საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის ივნისში გაწეული მუშაობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-07-24
ბიუროს ნომერი 80
📜 ტექსტი
წერილი
N 11418
05/07/2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
2017 წლის ივნისში გაწეული მუშაობის ანგარიშს.
დანართი: 5 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი კახიანი
თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ 2017 წლის ივნისში გაწეული მუშაობის
ანგარიში
საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი თავის
საქმიანობას
წარმართავდა
საქართველოს
კონსტიტუციის,
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კომიტეტის
დებულების
შესაბამისად.
კომიტეტში
მუშაობა
მიმდინარეობდა
კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე
სხვა საქმიანობის მიმართულებით.
2017 წლის ივნისში მოწვეული იქნა კომიტეტის 7 სხდომა. საქართველოს
კანონის 1 პროექტზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ასევე 1
პროექტზე კომიტეტი მუშაობდა როგორც
წამყვანი, 1
კანონპროექტზე კი -
სავალდებულო დასკვნის წარდგენის მიზნით. კომიტეტმა ორი პროექტი განიხილა
სამივე მოსმენით. 1 კანონპროექტზე წარადგინა სავალდებულო დასკვნა, 1
კანონპროექტზე
მიმდინარეობდა
მუშაობა
საკანონმდებლო
ინიციატივის
,,საქართველოს
პარლამენტის
განხორციელების მიზნით.
კომიტეტმა, როგორც წამყვანმა, განიხილა:
საქართველოს
რეგლამენტის
პროექტი
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.“ ეს პროექტი წარმოდგენილი იყო
საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის და
ვანო ზარდიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით. წარმოდგენილი
ცვლილება განპირობებული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრის შერჩევის კრიტერიუმის, კერძოდ სპეციალობით მუშაობის მინიმალური
გამოცდილების დამდგენი ნორმის და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის
პროექტის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნულ პროექტი კომიტეტმა
საანგარიშო პერიოდში განიხილა სამი მოსმენით და წარადგინა შესაბამისი
დასკვნები. პროექტი მიღებულია სამივე მოსმენით პარლამენტის მიერ.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე. ეს კანონპროექტი წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობის
საკანონმდებლო ინიციატივით.
1
როგორც ცნობილია, 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა საქართველოს
კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ,“ რომლის ამოქმედების თავდაპირველ ვადად
განისაზღვრა
2017
წლის
1
იანვარი,
ხოლო
2016
წლის
დეკემბერში
განხორციელებული ცვლილებით კანონის ამოქმედება გადავადდა 2017 წლის 1
ივლისისათვის, იმისათვის, რომ დასრულებულიყო კანონის ამოქმედებისათვის
აუცილებელ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე მუშაობა,
ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული პროგრამის გამართვა
და მასში საჯარო სამსახურის მონაცემების ასახვა, ასევე მომზადებულიყო კანონში
განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი, რომელიც კანონის ამოქმედებამდე
გაასწორებდა ტექნიკურ და შინაარსობრივ ხარვეზებს და ხელს შეუწყობდა
მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების
ეფექტურ განხორციელებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ზემოაღნიშნული
კანონპროექტის წარმოდგენა. წარმოდგენილი პროექტით ასევე განისაზღვრებოდა
გარდამავალი პერიოდი, კანონის 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31
დეკემბრამდე,
რომლის
განმავლობაშიც
კანონის
მუხლები
ნაწილობრივ
გავრცელდებოდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე და დგინდებოდა
მხოლოდ ღია კონკურსების ჩატარების ვალდებულება, ხოლო სხვა საჯარო
დაწესებულებებს ენიჭებოდათ უფლებამოსილება 2017 წლის 31 დეკემბრამდე ყველა
რანგის ვაკანტურ პოზიციებზე გამოეცხადებინათ ღია კონკურსი. ასევე, გარდამავალ
პერიოდში კონკურსში მონაწილე პირები თავისუფლდებოდნენ სერტიფიკატის
წარდგენის ვალდებულებისაგან. გარდა ზემოაღნიშნულისა, ცვლილების პროექტის
მე-2
მუხლით
გათვალისწინებული
იყო
გარდამავალ
პერიოდში
საჯარო
დაწესებულებებში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების წესი.
