„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-19
ბიუროს ნომერი 71
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-2
მუხლის „ჰ19“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ19) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული - უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ძირითადი სასწავლო - სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული,
რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და
მათთვის
შესაბამისი
კვალიფიკაციის
მინიჭებას.
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდების შესაბამისად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული შეიძლება
არსებობდეს ფაკულტეტის, სკოლის, ინსტიტუტის ან სხვა სახით;“;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღება განპირობებულია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
სახეების დაზუსტების აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია ნათლად იყოს წარმოჩენილი ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის სახეები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად ზუსტდება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
სახეები, კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს ისეთ სახეებს, როგორიცაა ფაკულტეტი, სკოლა,
ინსტიტუტი და სხვა. კანონპროექტის შესაბამისად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
კონკრეტულ სახეს მოაწესრიგებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
2
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.
3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტი – სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საქართველოში
გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან
გათანაბრებული დოკუმენტი და რომელიც სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და
განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა;
ბ1) ავტორიზაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების
პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის
აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
გ) აკადემიური თავისუფლება – აკადემიური პერსონალის , სამეცნიერო პერსონალისა და
სტუდენტთა უფლება , დამოუკიდებლად განახორციელონ სწავლება , სამეცნიერო კვლევა და
სწავლა ;
გ 1 ) ატესტაცია – პროფესორის , მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების ,
აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის
წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ;
დ) მობილობა – სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება
სწავლის , სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობისათვის როგორც საქართველოში
, ისე უცხოეთში , რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების , კრედიტების
ან კვალიფიკაციის აღიარება ;
ე) აკადემიური საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;
ე 1 ) აკადემიური უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლების კურსი , რომელიც მოიცავს
ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო
- სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს ;
ე 2 ) უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს
შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული
უმაღლესი განათლების ყველა კვალიფიკაცია ;
ვ) აკადემიური ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი
განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება;
ვ1) ერთობლივი აკადემიური ხარისხი – საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად მათ მიერ
პირისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების
შედეგად ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაცია ;
4
ზ) აკადემიური წოდება – წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს
განსაკუთრებული დამსახურებისთვის;
თ) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა,
რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების
დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და
რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით
გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;
ი) ასისტენტ-პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს
სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში;
ი1) ასისტენტი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის
მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო
პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის,
ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით;
კ) ასოცირებული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და
ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) – ფინანსური, მატერიალური და
ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურისათვის – ბაკალავრიატისათვის
დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
ნ) ბაკალავრიატი – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობის
საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით
მუშაობისათვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის;
ნ1 ) დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეული – საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − უნივერსიტეტის ან უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული (სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი , ცენტრი
, ლაბორატორია და სხვა ), რომელიც ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და
რომელსაც ჰყავს მართვის ორგანოები . დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულს
უფლება აქვს , მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში . დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი უნდა იყოს ამ წესდებით დადგენილი
წესით . დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები ,
მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და
დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის დებულებით ;
ნ2) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულება – დაწესებულება ,
რომელსაც აფუძნებს საქართველოს მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით . საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან
5
– უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და უფლება აქვს,
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში ;
ო) დიპლომი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
მინიჭებული
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი , აგრეთვე საქართველოს ან / და უცხო
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტი ;
ო1 ) დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა,
რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. პროგრამა
ითვალისწინებს
მედიკოსის/სტომატოლოგის
მომზადებას
პრაქტიკული
ხასიათის
პროფესიული საქმიანობისათვის;
ო2) განათლების მაგისტრი – იმ აკადემიური ხარისხის მფლობელი , რომელიც პირს
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების და დადგენილი
კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება . განათლების მაგისტრის აკადემიურმა ხარისხმა
შეიძლება პირს მიანიჭოს მასწავლებლობის უფლება ;
პ) ( ამოღებულია);
პ1) (ამოღებულია);
ჟ) დიპლომის დანართი – დოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსის და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის
დასადასტურებლად, აგრეთვე დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სტუდენტის მიერ ერთობლივი
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მიღებული განათლების
შინაარსის და საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მისთვის ერთობლივად
მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად ;
რ) დისერტაცია – სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის
აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად;
ს) დოქტორანტი – პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში;
ტ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების
ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება
დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით;
უ)
დოქტორი
–
მფლობელი
იმ
აკადემიური
ხარისხისა,
რომელიც
პირს
დოქტორანტურისათვის
გათვალისწინებული
კომპონენტების
შესრულებისა
და
დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება;
უ1) ელექტრონული სწავლება − საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი
ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი
6
საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული
სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო
პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების
გამოყენება;
ფ) ერთიანი ეროვნული გამოცდა – პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ფ1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში
არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციებს;
ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე უმაღლეს
საგან-მანათლებლო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებშიც მაგისტრანტობის
კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განსაზღვრული
გამოცდის/გამოცდების შედეგად;
ქ) ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა – სტუდენტის ინტერესებისა და
აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა;
ღ) (ამოღებულია);
ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს
აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო
პროგრამას;
ღ2) კვალიფიკაცია – სწავლის შედეგი , რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით , აგრეთვე სწავლის შედეგი , რომელიც მიიღწევა
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება
საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით /
დიპლომებით ან სერტიფიკატით;
ყ) კოეფიციენტი (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის (რომელთა)
შესაბამისადაც ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩასარიცხად;
შ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო
დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;
ჩ) (ამოღებულია);
ც) (ამოღებულია);
ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი
განათლების მეორე საფეხურისათვის – მაგისტრატურისათვის დადგენილი კრედიტების
რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
ძ1) მაგისტრანტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურაში;
წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და
მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას,
აგრეთვე პირს ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;
7
მაგისტრანტობის კანდიდატი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წ1 )
ბაკალავრის , დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის , მაგისტრის ან განათლების
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული პირი , რომელიც აპირებს
სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის
შემთხვევაში სწავლის მაგისტრატურაში გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატს
უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის ან
მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ;
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატისა და
წ2 )
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამებისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ;
წ3) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;
მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო
- სამაგისტრო
წ4) მასწავლებლის
საგანმანათლებლო პროგრამა – შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა , რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საგნების /
საგნობრივი ჯგუფების მოდულს , მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი
კომპონენტების მოდულს , სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს ;
წ5) მეცნიერი – დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო
თანამდებობის მქონე პირი , რომელიც ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და
რომელსაც უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და უხელმძღვანელოს
სტუდენტების სამეცნიერო - კვლევით მუშაობას ;
წ 6 ) პოსტდოქტორანტი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირი , რომელიც კონკრეტული სამეცნიერო - კვლევითი პროექტის განსახორციელებლად
ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება ძირითად საგანმანათლებლო
ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ
განსაზღვრული წესით ;
ჭ) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს
მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და
თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას;
ხ) პროფესიული ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი,
წევრობაზე
დაფუძნებული,
დამოუკიდებელი
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის
წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა
ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;
ჯ) პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის
მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების
სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული,
აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული
აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა,
რომელმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
8
ჰ1) რანჟირება კოეფიციენტებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის
შედეგად დადგენილი ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ
გადათვლის
შედეგად
აბიტურიენტები
ნაწილდებიან
კონკრეტული
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ჰ2) რეგულირებადი პროფესია – საქმიანობა , რომლის განხორციელების წინაპირობა ,
შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობის გარდა , არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის
ჩაბარება ან რომლის განსახორციელებლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის
აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის
ჩაბარება ;
ჰ 3 ) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო
ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც მაგისტრისა და
დოქტორის მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური კვლევითი პროგრამების
მეშვეობით;
ჰ4) რექტორი − სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში − აგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე;
ჰ 5 ) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის
მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც
მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები
შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის
ორგანიზების თავისებურებები;
ჰ6) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება – კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში
მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება (ცნობა);
ჰ7 ) სადისერტაციო საბჭო – დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება არსებობდეს ძირითად
საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში;
ჰ 8 ) (ამოღებულია);
ჰ9) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამა –
საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან სპორტის ერთ-ერთ ან
რამდენიმე სპეციალობაში სპეციალისტების (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის,
სპორტის სფეროს სპეციალისტის და სხვა) მომზადება და მათთვის შესაბამისი სპეციალობით
კვალიფიკაციის მინიჭება;
ჰ10 ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით სტუდენტისათვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია
ბაკალავრიატის , მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო ,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
აკრედიტებული
საგანმანათლებლო
პროგრამის
ან/და
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამის
დასაფინანსებლად ;
9
ჰ11 ) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის
მიზანია ხელოვნების ერთ ან რამდენიმე დარგში სპეციალისტების მომზადება;
ჰ 12 ) სასპორტო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია სპორტის
ერთ ან რამდენიმე სახეობაში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება;
ჰ 13 ) (ამოღებულია);
სტუდენტი – პირი , რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო
ჰ14)
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო , დიპლომირებული მედიკოსის /
სტომატოლოგის , დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად , აგრეთვე
პირი , რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან / და
კვლევითი
კომპონენტის
ნაწილს
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ან / და დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში / საჯარო
სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში / საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში ;
ჰ 15 ) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც
უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და
დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ16) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის
ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების
ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი
მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი
საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის
კვალიფიკაციებს;
ჰ17) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა, ტერიტორიულად
განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და ახორციელებს იმავე
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება;
ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს
აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე და მესამე საფეხურების ან სამივე საფეხურის
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს ;
ჰ19 ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული,
რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და
მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას;
ჰ20 ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო;
10
ჰ21 ) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ 22 ) ხარისხის უზრუნველყოფა – შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა
განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების
ხარისხის გაუმჯობესებას;
ჰ 23 ) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას
სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის,
სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმების შესახებ;
ჰ24) საერთო სამაგისტრო გამოცდა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების
შესაბამისად დადგენილი პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზაობას მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ჰ25) საერთო სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრული ერთეული;
ჰ26) საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრულ ქულათა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობა, რომლის დაგროვება
აუცილებელია მაგისტრანტობის კანდიდატისთვის ტესტირების წარმატებით დასაძლევად და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩასატარებელ გამოცდაში/გამოცდებში
მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად;
ჰ27) ( ამოღებულია – 22.03.2013, №388);
ჰ28) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით თითოეული
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო
პროგრამული მიმართულების მიხედვით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო
გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით
დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა
მოიპოვა
კონკრეტული
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულების
ან/და
პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით სახელმწიფო
სასწავლო სამაგისტრო გრანტი აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამული
მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული
მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის
დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში;
ჰ29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის
გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო
პროგრამული მიმართულების შესაბამის საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს;
11
ჰ30) სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტების ჯამი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის
ან/და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განსაზღვრული
გამოცდის/გამოცდების კოეფიციენტების ჯამი;
ჰ31) სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება – საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდების შედეგების
საფუძველზე, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ
განსაზღვრული კოეფიციენტების მიხედვით რანჟირებული, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დამტკიცებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხა, რომლებმაც
მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მაგისტრატურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე;
ჰ32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, სტუდენტისთვის გადაცემული
თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო
პროგრამის დასაფინანსებლად, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი, სასპორტო, საზღვაო,
მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა, თუ ამ
პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით;
ჰ 33 ) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
ახორციელებს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
პროგრამას/პროგრამებს
(გარდა
დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე
საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;
ჰ 34 ) სწავლის შედეგები – საგანმანათლებლო პროგრამის, მოდულის, სასწავლო კურსის
დასრულების შედეგად სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები;
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური
ჰ 35)
საგანმანათლებლო პროგრამა , რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების
მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი , აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი და
სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების მიერ ქართულ ენაში უნარ ჩვევებისა და ცოდნის ( წერა , კითხვა , მოსმენა , საუბარი ) იმ დონეზე შეძენა , რომელიც
აუცილებელია ბაკალავრიატის , მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით
სწავლის გასაგრძელებლად . აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ
იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ;
ჰ 36) შუალედური კვალიფიკაცია – კვალიფიკაცია, რომელიც სტუდენტს ენიჭება პირველი
საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული მოკლე ციკლისთვის
გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად;
ჰ37 ) რეგენტთა საბჭო – საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანო,
რომელიც
ახორციელებს
ამ
კანონით
გათვალისწინებულ
ზედამხედველობით
უფლებამოსილებებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან
დაკავშირებით;
12
ჰ38 ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი – სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი, რომელსაც სამართავად გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი;
ჰ39 ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება, რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით
გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ჰ40 ) საზღვაო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს
საზღვაოსნო მეცნიერებებში სათანადო კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება
კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ41) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება − მართლმადიდებლურ
სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების კურსი,
რომელიც
შეიცავს
ბაკალავრიატის,
მაგისტრატურისა
და
დოქტორანტურის
საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს;
ჰ42) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
− მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის
ძირითადი
ფუნქციაა
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე
შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა;
ჰ 43) საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ
კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო;
ჰ44 ) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა − საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც
ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნის
კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას
შორის დადებული სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მიზნად
ისახავს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტის მიერ კრედიტების
განსაზღვრული რაოდენობის დაგროვებას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში;
ჰ45 ) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი − საქართველოს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი,
რომელიც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აგროვებს კრედიტების
განსაზღვრულ რაოდენობას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ 46) საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო
საქმიანობისა და საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელება;
13
ჰ 47) ტექნოლოგიური ინსტიტუტი – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული
უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება;
ჰ 48 ) ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა ,
რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას /
დაწესებულებებს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებას
შორის,
აგრეთვე
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულს /
საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებას / საჯარო სამართლის იურიდიულ
პირს – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებას შორის ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე და
რომლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
დადგენილი წესით და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიცემა უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი / დოკუმენტები .
14