„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ
მოსამსახურეზე.“
2. 21-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა სერტიფიცირებას
კანონმდებლობით დადგენილი წესით;“
3. 22 -ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ1“:
„ვ1) ამტკიცებს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების
სტანდარტებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოხელეს შესაძლებელია მიენიჭოს მოხელის კლასი მოხელის შეფასების შედეგების
მიხედვით.“
5. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის დგინდება შესაბამისი
სპეციალური მოთხოვნები, რომლებითაც განისაზღვრება ამ რანგისათვის აუცილებელი
განათლების დონე და გამოცდილება.
6. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) უმაღლესი განათლების მქონე პირს;
დ) პირს, რომელსაც წარმატებით ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები, რაც
გულისხმობს პირის მიერ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დაძლევას ერთიანი ეროვნული გამოცდის
როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით საგნებში (აბიტურიენტის მიერ არჩევითი საგნების
არჩევის შემთხვევაში).“
7. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. სერტიფიცირების ჩატარების უზრუნველყოფა
1. სერტიფიცირებას უზრუნველყოფს ბიურო.
2. სერტიფიცირება ტარდება სახელმწიფო ენაზე ელექტრონულად.
3. მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და თემატიკა განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
4. მოხელის სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს ბიურო.“
8. 34-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი და
პირობები, ასევე
საკონკურსო კომისიის საქმიანობის დეტალური წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურში
კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით“.
9. 40-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ
მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას საკონკურსო კომისიის დავალებით უზრუნველყოფს
შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული, რაც
გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და
დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის
შემოწმებას.“
10. 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დამატებითი ფუნქციების შესრულების საერთო ვადა დგინდება საჯარო დაწესებულების
ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“
11. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3.
მოხელის
შეფასების
პროცესი
წარიმართება
გამჭვირვალედ,
მოხელის
უშუალო
ხელმძღვანელის მიერ და შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების
მართვის
ერთეულის
წარმომადგენლის
ჩართულობით.
გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა:
მოხელის
შეფასებისათვის
ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ
შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით;
ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული
უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და
გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით;
დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და
პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.“
12. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოხელეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11
თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით მოხელეს შვებულება შეიძლება ამ
ვადის გასვლამდეც მიეცეს. თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ მოხელეს
შვებულება სამუშაო წლის ნებისმიერ დროს მიეცემა.
13. 82-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
ა)
ამ
კანონის
107-ე
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ბ“–„ე“
და
„თ“–„კ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას;“
14. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 98. სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომისათვის
სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის
ჩადენის შემთხვევაში.“
15. 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა;“.
16. 115-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 115. კომპენსაცია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში
ამ კანონის 108-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან
გათავისუფლებულ მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს
ოდენობით.“
17. 121-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 121. საჯარო დაწესებულების აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის
დამტკიცება
1. საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო
ნუსხა მტკიცდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად.
2.
საქართველოს
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის,
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციის, საქართველოს სამინისტროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
აპარატის,
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
აპარატის,
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის სისტემის, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატის, საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო
მოსამსახურეთა
საშტატო
ნუსხას
ამტკიცებს
ხელმძღვანელი,
ხოლო
საქართველოს
შესაბამისი
სახელმწიფო
საჯარო
მინისტრის
დაწესებულების
აპარატის
საჯარო
მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
3. საქართველოს საერთო სასამართლოებისა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა)
და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატების საჯარო მოსამსახურეთა საშტატო
ნუსხას და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო .
4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო დაწესებულებათა სფეროში
მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა საშტატო
ნუსხას ამტკიცებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი .
5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი
და აღმასრულებელი ორგანოების აპარატების სტრუქტურა და საჯარო
მოსამსახურეთა
საშტატო ნუსხა მტკიცდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
კანონმდებლობების შესაბამისად.
6. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა მტკიცდება
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი“
შესაბამისად.
7. გარდა ამ მუხლის პირველი - მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სხვა
საჯარო დაწესებულების აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა მტკიცდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
18. 125-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 125. ამ კანონის ამოქმედებამდე განსახორციელებელი ღონისძიებები
„ 1. 2017 წლის პირველ ივლისამდე საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ ამ კანონის მე3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებებში არსებული
თანამდებობების ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად იერარქიულ რანგებში განაწილება;
საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების პროფესიულ საჯარო მოხელეებად
გარდაქმნა, ან შესაბამისი ფუნქციების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულების ან
ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.
2. პირები, რომლებიც საჯარო სამსახურში 2017 წლის 1 ივლისამდე არიან მიღებული და
რომელთა ფუნქციები და უფლება-მოვალეობები შინაარსის თვალსაზრისით პროფესიული
საჯარო მოხელეების თანამდებობების იდენტურია, 2017 წლის 1 ივლისიდან ჩაითვალონ
პროფესიულ საჯარო მოხელეებად; ხოლო პირები, რომლებიც საჯარო სამსახურში 2017 წლის
1 ივლისამდე არიან მიღებული და რომელთა ფუნქციები და უფლება-მოვალეობები შინაარსის
თვალსაზრისით არ შეესაბამება პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობებს, საჯარო
დაწესებულების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 ივლისიდან გახდებიან შრომითი ან
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
3. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის თანამდებობა გარდაიქმნება საერთო წესით,
ხოლო ამ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელს უნარჩუნდება
უფლებამოსილება უკვე განსაზღვრული ვადით.
4. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება თანამდებობათა (პოზიციების) გარდაქმნის
პერიოდში არ აბრკოლებს თანამდებობათა (პოზიციების) გარდაქმნას.
5. 2017 წლის 1 ივლისამდე ბიურომ უზრუნველყოს სერტიფიცირების ელექტრონული
პროგრამის გამართვა.
6. საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ გამოცხადებული კონკურსებისა და დაწყებული
წარმოებების 2017 წლის 1 ივლისამდე დასრულება.
7. ამ კანონის ამოქმედება იწვევს საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლებად
დანიშნული პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.
8. 2017 წლის 1 ივლისამდე გამოსაცდელი ვადით მიღებული საჯარო მოხელის მიერ გავლილი
ვადა
ჩაითვლება
ამ
კანონით
გათვალისწინებულ
პროფესიული
საჯარო
მოხელის
გამოსაცდელ ვადაში.
9. 2017 წლის 1 ივლისამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოანგარიშებული
საჯარო მოხელის სტაჟი ჩაითვლება ამ კანონით გათვალისწინებულ სამსახურის სტაჟში.
10.
ამ კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამის კლასს
გაუთანაბრდეს 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო მოხელეებისათვის მინიჭებული საკლასო
ჩინები, მიუხედავად იმისა, 2017 წლის 1 ივლისამდე ეკავათ თუ არა მათ მოხელის
თანამდებობა.“
19. კანონს დაემატოს შემდეგი რედაქციის 1261 მუხლი:
„მუხლი 1261. გარდამავალ პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი
სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი
1. გარდამავალ პერიოდად განისაზღვროს 2017 წლის 1 ივლისიდან
2017 წლის 31
დეკემბრამდე პერიოდი.
2. გარდამავალ პერიოდში ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებზე, გარდა ამ კანონის 35-ე, 36-ე და 39-ე-43-ე მუხლებისა.
3. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი
უფლებამოსილია მის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე
გამოაცხადოს ღია კონკურსი ან განახორციელოს თანამშრომლის კარიერული განვითარება.
თანამშრომლის კარიერული განვითარება (უფრო მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა)
შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნულია კონკურსის წესით. ღია
კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ხელმძღვანელის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია, ხოლო სამსახურებრივი კარიერული
განვითარების წესი და პირობები დგინდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულება, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული
პირისა, უფლებამოსილია მესამე, მეორე და პირველი რანგის ვაკანტური თანამდებობის
შესავსებად გამოაცხადოს ღია კონკურსი ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ კონკურსში
თავისუფლდებიან
მოხელის
სერტიფიკატის
წარდგენის
მონაწილე
პირები
ვალდებულებისგან.
6. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მოახდინოს ამ კანონის
125-ე მუხლის პირველი პუნქტით განხორციელებული ღონისძიებების შედეგების
კორექტირება”
7. ამ კანონის ამოქმედებიდან გამომდინარე, გარდამავალ პერიოდში:
ა) საქართველოს მინისტრებმა და სახელმწიფო მინისტრებმა უზრუნველყონ, მათდამი
დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და
ტერიტორიული ორგანოების დამტკიცებული საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი
სარგოების ცვლილება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, „საქართველოს 2017 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
ბ) შესაძლებელია, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა
აჭარბებდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მომუშავეთა რიცხოვნობას, მხოლოდ ამ კანონით
დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებიდან გამომდინარე.
გ) 2017 წლის 1 სექტემბრამდე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე (შტატგარეშე
მოსამსახურეებზე) არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები და
საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა უზრუნველყონ საქართველოს
მთავრობასთან შესაბამისი შეზღუდვებიდან გამონაკლისის შეთანხმება ამავე მუხლით
დადგენილი წესით არაუგვიანეს 2017 წლის 1 სექტემბრისა.
მუხლი 2.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გარდამავალ
პერიოდში საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების
წესი“
1. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და
წახალისების წესი განისაზღვრება ამ მუხლით.
2. საქართველოს
პრეზიდენტის,
საქართველოს
პარლამენტის
წევრის,
საქართველოს
მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს
უზენაესი სასამართლოს წევრის, აგრეთვე შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის,
საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნულ ან არჩეულ საქართველოს კონსტიტუციით
გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ სარგოებს ადგენს საქართველოს
კანონი.
3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში:
ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოს
ეროვნული
ბიბლიოთეკაში
დასაქმებულთა
თანამდებობრივ
სარგოებს
განსაზღვრავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების
საბჭოს
აპარატის
საჯარო
მოსამსახურეთა
თანამდებობრივ
სარგოებს
განსაზღვრავს
საქართველოს პრეზიდენტი;
გ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საჯარო
მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;
დ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;
ე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ
სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს შესაბამისი
სახელმწიფო მინისტრი;
ვ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი
ორგანოების წევრთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დგინდება შესაბამისად
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობებით;
ზ) საქართველოს სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა
თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს შესაბამისი სამინისტროს ხელმძღვანელი;
თ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;
ი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ
სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლო;
კ) საქართველოს საერთო სასამართლოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა)
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
ლ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
მოსამსახურეთა
თანამდებობრივ
საბჭოს
სარგოებს
აპარატის
განსაზღვრავს
საჯარო
მოსამსახურეთა
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი საბჭო;
მ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ
სარგოებს განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი;
ნ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ
სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი;
ო) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;
პ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
ჟ) საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ
სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
რ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი
და აღმასრულებელი ორგანოების აპარატების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ
სარგოებს განსაზღვრავენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები;
ს) სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს
მთავრობა.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო
მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს ორგანული
კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტების საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს
უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე
მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს
თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების
გაცემა უნდა განხორციელდეს საჯარო დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით
დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
6. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა
და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო
ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით,
ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში,
დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი საჯარო მოსამსახურეს საერთოდ არ ეძლევა ან
შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების
პერიოდში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან მისგან უფლებამოსილი პირის
გადაწყვეტილებით.
8. შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი.
საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და
ამ მუხლით გათვალისწინებული გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
9.
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
შრომითი
გასამრჯელო
(ხელფასი)
საჯარო
დაწესებულებაში დასაქმებულ პირს ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონი, რომლის ამოქმედების თარიღად თავდაპირველად განისაზღვრა 2017 წლის პირველი
იანვარი, ხოლო 2016 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებებით კანონის
ამოქმედება გადავადდა 2017 წლის 1 ივლისისთვის,
კანონის
ამოქმედებისათვის
პროექტებზე
მუშაობა,
აუცილებელ
ადამიანური
იმისათვის რომ დასრულებულიყო
კანონქვემდებარე
რესურსების
მართვის
ნორმატიული
ერთიანი
აქტების
ელექტრონული
პროგრამის გამართვა და მასში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მონაცემების ასახვა, ასევე
მომზადებულიყო კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი, რომელიც კანონის
ასამოქმედებელ რედაქციაში გაასწორებდა ტექნიკურ და შინაარსობრივ ხარვეზებს, რომელიც
ხელს შეუწყობს მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი
ღონისძიებების ეფექტურ განხორციელებას, გარდა ამისა აუცილებელია დადგინდეს კანონის
ამოქმედების შემდგომ გარდამავლი პერიოდი, სისტემის შეუფერხებლად ფუნქციონირების
მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე კანონის ტექსტში არსებული
ტექნიკური და შინაარსობრივი ხარვეზების აღმოფხვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით კონკრეტდება კანონის მოქმედების გავრცელების მუხლის
დანაწესი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის თავისებურებიდან
გამომდინარე
და
გათვალისწინებით,
კანონის
მოქმედება
გავრცელდება
აღნიშნულ
სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეებზე თუ სპეციალური კანონმდებლობითა
და მის საფუძველზე სხვა რამ არ იქნება დადგენილი. ასევე კორექტირდება სსიპ - საჯარო
სამსახურის ბიუროს უფლებამოსილება დაამტკიცოს ადამიანური რესურსების მართვის
ელექტრონული
სისტემის
ფუნქციონირების
სტანდარტი,
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სწრაფი და უწყვეტი ოპერირების მიზნით.
