„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-07-24
ბიუროს ნომერი 80
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდესშემდეგი რედაქციით:
„გ.ბ) ამ კანონის შესაბამისად მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებების, მმართველი
საბჭოს რეგლამენტისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება;“;
ბ) „გ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ ქვეპუნქტი:
„გ.დ) ამ კანონით დადგენილი წესით, მერისთვის თანხმობის მიცემა მერის პირველი მოადგილის,
მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების დანიშვნის თაობაზე;“.
2. 48-ე მუხლი ჩამოყალუბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48. მერი
1. მერი არის მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი და უმაღლესი აღმასრულებელი
ორგანო, რომელიც საერთო ხელმძღვანელობასა და კოორცინაციას უწევს მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოების სისტემას - მერიას.მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო
და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამის იმუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების
შესაბამისად.
2. მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.“.
3. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 50. მუნიციპალიტეტის მერია
1. მუნიციპალიტეტის მერია (მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭო,
მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულები) არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ-განმკარგულებელ
საქმიანობას.
2. მერიას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერი.
3. მერიის სტრუქტურა და მერიის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები
განისაზღვრება მერიის დებულებით. მერიის სტრუქტურული ერთეული მერიისა და მერიის შესაბამისი
სტრუქტურული
ერთეულის
დებულებით
განსაზღვრული
უფლებამოსილების
ფარგლებში
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მერის
დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები,
რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო
ნუსხით.“.
4.
52-ე და 53-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
5.
54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 54. მერის უფლებამოსილება
1. მერი:
ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის საქმიანობას;
ბ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს მის უფლებამოსილებას
მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) უძღვება მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს საქმიანობას და თავმჯდომარეობს მის სხდომებს;
ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტებს;
2
დ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტისა და მმართველი საბჭოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა
და შეთანხმებებს;
ე) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტის მმართველ საბჭოს, მოქმედებს მათი
სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს,
მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს
(მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების
დებულებებსა და მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს რეგლამენტს, აგრეთვე მერიის საშტატო ნუსხასა
და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს;
ზ) ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს
მერიის თანამდებობის პირებს; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეებს;
თ) უნაწილებს ფუნქციებს თავის მოადგილეებსა და მერიის საჯარო მოსამსახურეებს; დავალებებს
აძლევს მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის
შესახებ;
ი) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის
უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „მ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა
მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
კ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს
გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ლ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა
დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
მ) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით
წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოსა და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ,
აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს
რიგგარეშე ანგარიშს;
ნ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე
მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ო) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ
წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი,
უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
პ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ჟ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო
ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
რ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ
სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
ს) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მონიტორინგს უწევს ფიზიკური და
იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების
გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი
აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში - ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი
პირობების შესრულებაზე;
3
ტ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი
დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − კომისიებს, საბჭოებსა
და სამუშაო ჯგუფებს;
უ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ფ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების
განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა
უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
ქ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების
აღსრულებას;
ღ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტებს;
ყ) ახორციელებს ამ კანონითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით
გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის
წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.
3. მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის მიერ მის
საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.
4. მერი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.“.
6.
56-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 561-564 მუხლები:
„მუხლი 561. მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭო
1. მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭო არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც
საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტებით
განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
2. მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭო შედგება მერის, მისი პირველი მოადგილის და
მოადგილეების და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან, გარდა მერიის შიდა
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელისა.
3. მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს მერი ან მერის დავალებით მერის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.
4. მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული
შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს
სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.
5. მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი
განისაზღვრება ამ კანონით და მმართველი საბჭოს რეგლამენტით.
მუხლი 562. მმართველი საბჭოს უფლებამოსილებები
მმართველი საბჭო:
ა) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) დავალებებს აძლევს მმრათველი საბჭოს წევრებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული
საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ა.გ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველი საბჭოს რეგლამენტის
და მასში შესატანი ცვლილების პროექტებს;
ა.დ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი
დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის კომისიებს, საბჭოებსა და სხვა საკონსულტაციო
ორგანოებს;
4
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების
აღსრულებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს;
უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ადგენს
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
გ.ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით,
მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი
დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების
შესახებ;
გ.გ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი
გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების
პროექტებს;
გ.დ) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ე) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს
განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ.ვ) საჭიროების შემთხვევაში ამტკიცებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული
პროგრამების განხორციელების წესს;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის
იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად,
კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე
იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) ამტკიცებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების წესდებებს (დებულებებს); ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო სამართლის სამეწარმეო და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებს და აკონტროლებს მათ
საქმიანობას; იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ქონების საკუთრებაში
გადაცემის შესახებ;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან
უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების
შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების
საკითხი;
დ.ზ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და
სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის
(პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და
საინვესტიციო
ვალდებულებების
შესრულებასთან
დაკავშირებული
პირობებისა;
საკრებულოს
5
გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული
ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებისგან
განთავისუფლების წინადადებას;
დ.თ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის
ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.ი)
უზრუნველყოფს
მუნიციპალიტეტის
ქონების
მოვლა-პატრონობას,
მშენებლობას,
რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას,
საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცითტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს;
ე.დ) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის
სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.ე) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით,
მერიის დებულებით, მმართველო საბჭოს რეგლამენტითა და საკრებულოს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 563. მერიის თანამდებობის პირები
1. მერიის თანამდებობის პირები არიან:
ა) მერი;
ბ) მერის პირველი მოადგილე;
გ) მერის მოადგილე;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.
მუხლი 564. მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
1. მერის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრავს საკრებულო საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
2. მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს
მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს
მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.
7.
57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 57. მერის პირველი მოადგილე და მოადგილეები
1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები.
2. მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს საკრებულოს თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს
მერი. მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობებიდან განთავისუფლების საკითხს
წყვეტს მერი.
3. მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობებზე დანიშვნაზე თანხმობას
საკრებულო გამოხატავს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ
საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. საკრებულოს თანხმობის
მიუღებლობის შემთხვევაში მერი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში წარადგინოს იგივე ან ახალი
6
კანდიდატურა. თუ საკრებულო კვლავ არ გამოხატავს თანხმობას, მერი უფლებამოსილია არაუმეტეს 3 თვის
ვადით დანიშნოს მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების მოვალეობათა შემსრულებლები.
4. თუ საკრებულომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურით თანხმობა არ მისცა მერს
მისი პირველი მოადგილის/მოადგილის დანიშვნაზე, მერი ვალდებულია მომდევნო 3 თვის ვადაში
საკრებულოს წარუდგინოს მერის პირველი მოადგილის/მოადგილის ახალი კანდიდატურა. ასეთ
შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესი. საკრებულოს თანხმობის
მიუღებლობის შემთხვევაში მერის პირველი მოადგილის/მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად
დაუშვებელია იმ პირის დანიშვნა, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ერთხელ უკვე ასრულებდა
მერის პირველი მოადგილის/მოადგილის მოვალეობას.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურები გრძელდება მერის პირველი
მოადგილის და მოადგილეების დანიშვნამდე.
6. მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს აღმასრულებელი
ორგანოების უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს
საკრებულოს, მერისა და მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას; თავისი უფლებამოსილების
ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ასრულებს მერიის
დებულებითა და მმართველი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. მერის მოადგილეების თანამდებობრივი შეუთავსებლობის, მათი უფლებამოსილებების
შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.“.
8. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 60. მერიის სტრუქტურული ერთეულები
1. მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით, მერიის
დებულებით ან მასში შესაბამისი ცვლილებით, მმართველი საბჭოს უფლებამოსილებისთვის
მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვისა და მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის
მიზნით.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე
ნიშნავს მერი. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების
საკითხს წყვეტს მერი. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია და
უფლებამოსილებას იხსნის მერის წინაშე.
3.
