„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.06.2017
ავტორი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რევაზ არველაძე
ნომერი
#07-3/71/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-19
ბიუროს ნომერი 71

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ. 125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: „მუხლი 131. საკადრო უფლებამოსილება 1. მხოლოდ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოა უფლებამოსილი: ა) დაამტკიცოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა; ბ) განსაზღვროს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებულთა სახელფასო სარგოები; გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში პირის დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. შეარჩიოს, დანიშნოს და გაათავისუფლოს პირები ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში. 2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებულებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი, 35-ე და 36-ე მუხლები. 3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში პირის დასაქმებისათვის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, საკონკურო კომისიის ფორმირებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული კონკურსის ჩატარების დებულებით. 4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებულის დაწინაურების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისებისა და ადეკვატური კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა დადგენის მიზნით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, მის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, ახდენს აპარატში დასაქმებულის და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებას. 5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებულის უფლებამოვალეობები, დაწინაურების და გადაყვანის, ასევე წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულებით. 6. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია თავად მოახდინოს დასაქმებულთა თანამდებობების კლასიფიცირება.“ 1 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 11/11/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) ამოქმედებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებები არ ვრცელდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარეზე, წევრებსა და მოადგილეზე, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე აღნიშნული კანონით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული მარეგულირებელი ორგანო წარმოადგენს განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილ სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო და დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატზე გავრცელებით შეიზღუდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა მისი აპარატის ფორმირების ნაწილში, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოვა როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე, ევროდირექტივებთან და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებთან. კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში განმტკიცებულია მარეგულირებელი ორგანოების ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები, რაც უმთავრესად უნდა გამოიხატოს მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობაში როგორც სახელმწიფო ორგანოების, ასევე მათ მიერ რეგულირებად ბაზარზე მოქმედი სუბიექტებისგან. ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივის (2009/140/EC) თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა უნდა განმტკიცდეს მარეგულირებელი წესების ეფექტიანი გამოყენებისა და მათი უფლებამოსილებისა და გადაწყვეტილებების განჭვრეტადობის უზრუნველსაყოფად (დირექტივის განმარტებითი ნაწილის მე-13 პუნქტი). 2002 წლის 7 მარტის 2002/21/EC ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, მარეგულირებელი და საოპერაციო ფუნქციების განცალკევების პრინციპიდან გამომდინარე წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა, რომლებიც თავიანთი იურიდიული სტატუსით განსხვავდებიან და ფუნქციურად დამოუკიდებელნი არიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისაგან და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების 3 ჩარევისგან. წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შესრულება. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს უნდა გააჩნდეთ ყველა რესურსი (კადრები, ფინანსური საშუალებები) რათა შეასრულონ თავიანთი ფუნქციები. (დირექტივის განმარტებითი ნაწილის მე-11 პუნქტი). აღსანიშნავია, რომ ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და განხილვის პროცესშია საკანონმდებლო წინადადება ,,აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქმედი კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ 2010 წლის 10 მარტის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში (აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივა) რიგი ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამ წინადადების შესაბამისად, შეთავაზებულია აღნიშნული დირექტივით მაუწყებლობის სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გარანტიების (მათ შორის, სტრუქტურული, ფუნქციური და ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიები) დეტალური რეგლამენტაცია, რაც ხაზს უსვამს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მედია პლურალიზმისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის ხელშეწყობის უზრუნველყოფისთვის. ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, სახელმწიფო ორგანოების მიერ მარეგულირებელ ორგანოებზე ზედამხედველობა დასაშვებია მხოლოდ კონსტიტუციური კანონის შესაბამისად. საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში განსაკუთრებით ხაზგასმულია მარეგულირებელი ორგანოების ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიებზე, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია მარეგულირებელი ორგანოების შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის კადრებით დაკომპლექტების ხელშეწყობა, რათა მარეგულირებელმა წარმატებით გაართვას თავი მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის კადრები, როგორც წესი, დასაქმებულია სწორედ შესაბამის რეგულირების სფეროებში საქმიანობის განმახორციელებელ კერძო კომპანიებში, სადაც დასაქმებულთა ხელფასები მაღალია, რაზედაც მიუთითებს აუდიტორული კომპანია შპს ,,ერნსტ ენდ იანგის“ მიერ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთის საფუძველზე, ჩატარებული კვლევა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის განმახორციელებულ კომპანიებში დასაქმებულთა ხელფასების თაობაზე. აქედან გამომდინარე, მარეგულირებელი ორგანოს როგორც ინსტიტუციური, ასევე ფინანსური დამოუკიდებლობა წარმოადგენს კვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებელ წინაპირობას. 4 ამასთან, გასათვალისწინებელი და მისასალმებელია ის გარემოება, რომ თავად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ერთიანი გამართული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მერიტოკრატულ პრინციპზე იქნება დაფუძნებული და უზრუნველყოფს პროფესიონალიზმის წახალისებას, ხელშეწყობას და დაფასებას, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის პრინციპებზე დაყრდნობით პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების შექმნას. სწორედ ზემოაღნიშნული მიზნებისა და ამავე დროს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტატუსის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგი დებულებების გავრცელებას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ შეიზღუდოს კომისიის დამოუკიდებლობა, მათ შორის, საკადრო უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებების გავრცელება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატის თანამშრომლებზე, იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც დამახასიათებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისთვის და რაც უზრუნველყოფს აღნიშნული ორგანოების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, მათ შორის, საკადრო უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით მე-13 მუხლს ემატება 131 მუხლი, რომელიც განმარტავს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საკადრო უფლებამოსილებებს და ადგენს, რომ მხოლოდ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოა უფლებამოსილი: ა) დაამტკიცოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა; ბ) განსაზღვროს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებულთა სახელფასო სარგოები; გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში პირის დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. შეარჩიოს, დანიშნოს და გაათავისუფლოს პირები ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში. ამავე მუხლით გათვალისწინებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული ნორმების გავრცელება ეროვნული მარეგულირებელი 5 ორგანოების აპარატში დასაქმებულ პირებზე. კერძოდ, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებულებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი, 35-ე და 36-ე მუხლები, რომლებითაც გათვალისწინებულია ვაკანტურ თანამდებობებზე პრეტენდენტთა კონკურსის საფუძველზე დანიშვნა. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატის დაკომპლექტების წესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შემოთავაზებული კანონპროექტით გათვალისწინებულია კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის ფორმირებისა და საქმიანობის წესის, ასევე დასაქმებულის გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებული საკითხების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული კონკურსის ჩატარების დებულებით განსაზღვრა. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებულის დაწინაურების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისებისა და ადეკვატური კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა დადგენის მიზნით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ახდენს აპარატში დასაქმებულის და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებას, კომისიის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ასევე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებულის უფლება-მოვალეობები, დაწინაურების და გადაყვანის, ასევე წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულებით. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია თავად მოახდინოს დასაქმებულთა თანამდებობების კლასიფიცირება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: 6 კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში ასეთი არ არსებობს. 7 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი რევაზ არველაძე 8