კანონპროექტით ცვლილება შედის მოხელის კლასის მინიჭების საფუძველში და სწორდება
ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ითვალისწინებდა კლასის მინიჭებას სამსახურის სტაჟის და
შეფასების შედეგების გათვალისწინებით, კერძოდ მოხელისათვის კლასის მინიჭება მოხდება
მხოლოდ
შეფასების
შედეგების
გათვალისწინებით.
კლასის
მინიჭება
სრულად
დამოკიდებულია შეფასებაზე და არ არსებობს შემთხვევა და გაუმართლებელიც იქნებოდა
კლასის მინიჭების საფუძვლად ცალკე სტაჟი რომ გვევლინებოდეს. ამდენად სტაჟის
მიუხედავად იმისათვის რომ მოხელემ გადაინაცვლოს მომდევნო კლასში აუცილებელია
მოხდეს მისი შეფასება რაც თავისთავად აზრს უკარგავდა კანონში არსებულ დათქმას,
რომელიც ასევე მითითებას აკეთებდა სტაჟზე. ასევე, ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის
კანონის 28-ე მუხლის პირველ პუნქტში, 34-ე მუხლის მე-6 პუნქტში და კონკრეტდება
კანოქვემდებარე აქტის სათაური და შინაარსი. სიახლეს წარმოადგენს სერტიფიცირების
ვალდებულების გაუქმება იმ პირების მიმართ, რომლებსაც გააჩნიათ უმაღლესი განათლება
ან/და წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, დიდი რაოდენობით
ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის მიზნით. ასევე, განისაზღვრება სერტიფიცირების
ელექტრონულად ჩატარების ვალდებულება. კონკრეტდება 40-ე მუხლის პირველი პუნქტის
შინაარსი, კერძოდ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად
ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას საკონკურსო კომისიის დავალებით
უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის
ერთეული, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად,
სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიის
შესაბამისობის შემოწმებას.
პრაქტიკის განზოგადების შედეგად, გაჩნდა საჭიროება კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის
ცვლილების
და
დამატებითი
ფუქნციების
შესრულების
საერთო
ვადა
განისაზღვრება დაწესებულების გადაწყვეტილებით.
კანონპროექტის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტით კონკრეტდება მოხელის შეფასების პროცესში
ჩართული პირები და უშუალოდ შეფასების განმახორციელებელი პირი.
ტექნიკური ცვლილება შედის კანონის 82-ე, 98-ე და 115-ე მუხლებში, ხოლო 121-ე მუხლში
კონკრეტდება საჯარო დაწესებულების აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის
დამტკიცების წესი.
აგრეთვე, კანონის 125-ე მუხლი ყალიბდება ახლებური რედაქციით და კონკრეტდება კანონის
სრულ ამოქმედებამდე განსახორციელებელი ღონისძიებები, იმისათვის რომ ნათლად იყოს
ჩამოყალიბებული საჯარო დაწესებულებების ვალდებულებები დასაქმებულთა საჯარო
მოსამსახურის კატეგორიებში გადანაწილებასთან დაკავშირებით და გაასწოროს
კანონის
არსებული რედაქციის ბუნდოვანება.
კანონს ასევე ემატება 1261 მუხლი გარდამავალ პერიოდში კანონით გათვალისწინებული
ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესის დადგენის მიზნით.
წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება გარდამავალი პერიოდი, კანონის 2017 წლის 1
ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე, რომლის განმავლობაშიც კანონის მუხლები
ნაწილობრივ გავრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე და დადგინდება
მხოლოდ ღია კონკურსების ჩატარების ვალდებულება, ხოლო სხვა საჯარო დაწესებულებებს
მიენიჭებათ უფლებამოსილება 2017 წლის 31 დეკემბრამდე ყველა რანგის ვაკანტურ
პოზიციებზე გამოაცხადონ ღია კონკურსი. ასევე, გარდამავალ პერიოდში კონკურსში
მონაწილე პირები განთავისუფლდებიან სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისაგან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ცვლილების პროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულია
გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულებებში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და
წახალისების წესი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
ასეთი არ არსებობს.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 4. პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება
1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის
პირზე;
ბ) საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო
კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატების, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების
ფრაქციების აპარატების თანამშრომლებზე;
გ) მოსამართლეზე;
დ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე;
ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საქართველოს ეროვნული
ბანკის საბჭოს წევრზე;
ვ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეზე;
ზ) საქართველოს სახალხო დამცველსა და მის მოადგილეზე;
თ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსა და მის მოადგილეზე;
ი) ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეზე –
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანზე და მის მოადგილეზე;
კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე,
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე,
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეზე;
ლ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს
მთავრობისა
და
საქართველოს
მინისტრების
სათათბირო
ორგანოების
ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე;
მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის
მოადგილეზე;
ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე,
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრზე;
ო) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო
მდივნებსა და მათ მოადგილეებზე;
პ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენსა და მის მოადგილეზე;
ჟ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიებისა და საოლქო
საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრებზე;
რ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე,
გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა;
ს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე (გარდა იმავე პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა) ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის მე2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 51-ე, 62-ე, 64-ე, 66-ე და 124-ე მუხლები, თუ
სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის
დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე, აგრეთვე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოს მოსამსახურეებზე;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს
აღმასრულებელსა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიციის
თანამშრომელზე;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე;
დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელზე;
ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე,
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო
ჯარების თანამშრომლებზე;
ზ) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელზე;
თ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე მოსამსახურეზე;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელზე;
კ) პროკურატურის
გამომძიებლისა;
მუშაკზე,
გარდა
პროკურორისა
და
სასჯელთა
პროკურატურის
ლ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატზე;
მ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატზე;
ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატზე;
ო) საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე;
პ) საქართველოს
მოსამსახურეზე.
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
სისტემის
4. საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს საჯარო
სამსახურის განხორციელებას, წესრიგდება შესაბამისი კანონით ან/და საქართველოს
შრომის კანონმდებლობით, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების
გათვალისწინებით.
მუხლი 21. ბიუროს ფუნქციები
ბიურო ასრულებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) შეისწავლის და აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში არსებულ
მდგომარეობას; მონიტორინგს უწევს საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი
სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, მასთან დაკავშირებული ნორმატიული
აქტების შესრულებას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ბ) შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების,
ინსტრუქციების, სხვა მეთოდური აქტების, ნორმატიული აქტებისა და
საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს;
გ) მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო დაწესებულებებს საჯარო სამსახურის
სფეროში არსებული სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული
აქტების ერთგვაროვანი შესრულების მიზნით;
დ) აწარმოებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან
ელექტრონულ სისტემას; თანამშრომლობს საჯარო დაწესებულებების ადამიანური
რესურსების მართვის ერთეულებთან ადამიანური რესურსების მართვის წლიური
გეგმის შემუშავების პროცესში;
ე) შეისწავლის და განაზოგადებს მოხელეთა სამსახურში მიღების, შეფასების,
კარიერული განვითარების, კარიერის მართვის, პროფესიული განვითარების, საჯარო
მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის, აგრეთვე სამსახურიდან
გათავისუფლების არსებულ პრაქტიკას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ვ)
თანამშრომლობს
შესაბამის
საჯარო
დაწესებულებებთან
მოხელეთა
თანამდებობების ერთიანი კლასიფიკაციისა და ანაზღაურების სისტემის შესაქმნელად
და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
ზ) შეისწავლის საჯარო სამსახურში არსებულ კვალიფიკაციისა და პროფესიული
მომზადების დონეს, შეიმუშავებს მოხელეთა პროფესიული განვითარების ერთიან
სტანდარტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას, საჯარო სამსახურში
პროფესიონალიზმისა და პროფესიული განვითარების მიზნით უზრუნველყოფს
შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებას;
თ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით შეისწავლის და განაზოგადებს
საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას და
თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ი) აანალიზებს სამოხელეო სამართლებრივ დავებს და არსებული პრაქტიკის
სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
კ) მონაწილეობს საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო
პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში; უზრუნველყოფს თანამდებობის
პირის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს და
ახორციელებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრულ
სხვა
უფლებამოსილებებს;
ლ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა სერტიფიცირებას;
მ) 6 თვეში ერთხელ საჯარო სამსახურის საბჭოსთვის წარსადგენად ამზადებს ბიუროს
მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ნ) ასრულებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და სხვა ნორმატიული
აქტებით მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს.
