„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 0101900 30.06.001.01 6009) 219-ე მუხლში შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად
შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული
განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი
რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის
წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი
იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის
გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული
სპეციალისტია.“.
მუხლი 2.
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შესახებ შესახებ“ საქართველოს
პარალმენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
წარმოდგენილი
ცვლილება
განპირობებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონი პროექტის მომზადებით,
რომელიც ახდენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის მიმართ
არსებული მინიმალური სამუშაო გამოცდილების ვადის დაზუსტებას. კერძოდ,
აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე,
რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით,
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და
რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი:
რეგლამენტის პროექტის მიღების მიზანია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრის შერჩევის კრიტერიუმის, კერძოდ, სპეციალობით მუშაობის
მინიმალური გამოცდილების დამდგენი ნორმის და „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული
კანონი პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ასარჩევად
საკმარისი იქნება სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
პროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან აუცილებელი დამატებითი ხარჯების
გამოყოფის საჭიროებას.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
რეგლამენტის პროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის
მოქმედება.
ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
პროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან მიმართებაში.
გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
რეგლამენტის პროექტი გამომდინარეობს ორგანული კანონის პროექტიდან, რომლის
შემუშავების დროსაც ჩატარდა შეხვედრები როგორც სახელმწიფო (უზენაესი
სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო), ისე საერთაშორისო დონორი
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) პროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი
ვ) პროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი ვანო
ზარდიაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი პროექტით
შედის ცვლილება:
მუხლი 219 (5.04.2013. N528)
1. პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრსა და საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრს. იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის ახალ წევრებს პარლამენტი ირჩევს
ამ ორგანოთა შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე
არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7
კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ ეს
ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს,
ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით
გაგრძელდება. (29.11.2013. N1688)
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
სადისციპლინო
კოლეგიის
წევრობის
კანდიდატები
შეირჩევიან
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან,
შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის
საფუძველზე. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია
პარლამენტს წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3
კანდიდატისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი ამ მუხლის
მე-6 პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. პარლამენტის წევრის,
მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის
განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების
განხორციელება
სასამართლოებში
განხორციელებულ
სამართალწარმოებაში. (29.11.2013. N1688)
4. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან საქართველოს
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად
შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული
განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი
რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.
5. კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი,
კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი,
უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10
წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის
საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები),
კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით
დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთები.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კანდიდატურები პარლამენტს უნდა
წარედგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის:
ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს
მე-40 კალენდარული დღისა; (29.11.2013. N1688)
ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების
შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
7. კანდიდატურების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს
პარლამენტის თავმჯდომარე.
8. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელმაც მათი განხილვა, ამ
მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის
დასადგენად, უნდა დაასრულოს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან:
ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული განხილვის დასრულების შემდეგ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც
წარდგენილი არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირების მიერ და
შეესაბამებიან ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად
წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიასა და
თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს.
10. ფრაქციებს უფლება აქვთ, წარდგენილი კანდიდატურები განიხილონ
პარლამენტის ბიუროსთვის კანდიდატთა სიის წარდგენიდან:
ა) 2 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) 1 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში.
11. პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულებიდან უახლოეს
პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს/საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი
ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა განისაზღვრება ანბანურად,
კანდიდატთა გვარების მიხედვით. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს
წარდგენილ კანდიდატთა მონაცემებს.
12. პარლამენტში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების
არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, იმართება 3 ტურად. იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრებად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-13−მე-15
პუნქტებით დადგენილი წესით. (21.04.2017 N 638)
13. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები,
რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ.
თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად
ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ
არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის
ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად
ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. (21.04.2017 N 638)
14. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან
უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც
კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე
კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც არსებულ ვაკანსიაზე ორჯერ მეტი არ უნდა
იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი
რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეულად
ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით
მიიღებს საჭირო რაოდენობის ხმებს. (21.04.2017 N 638)
15. თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვის შედეგად კვლავ ვერ შეივსო ყველა
ვაკანსია, 2 დღის შემდეგ გაიმართება კენჭისყრის მე-3 ტური, რომელშიც კენჭი
ეყრებათ დარჩენილთაგან მე-2 ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს.
არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი
წესით.
16. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი
ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ
მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში კანდიდატურების წარდგენის
ვადებს ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე
იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა არ იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები და
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები
განიხილონ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-10 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში. (29.11.2013. N1688)
17. პარლამენტში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა
სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, იმართება
2 ტურად. სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩეული კანდიდატები
გამოვლინდებიან პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ამ
პუნქტითა და ამ მუხლის მე-18 და მე-19 პუნქტებით დადგენილი წესით.
18. თუ კენჭისყრის პირველ ტურში იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებიც
პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ, არსებულ
ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე
სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე
კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს
ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე
კანდიდატი.
19. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან
უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც
კენჭი ეყრება დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე
კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა
იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი
რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეული
კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით დადგენილი
წესით.
20. თუ კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი
ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ
მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში კანდიდატურების წარდგენის
ვადებს ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე
იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა არ იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები და
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები
განიხილონ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-10 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში. (29.11.2013. N1688)