„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) მე-12 მუხლის მე-4
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ის
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავალი,
ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მილიონ ლარს და რომელიც
არის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულება ან/და საქართველოს მთავრობის,
საქართველოს
სამინისტროსა
და
სახელმწიფო
დაქვემდებარებული
საჯარო სამართლის
საგანმანათლებლო
და
მინისტრის
კონტროლისადმი
იურიდიული პირი (გარდა კულტურის,
სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებისა),
ვალდებულია
საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა
და სახელფასო ფონდი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებით ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზი გამომდინარეობს 2017 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დათქმიდან გამომდინარე,
რომლის შესაბამისადაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებს დაევალათ მის მიერ 2017 წელს მობილიზებული, საქართველოს კანონმდებლობით
ნებადართული (საკუთარი) შემოსავლის არანაკლებ 10%-ის მიმართვა საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში, ავამე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ბიუჯეტში თანხების
მიმართვა უნდა განხორციელდეს ყოველი კვარტლის ბოლო სამუშაო დღეს, ამ დღისათვის
კვარტალში მიღებული შემოსავლის არანაკლებ 10%-ის ოდენობით.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12
მუხლის მე-4 პუნქტის ამჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად „ის საჯარო სამართლის
იურიდიული
პირი,
რომლის
წლიური
შემოსავალი,
ბიუჯეტიდან
მიღებული
დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მილიონ ლარს და რომელიც არის სახელმწიფო
ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულება ან/და საქართველოს მთავრობის, საქართველოს
სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირი საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებისა),
ვალდებულია საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი,
საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.“ აღნიშნული კანონი გამონაკლისის სახით ადგენს
მხოლოდ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებას, რომელზეც არ ვრცელდება
კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი. იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ეწევიან, როგორც საგანმანათლებლო
და სამეცნიერო, ასევე
კულტურულ და კვლევით საქმიანობას, მიზანშეწონილია
აღნიშული დათქმა ასახულ იქნას ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში გამონაკლისის
სახით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირები,
კულტურულ-შემოქმედებითი ორგანიზაციები როგორებიც არიან: თეატრები, მუზეუმები,
ანსამბლები, მუსიკალური ცენტრები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ზრუნვას
საჭიროებენ თავიანთი საქმიანობიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მით უფრო იმის
გათვალისწინებით, რომ ოპტიმიზაციის პროცესში მათ უკვე შეუმცირდათ ბიუჯეტიდან
გამოყოფილი ასიგნებები, მიზანშეწონილად მიგვაჩნია არ გავრცელდეს კულტურის
ორგანიზაციებზე
ნებადართული
აღნიშნული
ნორმა,
რადგან
საქართველოს
კანონმდებლობით
მათი (საკუთარი) შემოსავლების შემცირება იქნება დამატებითი მძიმე
ტვირთი მათი ფუნქციონირებისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიზანია, შეტანილ იქნას საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში, სადაც მე-12 მუხლის მე-4 პუნქტს
გამონაკლისის სახით არსებულ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებას
დაემატება ასევე კულტურის დაწესებულებაც.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
ძირითადი
არსი
მდგომარეობს
იმაში,
რომ
საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიულ პირები, რომლებიც ახორციელებენ კულტურულ საგანმანათლებლო და
სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მათი შემოსავალი ბიუჯეტიდან მიღებული
დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მილიონ ლარს, საქართველოს მთავრობასთან აღარ
შეათანხმებენ შესაბამისი ბიუჯეტის პროექტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს,
ამასთან „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის
მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს
სსიპ-ების მიერ საქართველოს კანონმდებლობით
ნებადართული (საკუთარი) შემოსავლის არანაკლებ 10%-ის მიმართვას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში, აღარ გავრცელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის
სამინისტროს
სამართლის
სისტემაში
იურიდიულ
პირებზე,
შემავალ
კულტურულ-შემოქმედებითი
როგორებიც
არიან:
თეატრები,
საჯარო
მუზეუმები,
ანსამბლები, მუსიკალური ცენტრები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, რომლის ოდენობაც შეადგენს სავარაუდოდ 400 000 ლარს წლის მანძილზე.
გამომდინარე იქედან, რომ პირველი კვარტლის მონაცემებით, შესაბამისი სსიპ-ების მიერ
სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა 97 000 ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის
მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებას ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის რომლებზეც
გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რომლის ოდენობაც შეადგენს სავარაუდოდ 400
000 ლარს წლის მანძილზე. გამომდინარე იქედან, რომ პირველი კვარტლის მონაცემებით,
შესაბამისი სსიპ-ების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა 97 000 ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახდს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 12. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის) ქონების საფუძველზე შექმნილმა საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს
თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა), საშტატო ნუსხისა და სახელფასო
ფონდის (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) განსაზღვრა;
დ1) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო
ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებებისა);
დ2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების
თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის განსაზღვრა;
[დ 2 ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელი პირების
ფუნქციებისა და რაოდენობის განსაზღვრა; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]
ე ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირები
თ , თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივისაქმიანობის ფარგლებს .
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ და „ გ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახო
რციელებლად აუცილებელიასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს ( ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში –
შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსების სფეროში მოქმედი სამინისტროს ) თანხმობა
.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი
შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
4. ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავალი, ბიუჯეტიდან
მიღებული დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მილიონ ლარს და რომელიც არის სახელმწიფო
ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულება ან/და საქართველოს მთავრობის, საქართველოს
სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირი (გარდა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებისა),
ვალდებულია საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი, საშტატო
ნუსხა და სახელფასო ფონდი.