„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 95 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-12
ბიუროს ნომერი 66
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“
საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 17) შეტანილ იქნეს
ცვლილება და 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-33 პუნქტი:
„33. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციური
კანონის
პროექტით
გათვალისწინებული
ცვლილებების
ამოქმედებამდე შეჩერდეს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
მოქმედება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
სასოფლო-სამეურნეო
მნიშვნელობა
აქვს
დანიშნულების
მცირემიწიანი
მიწის
აგრარული
ნაკვეთებს
ქვეყნებისათვის.
განსაკუთრებული
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ფონდით სარგებლობისა და განკარგვის ერთიანი სტანდარტის
დადგენა და ამ დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება საქართველოს
ხელისუფლების ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
საქართველო
წარმოადგენს
მცირემიწიან
სახელმწიფოს,
რომლის
ერთ
სულ
მოსახლეზე საშუალოდ 0.24 ჰა დამუშავების პროცესში მყოფი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოდის. აქედან გამომდინარე, ამ დარგში სწორი და ეფექტური
სახელმწიფო
პოლიტიკის
შემუშავება
სექტორის
სოციალურ-ეკონომიკური
განსაკუთრებით
და
მნიშვნელოვანია
ეთნიკურ-დემოგრაფიული
აგრარული
საკითხების
გათვალისწინებით. ამასთან, სახელმწიფოსთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა
წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სივრცეს და აგრარული სექტორის განვითარების
უალტერნატივო საშუალებას, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურეკონომიკური დამოუკიდებლობისა და
კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის
დაცვის საკითხს.
ამასთან,
ინიცირებულია
საქართველოს
კონსტიტუციური
კანონის
პროექტი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც კონსტიტუციაში
არსებული ხარვეზების აღმოფხვრასთან ერთად, ითვალისწინებს კონსტიტუციის 21-ე
მუხლის, რომელიც ეხება საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით
მიღების საყოველთაო უფლებას, ცვლილებას და მისი ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას.
აღნიშნული ცვლილების პროექტის თანახმად, კონსტიტუციას ემატება ნორმა,
რომელიც მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს და
მოითხოვს მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით. ასევე
მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
საკუთრების
უფლების
აბსოლუტური
შეზღუდვის
საფუძველი, თუმცა, იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას
მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
კანონის
საფუძველზე
განსაზღვრული
შეზღუდვის დაწესებას, ვიდრე ძალაში არ შევა საქართველოს კონსტიტუციური კანონის
პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმად
მიწაზე საკუთრების უფლების საკითხი უნდა მოწესრიგდეს შესაბამისი ორგანული კანონით,
სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ენიჭება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის ძალაში შესვლამდე,
შეჩერდეს მოქმედი კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება,
რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ
რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული
იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
გადასვლის საკითხს.
კონსტიტუციური კანონის ცვლილების პროექტის თანახმად, კონსტიტუციას ემატება
ნორმა, რომელიც მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს
და მოითხოვს მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით. ასევე
მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
საკუთრების
უფლების
აბსოლუტური
შეზღუდვის
საფუძველი, თუმცა, იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას
მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ საფრთხესაც, რაც შეიძლება გარდამავალ
ეტაპზე, ვიდრე არ იქნება მიღებული კონსტიტუციის კანონის პროექტი და ორგანული
კანონის საფუძველზე ახლებურად არ განისაზღვრება მიწაზე საკუთრების უფლების
მოპოვების სამართლებრივი საფუძვლები, სათანადო რეგულაციის არარსებობით იქნეს
გამოწვეული. აქედან გამომდინარე განისაზღვრება, რომ ვიდრე ძალაში არ შევა საქართველოს
კონსტიტუციის
კანონის
პროექტით
გათვალისწინებული
ცვლილებები,
რომელიც
ახლებურად, საკუთრების უფლების უფრო მაღალი სტანდარტის დაცვას უზრუნველყოფს,
შეჩერდეს კანონის ნორმის მოქმედება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუცილებელი
საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ
უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით,
იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. შესაბამისად, ლეგიტიმური
საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია როგორც სარგებლობის უფლების,
ისე თავისუფალი განკარგვის უფლების გარკვეული ვადითა და პირობებით შეზღუდვა.
