„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.06.2017
ავტორი
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/88/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.017468) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-20 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) საგანგებო სიტუაციების შედეგად მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონებისათვის მიყენებული ზიანის მიტიგაციის მიზნით, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების მფლობელების (მასობრივი თავშეყრის ობიექტი) მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის და პირობების დადგენა;“. 2. 56-ე- მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) „მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის და პირობების დადგენის შესახებ“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოში ბუნებრივი სიტუაციების შედეგად და ტექნოგენური მიყენებული მიზეზებით ზიანისაგან გამოწვეული მოსახლეობის (მესამე საგანგებო პირების) უნივერსალური დაცვა; შედეგების სიმძიმე თითოეული დაზარალებულისათვის და სახელმწიფოსათვის. მსოფლიოში ფინანსური რისკების მართვის ერთ–ერთ ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს დაზღვევა, ხოლო სადაზღვევო სფეროს რეფორმის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყანაში სოციალური გარანტიების ალტერნატიული და ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება. შესაბამისად, სავალდებულო დაზღვევის სახეობა წარმოადგენს საზოგადოებისთვის ალტერნატიული გარანტიებისა და სოციალური უზრუნველყოფის მოქნილ სისტემას. საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში არსებობს სავალდებულო დაზღვევის სახეობები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამის კანონებში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 801-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით (მაგ.: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს საჰაერო კოდექსი“, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვ.), ხოლო პირობები დგინდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, 2014 წელს ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP Financial Sector Assesment Program) ფარგლებში, განხორციელებული მსოფლიო ბანკის/სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი, რომელმაც დეტალურად განიხილა საქართველოში დაზღვევის კუთხით არსებული სიტუაცია და შეიმუშავა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები სხვადასხვა მიმართულებით. რეკომენდაციის თანახმად, მიზანშეწონილია ევროპის ქვეყნების მსგავსად, მესამე პირების დაცვისათვის სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობების შემუშავება და ქვეყანაში შემოღება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი ხდომილებებისას, როდესაც ზიანი ადგება მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და/ან ქონებას, მოხდეს მიყენებული ზიანის მიტიგაცია და სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისათვის უფრო მეტი დაცვის უზრუნველყოფა. როგორც ცნობილია, თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში შესაძლო ფინანსური დანაკარგების მართვის მიღებულ საშუალებად მიიჩნევა დაზღვევა და აღნიშნული წარმოადგენს არამარტო საუკეთესო საშუალებას, დაზარალებულისათვის არამედ ზიანის ზიანის მიყენებაზე ანაზღაურების პასუხისმგებელი ერთ–ერთ პირის – საზოგადოებრივი თავშეყრის ორგანიზატორის ფინანსური დანაკარგებისაგან დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლში „გ1“ და 56-ე- მუხლში „ზ1“ ქვეპუნქტების დამატებას. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი ადგენს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას, კანონის ეფექტურად წარმართვისა და მისი მიზნიდან გამომდინარე განახორციელოს სხვადასხვა ქმედებები, დაადგინოს კანონით გათვალისწინებული წესები. შესაბამისად, გახდა აუცილებელი აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატოს საზოგადოებრივი (სახელმწიფო სახანძრო კატეგორიისთვის (მასობრივი) თავშეყრის ზედამხედველობისა მიკუთვნებულ ობიექტები) ადგილების და სამოქალაქო მესამე პირის მფლობელთა უსაფრთხოების წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის და პირობების დადგენა. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებები, (მუხლი 56, პუნქტი 9) ადგენს იმ კონკრეტული დადგენილებების ნუსხას, რომლებიც ამ კანონის ფარგლებში უნდა გამოსცეს საქართველოს მთავრობამ და მათი გამოცემის ვადებს. შესაბამისად, გახდა საჭირო აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატოს „მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის და პირობების დადგენის შესახებ“ დადგენილების მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის გამოყოფას. მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: მასობრივი თავშეყრის ობიექტებში საგანგებო სიტუაციის შედეგად დაზარალებულ პირებს (მესამე პირები) აუნაზღაურდებათ მათ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და ქონებაზე მიყენებულ ზიანი, მთვარობის დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო თანხის (ლიმიტი) ფარგლებში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 20. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ეროვნული გეგმის ამოქმედებისა და მოსახლეობის ევაკუაციის განხორციელების წესებს. მის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ეროვნული გეგმის დამტკიცება; ბ) საგანგებო სიტუაციის პრევენციის და მასზე რეაგირების მიზნით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ძირითადი ამოცანების, ფუნქციებისა და მოქმედების წესის განსაზღვრა; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტის უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმებისა და წესების დამტკიცება; დ) საქართველოს განხორციელება. კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების მუხლი 56. გარდამავალი დებულებანი 1. 2015 წლის 10 იანვარს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურები/დანაყოფები (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა). 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა − გუბერნატორებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიების შექმნა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 3. 