„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.06.2017
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/96/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-26
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები: „ქ) ლიზინგის რეგისტრაცია - სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა, ლიზინგის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ღ) ლიზინგის მოწმობა - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული მოწმობა.“. 1 2 2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ “ და „წ “ ქვეპუნქტები: 1 „წ ) ლიზინგის რეგისტრაცია; 2 წ ) ლიზინგის მოწმობის გაცემა;“. 1 2 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ “ და „ჰ “ ქვეპუნქტები: 1 „ჰ ) ლიზინგის რეგისტრაცია - 50 ლარი; 2 ჰ ) ლიზინგის მოწმობის გაცემა - 50 ლარი.“; 4. მე-6 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის 232-ე პუნქტი: „232. ლიზინგის რეგისტრაციის პირობები, ლიზინგის მოწმობის ფორმა და მისი გაცემის წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.“. 5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები: „რ) ლიზინგის რეგისტრაცია ან ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმება - 5 სამუშაო დღე; ს) ლიზინგის მოწმობის გაცემა - 5 სამუშაო დღე.“. 6. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2017 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს ლიზინგის რეგისტრაციის პირობების, ლიზინგის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცება.“. მუხლი 2 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2017 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველიმე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველიმე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობაში გარკვეული სიახლეების დანერგვის აუცილებლობით. პროექტის მიხედვით, ნოვაციას წარმოადგენს ლიზინგის რეგისტრაცია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, რომლის საშუალებითაც ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები, სურვილის შემთხვევაში, დაარეგისტირებენ ლიზინგს სატრანსპორტო საშუალებაზე და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე პროექტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემდეგ. ამასთან, ლიზინგის მიმღების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიზინგის გამცემის მოთხოვნით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს ლიზინგის მოწმობას, რომელიც იქნება შესაძლებლობას შემთხვევაში აღსრულების იძლევა, კრედიტორმა ქვემდებარე სალიზინგო აქტი. აღნიშნული ურთიერთობაში გამარტივებული გზით, დავის სწრაფი ცვლილება წარმოშობის და მოქნილი საშუალებებით შეძლოს მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამასთან, წარმოდგენილი სიახლე ემსახურება ლიზინგის საგანთან დაკავშირებით საგზაო მოძრაობის სფეროში (ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევები) და პარკირების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის პრობლემის მოგვარებას, კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთი მუხლის შემთხვევაში (საგზაო მოძრაობის სფეროში ჩადენილი (ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევები), ასევე პარკირების წესების დარღვევასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები) პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, მაშინ როდესაც სატრანსპორტო საშუალება ფაქტობრივად იმყოფება ლიზინგის მიმღების მფლობელობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციას წარმოადგენს ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ლიზინგის მიმღებისათვის და ამ მიზნით შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების მომზადება, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტად ლიზინგის მიმღების განსაზღვრა. ბიზნესომბუდსმენის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ლიზინგის მიმღების უფლებები თითქმის გათანაბრებულია მესაკუთრის უფლებამოსილებებთან, ამასთან, ლიზინგის მიმღებზე გადადის ლიზინგის საგნის დაღუპვის ან/და დაზიანების რისკი და მას ევალება ლიზინგის საგნის მიზნობრივად გამოყენება, ლიზინგის საგნის გამოყენების პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი ხარჯი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხიმგებლობის ტვირთიც სწორედ მას უნდა დაეკისროს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლიზინგის მიმღები დიდი ალბათობით წარმოადგენს ლიზინგის საგნის მომავალ მესაკუთრეს, რაც სალიზინგო ურთიერთობას განასხვავებს ყველა სხვა მსგავსი ურთიერთობებისგან, როგორიცაა მაგალითად, იჯარა ან ქირავნობა. დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ დღევანდელი სამართლებრივი რეგულაციების გამო სალიზინგო კომპანიებს დიდი პრობლემები ექმნებათ, ვინაიდან ლიზინგის მიმღების დაკისრებული მიერ ჯარიმის ადმინისტრაციული გადაუხდელობა იწვევს სამართალდარღვევისათვის ქონების დაყადაღებას. სირთულეებთანაა დაკავშირებული ასევე სალიზინგო კომპანიების მიერ ჯარიმის სახით გადახდილი თანხების ამოღება ლიზინგის საგნის მიმღებისგან. აქედან გამომდინარე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ლიზინგის რეგისტრაცია და შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების განხორციელება აღნიშნული საკითხის გადაჭრის ოპტიმალურ გზას წარმოადგენს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს მომხმარებლზე ორიენტირებული ახალი მომსახურების სახის - ლიზინგის რეგისტრაციისა და ლიზინგის მოწმობის გაცემის დანერგვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობას ემატება ახალი მომსახურების სახე სატრანსპორტო საშუალებაზე და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაცია, რომელიც იქნება ნებაყოფლობითი. ლიზინგის რეგისტრაცია განხორციელდება 5 სამუშაო დღეში და მისი საფასური შეადგენს 50 ლარს. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი იქნება ასევე გასცეს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობა, რომლის საფასურიც ასევე შეადგენს 50 ლარს და გაიცემა 5 სამუშაო დღეში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: გამოყოფას კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან დგინდება პროექტით გათვალისწინებული მომსახურების სახეებისთვის შესაბამისი საფასურები. კერძოდ, ლიზინგის რეგისტრაციისათვის საფასური განისაზღვრება 50 ლარით, ხოლო ლიზინგის მოწმობის გაცემისთვის - 50 ლარით. აგრეთვე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნიშნული გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზე - დამატებითი ღირებულების გადასახადის კუთხით. ამასთან, აღნიშნული შემოსავლების წინასწარ განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებლები გადაიხდიან მოცემული მომსახურებისათვის პროექტით განსაზღვრულ საფასურს. კერძოდ, ლიზინგის რეგისტრაციისათვის საფასური განისაზღვრება 50 ლარით, ხოლო ლიზინგის მოწმობის გაცემისთვის - 50 ლარით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს სახეებისათვის შესაბამისი პროექტით საფასურების განსაზღვრული დადგენას. მომსახურების კერძოდ, ლიზინგის რეგისტრაციისათვის საფასური განისაზღვრება 50 ლარით, ხოლო ლიზინგის მოწმობის გაცემისთვის - 50 ლარით. კანონპროექტით გათვალისწინებული საფასურების ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ არსებულ მომსახურებებზე დადგენილი საფასურების ოდენობა. კერძოდ, კი გირავნობის რეგისტრაციისა