კანონპროექტის თანახმად, შესაბამისი ნორმის მოქმედების შეზღუდვის მაქსიმალურ
ვადად
განსაზღვრულია
გათვალისწინებული
საქართველოს
ცვლილებების
ძალაში
კონსტიტუციური
შესვლა,
კანონის
ხოლო
პროექტით
შეზღუდვის
პირობა
დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდით სარგებლობისა და
განკარგვის ერთიანი, უფრო მაღალი სტანდარტის დადგენასა და ქვეყნის სუვერენიტეტის,
ეკონომიკური
უსაფრთხოების,
სახელმწიფო
ინტერესებისა
და
კულტურული
და
ისტორიული
მემკვიდრეობის
გათვალისწინებით,
შესაბამისი
საკანონმდებლო
რეგულაციების შემუშავებასთან.
სწორედ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული
საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა, რომელიც გულისხმობს იმ საფრთხის თავიდან
აცილებას, რაც შეიძლება გარდამავალ ეტაპზე სათანადო რეგულაციის არარსებობით იქნეს
გამოწვეული, იძლევა ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედების ვადის შეჩერებისა და შესაბამისი
პირობის დადგენის კონსტიტუციურ-სამართლებრივ ლეგიტიმაციას.
ამასთან, გასათვალისწინებელი გარემოებაა, რომ აღნიშნული ნორმის შეჩერების
პარალელურად,
საქართველოს
მოქალაქეობის
არმქონე
პირს,
საზღვარგარეთ
რეგისტრირებული იურიდიული პირსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ
იურიდიულ
პირს,
შესაბამისი
ინვესტიციის
განხორციელებისას,
უნარჩუნდებათ
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთით იჯარის სახით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის 22-ე მუხლს ემატება მე-33
პუნქტი, რომლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების
ამოქმედებამდე, ჩერდება მოქმედი კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
მოქმედების ვადა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის,
საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად,
საქართველოს
მოქალაქეობის
არმქონე
პირის
მიერ
საქართველოში
რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთის გადასვლას.
კანონპროექტის მე-2 მუხლი განსაზღვრავს წარმოდგენილი ცვლილების ძალაში
შესვლის ვადას, რომლის თანახმად, ეს კანონი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ოთარ დანელია, ალექსანდრე ერქვანია,
გიორგი ვოლსკი, გიორგი გაჩეჩილაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, მარიამ ჯაში, არჩილ
თალაკვაძე, ზაზა გაბუნია, კახაბერ ოქრიაშვილი, ისკო დასენი, თეიმურაზ კოხრეიძე, რევაზ
არველაძე, გიორგი ბეგაძე, ირაკლი აბუსერიძე, დავით ჭიჭინაძე, გია ჟორჟოლიანი, გიორგი
კოპაძე, სიმონ ნოზაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ზოიძე, გელა სამხარაული, ზვიად
კვაჭანტირაძე, ზაზა ხუციშვილი, გოჩა ენუქიძე, პაატა მხეიძე, ირაკლი ბერაია, შოთა
ხაბარელი, ბექა ნაცვლიშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, მერაბ ქვარაია, რატი
იონათამიშვილი, ირაკლი სესიაშვილი, ბექა ოდიშარია, გიორგი მოსიძე, მამუკა მდინარაძე,
ანრი ოხანაშვილი, რომან კაკულია, ირაკლი ბერაია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ოთარ დანელია, ალექსანდრე ერქვანია,
გიორგი ვოლსკი, გიორგი გაჩეჩილაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, მარიამ ჯაში, არჩილ
თალაკვაძე, ზაზა გაბუნია, კახაბერ ოქრიაშვილი, ისკო დასენი, თეიმურაზ კოხრეიძე, რევაზ
არველაძე, გიორგი ბეგაძე, ირაკლი აბუსერიძე, დავით ჭიჭინაძე, გია ჟორჟოლიანი, გიორგი
კოპაძე, სიმონ ნოზაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ზოიძე, გელა სამხარაული, ზვიად
კვაჭანტირაძე, ზაზა ხუციშვილი, გოჩა ენუქიძე, პაატა მხეიძე, ირაკლი ბერაია, შოთა
ხაბარელი, ბექა ნაცვლიშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, მერაბ ქვარაია, რატი
იონათამიშვილი, ირაკლი სესიაშვილი, ბექა ოდიშარია, გიორგი მოსიძე, მამუკა მდინარაძე,
ანრი ოხანაშვილი, რომან კაკულია, ირაკლი ბერაია.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 4. საკუთრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით
მიღებულის) საკუთრების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;
ბ) უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
უცხოელის
მიერ
საქართველოში
რეგისტრირებულ
იურიდიულ პირს.
