საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ

წერილი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.06.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#8889/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-01
ბიუროს ნომერი 63

📜 ტექსტი

წერილი
N 8889 01/06/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო წინადადება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N8857, 01.05.2017). საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების სასამართლოს მოსამართლის უფლება მსგავსად, შეუნარჩუნდეთ, პირველი და მეორე უზენაესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებსაც. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, კომიტეტს ესაჭიროება დამატებითი კონსულტაციების გამართვა აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებთან და წინადადებაზე მათი დასკვნის წარმოდგენა. შესაბამისად, გთხოვთ, აღნიშნული გაგვიგრძელოთ 10 დღით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა