„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი,
1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.კოდექსის პირველი მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მ1 ქვეპუნქტი:
„მ1 ) მეტეოროლოგიური ინფორმაცია – მეტეოროლოგიური შეტყობინება, დაკვირვების ან
ანალიზის შედეგი, პროგნოზი და სხვა ნებისმიერი ცნობა, რომელიც ფაქტობრივ ან
მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს ასახავს;“.
გ) „რ“ „ქ“ და „ჭ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტრასა - საჰაერო ნაკადების გადანაწილებისა და
საჰაერო მოძრაობის მომსახურების განხორციელების მიზნით შექმნილი ტრასა;“.
ე)„ჰ8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფრენის გეგმა – საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთვის წარდგენილი სათანადო
ინფორმაცია საჰაერო ხომალდის მოსალოდნელ ფრენაზე ან ფრენის ნაწილზე;”.
ვ) „ჰ16“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) „ჰ21“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ21) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული – საქართველოს სახელით გამოქვეყნებული,
უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი
ინფორმაციის შემცველი კრებული;“.
თ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ23-ჰ29“ ქვეპუნქტები:
„ჰ23) ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმა ევროპის საბჭოს 2009/320/EC გადაწყვეტილებით დამტკიცებული გეგმა, რომელიც
უკავშირდება ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევის (SESAR)
1
პროექტის ფარგლებში ევროპის ახალი თაობის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სისტემის
განვითარებას;
ჰ24) საჰაერო მოძრაობის ორგანიზება - საჰაერო და სახმელეთო ფუნქციების (საჰაერო
მოძრაობის მომსახურება, საჰაერო სივრცის ორგანიზება და საჰაერო მოძრაობის ნაკადების
ორგანიზება) ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია ფრენის ნებისმიერ ფაზაში მყოფი
საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ეფექტური მოძრაობის უზრუნველსაყოფად, ტექნიკური
საშუალებებისა და უწყვეტი მომსახურების მიწოდების გზით;
ჰ25) საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება-სააერნაოსნო მომსახურების სახეობა
(ფუნქცია), რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო მოძრაობის ნაკადების იმგვარად
ორგანიზებას, რომ საჰაერო მოძრაობა იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და სწრაფი,, რათა
უზრუნველყოფილი იყოს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების
გამტარუნარიანობის (შესაძლებლობის) მაქსიმალური ათვისება და საჰაერო მოძრაობის
მოცულობის თავსებადობა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ გამოცხადებულ
გამტარუნარიანობასთან;
ჰ26) საჰაერო სივრცის დიზაინი -საჰაერო ხომალდების გაუმჯობესებული სამარშრუტო
ქსელის, მასთან დაკავშირებული სექტორიზაციის, საჰაერო სივრცის ოპტიმალური
სტრუქტურებისა და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცედურების შემუშავება,
განვითარება და დანერგვა;
ჰ27) საჰაერო სივრცის ორგანიზება - სააერნაოსნო მომსახურების სახეობა (ფუნქცია),
რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის მაქსიმალურ ათვისებას, დროის ოპტიმალური
განაწილებისა და პერიოდულად, მოკლევადიანი საჭიროების საფუძველზე, სხვადასხვა
კატეგორიის საჰაერო სივრცის მომხმარებელთა შორის საჰაერო სივრცის გადანაწილების
გზით;
ჰ28) ჰაერსანაოსნო მონაცემები - დადგენილი ფორმით გადმოცემული ჰაერსანაოსნო
ფაქტები,
კონცეფციები
და
ინსტრუქციები
მათი
გადაცემის
(კომუნიკაცია),
ინტერპრეტაციის ან დამუშავების მიზნით;
ჰ29)ICAO-სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.“.
2. კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საჰაერო კოდექსის ძირითადი მიზანია:
ა) საქართველოს საავიაციო საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების
სტანდარტების დადგენა;
ერთიანი
2
გ) საჰაერო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების, ტვირთის/ბარგის გადაზიდვის,
მგზავრთა გადაყვანისა და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურების თავისუფლად
განხორციელების ხელშეწყობა;
დ) სააერნაოსნო მომსახურების გაუმჯობესება და ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების,
რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.“.
3. მე-7 მუხლი ამოღებულს იქნეს;
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი
„მუხლი 71. სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებული საზომი ერთეულები
საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში, საავიაციო საქმიანობისთვის გამოიყენება
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-5
დანართით გათვალისწინებული საზომი ერთეულები, რომელთა გამოყენების წესს
ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.“.
5. მე-81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორისთვის შესაბამის
ავიასაწარმოში
სააგენტოს
ნორმატიული
აქტით
დადგენილი
კვალიფიკაციის
შენარჩუნებისათვის განსაზღვრული მინიმალური ნამუშევარი საათების ანაზღაურებას.”.
6. მე- 91 მუხლის პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი
ნორმატიული აქტებიდან დაუშვას გამონაკლისი შესაბამისი ნორმატიული აქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში, ფრენის უსაფრთხოების ან/და საავიაციო
უშიშროების მოთხოვნების გათვალისწინებით.“.
7. მე- 91 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი:
„მუხლი 92. უსაფრთხოების მითითებები
1. უსაფრთხოების მითითება წარმოადგენს სააგენტოს მიერ გამოცემულ (ზეპირად ან
წერილობით) ან აღიარებულ დოკუმენტს, რომელიც გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ
3
დასტურდება, რომ საფრთხეშია ფრენების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოება და
მიმართულია საავიაციო უსაფრთხოების აღდგენისაკენ.
2. უსაფრთხოების მითითება წერილობით ეგზავნება შესაბამის იურიდიულ ან ფიზიკურ
პირს და მასში აისახება სულ მცირე შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) საფრთხის აღწერა;
ბ) იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც ეხება აღნიშნული მითითება;
გ) განსახორციელებელი, მათ შორის საჭიროებისამებრ დაუყოვნებლივი, ქმედებების
ჩამონათვალი და მათი დასაბუთება;
დ) განსახორციელებელი ქმედებების ვადა;
ე) უსაფრთხოების მითითების ძალაში შესვლის თარიღი.
3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დაუყოვნებლივ
მოქმედება, უსაფრთხოების მითითება გაიცემა ზეპირად ამ მუხლის მე-2 ნაწილში
მითითებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც გონივრულ ვადაში ფორმდება
წერილობით.
4. იურიდიული ან ფიზიკურ პირი, რომელსაც ეხება აღნიშნული მითითება, ვალდებულია
მითითებულ ვადებში უზრუნველყოს მითითების შესრულება.
5. გაცემული უსაფრთხოების მითითების შესრულებას ზედამხედველობას უწევს
სააგენტო.“.
8. თავი III ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III. საჰაერო სივრცე და სააერნაოსნო მომსახურება“
9. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. საქართველოს საჰაერო სივრცე და საჰაერო სივრცით სარგებლობა
1. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა როგორც საერთაშორისო, ისე
ადგილობრივი ფრენის განხორციელებისას, დაშვებულია
ნებისმიერი საჰაერო
სატრანსპორტო საშუალებისთვის საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი
ან/და მრავალმხრივი შეთანხმების შესაბამისად, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული
გადამყვან- გადამზიდველები ან/და საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების
სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდები ადგილობრივი ფრენების
განხორციელებისას
საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობენ საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა, რომელიც უკავშირდება სარაკეტოსაარტილერიო სროლას, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებას და სხვას, ხორციელდება
4
იმ პირობით,
უსაფრთხოება.
რომ
უზრუნველყოფილი
იყოს
საჰაერო
ხომალდების
ფრენების
3.საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო-საარტილერიო სროლის, საამფეთქებლო და
სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.”.
10. მე-101 და მე-102 მუხლები ამოღებულ იქნეს:
11. მე-11- 20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სააერნაოსნო მომსახურება
1.
ჰაერნაოსნობის
უსაფრთხოების,
რეგულარულობისა
და
ეფექტიანობის
უზრუნველსაყოფად საჰაერო მოძრაობისთვის გაწეული სააერნაოსნო მომსახურება
ითვალისწინებს:
ა) საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას, რომელიც მოიცავს:
ა.ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურებას;
ა.ბ) საჰაერო სივრცის ორგანიზებას;
ა.გ) საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებას;
ბ) საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებას;
გ) საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებას;
დ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას;
ე) საძებნ-სამაშველო მომსახურებას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მომსახურებას ან მის ცალკეულ სახეებს
საქართველოს საჰაეროს სივრცეში ან მის ნაწილში, ასევე ღია ზღვის თავზე არსებულ
საჰაერო სივრცის ფარგლებში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს
საქართველოს
და
სამოქალაქო აეროდრომებზე
ახორციელებს სააგენტოს მიერ
სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო.
3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესს ნორმატიული აქტით
ამტკიცებს სააგენტო.
4. სერტიფიცირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების
განმახორციელებლად ნიშნავს სააგენტო.
5
5. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს სააერნაოსნო მომსახურების
გაწევას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
ICAO-ს რეგიონალური
ჰაერსანაოსნო გეგმისა და ევროპის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის
მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 12. საჰაერო მოძრაობის მომსახურება
1. საჰაერო მოძრაობის მომსახურება მოიცავს:
ა) საფრენოსნო – საინფორმაციო მომსახურებას (მათ შორის სააეროდრომო საფრენოსნოსაინფორმაციო მომსახურება, სააეროდრომო საინფორმაციო-ავტომატური მომსახურება და
სხვა);
ბ) საავარიო მომსახურებას;
გ) საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას;
დ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონული სამეთვალყურეო
მომსახურება,
მისადგომის
სამეთვალყურეო
მომსახურება
ან
სააეროდრომო
სამეთვალყურეო მომსახურება);
2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.
მუხლი 13. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა
1. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა გულისხმობს ამ კოდექსის მე11 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მომსახურებასთან დაკავშირებული
ტექნიკური საშუალებების/სისტემების ოპერირებას.
2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს მე-11 მუხლის პირველ ნაწილში
აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებული
ტექნიკური საშუალებების/სისტემების
ოპერირების ქმედითუნარიანობას, საიმედოობას, უწყვეტობასა და მთლიანობას.
3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უნდა გამოიყენოს სააერნაოსნო მომსახურების
გაწევასთან დაკავშირებული მხოლოდ ის ტექნიკურ საშუალება/სისტემა, რომელიც
წინასწარ არის აღიარებული სააგენტოს მიერ.
4. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესს ნორმატიული აქტით
ამტკიცებს სააგენტო.
მუხლი 14. საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურება
1. საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურება მოიცავს საჰაერო ხომალდების
ექსპლუატანტების, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების, საჰაერო მოძრაობის მომსახურების
ორგანოს, ძებნა-შველის ოპერაციებში ჩართული ორგანოს, აეროპორტების და
6
საქართველოს საჰაერო სივრცის სხვა მომხმარებლების მეტეოროლოგიური ინფორმაციით
უზრუნველყოფას.
2.
სააგენტო
უზრუნველყოფს
საავიაციო
მეტეოროლოგიური
მომსახურების
განხორციელებას.
3. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის შესახებ
ტექნიკურ რეგლამენტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 15. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება
1. ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას
საქართველოს საჰაერო სივრცის და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის შესახებ,
სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს საქართველო.
2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ახორციელებს ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის
მიმწოდებლებისგან ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიღებას, დახარისხებას, გაერთიანებას, რედაქტირებას
(შინაარსის შეუცვლელად), შენახვას, დადგენილი ფორმატით გამოქვეყნებას და
გავრცელებას.
3. ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებს, მათ
უფლება-მოვალეობებს და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის
მიწოდების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტი საქართველოს სახელმწიფოს
სახელით ქვეყნდება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ და ყველასთვის
ხელმისაწვდომია.
5. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს
სააგენტო.
მუხლი 16. საქართველოს
კლასიფიკაცია
საჰაერო
სივრცის
სტრუქტურა
და
საჰაერო
სივრცის
1. საქართველოს საჰაერო სივრცის და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის, სადაც
საჰაერო მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო,
სტრუქტურას და საჰაერო სივრცის კლასიფიკაციას შეიმუშავებს სააგენტო საქართველოს
თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით სააგენტო შეიმუშავებს:
ა) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონს;
ბ) სამეთვალყურეო რაიონს;
7
გ) სამეთვალყურეო არეს;
დ) საკვანძო სამეთვალყურეო რაიონს;
ე) სააეროდრომო მოძრაობის არეს;
ვ) საფრენოსნო საინფორმაციო არეს;
ზ) ფრენისათვის შეზღუდულ არეებს;
თ) ფრენისათვის სახიფათო არეებს;
ი) ფრენისათვის აკრძალულ არეებს და სხვა სახის არეებს სახელმწიფოებრივი ინტერესების
გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფრენისათვის შეზღუდული, სახიფათო,
აკრძალული და სხვა სახის არეების დადგენა უნდა ატარებდეს დროებით ხასიათს და არ
აღემატებოდეს ამ არეების დაწესების გამომწვევი პირობებით განსაზღვრულ ვადას.
მუხლი 17. საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობა
1.სახელმწიფოებრივი
ინტერესების,
მათ
შორის
თავდაცვისუნარიანობის
გათვალისწინებით, საჰაერო მოძრაობისა და საჰაერო სივრცის ორგანიზების ხელშეწყობის
მიზნით გამოიყენება საჰაერო სივრცის მოქნილი სარგებლობის კონცეფცია, რომელიც
წარმოადგენს
საჰაერო
ნავიგაციის
უსაფრთხოების
ევროპული
ორგანიზაციისEUROCONTROL-ის მიერ შემუშავებულ ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრ
სახელმწიფოებში მოქმედ საჰაერო სივრცის მართვის კონცეფციას.
2. საჰაერო სივრცის ორგანიზება ხორციელდება სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის
მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის საჰაერო სივრცის ერთობლივი
(სამოქალაქო-სამხედრო) კომიტეტის და საჰაერო სივრცის ორგანიზების ჯგუფის შექმნით
და მჭიდრო კოორდინაციით სტრატეგიულ, პრე-ტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე.
3. საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესს შეიმუშავებს საქართველოს
თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 18. საქართველოს საჰაერო სივრცის დიზაინი
1. საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული
სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების
ტრასების, ფრენის მინიმალური სიმაღლეებისა და უსაფრთხო საჰაერო მოძრაობის
მომსახურებისათვის სხვა მნიშვნელოვანი ელემენტების დიზაინს, საჰაერო სივრცის
ორგანიზებისა და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გათვალისწინებით.
8
2. ამ მუხლისა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით,
საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესს, რომელიც ასევე
განსაზღვრავს საჰაერო სივრცის კლასიფიკაციას, შეიმუშავებს სააგენტო და ნორმატიული
აქტით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 19. ფრენის პროცედურების დიზაინის მომსახურება
1. საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში არსებულ სამოქალაქო აეროდრომებისათვის
ფრენის (სახელსაწყო ან/და ვიზუალური)
პროცედურების დიზაინის მომსახურებას,
რომელიც მოიცავს ფრენის პროცედურების დიზაინს, დოკუმენტირებას, გადამოწმებას, მათ
მუდმივ გადახედვასა და განახლებას, ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული
სააერნაოსნო მომსახურების საწარმო სააგენტოს მიერ დადგენილი ფრენის პროცედურების
დიზაინის წესის შესაბამისად.
2. ნებისმიერი ფრენის პროცედურა ამ
დამტკიცებული სააგენტოს მიერ.
პროცედურის
გამოყენებამდე
უნდა
იყოს
3. ფრენის პროცედურების დიზაინის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.
მუხლი 20. საავიაციო რუკები
1. საქართველოს სამოქალაქო საავიაციო რუკების შედგენას, ხელმისაწვდომობას და მუდმივ
განახლებას
ახორციელებს
სააგენტოს
მიერ
სერტიფიცირებული
სააერნაოსნო
მომსახურების საწარმო.
2. საქართველო, ჩიკაგოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს თხოვნით,
უზრუნველყოფს იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საკუთარი ტერიტორიის შესახებ,
რაც აუცილებელია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-4 დანართით გათვალისწინებული
მოთხოვნების დასაცავად.
3. საავიაციო რუკების შემუშავების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.“.
12. მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს 201-204 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 201. საძებნ-სამაშველო მომსახურება
1. საძებნ-სამაშველო მომსახურება მოიცავს ავარიული მდგომარეობის მონიტორინგს,
კავშირგაბმულობას, კოორდინაციას, ძებნასა და შველას, ასევე სამედიცინო დახმარების
9
გაწევას ან სამედიცინო მიზნებისთვის ევაკუაციას სახელმწიფო და კერძო რესურსების, მათ
შორის საავიაციო, საზღვაო და სხვა საშუალებების გამოყენებით.
2. საძებნ-სამაშველო სამუშაოები (მომსახურება) ხორციელდება როგორც საქართველოს
ავიაციის ძალებითა და საშუალებებით, ისე სახმელეთო და საზღვაო საძებნ-სამაშველო
ჯგუფების დახმარებით.
3. საძებნ-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესი, მათში მონაწილე სტრუქტურები და ამ
სტრუქტურების
უფლება-მოვალეობები
განისაზღვრება
საავიაციო
ძებნა-შველის
რეაგირების გეგმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. აეროდრომების ტერიტორიასა და მათ მიმდებარე რაიონებში საავარიო-სამაშველო
სამუშაოებს ახორციელებენ აეროდრომების საავარიო-სამაშველო რაზმები. ამ სამუშაობის
ხარჯებს აფინანსებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი/ავიაგადამზიდველი.
5. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 202. უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმის საქართველოს ტერიტორიაზე
დაშვება
1. საქართველოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მის
ტერიტორიაზე დაიშვება უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმი და მის
მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, მარცხგანცდილი საჰაერო
ხომალდის მესაკუთრე/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და იმ სახელმწიფოს
წარმომადგენელი, სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული.
2. შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე
უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმი და მის მფლობელობაში არსებული
ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე
ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენლი, სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია
რეგისტრირებული, დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას
უზრუნველყოფს საქართველო, ხიფათში მყოფი საჰაერო ხომალდის მგზავრთა ძებნა შველა ხორციელდება საქართველოს საძებნ-სამაშველო რაზმების მეშვეობით ან საერთო
ძალებით საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის მიღწეული შეთანხმების
საფუძველზე.
მუხლი 203. სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა
1. სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა მოიცავს:
10
ა) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირებას, ინსპექტირებას და უწყვეტ
მონიტორინგს;
ბ) სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფასთან
ტექნიკური საშუალებების/სისტემების აღიარებას;
დაკავშირებული
გ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების ზედამხედველობას,
უსაფრთხოების/ხარისხის მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის
შეთანხმებას და სხვას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ზედამხედველობას სააგენტო
ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და
შეთანხმებების და მათ საფუძველზე შემუშავებული წესების შესაბამისად.
მუხლი 204. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი
1. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპები და
მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის ბრძანებით.
2. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გადახდისაგან თავისუფლდება:
ა) სახელმწიფო საჰაერო ხომალდი;
ბ) საჰაერო ხომალდის ფრენა, რომელიც სრულდება საომარი და საგანგებო მდგომარეობის,
სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და ავარიის დროს ადამიანების, სახელმწიფო და
კერძო ქონების გადასარჩენად საძებნ-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით;
გ) საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე და ამ
საერთაშორისო
ხელშეკრულებების
ფარგლებში
გათავისუფლებული
საჰაერო
ხომალდი/ფრენა.“.
13. კარი II-ს სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კარი II. საჰაერო ხომალდები, საავიაციო პერსონალი, აეროდრომები და აეროპორტები“
14. 43-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი შინაარსით:
„მუხლი 431. სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების და
ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგება
1.
სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა
მოძრაობის მოწესრიგების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.
11
2.
ნებისმიერი პირი, რომელიც სატრასნპორტო საშუალებით გადაადგილდება
საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე,
ვალდებულია დაიცვას ამ
აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ დადგენილი მოძრაობის
წესები.“.
15. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. ფრენის წესები
1. საქართველოს საჰაერო სივრცეში, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის
‘ზ“„თ“და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არეებისა, საჰაერო ხომალდების ფრენა
სრულდება სააგენტოს მიერ დადგენილი ფრენის წესების შესაბამისად, რომელიც მოიცავს
ფრენის გეგმის, სახელსაწყო და ვიზუალური ფრენის წესების,
უპირატესი ფრენის
უფლებების და ფრენის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სახიფათო, შეზღუდული და ფრენებისათვის განკუთვნილ სხვა დროებითი ხასიათის
არეებში
საჰაერო ხომალდების ფრენა სრულდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით და იმგვარად, რომ დაცული იყოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების
ფრენების უსაფრთხოება.
3. ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას
უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენა,
გამონაკლისის გარეშე, სრულდება ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართის მოთხოვნების
დაცვით.“.
16. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 46. ფრენის გეგმა და სამეთვალყურეო ნებართვა
1. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება ფრენის გეგმის
საფუძველზე და სამეთვალყურეო ნებართვის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს საჰაერო
ხომალდისათვის საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების ორგანოს მიერ
გაცემულ მითითებას და ადგენს მოქმედების პირობებს, ხოლო სახელმწიფო საჰაერო
ხომალდის ფრენა სრულდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი
სამსახურის თანხმობის საფუძველზე.
2. ფრენის გეგმა წარედგინება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს.
3. ძირითადი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ფრენის მიზანს, ამოცანასა და
მარშრუტს, არის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი საფრენოსნო
დავალება.“.
17. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
12
„მუხლი 49. ფრენის წესების დარღვევა და საჰაერო ხომალდისთვის გზის გადაჭრა
1. საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის მეთაური
საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს მხრიდან სათანადო მითითების
მიღებისთანავე, ვალდებულია დაფრინდეს მითითებულ ადგილზე. ასეთი მითითების
შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა დადგეს საჰაერო ხომალდისთვის გზის
გადაჭრის (იძულებით დაფრენის) აუცილებლობა.
2. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების გზის გადაჭრა ხორციელდება
მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“
ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 bis მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. საჰაერო ხომალდების გზის გადაჭრის წესს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო და სააგენტო, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
18. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 50. რადიოკავშირი და ფრაზეოლოგია ფრენისა და საჰაერო მოძრაობის
მომსახურების დროს
1. რადიოკავშირის მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი (ან პილოტი,
თუ ეკიპაჟი შედგება ერთი პირისგან) ვალდებულია უზრუნველყოს ეთერის განუწყვეტელი
მოსმენა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთან რადიოკავშირის დადგენილ
საავიაციო სიხშირეებზე კავშირის დამყარება.
2.
საავიაციო
რადიოკავშირის
და ფრაზეოლოგიის
გამოყენების წესს შეიმუშავებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.
3. საქართველოს საჰაერო სივრცეში, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ‘ზ“,
„თ“და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არეებისა და ამ მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებსა და
საჰაერო ხომალდის ეკიპაჟებს შორის რადიოკავშირი ხორციელდება საერთაშორისო
სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ენაზე- ინგლისურ ენაზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო ხომალდი იმყოფება ავარიულ ვითარებაში, როდესაც
საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მგზავრთა სიცოცხლისა და
ქონების
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, გამონაკლისის
სახით
შესაძლოა
რადიოკავშირის დამყარება ქართულ ან სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის სხვა სამუშაო ენაზე იმ პირობით, რომ ასეთი ენა ცნობილია საჰაერო
მოძრაობის მომსახურების კავშირზე მყოფი პირებისათვის (პილოტი, მეთვალყურე).“.
13
19. 52-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უცხო სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური არხების საშუალებით მომართვის
შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უფლებამოსილების გაცემის წესს
შეიმუშავებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.“.
20. 56-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
21. 99-ე -108-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
1. ამ კანონის ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ
უზრუნველყოს საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების ახალი გეგმის დამტკიცება, რომლის
ამოქმედებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29
დეკემბრის №734 დადგენილება - „საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის
დამტკიცების შესახებ“.
2. საქართველოს მთავრობამ
2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით
გათვალისწინებული შემდეგი ნორმატიული აქტების დამტკიცება:
ა) საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესი;
ბ) საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და დიზაინის წესი;
გ) უცხო სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური არხების საშუალებით
მომართვის
შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უფლებამოსილების გაცემის წესი.
3. საქართველოს მთავრობამ
2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით
გათვალისწინებული შემდეგი ნორმატიული აქტების დამტკიცება:
ა) საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო-საარტილერიო სროლის, საამფეთქებლო და
სხვა სახის სამუშაოების წარმოების წესი;
ბ) საჰაერო ხომალდისთვის გზის გადაჭრის წესი;
გ) საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესი.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ
უზრუნველყოს:
ა) სამოქალაქო ავიაციაში საზომი ერთეულების გამოყენების წესის დამტკიცება ამ კანონის
ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში;
14
ბ) საავიაციო რუკების შემუშავების წესის დამტკიცება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის
ვადაში;
გ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესის დამტკიცება ამ კანონის
ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
დ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცება 2018 წლის 1 იანვრამდე;
ე) სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის დამტკიცება 2018 წლის
1 ივნისამდე;
ე) ფრენის პროცედურების დიზაინის წესის დამტკიცება 2018 წლის 1 ივნისამდე ;
ვ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცება 2019 წლის 1
იანვრამდე.
5. სააგენტომ უზრუნველყოს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ხელახალი
სერტიფიცირება 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
6. ამ კანონის ამოქმდებამდე გაცემულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიკატს
მოქმედების ვადა უნდარჩუნდება ხელახალი სერტიფიცირების დასრულებამდე.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული მე-10
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა, მე-11 ნაწილით გათვალისწინებული მე-17 მუხლის მე-2
ნაწილისა, მე-18 მუხლის პირველი ნაწილისა, მე-19 მუხლის, მე-20 მუხლის პირველი
ნაწილისა,
და მე-17 ნაწილით გათვალისწინებული 49-ე მუხლისა ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისნებული მე-20 მუხლის პირველი
ნაწილი, ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული მე-17 მუხლის მე-2
ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი ნაწილი და მე-19 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1
იანვრიდან.
4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული მე-10 მუხლის მე-2 და
მე-3 ნაწილები და მე-17 ნაწილით გათვალისწინებული 49-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის
1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
15
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წინამდებარე პროექტის მიღება გამოწვეულია საჰაერო კოდექსში არსებული ხარვეზების
აღმოფხვრის აუცილებლობით. ამასთან, კოდექსი შეიცავს რიგ მოძველებული შინაარსის
ნორმას, რომელიც საჭიროებს ჰარმონიზებას და ადაბტირებას თანამედროვე ევროპულ და
საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
წარმოდგენილი ცვლილების შემუშავების მიზეზია აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის
საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში“ 2013
წელს
ჩატარებული
ნაკლოვანებების
ყოვლისმომცველი
აღმოფხვრა
და
აუდიტის
საქართველოსა
და
ფარგლებში
ევროკავშირსა
გამოვლენილი
და
მის
წევრ
სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების
შესრულება, ასევე კოდექსის ჰარმონიზება და შესაბამისობაში მოყვანა „საერთაშორისო
სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციასთან და მის დანართებთან.
აღსანიშნავია, რომ კოდექსის მოქმედი რედაქცია არ არეგულირებს ისეთ საკითხებს,
როგორიცაა სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მითითებები, სამოქალაქო ავიაციის
საზომი ერთეულები, საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურება, საავიაციო რუკები და
სხვა, ამასთან ძირეულ გადამუშავებას საჭიროებს საჰაერო სივრცის და სააერნაოსნო
მომსახურების მარეგულირებელი ნორმები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წინამდებარე პროექტის მიზანია საჰაერო კოდექსის დახვეწა და მისი ჰარმონიზება
საერთაშორისო კანონმდებლობასთან, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის
(ICAO)
ყოვლისმომცველი
ნაკლოვანებების
აღმოფხვრა
და
აუდიტის
საქართველოსა
და
ფარგლებში
ევროკავშირს
გამოვლენილი
და
მის
წევრ
სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების
ეტაპობრივი შესრულება. ამასთან, იქმნება საფუძველი ჩიკაგოს კონვენციის დანართების (
16
მე-2; მე-4; მე-5; , მე-10 და მე-11 დანართები) დანერგვისთვის, რაც უნდა დამტკიცდეს
შესაბამისი ნორმატიული აქტების სახით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
- პირველი მუხლი (ტერმინთა განმარტება):
ცვლილებას განიცდის კანონპროექტის პირველი მუხლი - ტერმინები, კერძოდ
კანონპროექტს ემატება რამდენიმე ახალი ტერმინი, რომელიც წარმოადგენს პროექტის
რეგულირების საგანს. აღნიშნული ტერმინებია: მეტეოროლოგიური ინფორმაცია, ერთიანი
ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმა, საჰაერო მოძრაობის
ორგანიზება, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება, საჰაერო სივრცის ორგანიზება,
საჰაერო სივრცის დიზაინი, ICAO-სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.
- ასევე ცვლილება ეხება რამდენიმე არსებულ ტერმინს ( საჰაერო მოძრაობის
მომსახურების ტრასა, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული, ფრენის გეგმა), რომლებიც
-
შესაბამისობაში მოდის ჩიკაგოს კონვენციის მე-2 და მე-11 დანართებთან).
ასევე კოდექსიდან ხდება ისეთი ტერმინების ამოღება, რომლებიც არ მოიხსენიება
კანონის ტექსტში კერძოდ: ადგილობრივი საჰაერო ხაზი (ბ); საავიაციო საშუალებები (რ),
საპილოტაჟე არე (ქ); საჰაერო მოძრაობის არე (ჭ); ხელშემკვრელი სახელმწიფო (ჰ16);
- მე-2 მუხლი (კოდექსის მიზანი)
ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად საჰაერო კოდექსის მიზანს
წარმოადგენს:
საქართველოს ავიაციის საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოების და უშიშროების ერთიანი სტანდარტების
დადგენა;
გ) საჰაერო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების, ტვირთის/ბარგის გადატანის, მგზავრთა
გადაყვანის და სხვა მომსახურების თავისუფლად განხორციელების ხელშეწყობა;
დ) სააერნაოსნო მომსახურების გაუმჯობესება და ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების,
რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა,
ე) საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.
აღნიშნული მუხლის დახვეწა განპირობებულია შემდეგი რეგულაციებით:
(1) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 20 თებერვლის რეგულაცია № 216/2008
სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთო წესებისა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების
სააგენტოს შექმნის შესახებ (საბაზისო რეგულაცია) - მუხლი 2;
(2) ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის რეგულაცია № 549/2004
ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის შექმნის ჩარჩოს დადგენის შესახებ (ჩარჩო
რეგულაცია) - მუხლი 1. ასევე საქართველოს და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს
შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმების მე-16 მუხლით.
17
- მე-7 მუხლი
კოდექსიდან ხდება მე-7 მუხლების (საავიაციო საშუალებებზე საკუთრების უფლება)
ამოღება, რომელიც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ აღნიშნული მუხლის შინაარსი
მოძველებულია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხა აღარ არსებობს და
არსებული კანონმდებლობით სხვაგვარად რეგულირდება საკუთრების უფლებასთან
დაკავშირებული საკითხები.
- 71 მუხლი (სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებული საზომი ერთეულები)
კოდექსს ემატება ახალი მუხლი სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებული საზომი ერთეულები
- რომლითაც იქმნება საფუძველი, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცდეს სამოქალაქო
ავიაციაში დადგენილი საზომი ერთეულების გამოყენების წესი ჩიკაგოს კონვენციის მე-5
დანართის შესაბამისად.
-
81 მუხლი (საავიაციო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების სახელმწიფო
ორგანოები და მათი კომპეტენცია), ემატება 31 ნაწილი:
პროექტის შესაბამისად, კოდექსის 81 მუხლს ემატება ნორმა, რომლის თანახმად სააგენტო
უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის შესაბამის ავიასაწარმოში სააგენტოს
ნორმატიული აქტით დადგენილი კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის განსაზღვრული
მინიმალური ნამუშევარი საათების ანაზღაურებას. აღნიშნული ნორმის დამატების მიზანს
წარმოადგენს ის გარემოება, რომ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს ნორმატიული
აქტის საფუძველზე მოეთხოვებათ კვალიფიკაციის შენარჩუნება (მოქმედი პილოტის ან/და
მეთვალყურის მოწმობის ქონა) რაც გულისხმობს შესაბამისი აქტით ასეთი მოწმობების
შესანარჩუნებლად კონკრეტული საათების ფრენის ან მეთვალყურეობის გავლას.
აღნიშნული კი მიღწეულ იქნება სააგენტოში დასაქმებული პირის მიერ შესაბამისი
საქმიანობის ავიასაწარმოში განხორციელებით. აღსანიშნავია, რომ ასეთი პრაქტიკა
არსებობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგ. ავსტრია, ფინეთი.
- 91 მუხლი (სააგენტოს სამართლებრივი აქტები), ემატება 11 ნაწილი
კოდექსის მე-91 მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომლის თანახმად სააგენტოს დირექტორს
ენიჭება უფლებამოსილება, დაუშვას გამონაკლისი სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი
ნორმატიული აქტებიდან, შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებსა და ფარგლებში, ფრენის უსაფრთხოების ან/და საავიაციო უშიშროების
მოთხოვნების დაცვის მიზნით. შესაბამისად, კონკრეტული გამონაკლისი და მისი
ფარგლები, აღნიშნული გამონაკლისის ვადა საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი იქნება
სააგენტოს დირექტორის კონკრეტული ნორმატიული აქტით.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ 2013
წელს ჩატარებული ყოვლისმომცველი აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი იქნა ხარვეზი
იმის თაობაზე, რომ სააგენტოს დირექტორს არ გააჩნდა გამონაკლისის დადგენის უფლება
(The Air Code does not provide for the issuance of exemptions). ამასთან ასევე დასმული იქნა
18
პროტოკოლ კითხვა აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ (LEG 1.028 Has the State
developed a policy and associated procedures for the granting of exemptions?) ამდენად,
წარმოდგენილი ცვლილებით ხდება ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა ერთის მხრივ
და მეორეს მხრივ კოდექსის შესაბამისობა ევროპულ ნორმებთან (კერძოდ, ცალკეულ
ევრორეგულაციაში განსაზღვრულია საავიაციო ხელისუფლების მიერ დადგენილი წესიდან
გამონაკლისის დადგენის (exemption/derogation) შესაძლებლობა. კოდექსის მოქმედი
რედაქცია არ აძლევს უფლებას სააგენტოს დირექტორს, დაადგინოს თავის ნორმატიულ
აქტში კონკრეტული გამონაკლისი, (Doc 9734 Part A 3.3.7 Reg. 216/2008 რეგულაცია
სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთო წესებისა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების
სააგენტოს შექმნის შესახებ (საბაზისო რეგულაცია); ასევე სხვა რეგულაციები N 1321/2014,
1035/2011 და სხვ).
- მუხლი 92 (უსაფრთხოების მითითებები)
კოდექსს ემატება 92 მუხლი, რომელიც არეგულირებს უსაფრთხოების მითითებებს. კერძოდ,
განისაზღვრება, რომ უსაფრთხოების მითითება არის სააგენტოს დირექტორის მიერ
გაცემული/აღიარებული სავალდებულოდ შესასრულებელი მოთხოვნა (დოკუმენტი),
რომელიც მიმართულია უსაფრთხოების აღდგენისკენ. სააგენტო უფლებამოსილია
გამოსცეს უსაფრთხოების მითითება, თუ დასტურდება, რომ ფრენების უსაფრთხოება
საფრთხეშია ან/და სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის შედეგად საფრთხე ექმნება
საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. აქვე განისაზღვრება, თუ რა ინფორმაციას უნდა
შეიცავდეს აღნიშნული მითითება, მისი გამოცემის ფორმა (ზეპირად ან წერილობით). ამ
მუხლის ასახვა განპირობებულია კომისიის 2007 წლის 8 ნოემბრის №1315/2007 (არსებული
№1034/2011)
რეგულაციის
საჰაერო
მოძრაობის
ორგანიზების
უსაფრთხოების
ზედამხედველობის შესახებ მე-13 მუხლით.
- თავი III. საჰაერო სივრცე და სააერნაოსნო მომსახურება
ფუნდამენტურ ცვლილებას განიცდის საჰაერო სივრცის მარეგულირებელი მე-3 თავი,
კერძოდ, აღნიშნული თავი მოდიფიცირდება და ამ თავში საჰაერო სივრცესთან ერთად
გაერთიანდა,
დამატებით
დარეგულირდება
ან/და
დაიხვეწება
სააერნაოსნო
მომსახურებასთან და საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული საკითხების დიდი ნაწილი,
კერძოდ:
- მუხლი 10. საქართველოს საჰაერო სივრცე და საჰაერო სივრცით სარგებლობა
აღნიშნულ მუხლში, იქმნება საფუძველი, რომ საქართველოს მთვარობამ დაამტკიცოს
სარაკეტო-საარტილერიო სროლის, საამფეთქებლო და სხვა სახის სამუშაოების წარმოების
წესი. აღნიშნული წესის საფუძველის შექმნა განპირობებულია კონვენციის მე-11 დანართის
მოთხოვნით.
-
მუხლი 11. სააერნაოსნო მომსახურება
19
წარმოდგენილი პროექტით, დაზუსტდა სააერნაოსნო მომსახურებაში მოქცეული
მომსახურების სახეები, ასევე ახლებურად ჩამოყალიბდა მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი,
რომლის შესაბამისად სააერნაოსნო მომსახურებას ან მის ცალკეულ სახეებს საქართველოს
საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული
სააერნაოსნო მომსახურების საწარმო. დამატებით ემატება მე-5 ნაწილი, რომლითაც
საწარმოს ევალება სააერნაოსნო მომსახურების გაწევა შესაბამისი წესების, ICAO-ს
რეგიონალური ჰაერსანაოსნო გეგმის და ევროპის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების
გენერალური გეგმის შესაბამისად. ამ მუხლის ასახვა განპირობებულია - ევროპის
პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის რეგულაციის № 550/2004 ერთიან ევროპულ
საჰაერო სივცეში სანავიგაციო მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ მე-7, მე-8 და მე-9
მუხლებით.
- მუხლი 12. საჰაერო მოძრაობის მომსახურება
მუხლი შესაბამისობაში მოდის კონვენციის მე-11 დანართთან, ამასთან იქმნება საფუძველი
სააგენტოს დირექტორის მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დასამტკიცებლად.
- მუხლი 13. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა
თავს ემატება სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის მარეგულირებელი
ნორმა, რომელიც არეგულირებს სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფას,
რომელიც მოიცავს სააერნაოსნო მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური
საშუალებების/სისტემების ოპერირებას.
დამატებით საწარმოს ევალება ტექნიკური
საშუალებების ოპერირების ქმედითუნარიანობის, საიმედოობის, უწყვეტობისა და
მთლიანობის უზრუნველყოფა და ამ საშუალებების სააგენტოსთან წინასწარი აღიარების
შემდეგ გამოყენება. მუხლის ასახვა მიზნად ისახავს (ICAO) მიერ 2013 წელს ჩატარებული
ყოვლისმომცველი აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრას. (ANS 7.009
Has the State promulgated ANS regulations to transpose the provisions of the ANS-related Annexes
into its own legislation?)
- მუხლი 14. საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურება
კოდექსის
სიახლეს
წარმოაგენს
საავიაციო
მეტეოროლოგიურ
მომსახურების
უზრუნველყოფის შესახებ მუხლი, რომელიც ადგენს მეტეოროლოგიური მომსახურებას და
ამ მომსახურების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ ორგანოს. ამასთან, აღნიშნული მუხლი
შესაბამისობაშია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართთან. ამ მუხლით დარეგულირებული
სხვა ტექნიკური დეტალები რეგულირდება მთავრობის #325 დადგენილებით (ტექნიკური
რეგლამენტი „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის
წესი).
-
მუხლი 15. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება
20
ჰაერსანაოსნო
ინფორმაციით
უმნიშვნელო
ცვლილება,
მომსახურების
რომელიც
უზრუნველყოფის
განპირობებული
იყო
მუხლმა
თავის
განიცადა
საფუძვლიანი
მოდიფიცირებით. მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომლითაც შეიქმნა სამართლებრივი
საფუძველი ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესის შესაქმნელად.
-
მუხლი 16. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა და საჰაერო სივრცის
კლასიფიკაცია
ახლებურად ჩომოყალიბდა ნორმა საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და
კლასიფიკაციის შემუშავების შესახებ, სადაც სრულად გადაიხედა სივრცის შემადგენელი
ნაწილები. ძირითადი აქცენტი გაკეთდა სივრცის სტატიკურ ელემენტებზე, როგორიცაა
საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი, სამეთვალყურეო რაიონი, სააეროდრომო მოძრაობის
არე და სხვა. ამასთან, მინიმალური დახვეწით შენარჩუნდა სივრცის შემუშავების პროცესში
მონაწილე მხარეების (სააგენტო და თავდაცვის სამინისტრო) ჩართულობის და
სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ფრენისათვის შეზღუდული,
სახიფათო და სხვა სახის არეებს დადგენის პრონციპი;
- მუხლი 17. საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობა
სიახლეს წარმოადგენს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის კონცეფცია, რომელიც
წარმოადგენს ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ზონაში (ECAC – Euroepan Civil
Avition Conferenc) მოქმედ საჰაერო სივრცის მართვის კონცეფციას. აღნიშნული კონცეფცია
შესაბამისობაშია ევროკომისიის 2005 წლის 23 დეკემბრის №2150/2005 რეგულაციასთან
(საჰაერო სივრცის მოქნილად გამოყენების საერთო წესების დადგენის შესახებ). ამ
კონცეფციის შესაბამისად სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის მარეგულირებელი
სახელმწიფო ორგანოებს შორის არსებული კოორდინაცია ითხოვს დამატებით
დარეგულირებას და მჭიდრო კოორდინაციის შექმნას სტრატეგიულ, პრე-ტაქტიკურ და
ტაქტიკურ დონეებზე. ამისთვის ყალიბდება საჰაერო სივრცის ერთობლივი (სამოქალაქოსამხედრო) კომიტეტი და საჰაერო სივრცის ორგანიზების ჯგუფი. ამ მუხლის ასახვა
განპირობებულია ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის № 551/2004
რეგულაციის ერთიან ევროპულ საჰაერო სივრცეში საჰაერო სივრცის ორგანიზებისა და
გამოყენების შესახებ მე-7 მუხლით.
-
მუხლი 18. საქართველოს საჰაერო სივრცის დიზაინი
მუხლი 19. ფრენის პროცედურების დიზაინის მომსახურების უზრუნველყოფა
მუხლი 20. საავიაციო რუკები
ახალ ნორმას ასევე წარმოადგენს საქართველოს საჰაერო სივრცის დიზაინის, ფრენის
პროცედურების
დიზაინის
და
საავიაციო
რუკების
მოთხოვნები,
რომლების
შესაბამისობაშია კონვენციის მე-4 და მე-11 დანართებთან და Doc 8168 (Aircraft operation)
მოთხოვნებთან. ამ მუხლების შესაბამისად სააერნაოსნო მომსახურების საწარმო
21
ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტრასების, ფრენის მინიმალურ
სიმაღლეების და სხვა უსაფრთხო საჰაერო მოძრაობის მომსახურებისათვის მნიშვნელოვანი
ელემენტების, საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში არსებულ სამოქალაქო
აეროდრომებისათვის ფრენის (სახელსაწყო ან/და ვიზუალური)
პროცედურების და
საავიაციო რუკების შედგენას, ხელმისაწვდომობას და მუდმივ განახლებას. აღსანიშნავია,
რომ ფრენის პროცედურების დიზაინს ახორციელებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო
იმ პირობით, რომ დაცული იქნება სააგენტოს მიერ დადგენილი ფრენის პროცედურების
დიზაინის წესის მოთხოვნები. ამ პროცედურებს ამტკიცებს სააგენტო. მუხლის ასახვა
მიზნად ისახავს (ICAO) მიერ 2013 წელს ჩატარებული ყოვლისმომცველი აუდიტის
ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრას. (ANS 7.201 Has the State promulgated
regulations as a bases for procedure design in accordance with ICAO PANS‑OPS provisions?).
მუხლი 201. საძებნ-სამაშველო მომსახურება, მუხლი 202. უცხო სახელმწიფოს საძებნსამაშველო რაზმის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება
-
გადამუშავდა საძებნ-სამაშველო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული
ყველა მუხლი. ამოღებულ იქნა ყველა ის ნორმა (99-ე -108-ე), რომელიც
დარეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამასთან, პროექტის 202
წარმოადგენს მოქმედი კანონის 106-ე მუხლის შინაარსს. ამასთან დაზუსტდა კონვენციის
მე-12 დანართით დადგენილი საძებნ-სამაშველო მომსახურება.
