„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-26
ბიუროს ნომერი 74
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24
ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 5806-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიზინგის
7
გამცემის მოთხოვნა ამ კანონის 580 მუხლით დადგენილი ლიზინგის საგნის მისთვის
მფლობელობაში დაბრუნების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.“.
7
8
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 580 და 580 მუხლები:
7
„მუხლი 580 . „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ლიზინგის გამცემისთვის
დაბრუნება
1. ლიზინგის გამცემს უფლება აქვს მოითხოვოს ლიზინგის საგნის იძულების წესით მის
მფლობელობაში დაბრუნება სააღსრულებო დაწესებულებაში ლიზინგის მოწმობის
წარდგენის საფუძველზე, სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე, თუ ლიზინგის საგანს
წარმოადგენს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება.
2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ ლიზინგის გამცემისთვის ამ მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრული ლიზინგის საგნის დაბრუნება ხორციელდება „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. ლიზინგის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას.
4. ლიზინგის გამცემი, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში
დაუბრუნდა ლიზინგის საგანი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ
შემთხვევაში ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ლიზინგის საგნის
რეგისტრაცია.
5. ლიზინგის გამცემისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ლიზინგის
საგნის იძულებითი წესით დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება
ლიზინგის მიმღებს.
მუხლი 5808. ლიზინგის მოწმობა
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა
და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის
რეგისტრაციის არსებობისას ლიზინგის გამცემის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან
10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ლიზინგის მიმღების მიერ ამ კოდექსის 5806-ე მუხლის 11
ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ლიზინგის
გამცემის განცხადების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს
ლიზინგის მოწმობას.
2. ლიზინგის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის
ფაქტი და რომლის საფუძველზეც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ლიზინგის გამცემს უფლება აქვს,
უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს)
მოსთხოვოს ლიზინგის საგნის მის მფლობელობაში დაბრუნება.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის
მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია ლიზინგის
გამცემი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცვლილებებით, რომლის თანახმადაც, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტო, ლიზინგის გამცემისა და მიმღების სურვილის შემთხვევაში,
განახორციელებს ლიზინგის რეგისტრაციას. პროექტის თანახმად, ლიზინგის მიმღების
მიერ
ვალდებულების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
ლიზინგის
გამცემის
მოთხოვნით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
გასცემს ლიზინგის მოწმობას, რომელიც იქნება აღსრულების ქვემდებარე აქტი.
აღნიშნული
ცვლილება
მიზნად
ისახავს
სალიზინგო
ურთიერთობაში
დავის
წარმოშობის შემთხვევაში კრედიტორმა სწრაფი და მოქნილი საშუალებებით შეძლოს
მოთხოვნის დაკმაყოფილება. სამოქალაქო კოდექსში ცვლილება ემსახურება ლიზინგის
რეგისტრაციასთან დაკავშირებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლის
იმპლემენტაციასა და ასევე აღსრულების ბერკეტის შემოღებას, კერძოდ, სამოქალაქო
კოდექსის 5806-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომლის თანახმად ლიზინგის გამცემის
მოთხოვნა მისთვის ლიზინგის საგნის - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების
ან/და
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის
დამხმარე
ტექნიკური
საშუალების
-
მფლობელობაში დაბრუნების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. გარდა
ამისა, კოდექსს ემატება 5807 და 5808 მუხლები, რომლებიც არეგულირებენ ლიზინგის
საგნის - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების - ლიზინგის გამცემისთვის დაბრუნებისა და
ლიზინგის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზნად ისახავს მიზნად ისახავს სწრაფი და მოქნილი მექანიზმის
შემოღებას, რომლის საშუალებითაც ლიზინგის გამცემი სალიზინგო ურთიერთობაში
დავის წარმოშობის შემთხვევაში შეძლებს ლიზინგის საგნის - „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური
საშუალების - მფლობელობაში დაბრუნებას სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, კოდექსის 5806-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომლის
თანახმად ლიზინგის გამცემის მოთხოვნა მისთვის ლიზინგის საგნის - „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის
დამხმარე
ტექნიკური
საშუალების
-
მფლობელობაში
დაბრუნების
შესახებ
დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. კოდექსს აგრეთვე ემატება 5807 და 5808
მუხლები. 5807 მუხლი აწესრიგებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის
53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის
დამხმარე
ტექნიკური
საშუალების
ლიზინგის
გამცემისთვის დაბრუნების საკითხს. აღნიშნული მუხლის თანახმად, ლიზინგის
გამცემს
უფლება
აქვს,
სასამართლოსათვის
მიმართვის
გარეშე,
სააღსრულებო
დაწესებულებაში
ლიზინგის
მოწმობის
წარდგენის
საფუძველზე
მოითხოვოს
ზემოაღნიშნული ლიზინგის საგნის იძულების წესით მის მფლობელობაში დაბრუნება.
5808 მუხლით განსაზღვრულია ლიზინგის მოწმობის არსი და მისი გაცემის წესი,
კერძოდ, ლიზინგის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც
დასტურდება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის ფაქტი და
რომლის საფუძველზეც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების
არსებობისას
ლიზინგის
გამცემს
უფლება
აქვს,
უფლებამოსილ
ორგანოს
(თანამდებობის პირს) მოსთხოვოს ლიზინგის საგნის მის მფლობელობაში დაბრუნება.
ლიზინგის მოწმობა გაიცემა ლიზინგის გამცემის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან
ათი სამუშაო დღის ვადაში ლიზინგის მიმღების მიერ საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის
5806-ე
მუხლის
11
ნაწილით
განსაზღვრული
ვალდებულების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებაზე და სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის
არსებობისას.
პროექტის თანახმად, ლიზინგის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების
შეჩერებას. სააღსრულებო დაწესებულების მიერ ლიზინგის გამცემისთვის ლიზინგის
საგნის დაბრუნება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებითი
ხარჯების
გაგამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 5806 . ქონების მფლობელობა და განკარგვა
1. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას
ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს
იგი.
2. ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, მოსთხოვოს ლიზინგის გამცემს მისი მოქმედებით
გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, თუ ლიზინგის გამცემი ქონებას მფლობელობაში
დაიბრუნებს ლიზინგის მიმღების მფლობელობის არამართლზომიერი ხელშეშლის
გზით, ან თუ ლიზინგის გამცემს არ დაუწესებია დამატებითი ვადა ამ კოდექსის 405-ე
მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ვადის
დაწესება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ არის საჭირო. ამასთანავე,
ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ლიზინგის საგანზე მფლობელობის
აღდგენა.