2015 წლის 10 იანვრამდე: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა და აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა − გუბერნატორებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციის შედეგად ან ლიკვიდაციის პროცესში აღრიცხული უძრავი და მოძრავი ქონება (მათ შორის, შენობანაგებობები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა) და სამსახურებრივი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცენ სააგენტოს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა − გუბერნატორებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თარიღისთვის მათ დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებმა/დანაყოფებმა (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებები განახორციელონ და დაკისრებული მოვალეობები შეასრულონ 2015 წლის 10 იანვრამდე. 2015 წლის 30 იანვრამდე სალიკვიდაციო კომისიები ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დასრულების შემდეგ უზრუნველყოფენ დარჩენილი ქონების (ასეთის გამოვლენის შემთხვევაში) სააგენტოსთვის გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას, სალიკვიდაციო აქტის შედგენას და მისი ერთი ეგზემპლარის სააგენტოსთვის წარდგენას, რის შემდეგაც სალიკვიდაციო კომისიების საქმიანობა წყდება. 5. ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა და ახალი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა ამ კანონთან შესაბამისობის მიზნით. 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ ამ სამსახურების/დანაყოფების უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს სააგენტო, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა. 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) იმ ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურება, სხვა საქონელი და მომსახურება და სხვა) უფლებამონაცვლეებად, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოიშვა, ჩაითვალონ, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფო რწმუნებულები − გუბერნატორები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 8. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 9. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებე ბი : ა ) საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის გა ნხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “; ბ ) სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიც ების თაობაზე “; გ ) კერძო სახანძრო დაცვის დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და პირობებ ის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “; დ ) „ საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ “; ე ) მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზების წესების , პირობების და თავშესაფრის მოწყობის განმ საზღვრელი მახასიათებლების დამტკიცების შესახებ “; ვ ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის მომზადებისა და სწავლების ორგანიზებ ის შესახებ “; ზ ) სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე საგანგებო სიტუა ციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “; თ ) პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ “; ი ) „ მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ “; კ ) ბუნებრივ და ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესუ რსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ “; ლ ) „ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ “; მ ) საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “; ნ ) პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინს ტრუქციის დამტკიცების თაობაზე “; ო ) მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო - სამაშველო დანაყოფების შექმნის , მიზნების , ა მოცანების და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ “; პ ) „ სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ “; ჟ ) „ საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ “; რ ) „ საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ “. 10. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები : ა ) საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტების შემოწმების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ “; ბ ) საგანგებო სიტუაციებისა და საომარი მოქმედებების დროს სავალდებულო ოპერაციების შესრ ულების და მათი კომპენსაციის პროცედურების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ “; გ ) საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესა ხებ “; დ ) საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა დ ა მისი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციული ღონისძიებების შესახებ “; ე ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების შემ უშავების წესის დამტკიცების შესახებ “; ვ ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფის და ორგანიზაციების კატეგორიებად დაყოფის შესახებ “; ზ ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისთვის შე ტყობინების სისტემების დებულების დამტკიცების თაობაზე “; თ ) პოტენციურად საშიში ობიექტების განთავსების ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების შესა ხებ შეტყობინების ლოკალური სისტემის მოწყობის თაობაზე “; ი ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამა რთლის იურიდიული პირის −საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციე ბის მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების დ ა მომსახურების გაწევის სახეების და საფასურის განსაზღვრის შესახებ “; კ ) სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფის მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ “; ლ ) ტყეებში ხანძრით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში სახანძრო - სამაშველო დანაყოფების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სხვა ძალებისა და საშუალებე ბის ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ “; მ ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი , პოტენციურად საშიში , ეროვნული საგანძურის და კულტუ რული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ , სადაც აუცილებელ ია სახანძრო დაცვის შექმნა “; ნ ) სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ჩამონათვალის დ ამტკიცების შესახებ “; ო ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაო ბაზე “. 