და გირავნობის მოწმობის გაცემისათვის დადგენილია იგივე ოდენობის საფასური, რაც კანონპროექტით დგინდება ლიზინგის რეგისტრაციისა და ლიზინგის რეგისტრაციის მოწმობის გაცემისათვის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზა- ცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – ამ კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას ამტკიცებს და ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; ბ) საფასური – ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის; გ) მომსახურება − სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-6, მე-7 და მე-9−11 1 მუხლებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება; დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების გაწევა ამ კანონით განსაზღვრულ შემჭიდროებულ დროში; დ 1) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორია – სააგენტოს საკუთრებაში არსებული ან სააგენტოსთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომლებშიც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ან/და მათი დანაყოფები; ე) იარაღი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული: ე.ა) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); ე.ბ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); ე.გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); ე.დ) მოკლელულიანი (მათ შორის, საფანტის) ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი); ე.ე) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ე.ვ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ე.ზ) გაზის (აირის) იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი); ე.თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებული იარაღი, რომელსაც ენიჭება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი; ე.ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღები, რომლებიც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაეცემა მოსარგებლე პირებს; ე.კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი; ე.ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი; ე.მ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი; ე1) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, გადააადგილოს თავის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული იარაღი: ე1.ა) სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით; ე1.ბ) შენახვის უფლებით შეძენილი იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე გადატანის მიზნით; ე1.გ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ე1.დ) სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისათვის წარმოდგენის მიზნით; ე1.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში; ე2) იარაღის ჩამოწერა – საკუთრებაზე (მფლობელობაზე) უარის თქმის შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსათვის იარაღის უსასყიდლოდ ჩაბარება; ე3) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი; ე4) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი – იარაღის ძირითადი ელემენტი, რომელიც იარაღისაგან განცალკევებულად რეგისტრირდება და რეგისტრირებული იარაღის დამატებითი ან სათადარიგო ნაწილია; ვ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება: ვ.ა) სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები; ვ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული/რეგისტრირებული ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ; ვ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები; ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების უფლებას; თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, მოგირავნის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, სააგენტოს ვალდებულება, დაინტერესებული პირის განცხადება დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე არ დააკმაყოფილოს 7 სამუშაო დღის განმავლობაში და აღნიშნული გარემოება დადგენილი წესით აცნობოს მოგირავნეს; ი) დათვალიერების აქტი – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც თანმხლები დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეკვიზიტების ვიზუალური შედარების შედეგად აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მონაცემები; კ) შიდა ტრანზიტი – საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის მონაწილე, დაურეგისტრირებელი სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი. შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) და გამოყენების წესი (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევისა) დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით; კ1) გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი – მრავალჯერადი გამოყენების შიდა ტრანზიტი, რომელიც გაიცემა 365 დღის ვადით; ლ) სატრანსპორტო საშუალება: ლ.ა) შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია; ლ.ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია; ლ.გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ ქვეპუნქტის „ლ.ა“ და „ლ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის; ლ.დ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ ქვეპუნქტის „ლ.ა“−„ლ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები; ლ1) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა − სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის გაუქმება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით: ლ1.ა) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების სახელმწიფო საზღვრის გარეთ გატანა; ლ1.ბ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ჩამოწერა; ლ1.გ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა; მ) სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, სამეურნეო, სამელიორაციო ან რომელიც სატყეო განკუთვნილია სამუშაოების სასოფლო- შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება; მ1 ) სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა − თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები. სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება; ნ) (ამოღებულია); ო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა: ო.ა) უფლებამოსილი პირის მიერ გამოკვლევის შედეგად დადგენილი, დაზუსტებული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდის) დადამღვა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც დაზიანებული აქვს ქარხანადამამზადებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სავალდებულო რეგისტრაციას. საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით; ო.ბ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება; პ) (ამოღებულია – 08.11.2011, №5201). ჟ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება: ჟ.ა) სააგენტოს მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იარაღის ან/და მისი მესაკუთრის/მოსარგებლის შესახებ; ჟ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო- ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია იარაღზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ; ჟ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები; ჟ1 ) უფლებრივი შეზღუდვა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელიპირისაგან , აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა მატერიალური საფუძველზე უფლებამოსილი პირისაგან სახით მიღებული რეგისტრირებული არამატერიალურ ქონებრივ / აღრიცხული სიკეთეზე ელექტრონული შეტყობინების ინფორმაცია დადებული ან/და ყადაღის, ნივთზე ან ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლების შეზღუდვის ან სხვა აკრძალვის შესახებ; რ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; ს) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიში – ქარხანა-დამამზადებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან/და განადგურების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი (გამოვლენილი), საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი, დასაკრავი ფირნიში. საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის ფორმა და გაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით; ტ) უფლების გადაცემის ბარათი – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ადასტურებს: ტ.ა) მესაკუთრის მიერ სატრანსპორტო საშუალების გასხვისებაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისთვის მინიჭებას; ტ.ბ) მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის მიერ საკუთრების უფლების სატრანსპორტო საშუალების შემძენისთვის გადაცემას; ტ.გ) შემძენის უფლებას, სააგენტოში სარეგისტრაციო პროცედურებში გამსხვისებლის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია; ტ.დ) შემძენის მიერ სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისთვის მინიჭებას; ტ.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გარემოებებს; უ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სააგენტოს მიერ ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება; ფ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/ აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 112-ე, 117-ე და 118-ე მუხლებით, 126-ე მუხლის 1 1 და მე-2 ნაწილებით, 137-ე−141-ე მუხლებით, 142 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 126 1 და 142 2−143 2 მუხლებით, 143 3 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მიმართ), 144-ე–144 3, 147-ე, 151-ე და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე, 166-ე და 171-ე−172 1 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 227 1 მუხლის მე-2–მე5 ნაწილებით, 227 2 მუხლით, 227 3 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე– 238 1, 239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 255 1, 255 2, 256-ე, 257-ე, 259 2 და 259 5 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 322 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 322 2 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 331 2 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 344 1 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 353 1 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 378 1, 379-ე, 381 1, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებით და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდების შესახებ, იმის მითითებით, ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასულია თუ არა 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში და 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. მუხლი 4. სააგენტოს ფუნქციები და მიზანი 1. სააგენტოს ფუნქციებია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია და იარაღის ჩამოწერა; ბ) იარაღის ძირითადი ელემენტებისა და იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტების რეგისტრაცია და ხელახალი რეგისტრაცია; გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა, იარაღის ბალისტიკური შემოწმება და იარაღის რეესტრის წარმოება; დ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა; ე) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; ვ) იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; თ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა; ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია; კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია; ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია; მ) ფიზიკურ პირზე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების უფლებით რეგისტრაცია; ნ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ო) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; პ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; ჟ) ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; რ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; ს) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; ტ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობისა და იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა; ტ 1) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით გამოცდის ჩატარება; უ) დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომ – შემოსავლების სამსახური) მიწოდება; ფ) სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლოსამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის/ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნის (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.) დამზადება/გაცემა; ქ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; ღ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება, საექსპერტო შემოწმების შედეგად შესაბამისი აქტის შედგენა; ყ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება, დათვალიერების აქტის შედგენა; შ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა, საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება/გაცემა, სააღრიცხვო ნომრის მინიჭება; ჩ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; ც) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა; ძ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის, სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; წ) სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, გირავნობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; ჭ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება; ხ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება, შეჩერება ან შეწყვეტა (გაუქმება), შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა; ჯ) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის დამზადება/გაცემა; ჰ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; ჰ1) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა; ჰ2) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა; ჰ3) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა; ჰ4) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა; ჰ5) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; ჰ 6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია, აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნა. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესს და დოკუმენტის ლეგალიზაციის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; ჰ7) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე; ჰ8) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ელექტრონული, ვიდეო-, აუდიო- ან/და მატერიალური სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) შექმნა, გავრცელება (მათ შორის, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებით) ან/და რეალიზაცია; ჰ 9) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა; ჰ10) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მომსახურების და დაჩქარებული მომსახურების გაწევა და სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. სააგენტოს მიზანია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება, მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სფეროს კონტროლი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მომსახურების გაუმჯობესება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების ხელშეწყობა. 