„აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.06.2017
ავტორი
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“
ნომერი
#10055/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 18 ✗ 22
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-16
ბიუროს ნომერი 70

📜 ტექსტი

წერილი
N 10055 15/06/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია: ა) სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს და გ) რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიმდინარე წლის 29 მაისს თბილისში მოხდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე, აფგან მუხთარლზე თავდასხმა და მისი გატაცება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ, პასპორტის გარეშე გადაყვანა, რაც წარმოადგენს დანაშაულს. აღნიშნულმა ფაქტმა განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა შეიძინა, რადგანაც საქმე ეხება ცნობილი ჟურნალისტისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და მისი სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას. ჩამოთვლილი ფაქტები, ცალ-ცალკეც კი წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს, მითუმეტეს სახეზე გვაქვს მათი ერთობლიობა. ამავდროულად კი სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ ტარდება ქმედითი ღონისძიებები. აღნიშნულმა დანაშაულმა ასევე შეიძინა დიდი საერთაშორისო რეზონანსი. კერძოდ, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს სპეციალური რეზოლუცია მიუძღვნა ევროპარლამენტმა. რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა 15 ივნისს მიიღო, საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს დაამტკიცოს, რომ ბ-ნი მუხთარლის გატაცებაში არ მონაწილეობდნენ საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები და დასაჯოს ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა აღნიშნულ დანაშაულში. რეზოლუცია ასევე აღნიშნავს რომ მომხდარი ეწინააღმდეგება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთებას. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობისაა, აუცილებელია შესრულდეს ევროპარლამენტის ყველა მოთხოვნა და უსწრაფესად მოხდეს დამნაშავეთა გამოვლენა. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონები“ პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ვითხოვთ, უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდეს საკითხი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც შეისწავლის აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტს. ამასთანავე, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 11 წევრით. პატივისცემით, უმცირესობაში შემავალი საპარლამენტო ფრაქციები ოთარ კახიძე თავმჯდომარე გიორგი წერეთელი თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება პროექტი აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარდგინებით გათვალისწინებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტს. 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია დანაშაული, რომელიც უკავშირდება აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტს, რაზეც საზოგადოებრივი ინტერესი დიდია და აღნიშნულის გამოძიება სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 3. დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხია აზერბაიჯანელი ჟურნალისტ აფგან მუხთალზე განხორიცელებული თავდასხმის, მისი გატაცებისა და სახელმწიფო საზღვარზე მისი უკანონოდ გაყვანის ფაქტი. 4. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განსაზღვროს 3 თვე. 5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 11 წევრით. 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე