„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-12
ბიუროს ნომერი 66
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის
უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 191-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5
ნაწილი:
„5. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
არ ვრცელდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საპრიზო ფონდზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 25 მარტს მიღებულ იქნა
აზარტული
„ლატარიების,
და
მომგებიანი
თამაშობების
მოწყობის
შესახებ“
საქართველოს კანონი (N 1180-Iს), რომელიც ადგენს საქართველოში ლატარიების,
აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ
საფუძვლებს. ამ კანონის მე-3 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ლატარია არის
„ნებაყოფლობითი ჯგუფური ან მასობრივი თამაშობა, რომლის დროსაც ლატარიის
ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების
დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს.“ ხოლო ამავე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით საპრიზო
ფონდი განიმარტება, როგორც „თანხა, რომელიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ
ვალდებულებად
მარწმუნებლის
მესამე
ან
პირის
პრინციპალის
(მოგებახვედრილი
ბილეთის
სასარგებლოდ
განკუთვნილია
და
მფლობელის),
მისთვის
გადასაცემად, მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული მოგების
ოდენობით.
კონკრეტული
თამაშობის
მოწყობის
პირობების
(რეგლამენტის)
შესაბამისად მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთის სახით ან სხვა
ფორმით და იგი გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე. აკრძალულია საპრიზო
ფონდის
დატვირთვა
რაიმე
სხვა
ვალდებულებებით,
გარდა
გათამაშების
მონაწილეებთან ნაკისრი ვალდებულებისა. საპრიზო ფონდი არც მთლიანად და არც
ნაწილობრივ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ, კომერციულ, საწარმოო ან
სხვა ბრუნვაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება საბანკო
დაწესებულებაში საპრიზო ფონდის განთავსებით მიღებულ სარგებელზე.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, საპრიზო ფონდი წარმოადგენს ლატარიის
ჩატარების ურუნველყოფის მთავარ მექანიზმს, რომელიც არის
ფინანსური რისკების
დაზღვევის გარანტი ლატარიაში მონაწილე პირებისათვის.
კანონი
პრინციპის
დონეზე
კრძალავს
საპრიზო
ფონდის
რაიმე
სხვა
ვალდებულებებით დატვირთვას, ამასთან იგი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს
ფინანსურ, კომერციულ, საწარმო ან სხვა ბრუნვაში. ხოლო, მხოლოდ საპრიზო ფონდის
ვალდებულებებით დატვირთვის აკრძალვა არ გამორიცხავს მის მიმართ სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ
აკრძალულია მისი სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა.
ამდენად,
კანონპროექტის
შემუშავება
განპირობებულია
„ლატარიების,
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის
ზემოხსენებული დებულებებით, კერძოდ:
ერთის
მხრივ,
სპეციალური
ნორმა
კრძალავს
საპრიზო
ფონდის
სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვას, ხოლო მეორეს მხრივ, სამოქალაქო საპროცესო
კოდექსი არაფერს ამბობს აღნიშნულის თაობაზე და შესაბამისად
არ
გამორიცხავს, თუნდაც თეორიულ დონეზე ლატარიის ორგანიზატორის მიმართ
უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებას. აღნიშნული კი თავის მხრივ
საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე შესწორების შეტანას;
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“
საქართველოს კანონი კრძალავს საპრიზო ფონდის რაიმე
ვალდებულებებით დატვირთვას, თუმცა ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიება (ყადაღა) თავისი შინაარსით არ წარმოადგენს ვალდებულებას,
(არამედ
აკრძალვას)
საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში
ცვლილების განხორციელების გარეშე კანონისმიერი დანაწესის, კერძოდ საპრიზო ფონდის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის აკრძალვის ჯეროვანი
აღსრულება ვერ მიიღწევა. შესაბამისად ცვლილების უმთავრეს მიზეზს სწორედ
მოცემული ნორმის ეფექტური ამოქმედება და კანონმდებლობის როგორც
მატერიალური, ისე საპროცესო ნორმების ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა
წარმოადგენს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობის უნიფიცირება და
„ლატარიების,
აზარტული
და
მომგებიანი
თამაშობების
მოწყობის
შესახებ“
საქართველოს კანონში უკვე არსებული მიდგომის საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსში ასახვა.
პროექტის მიღებით სარჩელის უზრუნველყოფის
ღონიძიებები არ გავრცელდება საპრიზო ფონდზე - თანხაზე, რომლის მიღებაც
აღიარებულია მომგებიანი ბილეთის მფლობელი პირის უფლებად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებას განიცდის სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 191-ე მუხლი. მას ემატება მე-5 ნაწილი, რომელიც ყალიბდება შემდეგი
რედაქციით:
„ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ
ვრცელდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის „კ“ პუნქტით გათვალისწინებულ
საპრიზო ფონდზე.“
აღნიშნული
ცვლილება
ხელს
შეუწყობს
ლატარიის
ორგანიზატორის,
გათამაშების მონაწილე პირთა და სხვა მესამე პირთა უფლებების დაცვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად,
დაფინანსების წყაროსთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება
არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომე
ლთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავეაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 191. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
1. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც
სარჩელის
უზრუნველყოფის
ღონისძიების
გამოუყენებლობა
გააძნელებს
ან
შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო
უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ
ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების
დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის
უზრუნველყოფის
რომელი
ღონისძიების
გამოყენება
მიაჩნია
მოსარჩელეს
აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში
სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ
სარჩელი
შეიძლება
დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს
მსჯელობა
სარჩელის
მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს
საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
2. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა
დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც
დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.
3. თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი,
ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება
ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ
ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით
განცხადებას განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება საჩივრით.
4. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ
ვრცელდება
„საგადახდო
სისტემისა
და
საგადახდო
მომსახურების
შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირაოზე (ფინანსური გირაოს
საგანზე) და მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშებზე.