„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2017
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/76/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, სამსახურის მიერ სდპ-ად განსაზღვრული პირი (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა);“. 2. მე-3 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს სდპ-ის სტატუსს ანიჭებს შესაბამისი საზედამხედველო ორგანო.“. 3. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის წესების განსაზღვრას, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროებში ერთიანი პოლიტიკის და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებას, სუბიექტისათვის სდპ-ს სტატუსის მინიჭებას, სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ დამატებითი მოთხოვნებისა და წესების განსაზღვრას, მათ შორის, შესაბამის მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოსთან ერთად;“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ, არაუგვიანეს 2018 წლის პირველი იანვრისა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების დამტკიცება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საწარმოთა ფინანსურ ანგარიშგებასა და მასზე განხორციელებულ აუდიტორულ მომსახურების ხარისხზე შესაბამისი კონტროლი უზრუნველყოფს ფინანსური ბაზრების გამჭვირვალობას და მათ ეფექტურ ფუნქციონირებას. უდაოა, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პირების გამართული ფუნქციონირება ქვეყნისათვის მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. დღესმოქმედი კანონმდებლობით (კრიტერიუმები), რის შესაბამისადაც არ არის გათვალისწინებული საფუძველი შესაძლებელია სუბიექტისათვის მინიჭებულ იქნას საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ-ს) სტატუსი. აღნიშნულითაა განპირობებული დღის წესრიგში ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების აუცილებლობის საკითხი. პროექტით შემოთავაზებული სახით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დაინტერესების პირების საქმიანობის მოწესრიგების, ფინანსური ანგარიშგების სანდოობის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ საზოგადოებრივი მნიშვნელობის პირების საქმიანობის ანალიზის განსახორციელებლად, რაც შეუწყობს ხელს ეკონომიკის ზრდას. ამასთან, ვინაიდან, სუბიექტისათვის სდპ-ს სტატუსის მინიჭება დაკავშირებული იქნება შესაბამისი სფეროს კომპლექსურ კვლევასთან და მხარეების აქტიურ თვალსაზრისით, უფლებამოსილება და სისტემატიურ მიზანშეწონილია ნაცვლად უწყებების/დაინტერესებული ჩართულობასთან, სდპ-ს საქართველოს სტატუსის პროცესის მინიჭებასთან მთავრობისა, გადაეცეს მოქნილობის დაკავშირებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების მიზანია საზოგადოებრივი დაინტერესების პირების საქმიანობის ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება, ასევე ამ პირთა სიცოცხლიუნარიანობასთან მიმართებაში რისკების შემცირება და პრევენცია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის არსს წარმოადგენს, განისაზღვროს იმ კრიტერიუმების განსაზღვრის საფუძველი, რის შესაბამისადაც შესაძლებელი იქნება სუბიექტისათვის მინიჭებულ იქნას საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ-ს) სტატუსი. ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ.თ“ ქვეპუნქტში ხორციელდება ცვლილება და განისაზღვრება რომ ნაცვლად საქართველოს მთავრობისა, სდპ-ს სტატუსი სუბიექტს (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა) მიენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ცვლილებას განიცდის ასევე მე-3 მუხლის მე-16 პუნქტი და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი. კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ, არაუგვიანეს 2018 წლის პირველი იანვრისა, უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების დამტკიცება. კანონპროექტის მე-3 მუხლის თანახმად, წარმოდგენილი კანონპროექტი მიღების შემთხვევაში ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე ხარჯების დაფინანსებას. ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული ფინანსური შედეგები სდპ-ების მიმართ, რადგან სუბიექტებს შესაძლებელია დაევალოთ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება, იმის მიხედვით თუ რა კრიტერიუმებს დაადგენს მთავრობა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოასაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და მისი განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბუღალტრული აღრიცხვა – სუბიექტის საქმიანობასა და რესურსებზე გავლენის მომხდენი, ფულად ერთეულში შეფასებადი ეკონომიკური მოვლენების ამსახველი ინფორმაციის შეგროვების, რეგისტრაციის, შეფასების, განზოგადების და შესაბამისი ანგარიშგების მწყობრი და უწყვეტი სისტემა; ბ) ბუღალტერი − ფიზიკური პირი, რომელიც უშუალოდ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან/და ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას; გ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები − ეკონომიკური მოვლენების დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები და მაგროვებელი დოკუმენტები; დ) ფინანსური ანგარიშგება – გასული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ინფორმაცია, რომელშიც წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად სტრუქტურულად არის მოცემული სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა, საქმიანობის შედეგები, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობა, სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები; ე) სუბიექტი − საჯარო სამართლის და კერძო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკისა, სხვა ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ინდივიდუალური მეწარმე, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „უ“–„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საწარმოთა შემოსავლის, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივების და დასაქმებულთა რაოდენობის კრიტერიუმებს; ვ) აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება) – აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მიერ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ჩატარებული სამუშაო, რომელიც მიმართულია: ვ.