3. სააგენტოს უფლება აქვს, შეაგროვოს, დაამუშაოს, შეინახოს და გასცეს ყველა ის მონაცემი, რომელიც საჭიროა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად. 4. დაუშვებელია სააგენტოს მიერ ისეთი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და გაცემა, რომლებიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან. 5. სააგენტო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების, ასევე თავისთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების ასლები, თუ დოკუმენტის დედნისა და ასლის შინაარსი ერთმანეთს შეესაბამება. სააგენტოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის ასლს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იდენტურობას. 6. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ელექტრონული, ვიდეო-, აუდიოან/და მატერიალური სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) შექმნა, გავრცელება (მათ შორის, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებით) ან/და რეალიზაცია. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) სარეალიზაციო ფასს განსაზღვრავს სააგენტო (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული) უცხოურ ენაზე შედგენილი ელექტრონული დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნა; ამასთანავე, ასეთი ნათარგმნი დოკუმენტის სააგენტოს მიერ წარმოებაში მისაღებად სავალდებულო არ არის მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმება. მუხლი 6. მომსახურების საფასურის განაკვეთები მომსახურების საფასურის განაკვეთებია: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ხ“ ქვეპუნქტითა და შენიშვნის 9 2პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 15 ლარი; ა1) დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის აღდგენა – 20 ლარი; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება (გარდა ამ მუხლის „ბ1“, „ბ2“ და „ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 40 ლარი; ბ1 ) „სტუდენტის“ აღნიშვნის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელი სტუდენტის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირველადი დაშვება − 15 ლარი; ბ ) ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ ან „BE“ კატეგორიის 2 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების (საინფორმაციო კოდი 78) მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება − 40 ლარი; ბ 3) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი; ბ4) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი; ბ5) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი; გ) საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა – 109 ლარი; დ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 35 ლარი; დ1) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა – 25 ლარი; ე) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე 1“−„ე 8“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აგრეთვე ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე 8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) – 35 ლარი; ე1) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე1.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., AA-111-AA), – 1000 ლარი; ე1.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., BB-002-BB), – 800 ლარი; ე1.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., CC-300-CC), – 600 ლარი; ე2) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე2.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., GT-444-TT), – 800 ლარი; ე2.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., YU-005-YY), – 600 ლარი; ე2.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., WW-600-PW), – 400 ლარი; ე3) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე3.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., SO-777-SO), – 800 ლარი; ე3.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., NN-008-MM), – 600 ლარი; ე3.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., DF-900-FD), – 400 ლარი; ე4) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა ამ მუხლის „ე3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე4.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., RR-111-PO), – 700 ლარი; ე4.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., TU-002-KU), – 500 ლარი; ე4.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., EI-300-LL), – 300 ლარი; ე5) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე5.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., NJ-444-HZ), – 250 ლარი; ე5.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., VX-005-MW), – 200 ლარი; ე5.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., QR-600-FD), – 150 ლარი; ე6) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომელიც შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრის (ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციისაგან (მაგ., GIORGI 1), – 10 000 ლარი; ე7) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე1“–„ე6“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომლის სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციისაგან, თუ: ე7.ა) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DD-707-DD), – 450 ლარი; ე7.ბ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., FF-050-FG), – 350 ლარი; ე7.გ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DF-080-FD), – 350 ლარი; ე7.დ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა ამ მუხლის „ე7.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DD-305-FS), – 300 ლარი; ე7.ე) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DX-040-WQ), – 250 ლარი; ე8) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი: ე8.ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა – 80 ლარი (დღგ-ის გარეშე); ე8.ბ) მისაბმელის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 80 ლარი (დღგ-ის გარეშე); ე 9) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე 1“–„ე 7“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, მიმოქცევაში არმყოფი ერთი წყვილი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნა არაუმეტეს 2 კალენდარული თვისა – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი; ე10) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, გამოთავისუფლებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვა არაუმეტეს 2 კალენდარული თვისა – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი; ვ) სატრანზიტო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა – 30 ლარი; ზ) მოტოციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე 8.ბ“ ქვეპუნქტითა და „ზ 2“–„ზ 4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აგრეთვე მოტოციკლის, მისაბმელის, სასოფლოსამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე 8.ბ“ ქვეპუნქტითა და „ზ 4“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 25 ლარი; ზ1) „TEST“ ნომრის ერთი წყვილის გაცემა – 30 ლარი; ზ2) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, რომლის: ზ2.ა) ციფრების კომბინაციაა 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009, 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900, 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999, – 200 ლარი; ზ 2.ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული სამი ლათინური ასოს და სამი ციფრის კომბინაციისაგან, – 200 ლარი; ზ3) მოტოციკლის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, რომლის: ზ3.ა) ციფრების კომბინაციაა 0001, 0002, 0003, 0004, 0005, 0006, 0007, 0008, 0009, 1000, 2000, 3000, 4000, 5000, 6000, 7000, 8000, 9000, 1111, 2222, 3333, 4444, 5555, 6666, 7777, 8888 ან 9999, – 300 ლარი; ზ3.ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ორი ლათინური ასოს და ოთხი ციფრის კომბინაციისაგან, – 300 ლარი; ზ4) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 40 ლარი (დღგ-ის გარეშე); თ) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის გადაფორმება: თ.ა) მისაბმელისა, რომლის წონა არ აღემატება 720 კილოგრამს, – 25 ლარი; თ.ბ) მისაბმელისა, რომლის წონა აღემატება 720 კგ-ს – 100 ლარი; თ 1) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა − 50 ლარი; ი) (ამოღებულია); კ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); კ1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა − 50 ლარი; ლ) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა – 30 ლარი; ლ1) იარაღის ერთი ერთეული დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 10 ლარი; ლ 2) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); ლ 3) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); ლ 4) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); ლ 5) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); ლ 6) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); მ) დადგენილი ნიმუშის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა – 15 ლარი; მ1) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი; მ2) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან იარაღის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი; მ3) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; მ4) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა – 50 ლარი; მ 5) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); მ 6) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); მ 7) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); ნ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ნ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) – 10 ლარი; ნ1) ამ კანონის მე-3 მუხლის „ე1.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა – 20 ლარი; ო) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 10 ლარი; ო1) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა - გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი ; ო2 ) პირის უგზო - უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი ; ო3 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა, თუ აღნიშნულ დოკუმენტზე ამ კანონით სხვა საფასური არ არის დადგენილი, − 20 ლარი; ო4) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი; პ) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია – 50 ლარი; ჟ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია – 15 ლარი; რ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი; რ1) სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად დამუშავებული მონაცემების ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემების ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემა − ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური; ს) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით (გარდა ამ მუხლის „ფ1“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 20 ლარი; ტ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 20 ლარი; ტ1) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილზე (ერთ მისამართზე) ტექნიკური დათვალიერების განხორციელება – 50 ლარი; უ) შიდა ტრანზიტი – ერთი სრული დღით სარგებლობა – 1 ლარი; უ1) გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი – 450 ლარი; ფ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 20 ლარი; ფ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით – 40 ლარი; ფ2) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა – 50 ლარი; ფ 3) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა – 20 ლარი; ფ4) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი; ქ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედებების (გარდა ამ მუხლის „ფ“ და „ფ 1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოქმედებებისა) შესრულება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ – 50 ლარი; ქ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე − 20 ლარი; ღ) ტექნიკური ტალონის გაცემა – 10 ლარი; ყ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი; შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისათვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 30 ლარი; შ1) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა რეექსპორტისა) − 20 ლარი; ჩ) ერთ ერთეულ დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის მოწმობის გაცემა – 50 ლარი; ჩ1) დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე მიმართვა და მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა ავტორიზებული იარაღით ვაჭრობაზე ლიცენზირებული პირის მეშვეობით − 20 ლარი; ც) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ მხარეების საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 30 ლარი; ც1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – 20 ლარი; ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ც2) ქართულენოვანი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურების საფასური – 20 ლარი; ც 3) ამ მუხლის „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისას სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული) უცხოურ ენაზე შედგენილი ელექტრონული დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) ქართულ ენაზე თარგმნა სააგენტოს მიერ − 20 ლარი; ძ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში, დამატებით გამოცდაზე პირის ვადაზე ადრე დაშვება, მაგრამ არაუგვიანეს პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან მე-6 დღისა, – 30 ლარი; წ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული იმ დოკუმენტის ასლის დამზადება და დედანთან იდენტურობის დამოწმება, რომლის დედნის საქმისწარმოების მასალებში დარჩენა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, – ერთი დოკუმენტი 5 ლარი; ჭ) სააგენტოს არქივში დაცული ერთი დოკუმენტის დამოწმებული ასლის გაცემა – 5 ლარი; ხ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე − 35 ლარი; ჯ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე − 55 ლარი; ჰ) სააგენტოს ვებგვერდზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის პროგრამის ანალოგიური სავარჯიშო პროგრამით ერთჯერადად სარგებლობა − 2 ლარი. შენიშვნა: 1. ამ მუხლის „ე 6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციის წყობა არ უნდა იყოს ამავე მუხლის „ე“–„ე 5“, „ე 7“, „ე 8“, „ზ“ და „ზ 2“–„ზ 4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების), აგრეთვე შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციის მსგავსი. ამ მუხლის „ე 6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სერიისა და ნომრის კომბინაციაში არსებული ციფრების ან ციფრებისა და ლათინური ასოების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რვა ერთეულს, ამასთანავე, კომბინაცია არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას, ადმინისტრაციული ორგანოს სახელწოდებას (აბრევიატურას) ან უხამსობას, აგრეთვე არ უნდა შეურაცხყოფდეს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციასა და ზნეობრივ ნორმებს. 