელება
შეუძლია მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თუ დამზღვევს სხვა მითითება
არ გაუცია.
მუხლი 848. არასათანადო მესამე პირი
1. თუ დაგროვებითი დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირის უფლებას არ
შეესაბამება მზღვევლის მოვალეობა, მაშინ ეს უფლება რჩება დამზღვევს.
2. თუ დაგროვებითი დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირი არ იყენებს თავის
უფლებას სარგებლის მიღებაზე, მაშინ ეს უფლება რჩება დამზღვევს.
მუხლი 849. მზღვევლის განთავისუფლება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან
1. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სიკვდილის
შემთხვევისათვის, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან იმ შემთხვევაში,
როცა დამზღვევმა უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვია ასეთი პირის სიკვდილი.
2. თუ სიცოცხლის დაზღვევისას მესამე პირს აქვს სარგებლის მიღების უფლება,ეს
უფლება არ იქნება აღიარებული, თუ მან უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვია იმ
პირის სიკვდილი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო.
მუხლი 850. ანაზღაურებისაგან განთავისუფლება თვითმკვლელობისას
1.
სიცოცხლის
დაზღვევისას
მზღვეველი
თავისუფლდება
თავისი
მოვალეობისაგან, თუ პირი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო, თავს მოიკლავს.
2. დამზღვევის მემკვიდრეს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდილი სადაზღვევო
შესატანების დაბრუნება.
მუხლი 851. დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა
1. დამზღვევს შეუძლია მიმდინარე დაზღვევის პერიოდის დასრულებამდე
ნებისმიერ დროს მოითხოვოს დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა სადაზღვევო
შესატანებისაგან თავისუფალი ხელშეკრულებით.
2. თუ დამზღვევი ითხოვს ასეთ შეცვლას, მაშინ ამ მომენტიდან ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ან სარგებლის თანხის ადგილს იკავებს ისეთი
თანხა, რომელიც შეესაბამება მზღვევლის მოვალეობას დაზღვეული პირის ასაკის
გათვალისწინებით, თუ დაგროვებული პრემიების რეზერვი განიხილება, როგორც
ერთჯერადი შესატანი.
მუხლი 852. დაქვითვები ხელშეკრულების შეწყვეტისას
თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდება უარის თქმის, მოშლის ან
გასაჩივრების გამო, მაშინ მზღვეველი მოვალეა დააბრუნოს შესატანის ის ოდენობა,
რომელიც მან მიიღო ამ ხელშეკრულებით. მზღვეველს შეუძლია გააკეთოს შესაბამისი
დაქვითვებიც.
მუხლი 853. იძულებითი აღსრულების შედეგები
1. თუ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება ხდება სადაზღვევო მოთხოვნის
თაობაზე, ან სამართალწარმოება ხორციელდება დამზღვევის გაკოტრებასთან
დაკავშირებით, მაშინ პირი, რომელიც კონკრეტულად დასახელებულია, როგორც
სარგებლის მიმღები, უფლებამოსილია დაიკავოს დამზღვევის ადგილი დაზღვევის
ხელშეკრულებაში. თუკი სარგებლის მიღების უფლების მქონე პირი მონაწილეობს
ხელშეკრულებაში, მან უნდა დააკმაყოფილოს კრედიტორის ყველა მოთხოვნა ან
უზრუნველყოს გაკოტრების მასა იმ თანხის ფარგლებში, რომელიც შეიძლებოდა მიეღო
დამზღვევს მზღვევლისაგან დაზღვევის ხელშეკრულების მოშლისას.
2. თუ სარგებლის მიღების უფლების მქონე პირი არ არის დაინტერესებული
სარგებლის მიღებით, ან არ არის სახელობით მითითებული, მაშინ ასეთ უფლებას იძენენ
დამზღვევის მეუღლე და შვილები.
V. უბედური შემთხვევის დაზღვევა
მუხლი 854. ცნება
1. უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც
დამზღვევის, ისე სხვა პირის უბედური შემთხვევისათვის.
2. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია არა დაზღვეული პირის მიერ,
მაგრამ მის სასარგებლოდ, მაშინ მასზე ვრცელდება წესები სიცოცხლის დაზღვევის
შესახებ.
მუხლი 855. ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შედეგები
თუ მზღვევლის მოვალეობა დამოკიდებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის
(ვნების) განზრახ მიყენებაზე, მაშინ განზრახვის არარსებობა ივარაუდება მანამდე, სანამ
არ დამტკიცდება საწინააღმდეგო.
მუხლი 856. უბედური შემთხვევის განზრახ გამოწვევის შედეგები
1. მზღვეველი თავისი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფლდება იმ
შემთხვევაში, თუ სხვა პირის დაზღვევისას სარგებლის მიმღები უკანონო მოქმედებით
განზრახ გამოიწვევს უბედურ შემთხვევას.
2. თუ სხვა პირს აქვს სარგებლის მიღების უფლება, მას ეს უფლება ჩამოერთმევა
მაშინ, თუ იგი უბედურ შემთხვევას გამოიწვევს განზრახ უკანონო მოქმედებით.
მუხლი 857. უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება
თუ მოვალეობები უნდა შესრულდეს სარგებლის მიმღები პირის სასარგებლოდ,
მაშინ ეს პირი მოვალეა განაცხადოს უბედური შემთხვევის თაობაზე. ეს წესი ვრცელდება
ცნობების შეტყობინებისა და საბუთების გადაცემის მოვალეობებზედაც.
მუხლი 858. რეგრესის უფლების დაუშვებლობა
დამზღვევს არა აქვს რეგრესის უფლება იმ პირის მიმართ, რომელიც პასუხს აგებს
ზიანისათვის.