საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე (2017 წლის 5 მარტიდან 2017 წლის 5 ივნისის მდგომარეობით)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-23
ბიუროს ნომერი 73
📜 ტექსტი
წერილი
N 10407
20/06/2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
გიგზავნით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული
გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის
თაობაზე.
2017 წლის 5 მარტიდან 2017 წლის 5 ივნისამდე ჩატარებული საქართველოს
პარლამენტის ბიუროს 26 სხდომიდან დავალებები (სულ 39), რომელთა შესახებაც
წარმოადგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ინფორმაცია, განისაზღვრა
პარლამენტის ბიუროს 4 სხდომაზე. აღნიშნულ დავალებებს საფუძვლად დაედო
საქართველოს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციები.
საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებიდან და კომიტეტებიდან
მიღებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული
გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების მნიშვნელოვანი ნაწილი
(27
დავალება) შესრულებულია, 12 დავალების შესრულებაზე მიმდინარეობს მუშაობა.
დანართი: 10 ფურცელი
პატივისცემით,
გიორგი კახიანი
თავმჯდომარე