მერიის
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელის
თანამდებობაზე
დანიშვნის,
თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები
განისაზღვრება ამ კანონის 76-ე, 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში
გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. მერიის სტრუქტურული
ერთეულის უფლებამოსილებანი და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილებანი და
სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფები განისაზღვრება შესაბამისად მერიის დებულებით და
სტრუქტურული ერთეულის დებულებით და შესაბამისი საშტატო ნუსხით.“.
9. 61-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: :
პირების
ინდივიდუალური
„3.
მუნიციპალიტეტის
ორგანოებისა
და
თანამდებობის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:
ა) მერის ბრძანება;
ბ) მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს განკარგულება;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება;
დ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;
ე) მერის პირველი მოადგილის ბრძანება, მერის მოადგილის ბრძანება;
ვ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება;
7
ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძანება.“;
ბ) 31 და 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. მერიის მოხელე ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბრძანება.
32. ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან,
გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების ან სხვა საკითხთან დაკავშირებული სასამართლო
დავისას მუნიციპალიტეტს სასამართლოში წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერი.“.
10. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 62. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების გასაჩივრება
1. მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ
კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ
კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით.
2. მერიის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის მერისა) და სხვა მოხელის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ −
სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
3. თუ მუნიციპალიტეტის მერის, მმართველი საბჭოს, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ
შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით
საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო მერიას - მერის მიერ განსაზღვრული
პირი.“.
11. 72-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თბილისის მერიის თანამდებობის პირები არიან: თბილისის მერი, თბილისის მერის პირველი
მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილე, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და
თბილისის რაიონის გამგებელი. თბილისის მერიაზე არ ვრცელდება ამ კანონის 563-ე მუხლის მე-2 პუნქტით
დადგენილი მერიის თანამდებობის პირების რაოდენობრივი შეზღუდვა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი
არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
8
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო-მერი
ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, რაც პრაქტიკაში წარმოშობს პასუხისმგებლობის
გადანაწილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის
მიზნით
მუნიციპალიტეტებში იქმნება მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭო, რომელიც არის კოლეგიური
აღმასრულებელი ორგანო.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია
მუნიციპალიტეტებში მმართველი საბჭოს არსებობა და მისთვის
აღმასრულებელი საქმიანობის სფეროში უფლებამოსილებათა ფართო სპექტრის მინიჭება, რაც ხელს
შეუწყობს პასუხისმგებლობის გადანაწილებას და გახდის გადაწყვეტილების მიღების პროცესს უფრო
გამჭვირვალეს, რაც მუნიციპალიტეტის ორგანოების ეფექტიანი მუშაობის და მოსახელობის ნდობის
ამაღლების აუცილებელი წინაპირობაა. ამათან, ვინაიდან მმართველი საბჭო არის კოლეგიური
აღმასრულებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა
აღსრულებას, აღნიშნულმა გამოიწვია მერიის ახლებურად განმარტების აუცილებლობა. პროექტის
თანახმად, მერია წარმოადგენს აღმასრულებელი ორგანოების სისტემას, ნაცვლად მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებისა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კოდექსს ემატება 561 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს
ფუნქციებს, შემადგენლობას და საქმიანობის წესს. მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს შემადგენლობაში
შევლენ მერი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები და მერიის სტრუქტურული ერთეულების
ხელმძღვანელები. ხოლო საბჭოს მთავარი მიზანი იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გადაწყვეტილებათა აღსრულება და გადაწყვეტილებების მიღებისას პასუხისმგებლობის გადანაწილება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მმართველი საბჭოს არსებობამ განაპირობა ცვლილება კოდექსის 48ე მუხლში, რომლითაც დამკვიდრდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის ცნება,
გამომდინარე იქიდან, რომ მერი აღარ იქნება ერთადერთი აღმასრულებელი ორგანო მინიციპალიტეტში.
ამასთან, პროექტის შესაბამისად, 50-ე მუხლი განმარტავს მუნიციპალიტეტის მერიის ცნებას და ადგენს, რომ
მუნიციპალიტეტის
მერია
(მუნიციპალიტეტის
მერი,
მუნიციპალიტეტის
მმართველი
საბჭო,
მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულები) არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ-განმკარგულებელ
საქმიანობას.
იმის გათვალსიწინებით, რომ მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭო აღიჭურვა იმ აღმასრულებელი
ფუნქციებით, რომლებსაც მერი ახორციელებდა ერთპიროვნულად, მიზანშეწონილი გახდა ცვლილების
განხორციელება კოდექსის 54-ე მუხლში და მერის უფლებამოსილებათა ხელახლა ჩამოყალიბება. შედეგად,
მერის უფლებამოსილებები ძირითადად მოიცავს მერიის საქმიანობის ხელმძღვანელობას და კოორდინაციას
და ამ სფეროში შესაბამის უფლებამოსილებათა განხორციელებას. გარდა ამისა, მერი, როგორც
აღმასრულებელი ორგანო და უმაღლესი თანამდებობის პირი, მმართველი საბჭოსგან დამოუკიდებლად
ახორციელებს ისეთ უფლებამოსილებებს, როგორიცაა საკრებულოსთვის საანგარიშო წლის ბიუჯეტის
9
შესრულების ანგარიშისა და მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და
პრივატიზაციის გეგმის დასამტკიცებლად წარდგენა; კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საკრებულოს თანხმობით, მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით
ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ გადაწყვეტილების
მიღება; კოდექსით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ
მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით
სარგებლობის წესების დაცვაზე, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით
განკარგვის შემთხვევაში - ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე
კონტროლი და ა.შ.
ამასთან, პროექტის თანახმად, კოდექსს ემატება 562 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მმართველი
საბჭოს უფლებამოსილებებს ორგანიზაციული საქმიანობის, საკრებულოსთან ურთიერთობის, საფინანსოსაბიუჯეტო, ქონების მართვისა და განკარგვის და აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მმართველი საბჭო მონაწილეობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში,
რომელთა მიმართაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მათი მიღების პროცესის
გამჭვირვალობის უზრუნველყოფა სწორედ პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით არის შესაძლებელი.
პროექტის თანახმად, მმართველი საბჭოს უფლებამოსილებად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტების შეიმუშავება; დამტკიცებული ბიუჯეტის
შესრულების უზრუნველყოფა; ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა
და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტების საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
კოდექსით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ გადაწყვეტილების მიღება; საკრებულოს თანხმობით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული
პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; უძრავი
ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან
უპირობოდ
გაცემის
საკითხის
გადაწყვეტა
საკრებულოს
თანხმობით;
მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილების ფარგლებში
შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა
პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადება, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა და
განხორციელება; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება და
საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა და ა.შ.
პროექტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება კოდექსის 57-ე მუხლში და დეტალურად გაიწერება
მერის პირველი მოადგილისა და მოადგილეების დანიშვნის წესი. პროექტის თანახმად მერის პირველ
მოადგილეს და მოადგილეებს საკრებულოს თანხმობით თანამდებობებზე დანიშნავს მერი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ცვლილება ხორციელდება კოდექსის მე-60 მუხლში და დადგინდება თუ
რა მიზნით იქმნება მერიის სტრუქტურული ერთეულები. ამასთან განისაზღვრება სტრუქტურული
ერთეულების ხელმძღვანელების დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი და მათი დანიშვნის წესი.