- მუხლი 203. სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა
- მუხლი 204. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი
მცირედი მოდიფიკაცია განიცადა სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობის
მუხლმა, ხოლო სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის მარეგულირებელი მუხლი
ინარჩუნებს უცვლელ რედაქციას (კოდექსის მუხლი 17);
კარი II-ს სათაური ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ საავიაციო საშუალებების
ტერმინის ამოღებამ გამოიწვია კარის სათაურის შეცვლა, რომელიც ყალიბდება შემდეგი
რედაქციით საჰაერო ხომალდები, საავიაციო პერსონალი, აეროდრომები და
აეროპორტები.
-
„მუხლი 431. სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების და
ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგება
-
კოდექსს ემატება 431 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო აეროდრომის
ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მოწესრიგებას და ქმნის
საფუძველს სააგენტოს დირექტორის მიერ მოძრაობის წესების დამტკიცებისთვის.
აღნიშნული წესის შემუშავება წარმოადგენს ICAO-ს საავიაციო უშიშროებისა (2015 წლის
აუდიტის) და უსაფრთოხების (2013 წლის) აუდიტების რეკომენდაციას. ამგვარ წესებს
22
შეიმუშავებს ცალკეული სახელმწიფო
გამომდინარე ინდივიდუალურად.
საკუთარი
აეროპორტების
სპეციფიკიდან
- 44-ე მუხლი (ფრენის წესები)
აღნიშნული მუხლი დაიხვეწა, რომლის შესაბამისად, საქართველოს საჰაერო სივრცეში,
გარდა
შეზღუდული და სახელმწიფო ავიაციის ფრენებისათვის განკუთვნილ სხვა
დროებითი ხასიათის საჰაერო სივრცის ფარგლებისა,
საჰაერო ხომალდების ფრენა
სრულდება სააგენტოს მიერ დადგენილი ფრენის წესების შესაბამისად, ხოლო ღია ზღვის
თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, გამონაკლისის გარეშე, სრულდება ჩიკაგოს კონვენციის
მე-2 დანართის მოთხოვნები. მუხლის დახვეწა განპირობებულია კონვენციის მე-12
მუხლით.
- მუხლი 46. ფრენის გეგმა და სამეთვალყურეო ნებართვა
დაიხვეწა 46-ე მუხლი (ფრენის გეგმა). ცვლილება ეხება საქართველოს საჰაერო სივრცეში
საჰაერო ხომალდის ფრენას, რომელიც სრულდება ფრენის გეგმის საფუძველზე და
სამეთვალყურეო ნებართვის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს საჰაერო ხომალდისათვის
საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების ორგანოს მიერ გაცემულ მითითებას
და ადგენს მოქმედების
პირობებს, ხოლო სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ფრენა
სრულდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული
დამატებითი ნებართვის საფუძველზე.
- მუხლი 49. ფრენის წესების დარღვევა და საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 49-ე მუხლი (ფრენის წესების დარღვევა, გზის გადაჭრა).
მუხლის შესაბამისად საქართველოს საჰაერო სივრცით უნებართვოდ სარგებლობის
შემთხვევაში შესაძლოა დადგეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების გზის გადაჭრის
აუცილებლობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ჩიკაგოს
კონვენციის მე-3 bis მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მუხლის ასახვა მიზნად
ისახავს (ICAO) მიერ 2013 წელს ჩატარებული ყოვლისმომცველი აუდიტის ფარგლებში
გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრას. (ANS 7.007 Has the State promulgated regulations and
associated directives regarding the interception of civil aircraft above its territory?) ამასთან,
იქმნება საფუძველი საჰაერო ხომალდების გზის გადაჭრის წესის საქართველოს მთავრობის
მიერ დამტკიცებისთვის.
- მუხლი 50. რადიოკავშირი და ფრაზეოლოგია ფრენისა და საჰაერო მოძრაობის
მომსახურების დროს
- დაიხვეწა 50-ე მუხლი
(რადიოკავშირი და ფრაზეოლოგია ფრენისა და საჰაერო
მოძრაობის მომსახურების დროს), რომელიც ადგენს საავიაციო რადიოკავშირის და
ფრაზეოლოგიის გამოყენების წესის მოთხოვნას. ამასთანავე დაიხვეწა არსებული ნორმა,
რომელიც ეხებოდა ეკიპაჟსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს შორის
კომუნიკაციის დამყარების საკითხს. ახალი ნორმის შესაბამისად, საქართველოს საჰაერო
სივრცეში გამოიყენება მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ინგლისური ენა.
გამონაკლისს წარმოადგენს აკრძალული, სახიფათო და შეზღუდული არეები და
23
-
ავარიული ვითარება, როდესაც დაშვებულია რადიოკავშირის დამყარება ქართულ ან
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამუშაო სხვა ენაზე.
ხდება 52-ე მუხლის (საერთაშორისო ფრენა) მე-3 ნაწილის ცვლილება
არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოსთან და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან კოორდინაციით,
უცხო სახელმწიფოს მომართვის შემთხვევაში, გასცემს სამხედრო, განსაკუთრებული და
სამოქალაქო დანიშნულების ფრენებზე დიპლომატიურ ნებართვებს (diplomatic overflight
clearance). აღნიშნულ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს
მხოლოდ საერთაშორისო პრაქტიკით, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობაში არ
არის გათვალისწინებული დიპლომატიური გადაფრენის უფლებამოსილების გაცემის
წესი. შესაბამისად, მიზანშეწონილია, აღნიშნული წესის შემუშავების საფუძველი
გაითვალისწინოს წარმოდგენილმა კანონპროექტმა და კანონს დაემატოს ნორმა, რომლის
შესაბამისად,
საქართველოს
მთავრობას
დაევალება
უცხო
სახელმწიფოს
მიერ
დიპლომატიური არხების საშუალებით მომართვის შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო
სივრცეში ფრენის უფლებამოსილების გაცემის წესის შემუშავება.
რაც შეეხება მე-3 ნაწილის მოქმედ რედაქციას, (უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო
ხომალდის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან საქართველოს საჰაერო
სივრცეში საჰაერო ტრასებზე ფრენა ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი იმ
ჰაერსანაოსნო წესების დაცვით, რომლებიც ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის
საერთაშორისო კრებულებში). ამ ნორმის პრინციპი აისახა 44-ე მუხლში, ამასთან არ
არსებობს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებილი ჰაერსანაოსნო წესები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
24
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, ცვლილების შესაბამისად
სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის შესაბამის ავიასაწარმოში
სააგენტოს ნორმატიული აქტით დადგენილი კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის
განსაზღვრული მინიმალური ნამუშევარი საათების ანაზღაურებას. ამასთან, 201 მუხლის მე4 ნაწილით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯებს აფინანსებს საჰაერო ხომალდის
ექსპლუატანტი/ავიაგადამზიდველი, რაც ისედაც გათვალისწინებულია მოქმედი კოდექსის
105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და სიახლეს არ წარმოადგენს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება მიმართულია საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ
სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით შემდეგი რეგულაციების
ეროვნულ კანომდებლობაში ასასახად:
-
-
-
-
-
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 20 თებერვლის № 216/2008 რეგულაცია
სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთო წესებისა და ევროპის საავიაციო
უსაფრთხოების სააგენტოს შექმნის შესახებ (საბაზისო რეგულაცია);
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის № 549/2004 რეგულაცია
ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის შექმნის ჩარჩოს დადგენის შესახებ (ჩარჩო
რეგულაცია);
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის რეგულაცია № 550/2004
ერთიან ევროპულ საჰაერო სივცეში სანავიგაციო მომსახურებით უზრუნველყოფის
შესახებ (მომსახურების უზრუნველყოფის რეგულაცია);
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის № 551/2004 რეგულაცია
ერთიან ევროპულ საჰაერო სივრცეში საჰაერო სივრცის ორგანიზებისა და
გამოყენების შესახებ (საჰაერო სივრცის რეგულაცია);
კომისიის 2005 წლის 23 დეკემბრის №2150/2005 რეულაცია საჰაერო სივრცის
მოქნილად გამოყენების საერთო წესების დადგენის შესახებ;
25
-
-
გ.ბ)
კომისიის 2007 წლის 8 ნოემბრის №1315/2007 (არსებული №1034/2011) რეგულაცია
საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოების ზედამხედველობის შესახებ და
შეცვლილი რეგულაცია N2096/2005;
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 20 დეკემბრის №2096/2005 (არსებული
№1035/2011) რეგულაცია საერთო მოთხოვნები სააერნაოსნო მომსახურების
უზრუნველყოფის შესახებ.
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროქტის შემუშავების პროცესში მონაწილეობას იღებდა ევროკავშირის საჯარო
სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის ფარგლებში, გერმანიის სააერნაოსნო
მომსახურების
ნიკოლაუს
საზედამხედველო
ჰერმანი
(Prof.
Dr.
ორგანოს
Nikolaus
დირექტორი
Herrmann,
-
Direktor
პროფესორი,
დოქტორი
Bundesaufsichtsamt
für
Flugsicherung).
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
საქართველოს მთავრობა
26
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საჰაერო კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება.
