„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.06.2017
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/96/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-26
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 116-ე მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი: „12. მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 ნაწილი: „52. მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“; გ) შენიშვნის მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი: „11. ამ მუხლის 12 და 52 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კანონიერ წარმომადგენელს.“. 2. 1181 მუხლის შენიშვნის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა განხორციელდება ამ კოდექსის 290 და 290 მუხლებით განსაზღვრული წესით.“; 1 2 ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 3. 1182 მუხლის შენიშვნის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა განხორციელდება ამ კოდექსის 290 და 290 მუხლებით განსაზღვრული წესით.“; 1 2 ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 4. 1183 მუხლის შენიშვნის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა განხორციელდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით განსაზღვრული წესით.“; ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 5. 120-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლის მე-2, მე-3 და 31 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა განხორციელდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით განსაზღვრული წესით.“. 6. 122-ე მუხლის შენიშვნის: ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა განხორციელდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით განსაზღვრული წესით.“; ბ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 7. 123-ე მუხლის შენიშვნის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა განხორციელდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით განსაზღვრული წესით.“; ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 8. 125-ე მუხლის შენიშვნის: ა) მე-41 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. ამასთან, მითითებული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პირები.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა განხორციელდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით განსაზღვრული წესით.“; გ) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს; დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: „10. ამ მუხლის პირველი და 11 ნაწილებით განსაზღვრულ სიჩქარის გადაჭარბებად მიიჩნევა აგრეთვე საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკებს შორის მანძილზე მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც ავტომატური ვიდეოტექნიკის მიერ გამოითვლება ავტომატურ რეჟიმში საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკებს შორის გავლილი მანძილისა და დროის შეფარდების გზით.“. 9. 1252-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ გათვალისწინებული შესაბამისი პირი.“. 10. 1253-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: ქვეპუნქტებით „3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პირი.“. 11. 247-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 247. ადმინისტრაციული დაკავების ვადები 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ აღემატება თორმეტ საათს. 2. პირი, რომლის დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში დაკავების საერთო ვადის ხანგრძლივობა არ აღემატება 48 საათს.“. 12. 287-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 287. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულების ხანდაზმულობა 1. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ არ აღსრულდება, თუ იგი მიქცეული არ იყო აღსასრულებლად დადგენილების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. 2. ამ კოდექსის 1181, 1182, 1183, 120-ე მუხლის მე-2, მე-3 და 31 ნაწილებით, 122-ე, 123- ე და 125-ე მუხლებით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ არ აღსრულდება, თუ იგი მიქცეული არ იყო აღსასრულებლად დადგენილების გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. 3. ამ კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების აღსრულების შეჩერების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება საჩივრის ან პროტესტის განხილვამდე. ამ კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების აღსრულების გადადების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება გადადების ვადის გასვლამდე. 4. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს ცალკეული სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გამოტანილ დადგენილებათა აღსრულების სხვა, უფრო ხანგრძლივი ვადები.“. 13. დაემატოს შემდეგი შინაარსის 2901 მუხლი: „მუხლი 2901. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას 1. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის 1181, 1182, 1183, 120-ე მუხლის მე-2, მე-3 და 31 ნაწილებით, 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა დაეკისრება: ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ იმ პირს, რომელზეც ბოლოს გაცემულია სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა - თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება ხორციელდება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს - თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება ხორციელდება დროებითი სანომრე ნიშნით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 3. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი ვერ ჩაბარდა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს საფოსტო გზავნილზე და უბრუნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 4. საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე. 5. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საქართველოს შინაგან სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ დაერიცხება საურავი ამ კოდექსის 1181, 1182, 1183, 120-ე, 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი არ არის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე. ასეთ შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება განხორციელდება ამ კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად. 8. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული, ამ კოდექსის 1181, 1182, 1183, 120-ე მუხლის მე-2, მე-3 და 31 ნაწილებით, 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირის კანონიერ წარმომადგენელს. 9. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლითა და ამ კოდექსის 2902 მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. 14. დაემატოს შემდეგი შინაარსის 2902 მუხლი: „მუხლი 2902. ვიდეოფირზე სამართალდარღვევის ფაქტთან ან/და დაკავშირებით ფოტოფირზე დაფიქსირებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულებისას შეღავათით სარგებლობის წესი 1. ამ კოდექსის 1181, 1182, 1183, 120-ე მუხლის მე-2, მე-3 და 31 ნაწილებით, 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაცია ამ კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილით განასაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საფოსტო გზავნილის გაგზავნამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინების ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია. 2. ამ კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილით განასაზღვრული შესაბამისი პირის მიერ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების ან სხვა ტექნიკური საშუალების გზით მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, პირს ჯარიმის ოდენობა შეუმცირდება დაკისრებული ჯარიმის ოცი პროცენტის ოდენობით. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულება განხორციელდება ამ კოდექსის 2901 მუხლის შესაბამისად. 15. 313-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 ნაწილი: „14. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.“. მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 ნაწილი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 ნაწილი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. ამ კანონის პირველი მუხლი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: - კანონპროექტის მიღების სამართალდარღვევებისათვის ერთ-ერთი მიზეზი პასუხისმგებლობის არის ადმინისტრაციული დაკისრებასთან დაკავშირებით პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების მოწესრიგების აუცილებლობა, კერძოდ: მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საგზაო მოძრაობის სფეროში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე, ასევე პარკირების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. ეს წესი გა მოიყენება მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალება სამოქალაქო ხელშეკრულების, მათ შორის, ლიზინგის ხელშეკრულების, საფუძველზე არ იმყოფება მესაკუთრესთან. ლიზინგის ხელშეკრულების დადების შემდეგ ლიზინგის საგანი ლიზინგის მიმღების მფლობელობაში გადადის. ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღებს ენიჭება ფართო უფლებამოსილებები, რის შემდეგაც მისი კომპეტენციები ფაქტობრივად უთანაბრდება მესაკუთრეს, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ლიზინგის მიმღები აგებს პასუხს ლიზინგის საგნის გამოყენების შედეგად მე-3 პირებთან წარმოშობილ ვალდებულებებზე. თუმცა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1181, 1182, 1183 მუხლებით, 120ე მუხლის მე-2, მე-3 და 31 ნაწილით და 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლების შემთხვევაში დღევანდელ რედაქციაში ცალსახადაა განსაზღვრული, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება მესაკუთრეს, რაც პრაქტიკულად იწვევს პრობლემას ლიზინგის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ლიზინგის გამცემისათვის ლიზინგის მიმღების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევაზე ჯარიმის დაკისრების კუთხით. ასევე 1252 და 1253 მუხლებში აღნიშნულია, რომ ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. არსებული სამართლებრივი რეგულაციებიდან გამომდინარე სალიზინგო კომპანიებს ექმნებათ პრობლემები, ვინაიდან ლიზინგის მიმღების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა იწვევს სალიზინგო კომპანიების საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღებას. ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება მფლობელობაში გადაცემული აქვს ლიზინგის მიმღებს, მართებული პასუხისმგებლობა იქნება, ლიზინგის ჩადენილი მიმღებს სამართალდარღვევისათვის დაეკისროს სამართალდარღვევის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით განისაზღვრება ლიზინგის რეგისტრაციის შესაძლებლობა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. აღნიშნულის შედეგად შესაძლებელი იქნება სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ლიზინგის რეგისტრაციის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტად ლიზინგის საგნის მიმღები განისაზღვროს. აღნიშნული მოითხოვს გარკვეული ცვლილებების შეტანას სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმაში, რომელიც დღეს დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის N12 ბრძანებულებით. კერძოდ, მოქმედი რედაქცია ადგენს იმ პირების ჩამონათვალს, რომლებიც მიეთითებიან სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობაში, ეს შეიძლება იყოს მესაკუთრე ან ასევე პირები, რომლებიც არ არიან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეები (სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სხვ.). შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ დღეისათვის არსებულ ზემოთ მითითებულ სუბიექტებს დაემატება ასევე ლიზინგის მიმღები, აღნიშნულის შედეგად შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის მოწმობა გადაეცეს ლიზინგის მიმღებსაც. პროექტის მიხედვით, ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ იმ პირს, რომელზეც ბოლოს გაცემულია სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა. ეს მექანიზმი უფლებამოსილ ორგანოს შესაძლებლობას მისცემს ჯარიმის აღსრულება განახორციელოს არა ლიზინგის გამცემის, არამედ ლიზინგის მიმღების მიმართ, რამდენადაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს გაცემული იქნება ამ პირის მიმართ. ამასთან, 2010 წელს განხორციელებული საკანონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებას. - კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი მიზეზი არის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების მოქნილი მექანიზმის ჩამოყალიბებისა და პროცედურის დახვეწის აუცილებლობა, კერძოდ: კანონპროექტით რეგულირდება ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალი წესი. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია არსებული პრაქტიკით, რომელიც ცხადყოფს, რომ ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებული ჯარიმების აღსრულების მექანიზმი არ არის ეფექტიანი. კერძოდ, პრობლემურია პირისათვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა. დღეის მდგომარეობით, ფოსტის კურიერი ვალდებულია პირის რეგისტრაციის მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში შესაბამისი წერილობითი უკუგზავნილი შეადგინოს. არსებობს რიგი მიზეზები რა შემთხვევაშიც სამართალდამრღვევს ვერ ბარდება საჯარიმო ქვითარი: ერთი მხრივ, როდესაც პირის რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივი მისამართი სხვადასხვაა. ფოსტის მიერ რეგისტრაციის მისამართზე გაგზავნის შემდეგ აღარ არსებობს კონკრეტული ბერკეტი, რომელიც უზრუნველყოფს პირისათვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. მეორეს მხრივ კი, სამართალდამრღვევი მიმართავს სხვადასხვა ხერხს იმისათვის, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით 6 თვეა, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. არსებული მონაცემებით ვიდეოფირზე და კალენდარული ფოტოფირზე წლის განმავლობაში დაფიქსირებულ გამოწერილი სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოცემული ჯარიმების რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 50%-ის აღსრულება ხდება. შესაბამისად, აღნიშნული ცხადყოფს, რომ აღსრულების ზემოთ დასახელებული მექანიზმი არაეფექტიანია. ზემოხსენებული პრობლემის გადასაჭრელად და საჯარიმო ქვითრის ჩაბარების წესის დახვეწის მიზნით შემოღებულ იქნა მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით ჯარიმების აღსრულების წესის ქმედით რეგულირებას. - პროექტის შემუშავება განაპირობა ასევე საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული ცალკეული საკითხების მოწესრიგების საჭიროებამ, კერძოდ: ადმინისტრაციულ ითვალისწინებს სამართალდარღვევათა სანქციებს იმ პირთა კოდექსის მიმართ, მოქმედი რომლებიც რედაქცია არ ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავენ მოპედს, რამდენადაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის სავალდებულო შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება. შესაბამისად, პრაქტიკაში რთულია ასეთი სამართალდარღვევების აღკვეთა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სიჩქარის გადაჭარბების ახალი მეთოდით გამოთვლის საკითხის განსაზღვრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილი ახალი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა სიჩქარის გადაჭარბებას ავლენს თანამედროვე, გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით. შესაბამისად, საჭიროა აღნიშნული საკითხის კოდექსში ასახვა. პრაქტიკაში ასევე პრობლემურია ადმინისტრაციული დაკავების ვადების გამოთვლა, როდესაც პირის დაკავება ხორციელდება არასამუშაო დროს. მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლი მკაფიოდ არ განსაზღვრავს მაქსიმალურ ვადებს პირის არასამუშაო დროს დაკავებისას, რაც არაერთ შემთხვევაში წარმოადგენს არაერთგვაროვანი პრაქტიკის და განამარტების საფუძველს. რამდენადაც საკითხი ეხება ადამიანის ძირითად უფლებათა სფეროს, არსებობს საჭიროება დაკავების ვადები ნათლად და არაორაზროვნად გაიწეროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კონსტიტუციით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს:  საგზაო მოძრაობის დაკავშირებული სფეროში და პარკირების ადმინისტრაციული წესების დარღვევასთან სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების პროცედურების დახვეწა;  ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება;  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ცალკეული ხარვეზების დახვეწა; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 2901 მუხლი. აღნიშნული მუხლის მიხედვით ახლებურად განისაზღვრება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას პასუხისმგებლობის სუბიექტი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი 1181, 1182, 1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2, მე-3 და 31 ნაწილებით და 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა დაეკისრება: ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ იმ პირს, რომელზეც ბოლოს გაცემულია სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება ხორციელდება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს - თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება ხორციელდება დროებითი სანომრე ნიშნით; ანალოგიური ცვლილებებია გათვალისწინებული პარკირების წესების დარღვევასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების შემთხვევაშიც, კერძოდ, 1252 (დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა) და (თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე 1253 ავტოსატრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა) მუხლებთან მიმართებაში, რა დროსაც აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის მესაკუთრედ მიჩნეული იქნება 2901 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირები. კანონპროექტის 2901 და 2902 მუხლები ასევე ითვალისწინებს ვიდეოფირზე და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის აღსრულების ახალ წესს, კერძოდ: იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევის საკონტაქტო ინფორმაცია ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მონაცემთა ბაზაში, ვიდეოფირზე და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევების შესახებ პირს ეცნობება მოკლეტექსტური შეტყობინების გზით. აღნიშნული შეტყობინების ადრესატისთვის გაგზავნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ჯარიმის თანხის გადახდის შემთხვევაში სამართალდამრღვევი სარგებლობს სპეციალური საშეღავათო პირობებით, რაც გულისხმობს ჯარიმის თანხის ოდენობის 20 პროცენტამდე შემცირებას. თუ პირი აღნიშნული 10 დღის ვადაში არ დაფარავს მასზე დაკისრებული ჯარიმის თანხას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მისთვის საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ჩაბარების შემთხვევაში ჯარიმის გადახდის ვადა აითვლება ფოსტით ჩაბარების დღიდან. კანონპროექტით რეგულირდება საჯარიმო ქვითრის ჩაბარების ახალი მექანიზმი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება. კერძოდ, ფოსტით საჯარიმო ქვითრის გაგზავნის გზით ჯარიმის ჩაუბარებლობლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. საჯაროდ გამოქვეყნების დღიდან 30-ე დღეს საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისათვის ჩაბარებულად ითვლება. ამას გარდა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით 1 წლამდე იზრდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა. ზემოხსენებული სიახლე უფრო მოქნილს გახდის კონკრეტულ სამართალდარღვევებზე ჯარიმის აღსრულების პროცედურებს და შეამცირებს ჯარიმის გადახდისაგან თავის არიდების რისკს. პროექტით ასევე წესდება ახალი სამართალდარღვევა, რომლის მიხედვითაც დასჯად ქმედებად ცხადდება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მოპედის კანონმდებლობით მართვა დადგენილი ან მოპედის წესით მართვისას ალკოჰოლური, საქართველოს ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება. აღნიშნული სამართალდარღვევის შემოღებით შესაძლებელი გახდება მოპედების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის აღკვეთა. ასევე დგინდება, რომ თუ მოპედის მძღოლი არ არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული პირი, პასუხისმგებლობა დაეკისრება მოპედის მძღოლის კანონიერ წარმომადგენელს. პროექტით განისაზღვრება სიჩქარის გადაჭარბების ახალი მეთოდით გამოთვლის საკითხი და მიეთითება, რომ სიჩქარის გადაჭარბებად მიიჩნევა აგრეთვე საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკებს შორის მანძილზე მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც ავტომატური ვიდეოტექნიკის მიერ გამოითვლება ავტომატურ რეჟიმში საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკებს შორის გავლილი მანძილისა და დროის შეფარდების გზით. პროექტის მიხედვით მკაფიოდ გაიწერა, პირი, რომლის დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში დაკავების საერთო ვადის ხანგრძლივობა არ აღემატება 48 საათს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების ხარჯების გამოყოფას დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებულია იმ პირთა წრის გაზრდა, რომელთაც შესაძლოა დაეკისროთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ასევე, კანონპროექტით დგინდება სამართალდარღვევათა ახალი სახეები, რომლებზედაც ადმინისტრაციული სახდელები განისაზღვრა ჯარიმის სახით. ჯარიმის ოდენობად განისაზღვრა 150 და 300 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრება ლიზინგის მიმღებს და იმ პირს, რომელზეც დროებით რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს. ასევე, ფინანსურ შედეგებს წარმოშობს კანონპროექტით დადგენილ ახალ სამართალდარღვევათა ჩამდენ პირებზე, რომელთაც ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრებათ ჯარიმა, რომლის ოდენობად განისაზღვრა 150 და 300 ლარი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით დგინდება სამართალდარღვევათა ახალი სახეები, რომლებზედაც ადმინისტრაციული სახდელები განისაზღვრა ჯარიმის სახით. კერძოდ, დასჯად ქმედებად ცხადდება მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, რაზედაც, სანქციის სახით განსაზღვრულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით. ასევე, დასჯად ქმედებად ნარკოტიკული ცხადდება მოპედის მართვა ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, რაც გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის 1. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას; ბ) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. 11. (ამოღებულია - 27.11.2013, №1644). 2. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში იმავე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას. 3. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 41. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდას. 4 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 43. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის 42 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა მისი პირველად ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 5. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას. 5 1. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 7. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება და მას ახლავს ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა: ა) როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; ბ) როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას და 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. 