იმის გათვალსიწინებით, რომ მმართველი საბჭო, როგორც აღმასრულებელი ორგანო,
უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს,
პროექტის თანახმად, კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომელშიც მოცემულია მუნიციპალიტეტის
თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩამონათვალი,
ემატება მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს განკარგულება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
10
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების
წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან
დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი
და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
პარლამენტის წევრები გრიგოლ ლილუაშვილი და პაატა მხეიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები გრიგოლ ლილუაშვილი და პაატა მხეიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
11
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი ამოღება:
მუხლი 24. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის
განსაზღვრის სფეროში:
ა.ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების
დადგენა;
ა.ბ) მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და
ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობების წარდგენა;
ა.გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის,
დროშისა და სხვა სიმბოლოების) დადგენა;
ა.დ) მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების
დადგენა;
ა.ე) ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის,
პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის,
ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს,
პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება;
ბ) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება;
ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და
თანამდებობიდან გადაყენება;
ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
ბ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა, კომისიის თავმჯდომარის არჩევა და
თანამდებობიდან გადაყენება, კომისიის პერსონალური შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება და
მათში ცვლილების შეტანა;
ბ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა და გაუქმება, დროებითი
სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;
ბ.ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება;
ბ.ზ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა
და საერთო სასამართლოებში მუნიციპალიტეტის/საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების
მქონე პირის დანიშვნა;
ბ.თ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და
შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სათათბირო ორგანოების (საბჭო, კომიტეტი და
სხვა) შექმნა და მათი საქმიანობის წესის განსაზღვრა;
გ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის
სფეროში:
გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და ამ ორგანოების თანამდებობის პირების
საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
გ.ბ) ამ კანონის შესაბამისად გამგეობის/მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების
დებულებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება;
გ.გ) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის
გამოცხადება;
12
დ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების
შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება;
დ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და
მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;
დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის
წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი
გარიგების დადებაზე თანხმობის მიცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
გადასახდელების 5 პროცენტს;
დ.დ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში
მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა;
დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით გამგეობის/მერიის
თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების
სისტემის გათვალისწინებით;
ე) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
ე.ა) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და
განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების
განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;
ე.ბ) (ამოღებულია - 22.07.2015, №4087);
ე.გ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის
დადგენა, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის
განსაზღვრის წესების დადგენა;
მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის
წარდგინებით
მუნიციპალიტეტის
ქონების
ე.დ)
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება;
ე.ე) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ
გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე.ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა
და წყლის რესურსების მართვის წესის დადგენა.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე ამ კანონის მე-16 და
მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებასთან
დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის
მინიჭებული უფლებამოსილებები.
3. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარი ან
დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს,
აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო ან მუნიციპალიტეტის
საკრებულოს დავალებით − მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით ან საქართველოს
კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც მუნციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება,
არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი
გადაცემის შესაძლებლობას.
13
მუხლი 48. გამგებელი/მერი
1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის
პირი არის გამგებელი თვითმმართველ თემში და მერი თვითმმართველ ქალაქში. გამგებელი/მერი
წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების
განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. გამგებელი/მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის
წინაშე.
მუხლი 50. გამგეობა/მერია
გამგეობა/მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული
დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის/მერის უფლებამოსილების განხორციელებას.
გამგეობას/მერიას ხელმძღვანელობს გამგებელი/მერი. გამგეობა/მერია შედგება სტრუქტურული
ერთეულებისგან. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული
უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის/მერის
სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს
დავალებების შესრულებას. გამგეობის/მერიის
ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება გამგეობის/მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის
დებულებითა და საშტატო ნუსხით.
მუხლი 52. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები
1. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი/მერი;
ბ) გამგებლის/მერის პირველი მოადგილე;
გ) გამგებლის/მერის მოადგილე;
დ) გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (გამგებლის/მერის ჩათვლით) არ უნდა
აღემატებოდეს 13-ს.
მუხლი 53. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი
სარგოები
1. გამგებლის/მერის თანამდებობრივი სარგო დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
2. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების
ოდენობებს გამგებლის/მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო
მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისად
განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 54. გამგებლის/მერის უფლებამოსილება
1. გამგებელი/მერი:
ა) გამგეობის/მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის/მერიის სტრუქტურული
ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის/მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას,
აგრეთვე გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის თანამდებობის
პირებს;
14
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის
მოსამსახურეებს;
ა.ე)
უნაწილებს
ფუნქციებს
გამგეობის/მერიის
მოსამსახურეებს,
დავალებებს
აძლევს
გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) გამგეობის/მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს გამგეობის/მერიის თანამდებობის
პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და
„ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა,
რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;
ახდენს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების
დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
შემთხვევაში;
ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
[ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს
გადაწყვეტილებებს გამგეობის/მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]
ა.თ) ამტკიცებს გამგეობის/მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე
გამგეობის/მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით
დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა
არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ
წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი,
უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების
აღსრულებას;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და
ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით,
მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი
დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების
შესახებ;
გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი
გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების
პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს
განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
15
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის
იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად,
კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე
იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს
გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან
უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან
უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების
შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების
საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის
უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების
ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების
შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის
ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ)
უზრუნველყოფს
მუნიციპალიტეტის
ქონების
მოვლა-პატრონობას,
მშენებლობას,
რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო
ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის
უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების
დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში
ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების
შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ე.ბ)
წარმოადგენს
მუნიციპალიტეტს
და
მოქმედებს
მისი
სახელით
ოფიციალური
ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ
შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას,
საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცითტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს;
16
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი
დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო
ჯგუფებს;
ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების
განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა
უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.თ) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის
სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.ი) ახორციელებს ამ კანონით, გამგეობის/მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. გამგებელი/მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს
გამგებლის/მერის წარმომადგენელი. გამგებლის/მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება
გამგეობის/მერიის დებულებით.
3. გამგებლის/მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის
მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.
მუხლი 55. გამგებლის/მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
გამგებლის/მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 56. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები
1. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:
ა) სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება;
ბ) სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის
შეფარდება;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, თუ გასული არ არის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების
ვადა;
დ) შვებულება;
ე) დროებითი შრომისუუნარობა;
ვ) საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წარდგენა, თუ
კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ზ) უფლებამოსილების შეჩერების სხვა შემთხვევები (კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე).
2. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
ბ) უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნა;
გ) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში
გასაჩივრების ვადის გასვლა;
დ) გარდაცვალება;
ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან
მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
17
ზ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან
შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
[ზ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან
შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]
თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება;
ი) ამ კანონის XVIII თავით გათვალისწინებული შემთხვევები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება შესაბამისად პატიმრობის ან
ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების
ვადით, შვებულების ვადითა და დროებითი შრომისუუნარობის ვადით, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში − საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატად რეგისტრაციიდან შესაბამისი
არჩევნების შედეგების შეჯამებამდე ვადით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ფაქტების შესახებ ინფორმაციას, გარდა
მე-2 პუნქტის „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულო
ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. გამგებელს/მერს უფლებამოსილება
უჩერდება/უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. გამგებელი/მერი პირადი
განცხადებით უფლებამოსილებას იხსნის საკრებულოს წინაშე. ასეთ შემთხვევაში გამგებელს/მერს
უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან. თანამდებობრივი
შეუთავსებლობის საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად.
5. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევებში მის მოვალეობას
ასრულებს გამგებლის/მერის პირველი მოადგილე.
6. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის
ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი
განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:
ა) გამგებელს/მერს აღუდგება გამგებლის/მერის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის მისი
უფლებამოსილების ვადა, და მიეცემა განაცდური ხელფასი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) გამგებელს/მერს, თუ გასულია მისი უფლებამოსილების ვადა, დაკავების ან დაპატიმრების ვადა
ჩაეთვლება გამგებლად/მერად მუშაობის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი.
7. გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მუნიციპალიტეტის
საკრებულოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების
მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საქმეს განიხილავს და
გადაწყვეტილებას იღებს 2 დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის
ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს
და გადაწყვეტილებას იღებს 2 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ
გასაჩივრდება.
8. გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გამგებლის/მერის
რიგგარეშე არჩევნები ინიშნება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
დადგენილი წესით, გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუადრეს 9 და არაუგვიანეს 11
დღისა. გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება გამგებლის/მერის უფლებამოსილების
შეწყვეტიდან არაუგვიანეს 50 დღისა.
9. გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახლარჩეული
გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.
18
10. თუ გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტისას ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები არ
იმართება.
მუხლი 57. გამგებლის/მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)
1. გამგებელს/მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი.