მუხლი 22. ბიუროს უფროსი
1. ბიუროს უფროსი:
ა) მართავს და ზედამხედველობს ბიუროს საქმიანობას, წარმოადგენს ბიუროს მესამე
პირებთან ურთიერთობაში და პასუხისმგებელია ბიუროს საქმიანობისთვის;
ბ) შეიმუშავებს და საჯარო სამსახურის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუროს
წლიურ სამუშაო გეგმას;
გ) საჯარო სამსახურის საბჭოს წარუდგენს ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის
შესახებ ანგარიშს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს საშტატო
ნუსხით გათვალისწინებულ ბიუროს თანამშრომლებს, შრომით ხელშეკრულებებს
დებს ბიუროს სხვა თანამშრომლებთან, უნაწილებს ფუნქციებს ბიუროს
თანამშრომლებს;
ე) ზედამხედველობს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მათთვის
დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ვ) იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თანამდებობის პირის მიერ
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასთან დაკავშირებული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში;
ზ)
ახორციელებს
საქართველოს
უფლებამოსილებებს.
კანონმდებლობით
განსაზღვრულ
სხვა
2. ბიუროს უფროსი ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე
გამოსცემს განკარგულებებსა და ბრძანებებს, გასცემს რეკომენდაციებს.
3. ბიუროს უფროსის განკარგულება გამოიცემა თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის
დეკლარაციასთან
დაკავშირებული
სამართალდარღვევის
შემთხვევაში, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. ბიუროს უფროსის რეკომენდაციები გაიცემა ამ კანონის 21-ე მუხლის „ა“, „გ“–„ზ“ და
„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.
5. ბიუროს უფროსის ბრძანება გამოიცემა ბიუროს
მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
უფლებამოსილებისთვის
მუხლი 26. მოხელის კლასი
1. მოხელეს შესაძლებელია მიენიჭოს მოხელის კლასი მოხელის შეფასების
შედეგებისა და სამსახურის სტაჟის მიხედვით.
2. მოხელის კლასების საერთო რაოდენობაა 12.
3. მოხელეს მინიჭებული მოხელის კლასი მუდმივად უნარჩუნდება. მოხელისთვის
მინიჭებული მოხელის კლასის ჩამორთმევა დაუშვებელია.
4. მოხელეს, რომელსაც მიენიჭა მოხელის კლასი, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს
დანამატი ამ კანონით დადგენილი წესით.
5. სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და იმავე საჯარო დაწესებულებაში სხვა
თანამდებობაზე გადასვლისას მოხელეს უნარჩუნდება საკლასო დანამატი. საჯარო
დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო
დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი
იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას მოხელეს უნარჩუნდება საკლასო
დანამატი.
6. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში მოხელეს საკლასო დანამატი არ
ეძლევა.
7. მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 28. სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო
მოთხოვნები
1. მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის დგინდება
შესაბამისი სპეციალური მოთხოვნები, რომლებითაც განისაზღვრება ამ რანგისათვის
აუცილებელი სათანადო ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება.
2. მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი
სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება „პროფესიული საჯარო მოხელის
თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური
მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს საჯარო დაწესებულების
ხელმძღვანელი ბიუროსთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკის
და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის
გათვალისწინებით.
მუხლი 29. მოხელის სერტიფიკატი
1. მოხელის სერტიფიკატი არის საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე
დასაქმების მსურველისათვის აუცილებელი ზოგადი უნარებისა და ცოდნის
დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სერტიფიცირების წარმატებით
გავლის შედეგად.
2. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში
მონაწილეობისას მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება:
ა) მოქმედ მოხელეს;
ბ) ყოფილ მოხელეს.
მუხლი 30. სერტიფიცირების ჩატარების უზრუნველყოფა
1. სერტიფიცირებას უზრუნველყოფს ბიურო.
2. სერტიფიცირება ტარდება სახელმწიფო ენაზე, 6 თვეში ერთხელ მაინც.
