საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ წარმოდგენილ საქართველოს შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის, დასაქმების სფეროში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისა და ქალთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ (N10072; 16.05.2017) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-31
ბიუროს ნომერი 61
📜 ტექსტი
წერილი
N 8689
30/05/2017
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2017 წლის 29 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პროფესიული
კავშირების
გაერთიანების
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
საქართველოს შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის, დასაქმების სფეროში
გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისა და ქალთა შრომითი უფლებების
დაცვის უზრუნველსაყოფად (N10072, 16.05.2017).
კომიტეტის
გადაწყვეტილებით,
აღნიშნული
საკანონმდებლო
წინადადება
უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზების გამო:
1. საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილება - საქართველოს
შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში „ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური
გარეგნობის და ფეხმძიმობის“, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ნიშნის დამატება - არ
აწესებს პირის დისკრიმინაციისგან დაცვის დამატებით გარანტიებს. აღნიშნულ ნორმაში
მოცემული დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალი არ გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ
ამ ნიშნებით დისკრიმინაცია არის აკრძალული. კოდექსის ამავე მუხლის მე-4 პუნქტის
მიხედვით: „დისკრიმინაციად ჩაითვლება ... პირისთვის ისეთი პირობების შექმნა,
რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ
პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით“.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსის გასაგებად
მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკა
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია
და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა,
რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და
სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა,
საცხოვრებელი ადგილისა) დაკავშირებით. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ერთერთ გადაწყვეტილებაშია მითითებული: „კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს
თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას – კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს,
რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი
პირობების
გარანტირებას...
მოცემული
კონსტიტუციური
დებულების
მიზანია,
არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა“. ასევე
მითითებულია, რომ: „[კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის] მიზანი გაცილებით უფრო
მასშტაბურია,
ვიდრე
მასში
არსებული
შეზღუდული
ჩამონათვლის
მიხედვით
დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას
კონსტიტუციურ სამართლებრივ სივრცეში“.
შესაბამისად, კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიზანია არა მხოლოდ მოცემულ
ნორმაში ჩამოთვლილი ნიშნებით დისკრიმინაციის აკრძალვა, არამედ ზოგადად,
არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანაბარი მოპყრობის აკრძალვა.
2. საკანონმდებლო წინადადებით განისაზღვრება სექსუალური შევიწროების
დეფინიცია: „ნებისმიერი სახის სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელსაც
სექსუალური ხასიათი აქვს და მიმართულია პირის ღირსების შელახვისკენ, რომელიც
იწვევს დაშინებას ან/და ქმნის მტრულ ან შეურაცხმყოფელ გარემოს სამსახურში, განისაზღვრება როგორც სექსუალური შევიწროება, რაც აკრძალულია კანონით, როგორც
დისკრიმინაციის ერთ-ერთი სახე“, თუმცა აღნიშნული განმარტება თანხვედრაშია
კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული დისკრიმინაციის განმარტებასთან:
„დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც
მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების
შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების
შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ
პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით“. - ეს ჩანაწერი ცალსახად მოიცავს სექსუალურ
შევიწროებასაც, რასაც ადასტურებს „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-6 მუხლის (გენდერული თანასწორობა შრომითი ურთიერთობებისას) პირველი
პუნქტი:
„1. შრომითი ურთიერთობებისას დაუშვებელია:
ა) პირის დევნა ან/და იძულება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის
დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი
გარემოს შექმნას; (2.05.2014 N 2394)
ბ) სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან
ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან
მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას“.
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროება არ არსებობს.
3. საკანონმდებლო წინადადებით არ არის წარმოდგენილი ფინანსური გათვლა,
იმასთან დაკავშირებით თუ რა გავლენას იქონიებს წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
4. საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცალკეული ნორმებით (სადაც
განსაზღვრულია გარკვეული შეღავათები დასაქმებული ქალებისთვის) მნიშვნელოვნად
იზრდება დამსაქმებელთა ვალდებულებები, რაც შეამცირებს დამსაქმებლის მოტივაციას
დაასაქმოს ქალები, გააუარესებს ქალთა დასაქმების პრობლემას და უფრო მეტად
დაარღვევს გენდერულ ბალანსს. ამიტომ აუცილებელია მსგავსი საკითხების განხილვა
მოხდეს სოციალურ პარტნიორებს შორის დიალოგის გზით, სოციალური პარტნიორობის
სამმხრივი კომისიის ფარგლებში.
5. საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან
დაახლოება
მიზანშეწონილია
განხორციელდეს
საქართველოს
მთავრობის
მიერ
შემუშავებული გეგმის მიხედვით, რომელიც ასახულია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა
და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების შესაბამისი წლის სამოქმედო გეგმაში.
აკაკი ზოიძე
თავმჯდომარე