2. თვითმმართველ ქალაქში მერიის დებულებით მერის პირველი მოადგილის თანამდებობის
ნაცვლად შეიძლება განისაზღვროს ვიცე-მერის თანამდებობა. ვიცე-მერის თანამდებობრივი სტატუსი
უთანაბრდება მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სტატუსს.
3. გამგებლის/მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების
შესაბამისად
ხელმძღვანელობს
(ხელმძღვანელობენ)
გამგეობის/მერიის
უფლებამოსილებისთვის
მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ)
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის/მერის დავალებების
შესრულებას, გამგეობის/მერიის დებულების შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში
გამოსცემს (გამოსცემენ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
4. გამგებლის/მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის (მოადგილეების) უფლებამოსილებები
განისაზღვრება გამგეობის/მერიის დებულებით.
მუხლი 60. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1.
გამგეობის/მერიის
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელია
ადგილობრივი
თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
გამგებელი/მერი.
[1. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე, რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]
2. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის
დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) გამგებელს/მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან
დაკავშირებით;
სტრუქტურული
ერთეულის
მოსამსახურეთა
წახალისების,
დისციპლინური
პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების
შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს,
ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
[ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;
გ) გამგებელს/მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან
დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების,
პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს,
ფორმებსა
და
მეთოდებს,
სტრუქტურული
ერთეულის
მოხელეთა
თანამდებობრივ
მოვალეობებს; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]
ე) გამგებელს/მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს,
წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
19
ვ) გამგებელს/მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული
სამუშაოს შესახებ;
ზ) გამგეობის/მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის/მერის წინაშე.
3. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას
ახორციელებს გამგებელი/მერი.
4.
გამგეობის/მერიის
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელის
თანამდებობრივი
შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ამ
კანონის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 61. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები
1. მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით
მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტებს.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია
საკრებულოს დადგენილება, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია
საკრებულოს განკარგულება.
3.
მუნიციპალიტეტის
თანამდებობის
პირების
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებია:
ა) გამგებლის/მერის ბრძანება;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;
დ) გამგებლის/მერის პირველი მოადგილის ბრძანება, გამგებლის/მერის მოადგილის ბრძანება;
ე) გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება;
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძანება.
31. გამგეობის/მერიის მოხელე ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი – ბრძანება.
32. ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან,
გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს
სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის
ერთი მესამედისა, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების ან სხვა საკითხთან დაკავშირებული სასამართლო
დავისას მუნიციპალიტეტს სასამართლოში წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.
6. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების,
გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება ამ კანონით,
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონით, მუნიციპალიტეტის ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 62. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება
1. მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ
კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტით
20
გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ
კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით.
2. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა/მერისა) და სხვა
მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება გამგებელთან/მერთან
და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, გამგეობის/მერიის თანამდებობის პირის ან
სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების
შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს
დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო აღმასრულებელ
ორგანოს/გამგეობას/მერიას − გამგებლის/მერის მიერ განსაზღვრული პირი.
მუხლი 72. თბილისის მერია
1. თბილისის მერია (თბილისის მერი, თბილისის მთავრობა, თბილისის მერიის სტრუქტურული
ერთეულები და თბილისის რაიონების გამგეობები) არის თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა,
რომელიც უზრუნველყოფს თბილისის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას.
2. თბილისის მერიის თანამდებობის პირები არიან: თბილისის მერი, თბილისის მერის პირველი
მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილე, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და
თბილისის რაიონის გამგებელი. თბილისის მერიაზე არ ვრცელდება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით
დადგენილი მერიის თანამდებობის პირების რაოდენობრივი შეზღუდვა.
3. თბილისის მერიის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თბილისის მერიის
დებულებით. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კონკრეტულ
უფლებამოსილების
აღსრულებისთვის
პასუხისმგებელ
თბილისის
აღმასრულებელ
ორგანოს,
უფლებამოსილებათა გამიჯვნა ხდება თბილისის მერიის დებულების შესაბამისად.