რიგაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის - „Together in Strengthening Our Cooperation“ ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის (სოფიო ქაცარავა, კახაბერ კუჭავა) მონაწილეობის და ორმხრივი შეხვედრების ანგარიში (ქ. რიგა; 8-9 ივნისი, 2017)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-19
ბიუროს ნომერი 71
📜 ტექსტი
წერილი
N 10210
19/06/2017
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით 2017 წლის 8-9 ივნისს, რიგაში ვიზიტის ანგარიშს უახლოეს ბიუროზე
წარსადგენად.
დანართი: 3 გვერდი
პატივისცემით,
სოფიო ქაცარავა
თავმჯდომარე
ანგარიში
რიგაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის - “Together in Strengthening Our
Cooperation" ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობის და ორმხრივი
შეხვედრების ანგარიში
2017 წლის 8-9 ივნისს ქ. რიგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, სუამ-ის
საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი კახაბერ კუჭავა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეასა და სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციების მდივანი ალექსანდრე რამიშვილი. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის
დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ბალტიის ასამბლეის, ბენილუქსის პარლამენტის, GUAM-ის
საპარლამენტო ასამბლეის, ნორდიკული საბჭოს და ვიშეგრადის ქვეყნების ერთობლივ საერთაშორისო
კონფერენციაში - “Together in Strengthening Our Cooperation".
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ლატვიის საეიმას სპიკერმა, ინარა
მურნიეცემ, რომელმაც მიულოცა საქართველოსა და უკრაინას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის
მიღება და საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა არის სამუშაო ფორუმი და არა შედეგი. სწორედ ამ შედეგზე უნდა
მოხდეს მთელი ძალისხმევის მიმართვა“, - აღნიშნა საეიმას სპიკერმა. ბალტიის ასამბლეის
პრეზიდენტმა აადუ მუსტმა კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ
პარტნიორობასთან
ევროკავშირის
ურთიერთობები
ესტონეთის
ევროკავშირის
საბჭოში
თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. „ბალტიის ასამბლეა გამუდმებით ზრუნავს
აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე და ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმობა“, - აღნიშნა მან.
კონფერენციის ერთ-ერთ სესიაზე „People to People contacts – the pulse of Eastern Partnership“
სოფიო ქაცარავა მონაწილეების წინაშე გამოვიდა მოხსენებით, სადაც ყურადღება გაამახვილა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობაზე, საერთაშორისო დიპლომატიის
მნიშვნელობისა და ხალხთა შორის კავშირების გამყარების პროცესზე, საქართველოში წარმატებით
გატარებული რეფორმების თაობაზე, ევროკავშირის პროექტის შესახებ, რაც ხელს უწყობს
განათლების, კულტურული და კვლევითი მიმართულების განვითარებას. ხაზი გაუსვა საერთო
პრიორიტეტებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების
საკითხებს და თანამშრომლობას სავაჭრო და ენერგეტიკის მიმართულებით. გამოსვლისას აღნიშნა, თუ
რამდენად მნიშვნელოვანია ხალხთა შორის კავშირების გამყარებისთვის ვიზა ლიბერალიზაცია, რაც
სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საქართველომ. ხაზგასმით აღნიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის
თანამშრომლობის მნიშვნელობა, ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები და ისაუბრა აღმოსავლეთ
პარტნიორობის სამიტის შესახებ, რომელიც 2017 წლის ნოემბერში გაიმართება.
კონფერენციის ფარგლებში, საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ქალბატონი სოფიო ქაცარავას
ორმხრივი შეხვედრები ლატვიის საეიმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ოიარს
ერიკს კალნინშთან, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ლოლიტა ჩიგანესთან და
ლატვიის საეიმას წევრთან, ეუთოს დელეგაციის ხელმძღვანელთან ედვინს შნორესთან.
- საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ოიარს ერიკს კალნინშთან შეხვედრისას,
ბატონმა კალნინშმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს თბილისში მაისის ბოლოს
გამართული ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და
განაცხადა, რომ წამოჭრილი სირთულეების მიუხედავად, დეკლარაციის ტექსტში მოხერხდა
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილების ასახვა. საუბრისას სოფიო ქაცარავამ
აღნიშნა, ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობა და
ბატონ კალნინშს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების
პრიორიტეტების თაობაზე, ასევე სამიტის დეკლარაციის საბოლოო ტექსტში კონკრეტული
გზავნილების და სამომავლო ქმედებების ასახვის აუცილებლობა, რაც თავის მხრივ მოიცავს
ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას, კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელობას,
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტის გარანტიებს. ბატონმა
-
კალნინშმა აღნიშნა, რომ ლატვია ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს
სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე საქართველოს ევროპულ და
ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. შეხვედრისას ბატონი კალნინში ასევე დაინტერესდა
საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის
თავისუფლების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, რის თაობაზეც ქალბატონმა სოფიო ქაცარავამ
ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ლოლიტა ჩიგანესთან შეხვედრისას
ქალბატონმა სოფიო ქაცარავამ ლატვიურ მხარესთან ისაუბრა იმ მოლოდინების თაობაზე, რაც
ქართულ მხარეს გააჩნია აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის. თავის მხრივ
ლოლიტა ჩიგანემ აღნიშნა, რომ ლატვია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღმოსავლეთ
პარტნიორობის არსებული ფორმატის შენარჩუნებას და სამომავლო განვითარებას. მან
გამოთქვა იმედი, რომ ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი
წარმატებული იქნება ყველასთვის და ასევე ლატვია დაინტერესებულია სამიტის
დეკლარაციაში აისახოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა, რათა კიდევ ერთხელ
დაფიქსირდეს ფორმატის ერთიანობა. ქალბატონი ჩიგანეს განცხადებით, 2015 წელს
ევროკავშირის საბჭოში ლატვიის თავმჯდომარეობის პერიოდში, ლატვიამ ორგანიზება
გაუკეთა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტარების შეკრებას რიგაში. იმ
შემთხვევაში, თუ ქართული მხარე გამოთქვამს სურვილს, ბალტიის ქვეყნებს შეუძლიათ
სამიტამდე მოაწყონ ბალტიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთობლივი
საპარლამენტო დებატები. ლატვიისთვის სტრატეგიულია და გაცილებით ადვილი
ბელარუსიის, როგორც მეზობელი ქვეყნის მოწვევა აღნიშნულ დებატებზე. ასევე ვფიქრობთ,
აუცილებელია აზერბაიჯანისა და სომხეთის მოწვევაც, რათა ფორმატი არ დაირღვეს და
მიუხედავად ფორმატში მონაწილე ქვეყნების განსხვავებული პრიორიტეტებისა, ყველამ
დაინახოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ერთიანობა - აღნიშნა ჩიგანემ.
ხსენებულთან დაკავშირებით ელჩმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება ლატვიის
ინიციატივას და შესაძლებელია აღნიშნული ღონისძიება გაიმართოს სექტემბრის ბოლოს
რიგის ყოველწლიური კონფერენციის პარალელურადაც. ასევე აღნიშნა, რომ უკვე რამდენიმე
წელია ლატვიაში არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელჩებისა და ასევე სუამის ელჩების შეხვედრების ფორმატები ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო
მდივანთან. იმ შემთხვევაში თუ მისაღები იქნება ლატვიური მხარისთვის, შესაძლებელია
დაიგეგმოს ანალოგიური შეხვედრების ფორმატები საპარლამენტო დონეზე, ლატვიის
პარლამენტის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების
მონაწილეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალბატონმა ჩიგანემ განაცხადა, რომ ახლო
მომავალში იგი კონსულტაციებს გაივლის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან
ოიარს კალნინშთან და პასუხს აცნობებს ქართულ მხარეს. მისი აზრით, შესაძლებელია, ასევე
განხილულ იქნას ხსენებულ ფორმატებში ლატვიის პარლამენტის სპიკერის ან ვიცე
სპიკერების მონაწილეობაც. ქართული მხრიდან ლატვიელ პარლამენტარს ასევე დაფიქსირდა
პოზიცია, რომ საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვანია ევროკავშირმა და კონკრეტულმა
წევრმა სახელმწიფოებმა არ მოადუნონ ყურადღება და აქტიურად იყვნენ ჩართულნი რუსეთსაქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში. აუცილებელია ევროპას ჰქონდეს ნათელი
გზავნილები და არ მოადუნოს ყურადღება ამ მიმართულებით. ქვეყნებმა უნდა გაზარდონ
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ანგარიშვალდებულება მათ წინაშე და იკისროს
ლიდერის პოზიციები ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ეს ყველაფერი გააძლიერებს მეტ
ჩართულობას, პასუხისმგებლობას და რუსეთსაც ნაკლები შესაძლებლობა ექნება
პროვოკაციების მოწყობის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პრაქტიკულად უკვე დაწყებული
ანექსიის პროცესის გააქტიურების. შეხვედრისას მხარეებმა, ასევე საპარლამენტო დონეზე
ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, ბალტიის ასამბლეის მნიშვნელობაზე და მსგავს
ფორმატებში საქართველოსთან უფრო ინტენსიურ თანამშრომლობაზე გაამახვილეს
ყურადღება. შეხვედრის დასასრულს ქალბატონმა სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა
-
ქალბატონ ჩიგანეს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ღია
კარის პოლიტიკა და ევროპული პერსპექტივის დაფიქსირება არის ძალზედ მნიშვნელოვანი
და საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
ლატვიის საეიმას წევრთან, ეუთოს დელეგაციის ხელმძღვანელთან ედვინს შნორესთან
შეხვედრისას ქართულმა მხარემ აღნიშნა მინსკში დაგეგმილი ეუთო-ს კონფერენცია და
აღნიშნულთან დაკავშირებით სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომ ქართული მხარე გეგმავს
კონფერენციის პარალელურად პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით შეხვედრის გამართვას
და შესთავაზა ედვინს შნორეს, განიხილონ აღნიშნულ შეხვედრაში ლატვიური დელეგაციის
მონაწილეობის საკითხი. თავის მხრივ ედვინს შნორემ აღნიშნა, რომ ლატვია ყოველთვის
მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მიესალმება
ქართული მხარის შემოთავაზებას მინსკის კონფერენციის პარალელურად მეგობარი ქვეყნების
შეხვედრის მოწყობასთან დაკავშირებით. შეხვედრისას ლატვიური მხრიდან ასევე აღინიშნა,
რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი
ხელისუფლების დონეზე ვითარდება საკმაოდ წარმატებულად, რასაც მოწმობს ბოლო
პერიოდში განხორციელებული ვიზიტები როგორც ლატვიური, ისე ქართული მხრიდან.
საუბარი ასევე შეეხო ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საკითხებს
და ქართული მხრიდან გაჟღერდა ის გზავნილები, რაც გვსურს რომ დაფიქსირდეს სამიტის
დეკლარაციაში.