9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან. 2. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია: სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები. 3. უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 1 , მე -6 და მე 4. ამ მუხლის მე -3, მე -4, 4 8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას პირი მართვის უფლებ ის მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ . 4 1. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 700 ლარის ოდენობის ჯარიმით (ეს წესი არ ვრცელდება 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის შეჩერებულ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაზე). [ 4 1 . ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალდამრღვევს მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან არაუადრეს 3 თვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში აღნიშნულ პირს მართვის უფლება აღუდგება ერთერთი შემდეგი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემთხვევაში. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ პირს მართვის მოწმობა დაუბრუნდება სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი. 6. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით. 7. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 8. (ამოღებულია - 27.11.2013, №1644). 9. ამ მუხლის 41 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 10. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი ეგზავნება სათანადო საექსპერტო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან. მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მუხლი 1181. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა – გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომლის კონსტრუქციაც არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს. 2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 4. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს. [მუხლი 118 2 . მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც მოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 4. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე, ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] [მუხლი 118 3 . მოპედით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა მოპედით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. აღნიშნულ შემთხვევაში ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ გამოიყენება მოპედის მძღოლის მიმართ. 2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 3. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე, ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] მუხლი 120. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან მისი არადანიშნულებით გამოყენება 1. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას. 11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას. [1 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით. 3. იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. [3. იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი (გარდა ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალისა), ან რომელიც ახორციელებს ესკორტს, ან რომელსაც მიაცილებენ, გარდა შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან სახანძროსამაშველო სატრანსპორტო საშუალებისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 3 1 . შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძროსამაშველო ან პოლიციის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. [4. ამ მუხლის მე-2, მე-3 ან 3 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] შენიშვნა: 1. სპეციალური სანათი ხელსაწყოს უკანონოდ დაყენებად ჩაითვლება ასეთი ხელსაწყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის სალონში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილზე დადგმა (მუშა მდგომარეობაში ან უამისოდ). 2. სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენებად ჩაითვლება, თუ მისი გამოყენება ოპერატიული ან სპეციალური საშუალების დანიშნულებიდან გამომდინარე მოვალეობის შესრულებასთან არ არის დაკავშირებული. 3. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით. 31. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით. [3. (ამოღებულია - 21.04.2017, №712). 3 1 . (ა მოღებულია - 21.04.2017, №712). (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 5. (ამოღებულია - 02.05.2014, №2375). 6. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 7. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით 1. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე , ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით , ან სატრანსპორტო საშუალ ების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით . 2. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. 3. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში (გარდა სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვისა, თუ არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შეცვლის შესახებ) დამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ. 2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დამრღვევს მიეცემა დადგენილი ნიმუშის ცნობა, რომლის მოქმედების ვადაშიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაატაროს სატრანსპორტო საშუალება რეგისტრაციაში. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში გაუტარებლობის შემთხვევაში იკრძალება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია. 3. ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტში მითითებული ცნობის ფორმას და მისი შევსების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 4. (ამოღებულია – 15.05.2012, №6173). 