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შემ დეგი ნორმატიული აქტების გამოცემა : ა ) პოტენციური საფრთხეების და საგანგებო სიტუაციების რისკების ანალიზის განხორციელები ს მეთოდოლოგიური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ “; ბ ) „ საგანგებო ვითარების შეფასების ინსტრუქციების შემუშავებისა და დამტკიცების შესახებ “; გ ) საგანგებო სიტუაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების , დამუშავებისა და გადაცემის წეს ების დამტკიცების თაობაზე “; დ ) „ სამაშველო სამუშაოების სახეობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ “; ე ) „ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შტატგარეშე ფორმირებების შექმნის წესის შესახებ “; ვ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამა რთლის იურიდიული პირის −საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო - სამაშველ ო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ “; ზ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამა რთლის იურიდიული პირის− საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო - სამაშველ ო დანაყოფებში გაზკვამლდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “; თ ) წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახ ებ “; ი ) „ სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ “; კ ) სახანძრო - სამაშველო დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ “; ლ ) სახანძრო - სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო - სამაშველო სამუშ აოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ “; მ ) სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფების საქმიანობის ორგანიზების შე სახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “; ნ ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტების , მეწარმე სუბიე ქტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების თანამშრომლებისათვის სა ხანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “; ო ) ხანძრის , ავარიის , კატასტროფის , სტიქიური უბედურებისა და საგანგებო სიტუაციის დროს სახანძრო - სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საავარიო - სამაშველო საშუალებების საგანგებ ო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ “; პ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამა რთლის იურიდიული პირის −საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო - სამაშველ ო დანაყოფებში შრომის დაცვის წესების დამტკიცების შესახებ“; ჟ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამა რთლის იურიდიული პირის −საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო - სამაშველ ო დანაყოფების საქმიანობის შემოწმებისა და შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ “ რ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამა რთლის იურიდიული პირის− საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო - სამაშველ ო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სახანძრო სამწყობრო და სპეციალური სამაშველო ტაქტიკური მომზადების ნორმატივების დამტკიცების შე სახებ “; ს ) ხანძრის ჩაქრობის გეგმებისა და ბარათების შედგენის მეთოდური რეკომენდაციების დამტკი ცების შესახებ “; ტ ) „ ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ “; უ ) სახანძრო და საავარიო - სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შ ესახებ “; ფ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამა რთლის იურიდიული პირის− საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო - სამაშველ ო დანაყოფების მიერ ხანძრის შესწავლის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ “; ქ ) „ საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ “; ღ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამარ თლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე - მაშველის / მაშველის სპეციალური კონკ ურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ “; ყ ) „ მეხანძრე - მაშველის / მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ “; შ ) „ მეხანძრე - მაშველთა / მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესის დამტკიცების შესახებ “; ჩ ) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის , სპეციალური გადამზადების ან / და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის / პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ “; ც ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამარ თლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ “; ძ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამა რთლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპ ლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ “. 12. სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტზე ამ კანონით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა განხორციელდეს „სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 13. ამ კანონით განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისობის დადგენა განხორციელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 14. ამ კანონის 23-ე და 24-ე მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2015 წლის 10 იანვრამდე. 15. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობს სააგენტოში და მინიჭებული აქვს პოლიციის სახელმწიფო სპეციალური წოდება, 2016 წლის 1 სექტემბრის შემდეგ სახელმწიფო სპეციალური წოდება უნარჩუნდება და უთანაბრდება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალურ წოდებას სააგენტოში მუშაობის განმავლობაში, განურჩევლად მისი თანამდებობისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სააგენტოს მოსამსახურეზე ვრცელდება სააგენტოს მეხანძრემაშველისათვის/მაშველისათვის ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები. 16. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მინიჭებული არ ჰქონდა სახელმწიფო სპეციალური წოდება, გარდა სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურისა, შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება 2016 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 17. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობს სააგენტოში და 2016 წლის 1 სექტემბრიდან სამსახურს გააგრძელებს სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობაში, სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება ამ კანონის 522 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.