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული
შენობა-ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ
განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;
ბ) ადგილობრივი საჰაერო ხაზი – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც არის
საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილი, საჰაერო სივრცეში
სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდული დერეფანი საქართველოს საჰაერო სივრცის
ფარგლებში და რომელიც უზრუნველყოფილია აეროდრომით, სანაოსნო, საჰაერო
მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით;
გ) აეროპორტი – საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდების, მგზავრების,
ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის მიღებას, მომსახურებას, დამუშავებასა და გაშვებას და
რომელსაც ამ მიზნით აქვს აეროდრომი, სამგზავრო ტერმინალი, სხვა მიწისზედა
ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს შესაბამისი მომსახურე პერსონალი;
დ) აეროდრომის რაიონი – აეროდრომისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე
განლაგებული, ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შემოფარგლული
საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს მის ქვემოთ მდებარე მიწისა და წყლის
ზედაპირებს;
ე) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტი – თვითმფრინავზე ან შვეულმფრენზე მეთაურის
ან მეორე პილოტის დანიშნულების შესრულების უფლების მქონე, ავიაკომპანიის
სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მფლობელი პირი;
ვ) ავიასამედიცინო ცენტრი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი
იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას
და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ
გაცემული
სერტიფიკატის
საფუძველზე
უფლებამოსილია
უზრუნველყოს
ავიასპეციალისტთა სამედიცინო შემოწმება და გასცეს შესაბამისი სამედიცინო
სერტიფიკატი;
ზ) ავიასამედიცინო ექსპერტი – უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც
ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო
სერტიფიკატს, რომელსაც დამატებით გავლილი აქვს საავიაციო მედიცინის მომზადებისა
და შემდგომი სწავლების კურსი და რომელიც ახორციელებს სამედიცინო შემოწმებას
ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის მიზნით;
თ) ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა – განსაკუთრებული მომზადების მქონე,
კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის და მისი აღჭურვილობის საფრენოსნო
ექსპლუატირების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები;
27
[ი) ექსპლუატანტის სერტიფიკატი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ საჰაერო
ხომალდის
უსაფრთხოდ
ექსპლუატაციის
შესაძლებლობის
დამადასტურებელი
დოკუმენტი. ექსპლუატანტის სერტიფიკატი არ ესაჭიროებათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებს, რომლებიც საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საკუთარი მიზნებისათვის
ახორციელებენ; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან )]
კ) ინსპექტირება (საინსპექციო შემოწმება) – სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის,
ფრენის უსაფრთხოების ან/და საავიაციო უშიშროების, საქართველოს კანონმდებლობითა
და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებთან
შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი
(ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი, SAFA-ს ინსპექტორი) შესაბამისი დოკუმენტების,
ადგილზე არსებული მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით;
ლ) კომერციული ფრენა (კომერციული გადაზიდვა) – საჰაერო ხომალდის მიერ მგზავრების
გადასაყვანად, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის გადასაზიდად საზღაურის საფუძველზე ან
დაქირავებით განხორციელებული ფრენა;
[მ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ
მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის კომერციული საჰაერო გადაყვანაგადაზიდვის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; (ამოქმედდეს
2017 წლის 1ივლისიდან )]
ნ) მოწმობის აღიარება – ქმედება, რომლითაც სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს მიერ
გაცემულ მოწმობას საკუთარი მოწმობის თანაბარ ღირებულებას ანიჭებს;
ო) პილოტირება (მართვა) – ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მართვის ორგანოებით
მანიპულირება;
პ) სააგენტოს სამართლებრივი აქტები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი
აქტები;
ჟ) საავიაციო პერსონალი – საავიაციო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის
განსაკუთრებული შემადგენლობა, რომელიც შედგება ფრენის შესრულების ან
მომსახურების ნებართვის მქონე, სათანადოდ მომზადებული ავიასპეციალისტებისაგან;
რ) საავიაციო საშუალებები – საჰაერო ხომალდები, აეროდრომები, აეროპორტები, მათი
მოწყობილობები, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებები, საჰაერო
ტრასებისა და ადგილობრივი საჰაერო ხაზების რადიოტექნიკური მოწყობილობები,
აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული სხვა
საჰაერო საშუალებები;
ს) საავიაციო შემადგენლობა – სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა
სამოქალაქო ავიაციის მიზნების მისაღწევად ხორციელდება;
ტ) საერთაშორისო აეროპორტი – აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და რომელშიც უზრუნველყოფილია სასაზღვრო,
სანიტარიულ-საკარანტინო და საბაჟო კონტროლი;
უ) სამოქალაქო ავიაცია – ავიაცია, რომელიც, გამოყენების მიზნის მიხედვით, იყოფა
28
სატრანსპორტო ავიაციად და საერთო დანიშნულების ავიაციად:
უ.ა) სატრანსპორტო ავიაცია – სამოქალაქო ავიაცია, რომელიც გამოიყენება საჰაერო
გადაყვანა-გადაზიდვის განსახორციელებლად;
უ.ბ) საერთო დანიშნულების ავიაცია – სამოქალაქო ავიაცია, რომელიც არ გამოიყენება
სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის და რომლის გამოყენება მოიცავს საავიაციო
სამუშაოების შესრულებას;
ფ) სამუშაო დრო – დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება მაშინ, როცა ეკიპაჟის წევრი
ვალდებულია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მითითებით გამოცხადდეს სამუშაო
მოვალეობის შესასრულებლად ან/და შეუდგეს მის შესრულებას, და მთავრდება მის მიერ
სამუშაო მოვალეობის დასრულებისთანავე;
ქ) საპილოტაჟო არე – ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შემოფარგლული,
საგანგებოდ გამოყოფილი საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიც გამოიყენება საჰაერო
ხომალდების გამოსაცდელად, ეკიპაჟის საფრენოსნო წვრთნისათვის და სხვა მიზნით;
ღ) საფრენოსნო დავალება – დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს
აუცილებელ მონაცემებს ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდისა და ფრენის მიზნის თაობაზე;
ყ) მომსახურე ეკიპაჟის წევრი – მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრი, რომელიც
მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ასრულებს ავიაგადამზიდველის ან
მეთაურის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს და არ მონაწილეობს საჰაერო ხომალდის
მართვაში;
შ) საფრენოსნო სამუშაო – ეკიპაჟის მიერ საფრენოსნო დავალების შესასრულებლად
ჩატარებული სამუშაო;
ჩ) საქართველოს ტერიტორია – საქართველოს სუვერენიტეტისადმი დაქვემდებარებული
სახმელეთო ტერიტორია და მისი მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები;
ც) საქართველოს საჰაერო სივრცე – საქართველოს ტერიტორიის თავზე არსებული სივრცე;
ძ) სახელმწიფო ავიაცია – ავიაცია, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო,
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო სამსახურებში;
წ) საჰაერო მოძრაობა – ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამიმოსვლო ფართობზე მოძრავი
ყველა საჰაერო ხომალდის მოძრაობა;
ჭ) საჰაერო მოძრაობის არე (რაიონი) – დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, სადაც საჰაერო
მოძრაობის ორგანო თავის დანიშნულებას ასრულებს;
ხ) საჰაერო სატრანსპორტო საშუალება – თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი,
პლანერი, საჰაერო ბუშტი, სამაშველო პარაშუტი, საფრენად განკუთვნილი სხვა საშუალება;
ჯ) საჰაერო სივრცის ზედამხედველი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელიც საჰაერო
სივრცეში ჰაერნაოსნობისთვის არის პასუხისმგებელი;
ჰ) საჰაერო ტრასა – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც არის საჰაერო
სივრცეში საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილი, სიმაღლესა და
სიგანეში შეზღუდული დერეფანი და რომელიც უზრუნველყოფილია აეროდრომებით,
სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით;
ჰ1) საჰაერო ხომალდი – აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ინარჩუნებს
ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან
ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი,
პლანერი, სხვა საშუალება;
29
ჰ2) ეროვნული საჰაერო ხომალდი – საქართველოს საჰაერო ხომალდების შესაბამის
სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდი;
ჰ3) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი – პირები (ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის წევრი და
მომსახურე ეკიპაჟის წევრი), რომელთაც საფრენოსნო დავალების შესრულებისას საჰაერო
ხომალდის მართვისა და მომსახურების განსაზღვრული მოვალეობები აკისრიათ;
ჰ4) საჰაერო ხომალდის მეთაური – საჰაერო ხომალდის ფრენისას მისი მართვისა და
უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პილოტი;
ჰ5) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალური რეისი – სახელმწიფოს უმაღლესი
თანამდებობის პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი რეისი;
ჰ6) საჰაერო ხომალდის სახეობა – საჰაერო ხომალდების უმთავრესი მახასიათებლების
მიხედვით დაყოფის საფუძველზე გამოყოფილი სახეობა, კერძოდ, თვითმფრინავი,
შვეულმფრენი, პლანერი, თავისუფალი აეროსტატი, სხვა სახეობა;
ჰ7) საავიაციო სამუშაოები – საჰაერო ხომალდის გამოყენებით ისეთი სფეროების
მომსახურება, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტოპოგრაფიული გადაღება,
პატრულირება, ძებნა, შველა და სხვა;
ჰ8) ფრენის გეგმა – საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსათვის წარდგენილი ცნობები
საჰაერო ხომალდის მიერ დასახული ფრენის ან ფრენის ნაწილის შესახებ;
ჰ9) ფრენის დრო (საფრენოსნო დრო) – თვითმფრინავებისათვის და სხვა საჰაერო
ხომალდებისათვის – საერთო დრო აფრენის მიზნით საჰაერო ხომალდის მიერ მოძრაობის
დაწყებიდან
ფრენის
დასრულებისას
მის
შეჩერებამდე/ფიქსირებამდე;
შვეულმფრენებისათვის – საერთო დრო შვეულმფრენის მზიდი ხრახნის ბრუნვის
დაწყებიდან ფრენის დასრულებისას შვეულმფრენის სრულ გაჩერებამდე და მზიდი
ხრახნის ბრუნვის შეჩერებამდე;
ჰ10) ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
− სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ინსპექტირებას
(საინსპექციო შემოწმებას) ახორციელებს;
ჰ11) ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი – საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჰ12) ფრენისათვის აკრძალული არე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული
წყლების თავზე არსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც
საჰაერო ხომალდების ფრენა აკრძალულია;
ჰ13) ფრენისათვის სახიფათო არე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების
თავზე არსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც დროის
გარკვეულ მონაკვეთებში შეიძლება განხორციელდეს საჰაერო ხომალდების ფრენისათვის
სახიფათო საქმიანობა;
ჰ14) ფრენისათვის შეზღუდული არე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული
წყლების თავზე არსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც
საჰაერო ხომალდების ფრენა გარკვეული პირობებით არის შეზღუდული;
ჰ15) ჩარტერი – ხელშეკრულება, რომლის ერთი მხარე (გამქირავებელი) განსაზღვრულ
საფასურად გადასცემს მეორე მხარეს (დამქირავებელს) ერთი ან რამდენიმე საჰაერო
ხომალდის მთლიან ტევადობას ან მის ნაწილს ერთი ან რამდენიმე რეისით მგზავრების
30
გადაყვანისათვის, ბარგის ან/და ტვირთის გადაზიდვისათვის ან სხვა მიზნით;
ჰ16) ხელშემკვრელი სახელმწიფო – სხვა სახელმწიფოსთან საჰაერო სივრცით,
აეროდრომებით და კავშირგაბმულობის საშუალებებით ერთობლივი სარგებლობის
თაობაზე, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე
ხელშეკრულების (შეთანხმების) დამდები სახელმწიფო;
ჰ17) EASA – ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო;
ჰ18) SAFA − უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების განსაზღვრის (საჰაერო
ხომალდის ბაქანზე შემოწმების) პროგრამა;
ჰ19) SAFA-ს ინსპექტორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო
ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც უცხო ქვეყნის საჰაერო
ხომალდის ინსპექტირებას (საინსპექციო შემოწმებას) SAFA-ს შესაბამისად ახორციელებს;
ჰ20) ჰაერსანაოსნო ინფორმაცია – ჰაერსანაოსნო მონაცემების შეკრებისა და ანალიზის
შედეგად მიღებული ინფორმაცია;
ჰ21) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული – სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული და
გამოშვებული გამოცემა, რომელიც შეიცავს ამ სახელმწიფოს საჰაერო სივრცის ფარგლებში
საჰაერო ხომალდების ფრენის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან, გრძელვადიან
ჰაერსანაოსნო ინფორმაციას;
ჰ22) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტი – მატერიალური ან/და
ელექტრონული პაკეტი, რომელიც მოიცავს: ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულს (მათ
შორის, მის ცვლილებებს და დროებით ცვლილებებს); ნოტამს (შეტყობინება მომსახურების,
წესების, საფრთხის, აგრეთვე სააერნაოსნო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა
და მწყობრში შეყვანის შესახებ) და ფრენისწინა ინფორმაციის ბიულეტენებს; ცირკულარულ
(დამატებით) ინფორმაციას და მოქმედი ნოტამების ჩამონათვალს.
მუხლი 2. კოდექსის მიზანი
1. საქართველოს საჰაერო კოდექსი უზრუნველყოფს საქართველოს ავიაციის საქმიანობის
სამართლებრივ მოწესრიგებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასა და საავიაციო საქმიანობის
სხვა სახეობებში.
2. საქართველო, როგორც „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944
წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია დროულად, შესაბამისი
დოკუმენტებით დადგენილ ვადებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის
ჰარმონიზაცია ამ კონვენციის, მისი დანართებისა და მათი შესწორებების მოთხოვნებთან.
მუხლი 7. საავიაციო საშუალებებზე საკუთრების უფლება
საქართველოში საავიაციო საშუალებები შეიძლება იყოს სახელმწიფო, იურიდიული და
ფიზიკური პირების (მათ შორის, უცხო სახელმწიფოს) საკუთრება, გარდა საჰაერო
ტრასებისა, ადგილობრივი საჰაერო ხაზებისა, თვითმფრინავების ფრენის მართვის
31
სისტემებისა, საჰაერო მოძრაობის, მართვისა და კონტროლის საშუალებებისა და
განსაკუთრებული
მნიშვნელობის
ასაფრენ-დასაფრენი
ზოლებისა,
რომლებიც
საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების
ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მუხლი 81 . სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირება
1. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირებას ახორციელებს ფრენის
უსაფრთხოების ინსპექტორი ან/და SAFA-ს ინსპექტორი.
2. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი დამოუკიდებელია თავის
საქმიანობაში
და
მოქმედებს
საქართველოს
კანონმდებლობის,
საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.
3.
ფრენის
უსაფრთხოების
ინსპექტორი
უფლებამოსილია
ნებისმიერ
დროს
დაუბრკოლებლად შევიდეს ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ შენობანაგებობებში, რომელთა ფუნქციონირებაც მიმართულია ფრენის უსაფრთხოებისა და
საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისაკენ, შევიდეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების
სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ და იმ საჰაერო ხომალდებში, რომლებიც თავიანთ
საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, მოითხოვოს საჰაერო ხომალდის
ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და
საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია,
შეამოწმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის
პროცედურები, ტექნიკური მოწყობილობები, გაესაუბროს ნებისმიერ პირს ფრენის
უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებისა და შესაბამისი
პროცედურების შეფასების მიზნით.
4. SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს სხვა
ქვეყნების საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრებში რეგისტრირებულ საჰაერო
ხომალდებში და მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია.
5. ინსპექტირების განხორციელებისას ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს
ინსპექტორი უფლებამოსილია შეაჩეროს საჰაერო ხომალდის ფრენა, აგრეთვე ნებისმიერ
პირს შეუჩეროს სერტიფიკატით (მოწმობით) ან სხვა საავიაციო დოკუმენტით მინიჭებული
უფლებების შემდგომი განხორციელება, თუ ინსპექტირებისას აღმოჩენილი ნაკლოვანება
საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას ან სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
6. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ინსპექტირების ობიექტები არიან,
ვალდებული არიან, დაეხმარონ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს
მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და წარუდგინონ ფრენის
უსაფრთხოებასთან, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან
და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია.
7. სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის
ფუნქციურ დამოუკიდებლობას ინსპექტირების პროცესში.
8. ინსპექტირების წესი და ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის
32
უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.
9. სააგენტო უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს ინსპექტირებისა და ზედამხედველობის
განხორციელებისას მოპოვებული ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან
დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის გასაჯაროებამ შეიძლება უარყოფითი
გავლენა მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე ან საავიაციო უშიშროებაზე, „საერთაშორისო
სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-19 დანართის
შესაბამისად.
მუხლი 91. სააგენტოს სამართლებრივი აქტები
1. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს ამ კანონით, საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებითა და
საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა
და ფარგლებში.
2. სააგენტოს სამართლებრივი აქტები
საჩივრდება მხოლოდ
სასამართლოში
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში ჩერდება სააგენტოს შესაბამისი
სამართლებრივი აქტის მოქმედება, გარდა იმ სამართლებრივი აქტისა, რომელიც
გამოცემულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის
კონვენციის, მისი დანართების ან/და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა
ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის გამო, რამაც საფრთხე შეუქმნა ფრენის
უსაფრთხოებას ან/და საავიაციო უშიშროებას ან რასაც შეეძლო ასეთი საფრთხის შექმნა.
თავი III. საჰაერო სივრცე
მუხლი 10. ფრენისა და სხვაგვარი საქმიანობის უფლება
საქართველოს საჰაერო სივრცეში ხორციელდება როგორც საჰაერო ხომალდების ფრენა,
ასევე ამ სივრცით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვაგვარი საქმიანობა (სხვა საჰაერო
სატრანსპორტო საშუალებების გაშვება, საარტილერიო სროლა, ფეთქებადი სამუშაოების
წარმოება და ა. შ.) იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ კოდექსისა და მის საფუძველზე
შემუშავებული სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნები.
მუხლი 101. სააერნაოსნო მომსახურება
1. სააერნაოსნო მომსახურება, რომელიც მოიცავს საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას,
კავშირგაბმულობას,
სანავიგაციო
და
სარადიოლოკაციო
მომსახურებასა
და
მეტეოროლოგიურ, საძებნ-სამაშველო და ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას,
ხორციელდება ამ კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და
33
შეთანხმებების და მათ საფუძველზე შემუშავებული სააერნაოსნო მომსახურების წესების
შესაბამისად.
2. სააერნაოსნო მომსახურების წესებს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.
მუხლი 102. სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა
სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობას, რომელიც მოიცავს სააერნაოსნო
მომსახურების საწარმოს სერტიფიცირებას, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას
გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარებას/ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას,
სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ინსპექტირებას და უწყვეტ მონიტორინგს,
უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის
შეთანხმებას, სააგენტო ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და მათ საფუძველზე შემუშავებული სააერნაოსნო
მომსახურების წესების შესაბამისად.
მუხლი 11. საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზება
საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზებას, ფრენისა და საჰაერო სივრცეში სხვაგვარი
საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს სააგენტო საქართველოს თავდაცვის
სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 12. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა
1. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ ძირითად ელემენტებს:
ა) საჰაერო ტრასები, ადგილობრივი საჰაერო ხაზები, სწორხაზოვანი მარშრუტები,
ადგილობრივი საჰაერო ხაზებისა და საჰაერო ტრასების ფარგლებს გარეთ ფრენის მუდმივი
მარშრუტები;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი საჰაერო დერეფნები;
გ) აეროდრომების რაიონები, აეროკვანძები, პოლიგონები და საპილოტაჟო არეები;
დ) ფრენისათვის შეზღუდული არეები;
ე) ფრენისათვის სახიფათო არეები;
ვ) ფრენისათვის აკრძალული არეები.
2. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. ინფორმაცია საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის შესახებ შეიტანება
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულებში და აისახება ჰაერსანაოსნო რუკებზე.
მუხლი 13. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები
1. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები ექვემდებარება სააგენტოს მიერ
დადგენილი წესით რეგისტრირებას.
2. საჰაერო ტრასითა და ადგილობრივი საჰაერო ხაზით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ
34
ინფორმაციას სააგენტო აწვდის საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების იურიდიულ და
ფიზიკურ პირებს, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, რისთვისაც გამოიყენება
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გავრცელების არხების სისტემა.
მუხლი 14. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ჩამოყალიბება
1. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას აყალიბებს სააგენტო საქართველოს
თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ეს სტრუქტურა მტკიცდება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
2. წინადადებები საქართველოს საჰაერო სივრცის არსებულ სტრუქტურაში დამატებებისა
და ცვლილებების შეტანის შესახებ შეიძლება შეიმუშაონ სხვა დაინტერესებულმა
სამინისტროებმა, უწყებებმა, სახელმწიფო ორგანოებმა და ორგანიზაციებმა, თუ ეს
აუცილებელია მათი საქმიანობის განსახორციელებლად, ამ კოდექსის მე-10 მუხლის
შესაბამისად.
3. თითოეული წინადადება საქართველოს საჰაერო სივრცის არსებულ სტრუქტურაში
ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ უნდა შეთანხმდეს შესაბამის სახელმწიფო
ორგანოებთან, აგრეთვე იმ სამხედრო უწყებებთან, რომელთა ინტერესებსაც შეიძლება
შეეხოს იგი, და უნდა წარედგინოს სააგენტოს.
4. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ჩამოყალიბებისას მხარეთა შორის
უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში დავას განიხილავს შემთანხმებელი კომისია,
რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან
დაკავშირებით, და რომლის საქმიანობაში მონაწილეობენ დაინტერესებულ მხარეთა
წარმომადგენლები. თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, დავას განიხილავენ სასამართლო
ორგანოები.
5. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ცვლილებებთან დაკავშირებულ
მატერიალურ ხარჯებს ანაზღაურებენ ამ ცვლილებებით დაინტერესებული ორგანოები და
ორგანიზაციები.
მუხლი 15. შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცის გამოყენების რეგულირება
საქართველოს ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ შავი ზღვის აკვატორიის ღია
საჰაერო სივრცეში ხომალდების ფრენის მომსახურების წესს, საჰაერო ტრასების, საჰაერო
მოძრაობის მართვის არეებსა და საზღვრებს ადგენს სააგენტო საქართველოს თავდაცვის
სამინისტროსთან შეთანხმებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის
(ICAO) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 16. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უპირატესი უფლებები
საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის დაგეგმვა და კოორდინირება ხორციელდება
უპირატესი უფლებების გათვალისწინებით, შემდეგი თანამიმდევრობით:
1. საჰაერო ხომალდების ფრენა საბრძოლო და ოპერატიული დავალებების
შესასრულებლად, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით;
35
2. საჰაერო ხომალდების ფრენა და სხვა სახის საავიაციო სამუშაოები, რომლებიც სრულდება
სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ავარიების, ავარიული ვითარების დროს, როცა
საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
3. საჰაერო ხომალდების ფრენა, რომელიც სრულდება სპეციალური რეისების დებულების
შესაბამისად;
4. განრიგით გათვალისწინებული ფრენა, რომელიც სრულდება საქართველოს მიერ
დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე;
5. განრიგით გათვალისწინებული ფრენა;
6. საცდელი და ექსპერიმენტული ფრენა;
7. არარეგულარული საჰაერო გადაზიდვა და სხვა საავიაციო სამუშაოების შესრულება;
8. სასწავლო და საწვრთნელი ფრენა;
9. ფრენა ან საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობა, რომლის შესრულებაც
დაკავშირებულია სადემონსტრაციო, სპორტული და სხვა ღონისძიებების მოწყობასთან;
10. ფრენა ან საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია
მოსახლეობის პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან.
მუხლი 17. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი
1. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპები და
მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის ბრძანებით.
2. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გადახდისაგან თავისუფლდება:
ა) სახელმწიფო საჰაერო ხომალდი;
ბ) საჰაერო ხომალდი, რომელიც გამოიყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და
ავარიის დროს ადამიანების, სახელმწიფო და კერძო ქონების გადასარჩენად საძებნსამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით;
გ) საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე და ამ
საერთაშორისო
ხელშეკრულებების
ფარგლებში
გათავისუფლებული
საჰაერო
ხომალდი/ფრენა.
მუხლი 18. რადიოკავშირის ენა საჰაერო მოძრაობის მომსახურებისას
საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოებსა და საჰაერო
ხომალდის ეკიპაჟებს შორის რადიოკავშირი ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო უცხო
სახელმწიფოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის სამუშაო ენაზე.
მუხლი 19. საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციით უზრუნველყოფა
1.
ჰაერნაოსნობის
უსაფრთხოების,
რეგულარულობისა
და
უზრუნველსაყოფად
საქართველოს
ჰაერსანაოსნო
ინფორმაციით
ახორციელებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო.
ეფექტიანობის
მომსახურებას
36
2. ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას
საქართველოს საჰაერო სივრცის და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის შესახებ,
სადაც საჰაერო მოძრაობას საქართველო უზრუნველყოფს.
