საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადების 2 კვირით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/80; 25.05.2017); ბ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/79; 25.05.2017); გ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/57; 05.04.2017)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-19
ბიუროს ნომერი 71
📜 ტექსტი
წერილი
N 10191
19/06/2017
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო
საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია კანონპროექტები:
ინიციატივით
1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“; „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/64;
25.05.2017) (განხილვის ვადა:02-19/06.17).
კანონპროექტების მიზანია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
სფეროში ადეკვატური და ზომიერი სახდელის დაწესება, რომელიც ხელს შეუწყობს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღზრდას, კანონების დაცვას, საერთო
ცხოვრების წესების პატივისცემას, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა
პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის თავიდან აცილებას.
2. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/79; 25.05.2017) (განხილვის
ვადა:02-19/06.17).
კანონპროექტის თანახმად, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა
ჩამონათვალში ხორციელდება ცვლილება და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვიცე–
პრეზიდენტით ჩანაცვლება, რის შედეგადაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი აღარ მიიჩნევა
თანამდებობის პირად აღნიშნული კანონის მიზნებისათვის.
3. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის
წესის შესახებ“ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ",
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე" „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ" (N07-2/57, 05.04.2017).
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ექსპროპრიაციის პროცესების
მიმდინარეობისას გამოვლენილი სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც
დაკავშირებულია როგორც მესაკუთრეთა უფლებების უკეთ დაცვასთან, ასევე
სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებისა და სამუშაოების დაგეგმილ ვადებში
განხორციელებასთან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომხსენებლებს წარმოდგენილი
კანონპროექტების კომიტეტის სხდომაზე განსახილველად წარმოსადგენად ესაჭიროება
დამატებითი დრო, გთხოვთ, კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელებას ორი
კვირით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე