„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი
ნომერი
#07-3/62/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 130-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ექიმს ავალდებულებს აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, საშიში, შორის, თვითმკვლელობის სიცოცხლისათვის მათ თუ გამოხატულია მცდელობით განპირობებული მდგომარეობა ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ექიმის სამუშაო ადგილზე. თუმცა, აღნიშნულ კანონში არსადაა ნახსენები სამედიცინო დაწესებულების მსგავსი ვალდებულების შესახებ. როგორც წესი, ექიმი სწორედ სამედიცინო დაწესებულების პოლიტიკის გამტარად გვევლინება. ხშირად პრაქტიკაში მზღვეველი უარს აცხადებს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე მანამდე, სანამ არ დადგინდება, თუ ვისი ბრალით იყო გამოწვეული შედეგი. თავის მხრივ, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებამდე, სამკურნალო დაწესებულება უარს აცხადებს პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 52-ე მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-21 პუნქტი: სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია პაციენტს მიაწოდოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამის პარალელურად, აუცილებელია სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდეს ჩანაწერი სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი საუბრობს იგივე ქმედებაზე, რამაც გამოიწვია ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლი არ შეიცავს მითითებას სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, თუ იგი სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს არასაპატიო მიზეზით არ გაუწევს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლს დაემატება შენიშვნა, რომლითაც განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა ამავე მუხლით ჩადენილი ქმედების გამო. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; კანონპროექტის მიზანია სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლთან დაკავშირებით განისაზღვროს სასჯელის სახე იურიდიულ პირებთან მიმართებით, რაც განამტკიცებს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვას. ა.გ) კანონპროექტის არსი; კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლს დაემატება, შენიშვნა, რომლითაც განისაზღვრება იურდიული პირის პასუხისმგებლობა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 130. ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება (28.04.2006. N2937) 1. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა,ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.