„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/92/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-12
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) 21-ე მუხლის: (საქართველოს 1. მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე დასკვნის წარმდგენი ექსპერტის ვინაობა აღინიშნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 2. მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: ,,7. ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის აუცილებლობა სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში - ფონდი) მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებისას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა ფონდის მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებისას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილ კანონპროექტის შესაბამისად ცვლილება შედის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლში და განისაზღვრება, რომ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №757 (საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომელიც ითვალისწინებდა სამეცნიერო საგრანტო კონკურსში ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობის საკითხს. აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა კონფიდენციალურობის დაცვა არის საგრანტო განაცხადების მიუკერძოებელი და თავისუფალი შეფასების ქვაკუთხედი რომელსაც ემყარება ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და აზიის განვითარებული სახელმწიფოების ეროვნული სამეცნიერო ფონდები, როგორიცაა მაგალითად ევროპული კვლევების საბჭო (European Research Council/ ERC) - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების მერვე ჩარჩოპროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის გამორჩეული სამეცნიერო კვლევების (Excellent Science Pillar) მიმართულების მთავარი პროგრამა (ბიუჯეტი 13 მილიარდი ევრო), ასევე აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (National Science Foundation US, წლიური ბიუჯეტი - 8 მილიარდი აშშ დოლარი), აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი (National Institute of Health / NIH - 32 მილიარდი აშშ დოლარი წლიური ბიუჯეტი), გაერთიანებული სამეფოს კვლევების საბჭოს (Research Council of the UK), ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეროვნული ფონდი (National Natural Science Foundation China / NSFC) და სხვ. ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების მერვე ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის (H2020) კონკურსის მონაწილეობის წესები დამტკიცებულია ევროპარლამენტის მიერ. ამ დოკუმენტში დამოუკიდებელ ექსპერტების შესახებ მონაცემების დაცულობას ეხება მე-40 მუხლის მე-5 პუნქტი - “ევროკომისიის დამფინანსებელი ორგანიზაციების ექსპერტთა ვინაობა (სახელი და გვარი) და ექსპერტიზის სფერო უნდა გამოქვეყნდეს მინიმუმ წელიწადში ერთხელ ევროკომისიის ან შესაბამისი დამფინანსებელი ორგანიზაციის ვებ-საიტზე. ასეთი ინფორმაცია გროვდება, მუშავდება და ქვეყნდება - მარეგულირებელი აქტის Regulation (EC) No 45/2001 შესაბამისად. აღნიშნული აქტი არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვას, მათ შორის იგულისხმება შემფასებელ ექსპერტთა პერსონალური მონაცემების ანონიმურობის შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ხელი მოაწერა „ჰორიზონტ 2020“-თან ასოცირების შეთანხმებას 2016 წელს და საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა აღნიშნულ შეთანხმებას 2016 წლის დეკემბერს. აღნიშნული დოკუმენტი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან ერთად, საქართველოს ავალდებულებს მეცნიერების მენეჯმენტში ევროკავშირში აღიარებული სტანდარტებისა და პრაქტიკის გაზიარებას. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ექსპერტებთან ფონდის თანამშრომლობის პრაქტიკის გათვალისწინებით, კვალიფიციური საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერების უმეტესი ნაწილი, ვინაობის გასაჯაროების შემთხვევაში, უარს აცხადებს საკონკურსო პროექტების შეფასებაზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში არ იქნება დაცული ექსპერტთა უფლებები მიუკერძოებლად შეაფასონ კვლევითი პროექტი, გააკეთონ ღია და გულახდილი, დეტალური შეფასებითი კომენტარი და ობიექტურად მიუთითონ იმ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე, რომლებიც, ექსპერტთა აზრით, არსებობს კვლევით პროექტში. ექსპერტები დგებიან შეფასების ქულებითა და კომენტარებით უკმაყოფილო განმცხადებლების მხრიდან ზეწოლისა და შეურაცხყოფის პოტენციური სამიზნეები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტთა კონფიდენციალობის დარღვევას მოჰყვება საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებისთვის შემდეგი უარყოფითი შედეგები: • ევროკავშირის კვლევების და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში საქართველოს/ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის შეზღუდვა, შესაბამისად მეცნიერების, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისთვის ევროპული ინვესტიციების დაკარგვა, მაშინ როდესაც ყოველწლიურად საწევროს გადახდა გვევალება ასოცირების შეთანხმებით. • უცხოელ პარტნიორებთან ფონდის ერთობლივი პროგრამების ადმინისტრირების გართულება (20 მიმდინარე კონკურსიდან 9 არის ბილატერალური თანამშრომლობის ფარგლებში). შესაბამისად ფონდმა/საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებამ შესაძლოა დაკარგოს ამ ორგანიზაციებიდან თანადაფინანსების პერსპექტივა (დაახლოებით 800 000 ევრომდე წელიწადში). • ფონდის 4 ძირითადი ეროვნული კონკურსის (სადაც შემოდის 800 -მდე განაცხადი ყოველწლიურად და მინ. 1600 ექსპერტი სჭირდება) შეფასების ჩაშლა, შესაბამისად ბიუჯეტის შეუსრულებლობა, რადგან ამ კონკურსების შეფასება ხორციელდება უცხოური ორგანიზაციების ჩართვით საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე; 2016 წლიდან, ფონდი თანამშრომლობს აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შვილობილ ორგანიზაციასთან, სამოქალაქო კვლევების განვითარების ფონდთან (CRDF Global) და ოკრიჯის ასოცირებული უნივერსიტეტების ორგანიზაციასთან (ORAU) ფუნდამენტური, გამოყენებითი, უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი პროექტების შეფასების მიზნით. • მეცნიერების მენეჯმენტისა და საგრანტო სისტემით საუკეთესო კვლევების დაფინანსების სისტემაში ევროპულ და აშშ სტანდარტებთან შეუსაბამობა, რაც შეუძლებელს ხდის სამომავლო თანამშრომლობასა და შეფერხდება მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია. • მსგავსი საჩივრების საფუძველზე სხვა ეროვნულ კონკურსებშიც, ასევე ინსტიტუციებშიც მოითხოვენ ექსპერტების ვინაობის გახსნას კონკრეტულ პროექტებზე, რაც შეუძლებელს გახდის პროექტების მიუკერძოებელ, ხარისხიან შეფასებას და მაღალკვალიფიციური დამოუკიდებელი ექსპერტების მოძიებას, შესაბამისად - საუკეთესო პროექტების შერჩევასა და მეცნიერების განვითარებას. ეს პირდაპირ შეაფერხებს ბიუჯეტის ეფექტურ დაგეგმვასა და შესრულებას. ფაქტობრივად რისკის ქვეშ დადგება ფონდისა და მსგავსი ინსტიტუციების (GITA, განათლების საერთაშორისო ცენტრი და სხვ.) ეფექტური ფუნქციონირება. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ფონდი ყოველი წლის ბოლოს ვებგვერდზე ანბანური თანმიმდევრობით აქვეყნებს იმ დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობას, რომლებიც ფონდთან სხვადასხვა კონკურსების ფარგლებში შემოსული განაცხადების კომისიური წესით შეფასებისას თანამშრომლობდნენ, თუმცა არ ხდება კონკრეტული პროექტის კონკრეტულ კონკურსთან და კონკრეტულ ექსპერტთან იდენტიფიცირება, რასაც საფუძვლად უდევს პერსონალური მონაცემების, ექსპერტის ადმიანის უფლებების დაცვისა და მიუკერძოებელი შეფასების გარანტიები. ფონდი მეცნიერებს აგრეთვე აწვდის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან მიღებულ დეტალურ კომენტარებსა და ქულებს მათი პროექტების ხარისხის სამომავლო გაუმჯობესებისთვის. აღნიშნული პრაქტიკა მიღებულია ევროპული კვლევების საბჭოს პროგრამებშიც და უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია სამეცნიერო საზოგადოებასთან ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მოწესრიგდეს სამეცნიერო საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შემფასებელი ექსპერტების კონფიდენციალობის საკითხი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 21. საზოგადოებრივი ექსპერტი 1. საზოგადოებრივ ექსპერტად ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო (საექსპერტო) ორგანოები. ექსპერტად ჩაითვლება აგრეთვე საზოგადოებრივი საექსპერტო დაწესებულების წევრი. 2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიმართოს საექსპერტო დაწესებულებას ან საზოგადოებრივ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის. 3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარუდგინოს ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი ინფორმაცია. 4. საზოგადოებრივი ექსპერტი ვალდებულია თავისი დასკვნა წარადგინოს კანონის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. 5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ ვადის გაშვებამ არ შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. 6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე დასკვნის წარმდგენი ექსპერტის ვინაობა აღინიშნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში.