საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2017 წლის მაისში გაწეული მუშაობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-12
ბიუროს ნომერი 66
📜 ტექსტი
წერილი
N 9597
09/06/2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
2017 წლის მაისში გაწეული მუშაობის ანგარიშს.
დანართი: 5 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი კახიანი
თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ 2017 წლის მაისში გაწეული მუშაობის
ანგარიში
საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში
მუშაობა მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის
სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით.
2017 წლის აპრილში მოწვეული იქნა კომიტეტის 4 სხდომა და გაფორმდა
შესაბამისი ოქმები. საქართველოს კანონის 1 პროექტზე და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 2 პროექტზე კომიტეტი მუშაობდა როგორც წამყვანი. მათ
შორის პარლამენტის რეგლამენტის 1 პროექტი კომიტეტის წევრების ინიციატივით
იყო წარმოდგენილი. კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის 1 პროექტი განიხილა
სამივე მოსმენით, 1 კანონპროექტსა და პარლამენტის რეგლამენტის 1 პროექტზე
მიმდინარეობდა მუშაობა.
კომიტეტმა, როგორც წამყვანმა, განიხილა:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.“ აღნიშნული პროექტი
წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი კახიანისა და
გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით. ამ ინიციატივის მიზანი
იყო საკანონმდებლო წინადადების განხილვის პროცედურების დაზუსტება,
აგრეთვე გარკვეული ახლებური რეგულაციების განსაზღვრა საკანონმდებლო
წინადადების
წარდგენის
უფლების
განხორციელებისა
და
განხილვის
პროცედურების დახვეწის მიზნით.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა წარმოდგენილი პროექტი განიხილა სამივე
მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები, რეგლამენტის ზემოაღნიშნული
პროექტი განხილულია სამივე მოსმენით საქართველოს პარლამენტის მიერ.
საქართველოს რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.“ ეს პროექტი წარმოდგენილი იყო
საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის და
ვანო ზარდიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით. წარმოდგენილი
ცვლილება განპირობებული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრის შერჩევის კრიტერიუმის, კერძოდ სპეციალობით მუშაობის მინიმალური
გამოცდილების დამდგენი ნორმის და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის
პროექტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნულ პროექტზე საანგარიშო
პერიოდში
მიმდინარეობდა
მუშაობა
პროექტის
კომიტეტის
სხდომაზე
განსახილველად მომზადების მიზნით.
1
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე. ეს კანონპროექტი წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობის
საკანონმდებლო ინიციატივით.
როგორც ცნობილია, 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა საქართველოს
კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ,“ რომლის ამოქმედების თავდაპირველ ვადად
განისაზღვრა 2017 წლის 1 იანვარი, ხოლო 2016 წლის დეკემბერში
განხორციელებული ცვლილებით კანონის ამოქმედება გადავადდა 2017 წლის 1
ივლისისათვის, იმისათვის, რომ დასრულებულიყო კანონის ამოქმედებისათვის
აუცილებელ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე მუშაობა,
ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამის გამართვა
და მასში საჯარო სამსახურის მონაცემების ასახვა, ასევე მომზადებულიყო კანონში
განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი, რომელიც კანონის ამოქმედებამდე
გაასწორებდა ტექნიკურ და შინაარსობრივ ხარვეზებს და ხელს შეუწყობდა
მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების
ეფექტურ განხორციელებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ზემოაღნიშნული
კანონპროექტის წარმოდგენა.
უნდა აღინიშნოს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
ამოქმედებამდე მისაღები იყო მთელი რიგი ნორმატიული აქტები, კომიტეტმა
საანგარიშო პერიოდში, ზემოაღნიშნული კანონპროექტის წარმოდგენამდე,
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები. საჯარო სამსახურის ბიუროს
უფროსის მიერ კომიტეტის წევრებს მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია როგორც
განხორციელებული, ასევე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
რაც შეეხება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე კანონპროექტს, კომიტეტი საანგარიშო პერიოდში აქტიურად
მუშაობდა წარმოდგენილ ცვლილებაზე, მიმდინარეობდა მოსაზრებების შეჯერება
და კანონპროექტი მზადდებოდა კომიტეტის სხდომაზე განხილვისათვის.
კომიტეტი მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ
წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე ,,საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.“ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადებით ახალი რედაქციით ყალიბდებოდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 219-ე მუხლი, რომელიც
საქართველოს პარლამენტის მიერ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის
წესსა და პროცედურებს ეხებოდა. ინიციატორთა მოსაზრებით, ნაცვლად
ფორმალური ხასიათის შესაბამისობის დადგენისა, შემოთავაზებული იყო
პარლამენტის კომიტეტისათვის ფართო მანდატის მინიჭება კანდიდატთა თაობაზე
გადაწყვეტილების მიღებისას. აღნიშნული გამოხატული იყო
ერთი მხრივ
არსებული პროცედურის დახვეწის, ხოლო მეორეს მხრივ კანდიდატთან
დაკავშირებით დამატებით ინფორმაციის მოძიებაში.
2
კომიტეტმა შეისწავლა საკანონმდებლო წინადადება, განიხილა კომიტეტის
სხდომაზე. სხდომაზე კომიტეტის მხრიდან წარმოდგენილი იყო არგუმენტირებული
შენიშვნები ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.
კომიტეტმა
არ გაიზიარა ინიციატორთა მოსაზრებები და საკანონმდებლო
წინადადება უარყოფილად იქნა ცნობილი. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა გაეგზავნა
პარლამენტის ბიუროს.
მიმდინარე წლის მაისში კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე მუშაობდა
სხვადასხვა საკითხებზე:
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად
კომიტეტმა შეისწავლა დავით ოთიაშვილის ,,საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“,
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკუსორებისა
და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ და ,,ნარკოტიკული დანაშაულების
წინაარმდეგ
ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს
კანონებში
ცვლილების
განხორციელების მიზნით ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადება და
თანდართული მასალები.
შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი
დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა ,,ლობისტური საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამიტომ კომიტეტის
გადაწყვეტილებით დავით ოთიაშვილს უარი უნდა ეთქვას ლობისტად
რეგისტრაციაზე. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა გაეგზავნა პარლამენტის ბიუროს.
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის 108 წევრის მიერ
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის
პროექტების
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარდგენის
მიზნით
შეგროვებული
ხელმოწერების
ნამდვილობის
საკითხი.
ხელმოწერების
გადამოწმების შედეგად დადგინდა პარლამენტის 108 წევრის ხელმოწერის
ნამდვილობა, რაც შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 173-ე
მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას და იძლეოდა საქართველოს
კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებულ
საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას. კომიტეტის შესაბამისი
დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
კომიტეტი განიხილა
არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით
საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს სარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის
(ი.პავლიაშვილი, მ.კუპრავა-შარვაშიძე, თ.აბრამიშვილი, ე.რუსეცკაია, ც.ბაკურაძე)
განცხადება, რომელიც პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით დაევალა
კომიტეტს.
3
განხილვის შედაგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მიერ მოწოდებული საინიცატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები
წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. კომიტეტმა მიზანშეწონილად
მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება. გადასცა
სარეგისტრაციო მოწმება და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
დადგენილი მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი
ფორმის(ფურცლის) ნიმუში.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი სწავლობდა
კომიტეტებში, დროებით
კომისიებსა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო კომისიებში ფრაქციათა ზღვრული
წარმომადგენლობის კვოტების დაცვის მდგომარეობას.
კომიტეტი აგრძელებდა მუშაობას პარლამენტის წევრის შეკითხვასთან
დაკავშირებულ საკითხებზე. შემდგომი რეაგირების მიზნით კომიტეტმა შეისწავლა
პარლამენტის წევრის ირაკლი აბესაძის წერილი რამდენიმე მინისტრის მიერ მის
წერილებზე პასუხის გაუცემლობის თაობაზე. იმ თანამდებობის პირებს, რომლებმაც
არ უპასუხეს
პარლამენტის წევრის წერილობით კითხვებს კომიტეტის მიერ
დამატებით გაეგზავნათ წერილები, განემარტათ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისი მუხლების შესრულების აუცილებლობის შესახებ და
ეთხოვათ მოეხდინათ რეაგირება საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ
გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით.
კომიტეტმა პარლამენტის ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების
მიზნით განიხილა პარლამენტის მანდატურის სამსახურისა და პარლამენტის
კომიტეტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციები პარლამენტის წევრთა მიერ 2017
წლის აპრილში კომიტეტების სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ
და შესაბამისი ინფორმაცია გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის ინფორმაციული
ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
კომიტეტი საანგარიშო პერიოდში სწავლობდა
პარლამენტის წევრების
ქონებრივი დეკლარაციებსა და პარლამენტის წევრების თანამდებობრივი
შეუთავსებლობის საკითხებს.
კომიტეტი აგრძელებდა ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით,
პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით
განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად
თანამშრომლობდა
პარლამენტის
კომიტეტებთან
და
პარლამენტის
სტრუქტურებთან. კომიტეტის ვებ გვერდზე მიმდინარე წლის მაისში განთავსდა
მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ამსახველი განახლებული
ინფორმაციები, რომელიც ითვალისწინებდა როგორც შესასრულებელი, ასევე
შესრულებული დავალებების შესახებ ინფორმაციას.
4
გარდა ამისა, გრძელდებოდა კონტროლი და ინფორმაციების დაზუსტება წინა
პერიოდში ვადაგასული, ჯერ არ შესრულებული დავალებების შესრულების
მდგომარეობის შესახებ და მიმდინარეობდა მუშაობა 2017 წლის 1 ივნისის
მდგომარეობით საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებითა და
პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული დავალებების შესრულების
მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსამზადებლად.
მიმდინარე წლის მაისში კომიტეტში სულ შემოსული იყო 39, ხოლო გავიდა 20
კორესპოდენცია.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი მუშაობდა ასევე კომიტეტის დებულებით
განსაზღვრულ სხვა საკითხებზე.
5