5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 6. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 7. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს. მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის/ მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა 1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. 2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. [2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 3. გზაზე მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. [3. (ამოღებულია - 21.04.2017, №712). (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას. [4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] შენიშვნა: 1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 2. (ამოღებულია - 02.05.2014, №2375). 3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 4. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით. 7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა 1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. [1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 1 1 . სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. [2. ამ მუხლის პირველი ან 1 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 3. ( ამოღებულია - 02.05.2014, №2375). 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა , რომელსაც მო ჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება , – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით . 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. [4. ამ მუხლის პირველი ან 1 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის პირველი ან 1 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 5 1 . მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით. 5 2 . ამ მუხლის 5 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 6. მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. 6 1. სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. [6. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. 6 1 . სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 62 . გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 6 3. სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა − გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 7. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 7 1. შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 72. ამ მუხლის 71 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. [7 3 . შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 8. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. 9. ამ მუხლის მე-6–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. [8. ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 9 1 . ამ მუხლის 5 1 და 5 2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 9 2 . ამ მუხლის მე-6–7 3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 10. ამ მუხლის მე-6, 62 , მე-7, 71 , 72 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. [10. ამ მუხლის მე-6, 6 2 და მე-7–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. 11. ამ მუხლის 5 1 და 5 2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] შენიშვნა: 1. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს/მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. [1. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-9–მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 2. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით. [2. (ამოღებულია - 21.04.2017, №712). (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 21. (ამოღებულია – 12.06.2012, №6442). 3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 4. ( ამოღებულია - 02.05.2014, №2375). 41. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. 4 2 . ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურების ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ოქმის შედგენიდან ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 6. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს. [8. ამ მუხლის 9 1 ნაწილის მიზნებისთვის საავარიო ვითარებად მიიჩნევა: ა) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელზე მკვეთრი მანევრირება; ბ) ქვეითთათვის განკუთვნილ შუქნიშანზე მწვანე მაშუქი სიგნალისას მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დამუხრუჭება, მოძრაობის დაწყება ან გაგრძელება ან უკუსვლით მოძრაობა; გ) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვა ისეთი ვითარების შექმნა, რომელმაც გამოიწვია მოძრაობის შეფერხება ან/და ქვეითის წაქცევა ან მისი ჯანმრთელობის დაზიანების სხვაგვარი საფრთხე, მაგრამ არ მოჰყოლია ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შედეგი. 9. ქმედება ამ მუხლის 7 3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად ჩაითვლება, თუ მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება მთლიანად გადაკვეთს შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფ უწყვეტ ღერძულა ხაზს. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] მუხლი 1252. დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა 1. დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ამასთანავე, იმ ავტოტრანსპორტს, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. 2. (ამოღებულია). 3. (ამოღებულია). 4. (ამოღებულია). 5. (ამოღებულია). 6. დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ამასთანავე, ავტოტრანსპორტს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს ბლოკირებას სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. შენიშვნა: 1. დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. 2. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 1253. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა 1. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი პარკირების ორგანიზების წესების დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 200 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ ორი დღის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 400 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის სრული ოდენობით. 4. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. 5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების წესების სხვა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით. 7. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 8. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას მისი ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევს ან ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე, იგი მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. შენიშვნა : 1. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის სამართალდარღვევა გამოსწორებულად ჩაითვლება, თუ პირი აღარ დაარღვევს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პარკირების ორგანიზების წესებს. სამართალდარღვევის გამოუსწორებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შემდეგ იმავე საქმიანობის გაგრძელება ითვლება პირის მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენად, რის გამოც მის მიმართ თავიდან იწყება სამართალდარღვევის საქმის წარმოება. 2. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებებით, თუ ეს დადგენილია ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით და ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. მუხლი 247. ადმინისტრაციული დაკავების ვადები 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს თორმეტ საათზე მეტ ხანს. გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული აუცილებლობის გამო, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ადმინისტრაციული დაკავების სხვა ვადები. 2. პირი, რომელმაც ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა, შეიძლება დაკავებულ იქნეს კანონით დადგენილ ვადაში მოსამართლის ან შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის (უფროსის მოადგილის) მიერ საქმის განხილვამდე. 3. პირი, რომლის დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში საქმის განმხილველი ორგანოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მუხლი 287. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულების ხანდაზმულობა დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ არ აღსრულდება, თუ იგი მიქცეული არ იყო აღსასრულებლად დადგენილების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში. ამ კოდექსის 275-ე მუხლის შეასაბამისად დადგენილების აღსრულების შეჩერების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება საჩივრის ან პროტესტის განხილვამდე. ამ კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების აღსრულების გადადების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება გადადების ვადის გასვლამდე. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს ცალკეული სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გამოტანილ დადგენილებათა აღრულების სხვა, უფრო ხანგრძლივი ვადები. მუხლი 313. გარდამავალი დებულება 1. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2003 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 1781 მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებული სალიცენზიო და სანებართვო პირობებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტების განსაზღვრისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება. 2. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 118-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. 3. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არქონისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო მფლობელთა საშუალების სამოქალაქო მართვისას, პასუხისმგებლობის რომელიც „ავტომოტოტრანსპორტის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას. 4. ამ კანონის 894 მუხლის მე-6 ნაწილი მოქმედებს 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე. 5. (ამოღებულია). 6. (მოქმედების ვადა დასრულებულია). 7. (მოქმედების ვადა დასრულებულია). 8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2010 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული ადმინისტრაციულ სახდელების სამართალდარღვევათა დადებაზე უფლებამოსილი ჩადენისათვის პირების განსაზღვრა, ადმინისტრაციული სახდელების დადებასა და იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული წესების, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმებისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება. 9. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე და 245-ე მუხლებით გათვალისწინებული, აღსრულების პოლიციელის მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცება. 10. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე და 245-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლის მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცება. 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე მუხლის 60 2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცება. 12. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 82-ე ნაწილით განსაზღვრული პირი 2015 წლის 1 სექტემბრამდე თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევასთან. 13. ამ მუხლის პასუხისმგებლობისაგან მე-12 ნაწილით გათავისუფლება გათვალისწინებული არ ვრცელდება იმ ადმინისტრაციული პირზე, რომლისთვის დაკისრებული ჯარიმა ამავე მუხლის მე-12 ნაწილის ამოქმედებამდე აღსრულდა.