11. პირის მიერ მის სარგებლობაში არსებული, ამ მუხლის „ე1“–„ე7“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ამავე მუხლის „ე1“–„ე7“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე ავტომობილის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლისას ერთი წყვილი ავტომობილის ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის საფასური შეადგენს: ა) 35 ლარს, თუ ავტომობილის ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის დადგენილი საფასური ტოლია ან ნაკლებია იმ საფასურზე, რომელიც მოთხოვნის დღისათვის დადგენილია ავტომობილის შესაცვლელი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის; ბ) სხვაობას ავტომობილის ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის დადგენილ საფასურსა და იმ საფასურს შორის, რომელიც მოთხოვნის დღისათვის დადგენილია ავტომობილის შესაცვლელი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის, თუ ავტომობილის ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის დადგენილი საფასური მეტია იმ საფასურზე, რომელიც მოთხოვნის დღისათვის დადგენილია ავტომობილის შესაცვლელი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის. 12. ფიზიკური პირის მოთხოვნით, მის სარგებლობაში არსებული, ამ მუხლის „ე1“– „ე7“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ამ პირის მეუღლის, მშობლის ან შვილის კუთვნილ რეგისტრირებულ ავტომობილზე გაცემისათვის ერთი წყვილი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის საფასური შეადგენს 35 ლარს. 13. ამ მუხლის შენიშვნის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტომობილის ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის შემდეგ პირი კარგავს ყველა უფლებას ავტომობილის შეცვლილ რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე). 14. ამ მუხლის შენიშვნის 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მეუღლის, მშობლის ან შვილის კუთვნილ რეგისტრირებულ ავტომობილზე გაცემის შემდეგ პირი კარგავს ყველა უფლებას ავტომობილის რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე). 2. ამ მუხლის „ე 6“, „ე 7“, „ზ 2.ბ“ ან „ზ 3.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შეუძლია შეარჩიოს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სერიისა და ნომრის შემადგენელი ლათინური ასოებისა და ციფრების მხოლოდ ის კომბინაცია, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის მიმოქცევაში არ იმყოფება. 3. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის „ე1“–„ე7“, „ზ2“ და „ზ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) არ დაამზადოს დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებებზე უშუალოდ გაცემის მომენტამდე. 3 1 . სააგენტოს მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის ოპერატიული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და ოპერატიული სანომრე ნიშნების გაცემის საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 32. ამ კანონის მიზნებისათვის მიმოქცევაში არმყოფად ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალებათა ის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი): ა) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის შემდგომი გაცემის მიზნით სერიულად არ არის დაბეჭდილი; ბ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის არ არის გაცემული რეგისტრირებულ (ან დროებით რეგისტრირებულ) სატრანსპორტო საშუალებაზე; გ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის „ე9“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით არ არის დაჯავშნილი დაინტერესებული პირის მიერ; დ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის „ე10“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით არ ინახება სააგენტოში სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნით; ე) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის შენიშვნის 34 პუნქტით განსაზღვრული წესით არ ინახება სააგენტოში დაინტერესებული პირის მოთხოვნით; ვ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის სააგენტოს მიერ არ არის გადაცემული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის, როგორც ოპერატიული სანომრე ნიშანი; ზ) რომლის მოთხოვნის მომენტისათვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება, რომელიც ზღუდავს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემას. 33. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“-ს საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) გაცემა, აგრეთვე ამ რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) გაცემის ამსახველი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა ხორციელდება უფასოდ. 34. რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შეცვლისას, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმებისას, აგრეთვე რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სააგენტოსათვის ჩაბარება, ამ მუხლის „ე“–„ე8“, „ზ“ და „ზ2“–„ზ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) უფლებამოსილმა პირმა უნდა წარადგინოს სააგენტოში ჩასაბარებლად. ამასთანავე, სააგენტო ვალდებულია: ა) ამ მუხლის „ე1“–„ე5“, „ე7“, „ზ2“ ან „ზ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეინახოს არაუმეტეს 7 თვისა, ხოლო ამ ვადაში რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას გასცეს რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე; ბ) ამ მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეინახოს, ხოლო რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული ავტომობილის მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას გასცეს რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ ავტომობილზე. 35. სააგენტოს არ წარმოეშობა ამ მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მოსარგებლე ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე) წერილობით უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული უფლების განხორციელებაზე. 4. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის „ტ1“, „ფ“, „ფ1“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს უფლებამოსილი პირის გადაადგილების უზრუნველყოფა. 5. სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ფ“, „ფ1“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე, თუ დაინტერესებული პირის მიერ მითითებული ადგილი სცილდება გონივრულ ფარგლებს. 51. სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, თუ თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილამდე მანძილი სცილდება გონივრულ ფარგლებს. 6. პირი შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე იხდის 5 ლარს, მაგრამ სულ არა უმეტეს 500 ლარისა, ხოლო შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში – დამატებით 30 ლარს. 7. პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე (გარდა ამ შენიშვნის მე-15 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ამ მუხლის „ფ“, „ფ 1“ და „ქ 1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის შესაბამისი საფასური 10 ლარით მცირდება. 8. ამ მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი დადგენილი საფასურის გარდა იხდის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საფასურსაც. 9. დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის აღდგენისათვის, გარდა აღნიშნული მოწმობების გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი საფასურისა, დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის „ა 1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდაც. 9 1. ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური მოიცავს: ა) თუ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება – პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერად დაშვებას; ბ) თუ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება – პირის პრაქტიკულ გამოცდაზე ერთჯერად დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ბ1“, „ბ2“ და „ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა); გ) თუ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება − პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერად დაშვებას, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული რაოდენობითა და წესით პირის პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ბ1“, „ბ2“ და „ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა). 9 2. ამ მუხლის „ბ 1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური მოიცავს: ა) მართვის უფლების არმქონე, „სტუდენტის“ აღნიშვნის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელი სტუდენტის პირველად, მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერად დაშვებას, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული რაოდენობითა და წესით პირის პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ბ“, „ბ2“და „ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა); ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით „სტუდენტის“ აღნიშვნის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელი სტუდენტის მიერ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე დადებითი შეფასებების მიღების შემთხვევაში – მართვის მოწმობის გაცემას. 93. აკრძალულია ერთი კალენდარული დღის განმავლობაში ამ მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ერთზე მეტჯერ გაწევა. იმ მომსახურებების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც შეუძლია 94. 1 დაინტერესებულ პირს ამ მუხლის „ჩ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 10. ამ მუხლის „ე 9“ და „ე 10“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისას სარეგისტრაციო ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) საერთო წესით გაიცემა. თუ დაინტერესებულ პირს მის მიერ მოთხოვნილ ვადაში არ წარმოეშვა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ამ ვადის გასვლის მომდევნო კალენდარული დღიდან სააგენტოს ეხსნება რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის/შენახვის ვალდებულება, ამასთანავე, გადახდილი საფასური გადამხდელს არ უბრუნდება. 11. ამ მუხლის „უ 1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მფლობელს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ მიანიჭოს იგი მხოლოდ თავის საკუთრებაში არსებულ, დროებით დაურეგისტრირებელ სატრანსპორტო საშუალებებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადით. 12. იმ მონაცემთა ნუსხას, რომელთა ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემაც დასაშვებია ამ მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, აგრეთვე აღნიშნულ მონაცემთა გადაცემის პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 13. თუ ერთ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული ფიზიკურ პირზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო რაოდენობა აღემატება ხუთ ერთეულს, დაინტერესებული პირი ვალდებულია ამ მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურთან ერთად ხუთი ერთეულის ზევით ყოველი მომდევნო სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის დამატებით გადაიხადოს 5 ლარი. 131. თუ ერთ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული იურიდიულ პირზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო რაოდენობა აღემატება ხუთ ერთეულს, დაინტერესებული პირი ვალდებულია ამ მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურთან ერთად დამატებით გადაიხადოს 80 ლარი. 14. ამ მუხლის „წ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დამზადებული დოკუმენტის ასლი, რომლის დედანთან იდენტურობაც დამოწმებულია, რჩება საქმისწარმოების მასალებში და აქვს ოფიციალური ძალა, ხოლო დოკუმენტის დედანი უბრუნდება დაინტერესებულ პირს. 15. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებით განკარგვას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას სააგენტო სხვა მონაცემებთან ერთად დამატებით განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებას. 16. სააგენტო შიდა ტრანზიტს (გარდა გრძელვადიანი შიდა ტრანზიტისა) გასცემს დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა. 17. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, სააგენტოსთან შეთანხმებით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე სატრანზიტო სანომრე ნიშნის ან/და შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანზიტო სანომრე ნიშნისა და შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) წესს ერთობლივი ბრძანებით ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრები. 18. შემოსავლების სამსახურის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) შემთხვევაში შიდა ტრანზიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დრომდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა. 19. გარემოება, როდესაც უფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება ან სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება ხორციელდება დათვალიერების აქტის ან შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 20. სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 21. სააგენტოს მიერ ამ მუხლის „ო1“ და „ო2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 22. სააგენტოს მიერ ამ მუხლის „ო3 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული გასაცემი ინფორმაციის ნუსხასა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 23. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 23 1. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 24. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც გაიწევა სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ჩაითვლება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად. მუხლი 7. სააგენტოს მომსახურების ვადები სააგენტოს მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი ვადები: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (მათ შორის, შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) – 7 სამუშაო დღე; ა1) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); ბ) საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა – 7 სამუშაო დღე; ბ1) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; ბ2) გირავნობის მოწმობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; ბ 3) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 2 სამუშაო დღე; გ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაცია ან აღრიცხვიდან მოხსნა – 1 სამუშაო დღე (გარდა ამ მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა); გ1) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა – 2 სამუშაო დღე; დ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); ე) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა დადგენილი ნიმუშის იარაღის რეგისტრაციის, იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი მოწმობის გაცემით – 1 სამუშაო დღე; ე1) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა – ერთი სამუშაო დღე; ე 2) იარაღის ერთი ერთეული დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი დოკუმენტის გაცემით – 1 სამუშაო დღე; ე 3) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); ვ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 7 სამუშაო დღე; ზ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება – 5 სამუშაო დღე, ხოლო საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება – უფლებამოსილი პირის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 სამუშაო დღე; თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – ერთი სამუშაო დღე; ი) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; კ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; კ1) ამ კანონის მე-6 მუხლის „ო1“ −„ო3 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; კ2) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; ლ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – 45 წუთი; მ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 10 სამუშაო დღე; მ1) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; ნ) ამ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემის საერთო ვადა – 8 სამუშაო დღე; ო) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული, ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სახით მიწოდება ავტორიზებული მომხმარებელი კომერციული ბანკებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის და საფინანსო ინსტიტუტებისათვის – ერთი სამუშაო დღე; პ) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღე; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ინფორმაციის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა) აღრიცხვა – შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღე. შენიშვნა: 1. ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების არსებობისას სააგენტოს მიერ დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია ან აღრიცხვიდან მოხსნა განხორციელდება განცხადების მიღებიდან მე8 სამუშაო დღეს (აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე მოგირავნის წერილობითი თანხმობის წარდგენის შემთხვევაში). 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ უფლებრივი შეზღუდვის ან სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციის/აღრიცხვის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი 1. 2007 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების შემუშავება და დამტკიცება; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნა; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული აქტების შემუშავება და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ა) 2007 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს: ა.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული აქტების გამოცემა და სხვა ღონისძიებების განხორციელება; ა.ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესის განსაზღვრა; ბ) 2008 წლის 31 იანვრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდიეგერო სამსახურის რეორგანიზება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულად. 3. 2008 წლის 31 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის შესაბამისი ქონების გადაცემა. 4. ამ კანონის მიზნებისათვის: ა) ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ა“–„ე.კ“ და „ე.მ“– „ე.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს; ბ) ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე“–„ე5“ და „ე7“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ავტომობილის რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს); გ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს (გარდა მოტოციკლის სახელმწიფო სანომრე ნიშნისა) და „ზ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს; დ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს); ე) მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოტოციკლის სახელმწიფო სანომრე ნიშანს; ვ) მოტოციკლის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოტოციკლის რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს). 5. ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემის საფასური შეადგენს: ა) 35 ლარს, თუ ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილი საფასური ტოლია ან ნაკლებია იმ საფასურზე, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის; ბ) სხვაობას ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილ საფასურსა და იმ საფასურს შორის, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის, თუ ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილი საფასური მეტია იმ საფასურზე, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის. 6. მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემის საფასური შეადგენს 25 ლარს. 7. მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას მოტოციკლის ერთი ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემის საფასური შეადგენს 25 ლარს. 8. ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის შემადგენელი სერიის ან/და ნომრის კომბინაცია ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა იგი ამ კანონის მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შემადგენელი სერიისა და ნომრის კომბინაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს. 9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს, მისაბმელის, სასოფლოსამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერსა და მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2020 წლის 1 სექტემბრამდე. 10. ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლის/ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2014 წლის 1 სექტემბრამდე. 11. 2014 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-6 მუხლის „ე9“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით დაინტერესებული პირის მიერ მისთვის სასურველი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის შემთხვევაში ჯავშნით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება დაჯავშნის მოთხოვნის დღიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაჯავშნილი ნომერი შეიძლება გაიცეს არაუგვიანეს დაჯავშნის ვადისა და არაუადრეს 2014 წლის 1 სექტემბრისა.