„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის განხორციელებასა და ნაღდი ფულით ქვეყნის ეკონომიკის უზრუნველყოფასთან
დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების
აუდიტის განსახორციელებლად გარე აუდიტორული ფირმის მომსახურების შესყიდვაზე, ასევე
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანამშრომელთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის
ამაღლებასთან, ტრენინგებსა და სერტიფიცირებასთან
დაკავშირებით განსახორციელებელ
შესყიდვებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული
და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვები, გარდა არამატერიალურ
აქტივებთან, ოქროს ზოდებთან, საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის
ბანკნოტებსა და მონეტებთან, ასევე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან
დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება ამ კანონით.“.
2. 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ
ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა
საქართველოს
მთავრობის
სამართლებრივი
აქტით,
ავტონომიური
რესპუბლიკების
რესპუბლიკური ბიუჯეტების ან/და ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ
საზღვრებში არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრებით სახელმწიფო
შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და
შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა
და დაწესებულებების სხვა სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში –
ასევე ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების სამართლებრივი აქტებით. სახელმწიფოებრივი
და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
შეუფერხებლად ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვების განხორციელება დადგინდა
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. საქართველოს ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია არ გამოსცეს სამართლებრივი აქტი, თუ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს
მთავრობას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება ამ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის არსებული რედაქციის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით გარანტირებულ საქართველოს ეროვნული ბანკის
დამოუკიდებლობის პრინციპთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტი მიღების მიზანია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
ნორმები შესაბამისობაში მოვიდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონის იმ დებულებებთან, რომლებიც განამტკიცებენ საქართველოს ეროვნული ბანკის
დამოუკიდებლობის გარანტიებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის
თანახმად, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. საკანონმდებლო,
აღმასრულებელ და სხვა ორგანოებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მის საქმიანობაში ან
განახორციელონ მონიტორინგი, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ ორგანული კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ
ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ეს პრინციპი გათვალისწინებული
იქნას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონშიც და აღნიშნული კანონის
მოქმედება არ გავრცელდეს ეროვნული ბანკის მიერ თანამშრომელთა საზღვარგარეთ
კვალიფიკაციის ამაღლებასთან, ტრენინგებსა და სერტიფიცირებასთან
დაკავშირებით
განსახორციელებელ შესყიდვებზე.
კანონპროექტით ცვლილება შედის ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, სადაც ზუსტდება, რომ სახელმწიფო შესყიდვა
შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
შეუფერხებლად ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვების განხორციელება დადგინდა
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. საქართველოს ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია არ გამოსცეს სამართლებრივი აქტი, თუ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს
მთავრობას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება ამ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებს.
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება,
მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ,
ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.
2.
ამ
კანონით
დადგენილი
წესები
ვრცელდება
ყველა
სახის
სახელმწიფო
შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა.
3. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო
საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხას და
შესყიდვების განხორციელების წესს შეიმუშავებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების
მართვის საბჭო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
31. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებზე:
ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ქვეყნის ეკონომიკის უზრუნველყოფასთან
დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის
ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული
ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვები, გარდა
არამატერიალურ აქტივებთან, ოქროს ზოდებთან, საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის
განკუთვნილ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან, აგრეთვე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების
რეპროდუცირებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება ამ კანონით;
ბ) იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებით განსახორციელებელ სახელმწიფო
შესყიდვებზე,
რომლებიც
საქართველოს
კანონმდებლობით
ითვლებიან
რელიგიურ
ორგანიზაციებად;
გ) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების
სახელმწიფო შესყიდვებზე;
დ) (ამოღებულია );
დ 1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო
დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან
საქმეთა სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
წარმომადგენლებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა ამ
კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს
პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ან/და ქ.
თბილისის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების
მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების
უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების
ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს
მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით
განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე;
ვ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის „საქონელი და მომსახურების“ მუხლით გათვალისწინებულ
შტატგარეშე მომუშავეთა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე მივლინების დროს
განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვაზე;
[ვ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის „საქონელი და მომსახურების“ მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე მივლინების დროს განსახორციელებელ
სახელმწიფო შესყიდვაზე; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]
ზ) (ამოღებულია);
თ) საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუ აღნიშნული მომსახურების
შესყიდვა ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე–147-ე
მუხლების შესაბამისად;
ი) უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით
მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.
კ) ვაუჩერის გამოყენებით განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შესაბამისი
მომსახურების/საქონლის დაფინანსებაზე, აგრეთვე ვაუჩერის განაღდებისა და განაღდებასთან
დაკავშირებულ ოპერაციებზე;
ლ)
შეხვედრების
ჩასატარებლად
შესაბამისი
დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე;
ფართობის
დაქირავებასთან
ლ 1) სოციალური რეკლამის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის, ვებგვერდითა
და სოციალური ქსელით, გავრცელებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე (გარდა
ტელერადიოეთერის დროის შესყიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვისა, რომელიც
ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
66 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობებით);
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ
არარეზიდენტი პირისაგან ტელე-/რადიოპროდუქციის (პროგრამის, გადაცემის, ფილმის,
რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე
სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე-/რადიოპროდუქციის (პროგრამის, გადაცემის,
ფილმის, რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების) გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან
დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე;
ნ) სუვერენული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურებისა და სახელმწიფო ფასიან
ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების შესყიდვებზე, აგრეთვე
აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლისათვის საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების
თანმდევი ხარჯების ანაზღაურებაზე;
ო) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან აგენტის მიერ ლატარიის ბილეთის
შენახვის, სარეალიზაციო ან/და ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო საქონლის უსასყიდლო
გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;
პ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ აღნიშნულ საწარმოში
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლების მქონე პირისაგან მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვაზე;
ჟ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის ორგანიზებისათვის
ან/და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციული და ტექნოლოგიური მხარდაჭერის სახელმწიფო
შესყიდვაზე;
რ) შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზაციის მიზნით შეძენილი
საქონლის სახელმწიფო შესყიდვაზე;
ს) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და საკურიერო
მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე;
ტ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვაზე;
უ) „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის
განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის და
რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის
სახელობის
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
კვლევითი
ცენტრის
უზრუნველყოფასთან
დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ“ შეთანხმების
შესაბამისად ერთიანი ლაბორატორიული სისტემისათვის განკუთვნილ იმ საქონლის სახელმწიფო
შესყიდვებზე, რომლის ჩამონათვალიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო
ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს
ორგანიზაციები
არიან
შესყიდვების
განხორციელებასთან
დაკავშირებული
სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან
შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი,
აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
5. (ამოღებულია) .
მუხლი 101. ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები
1. ელექტრონული სახელწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული
ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება
განხორციელდეს ელექტრონულად.
[ 1. ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული
ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება
განხორციელდეს
ელექტრონულად,
ელექტრონული
ტენდერისათვის
დადგენილი
პროცედურებით. (ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან )]
3. სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ:
ა) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის
ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის
ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც:
ა.ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000
ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ
ფარგლებში, არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება,
სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა;
ა.ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 000 000
ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც
შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების
გაწევა;
ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა; ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის
რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი
აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს;
გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის
ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის
უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან
იმავე
მიმწოდებელთან
დადებული
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის
ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის
ღირებულებას;
დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ
ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა
საქართველოს
მთავრობის
სამართლებრივი
აქტით,
ავტონომიური
რესპუბლიკების
რესპუბლიკური ბიუჯეტების ან/და ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ
საზღვრებში არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრებით სახელმწიფო
შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და
შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა
და დაწესებულებების სხვა სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში –
ასევე ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების სამართლებრივი აქტებით, ხოლო
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ შეუფერხებლად ჩატარების საჭიროების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული
ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით;
ე) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული
ტექნიკის, ასევე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ელექტროდანადგარის ახალი,
იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო
საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ელექტროდანადგარით ჩანაცვლება; ასეთ
შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და
ელექტროდანადგარის
ღირებულების
ნაწილი
ანაზღაურდება
ჩასანაცვლებელი
ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის
მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით,
რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;
ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;
ზ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი
გადასახდელების გადახდის გზით;
თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების
ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების
ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების
სახელმწიფო შესყიდვა;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
ახორციელებს ლიტერატურის (ბეჭდურის, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე
განთავსებულის), რეაქტივის, კომპიუტერული პროგრამის, ფარმაცევტული პროდუქტის
(სამკურნალო საშუალების), ლაბორატორიული აღჭურვილობისა და მონაცემთა ბაზის შესყიდვას;
კ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის
განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
განვითარების ფონდი ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვას რეგენტთა საბჭოს თანხმობით. ასეთ
შემთხვევაში რეგენტთა საბჭოს თანხმობა გაიცემა შემსყიდველი ორგანიზაციის მოტივირებული
მიმართვის საფუძველზე.
31. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ
ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი
აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 000 ლარის
ან 200 000 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების
გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება.
[ 3 1 . სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ
ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქონლისა და
მომსახურების შემთხვევაში 150 000 ლარის და მეტი ღირებულების, ხოლო სამუშაოს შემთხვევაში
– 300 000 ლარის და მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვისას
სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო
წინადადების წარსადგენად საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შეიძლება
დადგინდეს ამ კანონის 15 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
შესაბამისი ვადები. აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქონლის,
მომსახურებისა და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო
შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ
ზღვრებს. (ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან )]
3 2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის 3 1 პუნქტით
გათვალისწინებული უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისათვის
არაუმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება (ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათ ტერიტორიებზე
არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა
და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი
ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო
შესყიდვებთან მიმართებით).
3 3. შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების
შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უნდა შეუთანხმოს სააგენტოს. სახელმწიფო შესყიდვის
გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოსთან
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით თანხმდება. ამ
სისტემაში
შემსყიდველი
ორგანიზაციის
სააგენტოსადმი
მიმართვა
საჯაროა
და
უზრუნველყოფილია დაინტერესებული პირების მიერ პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.
სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვასთან ერთად
განიხილავს
დაინტერესებული
პირების
მიერ
მასთან
დაკავშირებით
გამოხატულ
მოსაზრებებს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ
გადაწყვეტილების
სააგენტოსთან
შეთანხმების
წესი
და
პირობები
განისაზღვრება
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
4. დაუშვებელია შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული
ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ კანონით.
5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის
განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს
ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებისათვის ამ კანონით დადგენილი
მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალების რამდენჯერმე
გამოყენებით.
[ 4. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა ამ კანონით დადგენილი
მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებისა და ვადების
გამოყენებისათვის და სხვა მოთხოვნების შესრულებისათვის თავის არიდების მიზნით.
5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის
განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს
ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებისათვის ამ კანონით დადგენილი
მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებისა და ვადების
გამოყენებით. (ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან )]
6. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია
განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის ან ელექტრონული
ტენდერისთვის
დადგენილი
პროცედურების
გამოყენებით,
ხოლო
გამარტივებული
ელექტრონული ტენდერი – ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების
გამოყენებით.
[6. (ამოღებულია - 06.04.2017, №617). (ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან )]
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).