„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“
- „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-07-24
ბიუროს ნომერი 80
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) მე-40 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი:
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ნოტარიუსებზე კანონმდებლობით საააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამ
პრაქტიულად აჩვენა, რომ სისტემატიურად ირღვევა მოვალეების უფლებები. აღნიშნული
ნორმები არის ანტიკონსტიტუციური და ლახავს მოვალის კონსტიტუციურ უფლებას
თავისუფალი სასმართლოს შესახებ, ვინაიდან ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მე-40
მუხლის მოთხოვნების შესაბამისად სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრება არ აჩერებს
სააღსრულებო საქმის წამოებას.
კანონის მიხედვით, ნოტარიუსი არ ამოწმებს ვალდებულება შესრულდა თუ არა ისე გასცემს
სააღსრულებო ფურცელს. ხშირ შემთხვევაში, სააღსრლებო ფურცელი გაცემულია უკვე
შესრულებულ ვალლდებულებებზე, რაც ლახავს მოვალის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია აღმოფხვრას ის კანონმდებლობის ხარვეზები და გამოასწოროს
მდგომარეობა ზემოთ ჩამოვლილ პრობლემებთან დაკავშირებით. მხოლოდ ამ ფორმით
დადგენილი რეგულირებების შემთვევაშია შესაძლებელი კრედიტორსა და მოვალეს შორის
არსებული ურთიერთობების დაბალანსება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „ნოტარიატის შესახებ“
საქართველოს კანონის 40-ე მუხლის ამოღებას, კანონის პროექტის შესაბამისად, კანონიდან
ხდება იმ ნორმების ამოღება, რომლებიც სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე
აღსრულების რეგულაციებს ითვალისწინებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს რაიმე ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი ხელს შეუწყობს მოაწესრიგოს ფინანსური ურთიერთობები იმ პირთა შორის,
რომლებსაც ეხებათ ეს კანონპროექტი .
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
იურისტი: ბექა ფერაძე; არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ,,სახალხო ტრიბუნები“.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია: პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტები“.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მათი ამოღება
მუხლი 40. აღსრულება სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე
1. ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის)
წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი,
რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას.
კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ
უნდა შეიცავდეს:
ა) ნოტარიუსის ვინაობას, რომელსაც ის მიმართავს განცხადებით;
ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობას/სახელწოდებებს;
გ) მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის
შესახებ;
დ) მითითებას იმის შესახებ, რომ შეუსრულებელი მოთხოვნა, რომლის აღსასრულებლადაც
უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მიერ რაიმე
საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე
შეასრულა;
ე) განმცხადებლის ხელმოწერას.
2. ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო
ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების
გამოთხოვის გარეშე.
3. სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე ამ პუნქტით განსაზღვრული თანამიმდევრობით
უფლებამოსილია:
ა) ნოტარიუსი, რომელმაც სანოტარო წესით დაადასტურა გარიგება, ან ამ ნოტარიუსის
შემცვლელი პირი;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნოტარიუსის უფლებამოსილების
შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში − სხვა მოქმედი ნოტარიუსი. (16.03.2012 N 5851 ამოქმედდეს 2012
წლის 1 ივლისიდან.)
4. აღსრულება დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის დედნის საფუძველზე.
სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის დამოწმებულ ასლს
(დუბლიკატს) გასცემს ნოტარიუსი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული
თანამიმდევრობით, ხოლო დუბლიკატის ამ წესით გაცემის შეუძლებლობისას – საქართველოს
ნოტარიუსთა პალატა.
5. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება
ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება,
რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას.
6. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი დგინდება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების
წესის შესახებ ინსტრუქციით“.