„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2017
ავტორი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/99/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 104 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-07-24
ბიუროს ნომერი 80

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს ცვლილება და 981 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 981. პასუხისმგებლობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის 1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების და რეალიზაციისა წესების დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში – გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 3. არარეგისტრირებული, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდისა და აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსება – გამოიწვევს 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო 200 000 ლარი და მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 4. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევაგამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალურ მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 6. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობა გამოიწვევს – ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 7. არარეგისტრირებული, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდისა და აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებულის ამოღებასთან დაკავშირებით სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს - 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო 200 000 ლარი და მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინში - ,,ბაზარზე განთავსება“ იგულისხმება - პირის მიერ არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდისა და აგროქიმიკატის განთავსება რეალიზაციის მიზნით, მათ შორის გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შესახებ წინადადების შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აგრეთვე, რეალიზაცია, დისტრიბუცია, მიწოდება და მიწოდების სხვა ფორმები. ამ მუხლის მიზნებისათვის ბაზარზე განთავსებად არ ჩაითვლება მყიდველის მიერ, არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის და აგროქიმიკატის დაბრუნება იმ პირისათვის, ვისგანაც შეიძინა აღნიშნული პროდუქტი.” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ფიტოსანიტარიის სფეროს - აგროქიმიკატებისა და პესტიციდების მიმოქცევის გარკვეული საკითხების დაზუსტების და დარეგულირების აუცილებლობით და აგრეთვე, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, აგროქიმიკატებისა და პესტიციდების მიმოქცევის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხების დახვეწა და დაზუსტება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ 1 სამართალდარღვევათა კოდექსის 98 -ე მუხლში, რომლის მოქმედ რედაქციაში არ არის დაკონკრეტებული აგროქიმიკატების, პესტიციდების რეალიზაციის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა კერძოდ, ნორმის დისპოზიციაში არ არის განსაზღვრული კონკრეტულად პექტიციდის, აგროქიმიკატის რეალიზაციის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა, რითაც არსებობს საფრთხე იმისა, რომ აგროქიმიკატის, პესტიციდის რეალიზაციის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი რეგულირების მიღმა დარჩეს. კანონპროექტის თანახმად, სამართალდამრღვევი სუბიექტების სტატუსის მიხედვით განისაზღვრა პასუხისმგებლობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესის დარღვევისათვის, აგრეთვე, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებით სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობისათვის, რითაც ფიზიკური პირის მიერ (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) სამართალდარღვევის ჩადენისათვის განისაზღვრა უფრო მსუბუქი სახდელი, ამ მუხლით გათვალისწინებულ სხვა სამართალდამრღვევ სუბიექტებთან მიმართებით. კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრა პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, რაც ითვალისწინებს უფრო მძიმე სანქციას. კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრა პასუხისმგებლობა არარეგისტრირებული, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდის და აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსებისათვის, აგრეთვე ბაზარზე განთავსებასთან დაკავშურებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობისათვის. ამ სახის სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა პირის წლიური ბრუნვის პროპორციულად, კერძოდ - არარეგისტრირებული, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდის და აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსებისათვის 200 000 წლიური ბრუნვის მქონე პირი დაჯარიმდება 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო 200 000 და მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირი დაჯარიმდება - 4000 ლარის ოდენობით, არარეგისტრირებული, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდის და აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობისათვის 200 000 წლიური ბრუნვის მქონე პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო 200 000 და მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირი დაჯარიმდება - 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილების დროს გათვალისწინებულია, სანქციების განსაზღვრის პრინციპი ა სევე , დაცულია ის პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის უფრო მაღალი სანქციის დაწესებას. შენიშვნის სახით ჩამოყალიბდა ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინის ,,ბაზარზე განთავსება“ ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის N 1107 / 2009 რეგულაციასთან და შიდა მოქმედ ნორმატიულ აქტებთან, რომელიც გულისხმობს - პირის მიერ არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდისა და აგროქიმიკატის განთავსება რეალიზაციის მიზნით, მათ შორის გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შესახებ წინადადების შეთავაზებას, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აგრეთვე, რეალიზაციას, დისტრიბუციას, მიწოდებას და მიწოდების სხვა ფორმებს. ამ მუხლის მიზნებისათვის ბაზარზე განთავსებად არ ჩაითვლება მყიდველის მიერ, არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის და აგროქიმიკატის დაბრუნება იმ პირისათვის, ვისგანაც შეიძინა აღნიშნული პროდუქტი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გარკვეულ გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან, ზოგიერთ შემთხვევაში იზრდება პასუხისმგებლობის ზომები, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი გათვალისწინებულია ახალი სანქციები, შესაბამისად შესაძლებელია გაიზარდოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, თუმცა ამ ეტაპზე იმის განსაზღვრა თუ რა რაოდენობით მოახდენს პროექტის მიღება გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევისათვის გამოყენებულ იქნება ადმინისტრაციული სახდელი. ვინაიდან, კანონპროექტის თანახმად, წესდება ახალი საჯარიმო სანქციები და იზრდება მოქმედი სანქციის ოდენობები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადებს და მოსაკრებლებს. კანონპროექტი ითვალისწინებს სამართალდარღვევისთვის პროექტით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომებს და ადგენს გადასახდელის ოდენობებს, ანალოგიური რომლის განსაზღვრისას გათვალისწინებულია, სხვა სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული პრინციპი. ა სევე , დაცულია ის პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის უფრო მაღალი სანქციის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, კანონპროექტის შემუშავებაში: კანონპროექტის ექსპერტები. არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს შემუშავებაში არ მონაწილეობდნენ საერთაშორისო დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 981 . პასუხისმგებლობა პესტიციდებ ისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის 1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, შეფუთვისა და მარკირების წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.