3. ბიურო მონიტორინგს უწევს სერტიფიცირებისათვის შემუშავებული ტესტების
დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას.
4. ტესტირების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება
ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე.
5. მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი, სტანდარტი და თემატიკა
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
6. მოხელის სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს ბიურო.
მუხლი 34. მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა
1. პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე,
გარდა ამ კანონის 47-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. პირი მეოთხე რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება ღია კონკურსის
საფუძველზე.
3. მოხელე ზემდგომი (მესამე, მეორე ან პირველი) რანგის მოხელის თანამდებობაზე
ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება
საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის
შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან
და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ
კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
4. მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის
ღია კონკურსის საფუძველზე შერჩევა შესაძლებელია, თუ:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დახურული კონკურსის
საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩა;
ბ) არსებობს ბიუროს დასაბუთებული რეკომენდაცია, რომ მოხელის შესაბამისი
ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო
მოთხოვნების გათვალისწინებით დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი
კანდიდატი ვერ შეირჩევა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციას
ბიურო გასცემს შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, საჯარო
სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში
არსებული მონაცემების გადამოწმების საფუძველზე.
6. ამ კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი და პირობები,
საკონკურსო კომისიის საქმიანობის დეტალური წესი და მოხელის გამოსაცდელ
ვადასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში
კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 40. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად
ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
1. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად
ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას საკონკურსო კომისიის
დავალებით უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური
რესურსების მართვის ერთეული.
2. კანდიდატს, რომელმაც ამ კანონის 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული კონკურსის ეტაპი ვერ გაიარა, კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7
სამუშაო დღით ადრე საკონკურსო კომისია ელექტრონულად ან/და წერილობით
აცნობებს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან
შეუსაბამობის შესახებ, ხოლო კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში – შეუსაბამობის
მიზეზს.
მუხლი 50. მოხელისათვის დროებითი ფუნქციების დაკისრება
1. საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან ან/და მოხელის ჯანმრთელობის
მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხელეს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის
ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის მოვალეობებს.
2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს
უფლება აქვს, მოხელეს დროებით დააკისროს:
ა) დამატებითი ფუნქციების შესრულება;
ბ) სხვა ფუნქციების შესრულება და გაათავისუფლოს იგი მისი ძირითადი
ფუნქციების შესრულებისაგან.
3. მოხელისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია ასევე საჯარო სამსახურის სისტემაში და
საზღვარგარეთ, საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე.
4. მოხელისათვის დაკისრებული:
ა) დამატებითი ფუნქციების შესრულების საერთო ვადა წლის განმავლობაში 3 თვეს
არ უნდა აღემატებოდეს;
ბ) სხვა ფუნქციების შესრულების ვადა საჯარო სამსახურის სისტემაში არ უნდა
აღემატებოდეს 3 წელს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. დაუშვებელია მოხელისთვის ისეთი დროებითი ფუნქციის დაკისრება, რომელიც
არ შეესაბამება მის კომპეტენციას.
6. მოხელისთვის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქციების დაკისრება
შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით.
7. 1 თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციების შესრულებაზე მოხელის მიერ
დაუსაბუთებელი უარის თქმა შეიძლება გახდეს მისი დისციპლინური
პასუხისმგებლობის საფუძველი.
8. საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, დროებითი ფუნქციები
შესაძლებელია დაეკისროს მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს, მისი
კომპეტენციის გათვალისწინებით.
9. მოხელისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქციების
დაკისრებისათვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო
დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 53. მოხელის შეფასება
1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე
მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის
შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.
2. მოხელის შეფასებას ექვემდებარება ასევე მოხელის გამოსაცდელი ვადით
მიღებული პირი.
3. მოხელის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო
ხელმძღვანელისა და შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების
მართვის ერთეულის წარმომადგენლის მიერ. მოხელის ინიციატივით მოხელის
შეფასების პროცესს შეიძლება დაესწროს შესაბამისი დარგის სპეციალისტი. მოხელის
შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა:
ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო
საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და
პროფესიული უნარ-ჩვევებით;
ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და
პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და
გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარჩვევებით;
დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის
შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
4. მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი მოხელის შეფასებას
ექვემდებარება კვარტალში ერთხელ.
5. მოხელე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე
სამსახურებრივ მოვალეობებს არანაკლებ 3 თვე ასრულებს.
6. მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან
გასაუბრებით.
7. შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ
გადაცდომად ითვლება.
8. საჯარო დაწესებულება მოხელეთა შეფასების შედეგებს ასახავს საჯარო
სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
მუხლი 62. მოხელის შვებულება
1. მოხელისათვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24
სამუშაო დღის ოდენობით.
2. მოხელეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე
დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით მოხელეს
შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. თანამდებობაზე დანიშვნის
მეორე წლიდან მოხელეს შვებულება სამუშაო წლის ნებისმიერ დროს მიეცემა.
3. მოხელეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
შვებულება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.
4. მოხელეს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი
ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ
შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელთან
უნდა შეთანხმდეს.
5. მოხელეს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით
არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საჯარო დაწესებულების ინტერესებს.
მუხლი 82. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა
1. ადმინისტრაციული ხელშეკრულება წყდება:
ა) ამ კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ და
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას;
„თ“–„კ“
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას;
გ) ხელშეკრულების მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
დ) შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების
შეწყვეტისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა,
ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე ხელშეკრულების
ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს
მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის
პირის
ინიციატივით
წყდება,
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის
თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მუხლი 98. სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომისათვის
სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური
გადაცდომის განზრახ ჩადენის შემთხვევაში.
მუხლი 107. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლები
1. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ბ)
საქართველოს
სამოქალაქო
შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
კოდექსით
დადგენილი
წესით
გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად
გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით
სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) მოხელის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ
ძალაში შესვლა;
ე) მძიმე დისციპლინური გადაცდომის განზრახ ჩადენა, თუ დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა;
ვ) ამ კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შედეგით ზედიზედ ორჯერ შეფასება;
ზ) მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონის 53-ე მუხლის მე-3
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით ორჯერ შეფასება;
თ) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;
ი) პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების შედეგად
ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა მოხელის მიერ
მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის
თავის არიდება;
კ) გარდაცვალება.
2. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების გამოვლენის დღიდან.
მუხლი 115. კომპენსაცია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში
ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის
თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მუხლი 121. საჯარო დაწესებულების აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის
დამტკიცება
საჯარო დაწესებულების აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა მტკიცდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 125. ამ კანონის ამოქმედებამდე განსახორციელებელი ღონისძიებები
1. 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის
მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებებში
არსებული თანამდებობების ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად იერარქიულ
რანგებში განაწილება, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებში მომუშავე პირების
სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა ამ კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული საჯარო მოსამსახურის სახეების შესაბამისად.
2. პირები, რომლებიც საჯარო სამსახურში ამ კანონის ამოქმედებამდე არიან
დანიშნული და რომელთა თანამდებობები ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების
შინაარსის თვალსაზრისით პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობების
იდენტურია, ამ კანონის ამოქმედებისთანავე ჩაითვალონ პროფესიულ საჯარო
მოხელეებად.
3. ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამსახურის ბიურომ უზრუნველყოს
სერტიფიცირების არანაკლებ 2-ჯერ ჩატარება.
4. საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ გამოცხადებული კონკურსებისა და
დაწყებული წარმოებების ამ კანონის ამოქმედებამდე დასრულება.
5. ამ კანონის ამოქმედება იწვევს საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლებად
დანიშნული პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.
6. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოსაცდელი ვადით მიღებული საჯარო მოხელის
მიერ გავლილი ვადა ჩაითვლება ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესიული
საჯარო მოხელის გამოსაცდელ ვადაში.
7. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
გამოანგარიშებული
საჯარო
მოხელის
სტაჟი
ჩაითვლება
ამ
კანონით
გათვალისწინებულ სამსახურის სტაჟში.
8. ამ კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამის კლასს
გაუთანაბრდეს ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო მოხელეებისათვის მინიჭებული
საკლასო ჩინები, მიუხედავად იმისა, ამ კანონის ამოქმედებისას ეკავათ თუ არა მათ
მოხელის თანამდებობა.
9. პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასაქმების სურვილის
შემთხვევაში მოხელის სერტიფიკატი მოეთხოვება იმ ყოფილ საჯარო მოხელეს,
რომელიც საჯარო სამსახურიდან ამ კანონის ამოქმედებამდე გათავისუფლდა.