ა) აუდიტის საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების) უტყუარობის, სამართლიანობისა და სისრულის, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით მისი წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად მომზადების შესახებ აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მოსაზრების გამოთქმისკენ; ვ.ბ) ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვით აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის დასკვნის გამოტანისკენ; ვ.გ) სხვა დასაბუთებული ან/და შეზღუდული მარწმუნებელი გარიგების საფუძველზე შესაბამისი მოსაზრების გამოთქმისკენ ან დასკვნის გამოტანისკენ; ვ.დ) ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა მიზნების განხორციელებისკენ; ზ) აუდიტორი − სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელიც არის ბუღალტერთა ან/და ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია აუდიტორთა პროფესიული აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში (შემდგომ – რეესტრი) და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად; თ) აუდიტორული (აუდიტური) ფირმა (შემდგომ – აუდიტორული ფირმა) − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში და აუდიტორულ საქმიანობას (მომსახურებას) ახორციელებს გარიგების პარტნიორის (პარტნიორების) მეშვეობით; ი) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ – სამსახური) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება; კ) პროფესიული მომსახურება – მომსახურება, რომელსაც ახორციელებს აუდიტორი/აუდიტორული ფირმა საბუღალტრო, აუდიტორულ, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის ან/და სხვა, მსგავს ბიზნესსაკონსულტაციო სფეროში და რომელიც ბუღალტრულ და მასთან დაკავშირებულ უნარებს მოითხოვს; ლ) სერტიფიცირებული ბუღალტერი − ფიზიკური პირი, რომელიც სამსახურის მიერ დადგენილი პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად სერტიფიცირებულია ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის მიერ ან სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებულია ამ კანონით და რომელიც სერტიფიცირების შემდეგ თავის კვალიფიკაციას განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად ადასტურებს; მ) გარიგების პარტნიორი – აუდიტორი, რომელიც აუდიტორულმა ფირმამ კონკრეტული აუდიტის ჩატარებისათვის ან სხვა აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელებისათვის მთავარ პასუხისმგებელ პირად დანიშნა და რომელიც აუდიტორული ფირმის სახელით მოქმედებს, ან აუდიტორი, რომელიც ხელს აწერს აუდიტორულ დასკვნას ან სხვა აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს; ნ) აუდიტორული დასკვნა – აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რამდენად არის ფინანსური ანგარიშგება მომზადებული ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად, ან უარს განაცხადებს მოსაზრების გამოთქმაზე; ო) წარდგენის შესაფერისი საფუძვლები – ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საფუძვლები, რომელთა გამოყენება სუბიექტისათვის სავალდებულოა ან ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად; პ) მარწმუნებელი გარიგება − გარიგება, რომლის განხორციელების შედეგად აუდიტორი/აუდიტორული ფირმა განსახილველი საგნისადმი მესამე პირის ნდობის ხარისხის ასამაღლებლად გამოთქვამს მოსაზრებას ამ საგნის შეფასების ან/და გაზომვის შედეგის სათანადო კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; ჟ) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო (შემდგომ – საბჭო) – სამსახურთან არსებული, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო; რ) ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია (შემდგომ – პროფესიული ორგანიზაცია) – ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ს) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო – იურიდიული პირი, სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის სამსახურის მიერ აღიარებულია პირთათვის სერტიფიცირებული ბუღალტრის გამოცდების ორგანიზების განმახორციელებელ ორგანოდ; ტ) მეოთხე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ტ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება; ტ.ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება; ტ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება; უ) მესამე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: უ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება; უ.ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება; უ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება; ფ) მეორე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ფ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; ფ.ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება; ფ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება; ქ) პირველი კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ქ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს აღემატება; ქ.ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება; ქ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება; ღ) შემოსავალი – ამ კანონის მიზნებისათვის სუბიექტის მიერ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად, საქონლის გაყიდვიდან ან/და მომსახურების გაწევიდან მიღებული მთლიანი სარგებელი. შემოსავალი არ მოიცავს სავაჭრო ფასდათმობას, არაპირდაპირ გადასახადს, მესამე მხარის სახელით მიღებულ თანხებს და სუბიექტის კუთვნილი აქტივების გამოყენებიდან დივიდენდის, პროცენტისა და როიალტის სახით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი სარგებლის მიღება სუბიექტის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგია; ყ) საზოგადოებრივი დაინტერესების პირი (შემდგომ – სდპ) – იურიდიული პირი, რომელიც არის: ყ.ა) ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.ბ) კომერციული ბანკი და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად; ყ.გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს კანონის შესაბამისად; „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ ყ.დ) მზღვეველი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.ე) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.ვ) საინვესტიციო ფონდი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ სდპ-ად განსაზღვრული პირი; შ) არაპრაქტიკოსი – ფიზიკური პირი, რომელსაც სამსახურის უფროსად დანიშვნამდე ან საბჭოს წევრად დამტკიცებამდე სულ მცირე ბოლო 3 უწყვეტი წლის განმავლობაში და საბჭოს წევრად ყოფნის პერიოდში არ განუხორციელებია აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), აუდიტორულ ფირმაში ხმის უფლება არ ჰქონია, აუდიტორულ ფირმაში მმართველობითი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დასაქმებული არ ყოფილა და არც სხვაგვარად ყოფილა აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებული; ჩ) კონტროლი – ეს ტერმინი საწარმოებს შორის ურთიერთობასთან მიმართებით განიმარტება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ც) მშობელი საწარმო – სუბიექტი, რომელიც ერთ ან რამდენიმე შვილობილ საწარმოს აკონტროლებს; ძ) შვილობილი საწარმო – სუბიექტი, რომელსაც მშობელი საწარმო აკონტროლებს, მათ შორის, შვილობილი საწარმო, რომელიც წარმოადგენს მშობელ საწარმოს; წ) ჯგუფი – მშობელი საწარმო და ყველა მისი შვილობილი საწარმო; ჭ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი – აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გამოყენებული პროცედურების აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი გარიგებებისა და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ეთიკის წესების დაცვის, გამოყენებული რესურსების ხარისხისა და რაოდენობის, აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელებისათვის მიღებული ანაზღაურების მართლზომიერების და ხარისხის კონტროლის სისტემის შეფასება; ხ) კორპორაციული მართვის კოდექსი – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საწარმოს მმართველობითი ორგანოების მიერ მართვის განხორციელების, ეფექტიანობის, ანაზღაურების, პარტნიორებთან/აქციონერებთან ურთიერთობის და მათ წინაშე ანგარიშვალდებულების წესებს, აგრეთვე არეგულირებს კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს; ჯ) მარეგულირებელი ორგანო – „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო; ჰ) საზედამხედველო ორგანო – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანო; ჰ1) ქონების მმართველი – „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველი. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება საერთაშორისოდ აღიარებული ფინანსური ანგარიშგების, აუდიტის, სხვა მარწმუნებელი გარიგების, დაკავშირებული მომსახურებისა და სხვა აუდიტორული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად. მუხლი 3. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამართლებრივი საფუძვლები 1. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს. 2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები შედგება: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისაგან (IFRS); ბ) მცირე და საშუალო საწარმოების სტანდარტებისაგან (IFRS for SMEs); გ) მეოთხე კატეგორიის სტანდარტებისაგან; ფინანსური საწარმოებისათვის ანგარიშგების დადგენილი ფინანსური საერთაშორისო ანგარიშგების დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისაგან. 3. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული და გამოცემული სრული სტანდარტები, რომლებიც მოიცავს: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს; გ) ფინანსური ანგარიშგების ინტერპრეტაციების საერთაშორისო საბჭოს (IFRIC) მიერ ან ინტერპრეტაციების მუდმივმოქმედი კომიტეტის (SIC) მიერ მიღებულ ინტერპრეტაციებს. 4. მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs) მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოებისთვის. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა. ამ სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს სამსახური მათი განახლებიდან 6 თვის ვადაში. სუბიექტს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია. 6. მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს ადგენს სამსახური. ამ სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა. ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტი, უფლებამოსილია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოების მიზნით გამოიყენოს ამ პუნქტის შესაბამისად მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები. 7. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების გამოყენების მიზნით სუბიექტები იყოფა ზომითი კატეგორიების მიხედვით. სუბიექტების ზომითი კატეგორიების მიხედვით დაყოფა რეგულირდება ამ კანონით. 8. სუბიექტები ვალდებული არიან, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოონ შემდეგი წესით: ა) სდპ-ები და პირველი კატეგორიის საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად; ბ) მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS); გ) მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 9. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით წარმოების ვალდებულება, რომელიც ამ კანონით დამოკიდებულია სუბიექტის ზომით კატეგორიაზე, არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომელთა საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სტანდარტების გამოყენების წესს, თუ ეს წესი არ ითხოვს სუბიექტის ზომითი კატეგორიისათვის დადგენილ ანგარიშგების სტანდარტებზე დაბალი რანგის ანგარიშგების სტანდარტების გამოყენებას. 10. მეოთხე კატეგორიის საწარმოებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, გამოიყენონ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs) ან ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS). 11. თუ სუბიექტი/ჯგუფი 2 უწყვეტი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“–„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს, საწარმოს/ჯგუფის ზომითი კატეგორია შეიცვლება და გამოიყენება შესაბამისი კატეგორიისათვის დადგენილი მოთხოვნები. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდი არ ეხება იმ საწარმოს/ჯგუფს, რომლის ზომითი კატეგორია წინა საანგარიშგებო პერიოდთან შედარებით ორი ან მეტი კატეგორიით გაიზარდა. 13. თუ სუბიექტის ზომითი კატეგორია წინა საანგარიშგებო პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა, მაგრამ სუბიექტს განზრახული აქვს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სხვა სტანდარტის გამოყენება, იგი უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ უფრო მაღალი ზომითი კატეგორიის სუბიექტისათვის დადგენილი სტანდარტი. 14. ჯგუფის ზომითი კატეგორიის განსაზღვრისთვის გამოიყენება ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“–„ქ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მიხედვით მშობელი საწარმოს საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს კონსოლიდაციის წესით გამოანგარიშებული აქტივების ჯამური ღირებულება, შემოსავალი და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა. 15. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების ჯგუფების კონსოლიდირებულ ანგარიშგებაზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული საწარმოს ზომითი კატეგორიების კრიტერიუმები და ამ კატეგორიებისათვის დადგენილი მოთხოვნები. ამასთანავე, ეს კრიტერიუმები ფასდება მშობელი საწარმოს საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, კონსოლიდირებული მონაცემების გათვალისწინებით. 16. საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამსახურის ინიციატივით ან/და მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამინისტროსათვის მიმართვის საფუძველზე სუბიექტს შესაძლებელია მიენიჭოს სდპ-ის სტატუსი. სუბიექტს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სდპ-ის სტატუსი ენიჭება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს სდპ-ის სტატუსს ანიჭებს შესაბამისი საზედამხედველო ორგანო. 17. საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, გარდა კომერციული ბანკისა, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა – საკრედიტო კავშირისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ სდპ-ის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არ ჩაითვლება სდპ-ად, თუ ეს სუბიექტი აკმაყოფილებს მეოთხე კატეგორიის საწარმოს ზომითი კატეგორიისათვის დადგენილ მოთხოვნებს. ამ პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საზედამხედველო ორგანოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი ითვლება სდპ-ად მისთვის სდპ-ის სტატუსის მინიჭებიდან სულ მცირე 3 საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში. 18. ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სუბიექტების კატეგორიებისათვის დადგენილი გამონაკლისები სდპ-ზე არ ვრცელდება. ზომითი მუხლი 20. სამსახურის ორგანიზება და ხელმძღვანელობა 1. სამსახური არის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. იგი პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე. 2. სამსახურის ორგანიზება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 3. სამსახური უზრუნველყოფს: ა) ამ კანონით გათვალისწინებული, გამოსაყენებლად სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ნორმების ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებას და მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დადგენას; ბ) ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის წესების განსაზღვრას, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროებში ერთიანი პოლიტიკის და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებას, სდპ-ის მიმართ დამატებითი მოთხოვნებისა და წესების განსაზღვრას, მათ შორის, შესაბამის მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოსთან ერთად; გ) აუდიტორული საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი წესებისა და მოთხოვნების განსაზღვრას; დ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის განსაზღვრას, წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურების დადგენას; ე) რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელებას; ვ) ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას; ზ) ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი განათლების საერთაშორისო სტანდარტების (IES) და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული სასერტიფიკაციო განათლების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნების განსაზღვრას და შესაბამისი სტანდარტების დამტკიცებას; თ) ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტების, წესებისა და მეთოდოლოგიის განხილვასა და დამტკიცებას; ი) სასერტიფიკაციო პროგრამების დადგენას, საგამოცდო პროცესის აღიარების წესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარების წესის განსაზღვრას; კ) დადგენილი სტანდარტის შესაბამისად სასერტიფიკაციო პროგრამების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარებას; ლ) პროფესიული ორგანიზაციების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს და ამ კანონით განსაზღვრული პროფესიული განათლების საქმიანობით დაკავებული სხვა პირების მიერ ამ კანონთან და სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელებას; მ) რეესტრის, აღიარებული სასწავლო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების პროგრამების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების რეესტრებისა და ანგარიშგებების ვებგვერდის წარმოებას სამსახურის მიერ დადგენილი წესებისა და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად; ნ) წარმოდგენილი ანგარიშგებების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და საჯაროობას; ო) მოკვლევის სისტემის ჩამოყალიბებას, მოკვლევის ჩატარების წესებისა და მეთოდოლოგიის შემუშავებას, საკუთარი ინიციატივით ან/და წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებით მოკვლევის ინიციირებას; პ) სამართალდარღვევათა თავიდან აცილებას და გამოვლენას; ჟ) აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებზე მეთოდური მითითებების შემუშავებასა და დამტკიცებას; რ) ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. სამსახური ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტებისა და წესების შემუშავებისათვის პროფესიული ორგანიზაციების, პრაქტიკოსების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომელთა საქმიანობა რეგულირდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. 5. სამსახურის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ერთი და იმავე პირის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 6. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით. განისაზღვრება საქართველოს 7. სამსახურის უფროსი არის საჯარო მოსამსახურე და მასზე ვრცელდება საჯარო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, მათ შორის, ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნები. 8. სამსახურის უფროსი კრიტერიუმებს: უნდა იყოს არაპრაქტიკოსი და აკმაყოფილებდეს შემდეგ ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი შემდეგი სპეციალობით: ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტი, ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე; ბ) უნდა ჰქონდეს აუდიტის სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5წლიანი გამოცდილება; გ) არ უნდა იყოს ნასამართლევი ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, აგრეთვე სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; დ) სამსახურის უფროსსა და მისი ოჯახის წევრს არ აქვთ უფლება, ფლობდნენ წილებს/აქციებს, ხმის უფლებას იმ აუდიტორულ ფირმაში, რომლის საქმიანობის ზედამხედველობაც სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 9. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამსახურს; პასუხისმგებელია სამსახურისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის; საქართველოს ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; გადაწყვეტილებებს სამსახურის გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის დებულების პროექტს, სტრუქტურასა და ხარჯთაღრიცხვას, საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესს, აგრეთვე მათში სათანადო ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტებს; დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მიზნით სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს, ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს, სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს სამსახურის ვებგვერდზე; ზ) ითანხმებს პროფესიული ორგანიზაციების მიერ მათ წევრ აუდიტორთა სამართალდარღვევების გამოვლენისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის დასადგენ წესებს, ასრულებს სამსახურის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 10. სამსახურის თანამშრომელთა რიცხოვნობას სამსახურის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო სამსახურის საშტატო განრიგს ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 11. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სტანდარტებთან, წესებთან და მეთოდოლოგიასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს სამსახური გამოსცემს საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციის განხილვის შემდეგ.