1 1.
უცხოელი
და
საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირები
ვალდებული არიან თავიანთ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთები მათზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში გაასხვისონ
საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე.
[(ძალადაკარგულია
– საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის
გადაწყვეტილება №3/1/512 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.]
1 2.
ამ
მუხლის
11
პუნქტით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში,
უცხოელსა
იურიდიულ
სასამართლო
გადაწყვეტილებით
პირს
და
საზღვარგარეთ
და
რეგისტრირებულ
სათანადო
კომპენსაციით
სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევათ მათ საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
13. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისას გამოიყენება
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმები.
2. (ამოღებულია - 20.06.2003, №2429).
3. მაღალმთიან რეგიონებში მიწა შეიძლება იყოს კერძო, სათემო და სახელმწიფო
საკუთრებაში.
4. საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე
არსებული
საცხოვრებელი
გადამამუშავებელი
და
სამეურნეო
ნაგებობების,
მრეწველობის
ობიექტებისა
და
აგრეთვე
მოწყობილობების
შესაბამისი
ერთობლიობა,
რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა
წევრების საერთო საკუთრებას.
5. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში
(საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო
საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო
მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.
51. (ამოღებულია - 21.07.2010, №3513).
6. მესამე პირებთან ურთიერთობაში საკომლო მეურნეობის სახელით გამოდის ერთერთი თანამესაკუთრე, რომელსაც დანარჩენი თანამესაკუთრეები მიანიჭებენ ამგვარ
უფლებამოსილებას.
7. (ამოღებულია - 20.06.2003, №2429).
8. ქარსაფარი ზოლი არის მისი მომიჯნავე მიწის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება.
9.
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწების
კონსოლიდაციის
შედეგად
შიდასამეურნეო გზები (გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა)
გადადის კონსოლიდირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრებაში.
მუხლი 22. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის მე -4 მუხლის მე -7 და მე -6 მუხლის მე -3 პუნქტები ამოქმედდეს 2001
წლის 1 იანვრიდან.
2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც
კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნით მიწის ნაკვეთები, მაგრამ არ გადასცემიათ,
მიწის ნაკვეთები კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრებაში გადაეცეთ 2006 წლის 31
დეკემბრამდე.
3. 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდეს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება. (22-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ამავე კანონის
ამოქმედებამდე უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისა და
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში
რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე).
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც
ითვალისწინებს უცხოელის მიმართ ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის
მოქმედების 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/2/563 – ვებგვერდი, 07.07.2014წ.)
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე;
ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რომლებიც ამ მუხლის 32 პუნქტით დადგენილი
წესით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
3 2.
ამ
მუხლის
დაინტერესებული
31
პირი
პუნქტის
მიმართავს
„ბ“
ქვეპუნქტით
დარგში
განსაზღვრულ
პოლიტიკის
შემთხვევაში
განმახორციელებელ
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც დასაბუთებული
აუცილებლობის
არსებობისას,
სახელმწიფო
და
საზოგადოებრივი
ინტერესების
გათვალისწინებით, საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების
მისაღებად.
4. 2014 წლის 30 ნოემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი
სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და
დაცვის მიზნით;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის
სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების
საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება;
დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.