3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ახორციელებს ჰაერსანაოსნო მონაცემების და
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის
მიმწოდებლებისგან მიღებას, დახარისხებას, გაერთიანებას, რედაქტირებას (შინაარსის
შეუცვლელად), შენახვას, დადგენილი ფორმატით გამოქვეყნებას და გავრცელებას.
4. ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებს, მათ უფლებამოვალეობებს და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების
წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
5. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტი საქართველოს სახელით ქვეყნდება
და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
მუხლი 20. საჰაერო მოძრაობის მართვის მიზნით კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა
საქართველოს
სამინისტროები,
უწყებები,
საწარმოები,
დაწესებულებები
და
ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ საქართველოს საჰაერო სივრცით, ვალდებული
არიან უზრუნველყონ კავშირგაბმულობა საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოებთან.
კარი II. საავიაციო საშუალებები და საავიაციო პერსონალი
მუხლი 44. ფრენის წესები
1. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების მიერ ფრენის შესრულების წესებს
ავიაციის სახეობის მიხედვით ადგენს საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი
სახელმწიფო ორგანო.
2. საჰაერო ტრასებზე, ადგილობრივ საჰაერო ხაზებსა და სამოქალაქო ავიაციის
აეროდრომებზე სხვადასხვა სახეობის ავიაციის საჰაერო ხომალდების ფრენა ხორციელდება
სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 46. ფრენის უფლება. საფრენოსნო დავალება
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის თითოეული გაფრენა, ამ კოდექსის 59-ე მუხლის
მოთხოვნათა გათვალისწინებით, სრულდება ფრენის გეგმის მიხედვით, საჰაერო
მოძრაობის მომსახურე ორგანოსთან შეთანხმებით.
2. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის თითოეული გაფრენა სრულდება ფრენის გეგმის
მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული
ნებართვის საფუძველზე.
37
3. ფრენის გეგმიდან გადახვევა დაიშვება შესაბამისი ორგანოს თანხმობით ან ამ კოდექსის
36-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში.
4. ძირითადი საბუთი, რომელიც განსაზღვრავს ფრენის მიზანს, ამოცანასა და მარშრუტს,
არის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი საფრენოსნო დავალება. ამ
საბუთის ფორმა და მისი შევსების წესი დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი
ბრძანებით.
მუხლი 49. ფრენის წესების დამრღვევი საჰაერო ხომალდი
საჰაერო ხომალდი, რომელიც უნებართვოდ შემოფრინდება საქართველოს საჰაერო
სივრცეში ან დაარღვევს საჰაერო სივრცის გამოყენების სხვა წესებს, ითვლება დამრღვევ
საჰაერო ხომალდად და, გაფრთხილების უგულებელყოფის შემთხვევაში, შეიძლება
იძულებით იქნეს დაფრენილი. დამრღვევი საჰაერო ხომალდი სათანადო ბრძანების
მიღებისთანავე ვალდებულია დაფრინდეს მითითებულ ადგილზე.
მუხლი 50. რადიოკავშირი ფრენის დროს
1. რადიოკავშირის მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი (ან
პილოტი, თუ ეკიპაჟი შედგება ერთი პირისგან) ვალდებულია უზრუნველყოს ეთერის
განუწყვეტელი მოსმენა რადიოკავშირის დადგენილ სიხშირეებზე, რომლებიც ქვეყნდება
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.
2. ეკიპაჟსა (პილოტსა) და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს შორის ორმხრივი
რადიოკავშირის წესი და რადიოინფორმაციის გაცვლის ფრაზეოლოგია განისაზღვრება
საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოს მიერ გამოცემული საბუთებით.
3. ორმხრივი რადიოკავშირის დარღვევის შემთხვევაში, ეკიპაჟი (პილოტი) ვალდებულია
მიიღოს ზომები მის აღსადგენად. თუ ეს შეუძლებელია, ეკიპაჟი (პილოტი) ვალდებულია
გადავიდეს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში აღწერილ ფრენის განსაკუთრებულ
პროცედურაზე, რომელსაც აწესებს საჰაერო სივრცის ზედამხედველი სახელმწიფო.
მუხლი 52. საერთაშორისო ფრენა
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლა (გადაყვანაგადაზიდვა), როდესაც გადაიკვეთება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხორციელდება
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და „საერთაშორისო სამოქალაქო
ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 მუხლის („რეგულარული საჰაერო
მიმოსვლა“) მოთხოვნების შესაბამისად. „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო
მიმოსვლის
განსახორციელებლად
საქართველოში
რეგისტრირებული
ავია
38
გადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის
მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების
განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების
წესს“ ადგენს საქართველოს მთავრობა.
2. საქართველოს საჰაერო სივრცეში არარეგულარული საერთაშორისო ფრენის შესრულების
წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
3. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მიერ საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის გადაკვეთა ან საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ტრასებზე ფრენა
ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი იმ ჰაერსანაოსნო წესების დაცვით, რომლებიც
ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის საერთაშორისო კრებულებში.
მუხლი 56. სერტიფიცირება სამოქალაქო ავიაციაში
1. ავიასაწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ან უზრუნველყოფენ საჰაერო გადაყვანაგადაზიდვას და საავიაციო სამუშაოების შესრულებას, ავიაციის ტექნიკური მომსახურების
საწარმოები, აეროდრომები, აეროპორტები, საჰაერო ხომალდები და მათი ძრავები,
სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, სააერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნსამაშველო მომსახურებისა) საწარმოები, სამოქალაქო საავიაციო საგანმანათლებლო
დაწესებულებები, ავიასამედიცინო ცენტრები, ავიასამედიცინო ექსპერტები, საავიაციო
პერსონალი, საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოები და მათი ტექნიკური
პერსონალი, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ
არის
დაკავშირებული
ფრენის
უსაფრთხოებისა
და
საავიაციო
უშიშროების
უზრუნველყოფასთან, ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. სერტიფიკატი ადასტურებს
ავიასაწარმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნებთან
შესაბამისობას.
2. სამოქალაქო ავიაციაში სერტიფიცირების წესებს ადგენს და სერტიფიცირებას
ახორციელებს სააგენტო „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის
კონვენციისა და მისი დანართების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სერტიფიცირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების
განმახორციელებლად ნიშნავს სააგენტო.
მუხლი 99. ხიფათში მყოფი ან მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდი
1. საჰაერო ხომალდი ითვლება ხიფათში მყოფად, როცა მას და ხომალდში მყოფ მგზავრებს
ემუქრებათ უშუალო საფრთხე, რომლის თავიდან აცილება არ შეუძლია საჰაერო ხომალდის
ეკიპაჟს.
2. საჰაერო ხომალდი ითვლება მარცხგანცდილად, თუ იგი მნიშვნელოვნად დაზიანდა ან
მთლიანად დაიშალა აფრენის, ფრენის, დაფრენის ან ჩამოვარდნის დროს, აგრეთვე, თუ
მასთან დაკარგულია რადიოკავშირი და მისი ადგილმდებარეობა უცნობია.
3. მარცხგანცდილ საჰაერო ხომალდზე და მასზე მყოფ მგზავრებზე, მათი გადარჩენის
39
მიზნით, ცხადდება ძებნა.
მუხლი 100. უბედურების მაუწყებელი სიგნალები
ხიფათში მყოფი ან მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის შეტყობინების ეთერში
დაუბრკოლებლად გასვლის მიზნით, გამოიყენება გადაუდებელი და უბედურების
მაუწყებელი ერთიანი საერთაშორისო რადიოსატელეფონო და რადიოსატელეგრაფო
სიგნალები.
სიგნალები და მათი გამოყენების წესი განსაზღვრულია კანონმდებლობით.
მუხლი 101. ეკიპაჟის მოქმედება საჰაერო ხომალდის ხიფათში ყოფნის დროს
თუ საჰაერო ხომალდს ჰაერში ყოფნისას ემუქრება საფრთხე, საჰაერო ხომალდის მეთაური
და ეკიპაჟის წევრები ვალდებული არიან მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ხომალდზე მყოფი
ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე ხომალდისა და მასზე არსებული
ქონების დასაცავად.
მუხლი 102. ხიფათში მყოფი საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი ადამიანებისათვის
დახმარების აღმოჩენა
საჰაერო ხომალდის მეთაური, რომელმაც სხვა საჰაერო ან საზღვაო ხომალდისაგან მიიღო
უბედურების მაუწყებელი სიგნალი ან შენიშნა ხიფათში მყოფი ხომალდი და ადამიანები,
ვალდებულია დაეხმაროს მათ, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის მგზავრებს, ეკიპაჟს და მისთვის
მინდობილ ხომალდს. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნოს რუკაზე საავიაციო ან საზღვაო
შემთხვევის ადგილი და გადასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის
მართვის ორგანოებს.
მუხლი 103. საძებნ-სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა
1. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ხორციელდება როგორც საქართველოს ავიაციის
ძალებითა და საშუალებებით, ისე სახმელეთო და საზღვაო საძებნ-სამაშველო ჯგუფების
დახმარებით.
2. საძებნ-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესი, მათში მონაწილე სტრუქტურები და
მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით,
რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან, დახმარება აღმოუჩინონ საძებნსამაშველო ჯგუფებს საძებნ-სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში.
4. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 104. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ღია ზღვის საჰაერო სივრცეში
40
ღია ზღვის საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობისათვის პასუხისმგებლობა
საქართველოს ეკისრება, ხიფათში მყოფი საჰაერო ხომალდის მგზავრთა ძებნა და შველა
ხორციელდება საქართველოს საძებნ-სამაშველო რაზმების მეშვეობით ან საერთო ძალებით
საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 105. საავარიო-სამაშველო სამუშაოები
1. აეროდრომების ტერიტორიასა და მათ მიმდებარე რაიონებში საავარიო-სამაშველო
სამუშაოებს, რომლებიც დაკავშირებულია საავიაციო შემთხვევებსა და ინციდენტებთან,
ახორციელებენ აეროდრომების საავარიო-სამაშველო რაზმები.
2. ამ სამუშაოების ხარჯებს ანაზღაურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი.
მუხლი 106. უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმის საქართველოს ტერიტორიაზე
დაშვება
1. საქართველოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მის
ტერიტორიაზე დაიშვება უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმი და მის
მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, მარცხგანცდილი
საჰაერო ხომალდის მესაკუთრე ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, სადაც
აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული.
2. შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე
უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმის და მის მფლობელობაში არსებული
ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრის
ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენლის, სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია
რეგისტრირებული, დაშვების ნებართვას გასცემს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 107. ინფორმაცია ხიფათში მყოფი ან მარცხგანცდილი ხომალდის შესახებ
იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ კავშირგაბმულობის საშუალებები,
ვალდებული არიან დაუყოვნებლივ და უსასყიდლოდ გადასცენ ინფორმაცია საჰაერო
ხომალდის ხიფათში ყოფნის ან მისი მარცხის შესახებ. მოქალაქეები ვალდებული არიან
დაუყოვნებლივ აცნობონ ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს საჰაერო ხომალდის
ხიფათში ყოფნის ან მარცხის შესახებ მათთვის ცნობილი ფაქტები.
მუხლი 108. საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი ადამიანების ძებნის შეწყვეტა
1. თუ საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი ადამიანების ძებნა უშედეგო აღმოჩნდა, ძებნის
შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
2. საჰაერო ხომალდი, რომლის ძებნა ოფიციალურად შეწყდა, მიიჩნევა უკვალოდ
დაკარგულად.
41