კომიტეტი საანგარიშო პერიოდში აქტიურად მუშაობდა წარმოდგენილ
ცვლილებაზე,
კომიტეტის
სხდომებზე
წარმოადგინა
არგუმენტირებული
შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა ინიციატორის
მიერ. კომიტეტმა კანონპროექტი განიხილა სამი მოსმენით და წარადგინა შესაბამისი
დასკვნები. კანონპროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
კომიტეტმა სავალდებულო დასკვნის წარდგენის მიზნით განიხილა
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე
კანონპროექტი,
რომელიც
საქართველოს
პარლამენტის წევრის რევაზ არველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
იყო წარმოდგენილი. ამ კანონპროექტით კანონს ემატებოდა 131 მუხლი, რომლითაც
განისაზღვრებოდა
ეროვნული
მარეგულირებელი
ორგანოების
აპარატში
დასაქმებულ პირებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
2
ცალკეული ნორმების გავრცელებისა და მათთვის სპეციალური რეგულაციების
დადგენის საკითხი.
კომიტეტმა
იმუშავა
აღნიშნულ
ინიციატივაზე,
კომიტეტის
სხდომაზე
წარმოდგენილი იქნა არგუმენტირებული შენიშვნები კანონპროექტის 131 მუხლის
ზოგიერთ
პუნქტებთან
დაკავშირებით.
გამოთქმული
შენიშვნებისა
და
წინადადებების გათვალისწინებით კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნა კომიტეტის
მიერ და კომიტეტის შესაბამისი დასკვნა გაეგზავნა დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს.
კომიტეტში მიმდინარეობდა და გრძელდება ინტენსიური მუშაობა
,,ეთიკის კოდექსზე“. დაგეგმილია კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარდგენა.
მიმდინარე წლის მაისში კომიტეტი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე
მუშაობდა სხვადასხვა საკითხებზე:
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების
თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა მოქალაქე
ლევან ალაფიშვილის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ (07-3/52, 01.05.2017) საქართველოს
კონსტიტუციურ
კანონის
პროექტებზე
ლობისტად
რეგისტრაციის
შესახებ
განცხადება და თანდართული მასალები.
შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი
დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილ
მიზანშეწონილად
მოთხოვნებს.
მიიჩნია
აღნიშნულიდან გამომდინარე,
მოქალაქე
ლევან
კომიტეტმა
ალაფიშვილის
ლობისტად
რეგისტრაცია და სათანადო დასკვნა გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის
ბიუროს.
საქართველოს
გადაწყვეტილების
პარლამენტის
შესაბამისად
ბიუროს
კომიტეტმა
2017
წლის
23
ივნისის
შეისწავლა
დავით
ოთიაშვილის
,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში“,
,,ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკუსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების
შესახებ“ და ,,ნარკოტიკული დანაშაულების წინაარმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონებში ცვლილების განხორციელების მიზნით ლობისტად
რეგისტრაციის შესახებ განცხადება და თანდართული მასალები.
3
შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი
დოკუმენტაცია
არ
აკმაყოფილებდა
საქართველოს კანონით
გადაწყვეტილებით
,,ლობისტური
საქმიანობის
შესახებ“
გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამიტომ კომიტეტის
დავით
ოთიაშვილს
უარი
უნდა
ეთქვას
ლობისტად
რეგისტრაციაზე. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა გაეგზავნა პარლამენტის ბიუროს.
კომიტეტმა შეისწავლა
არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით
საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს სარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის
(ი.პავლიაშვილი, მ.კუპრავა-შარვაშიძე, თ.აბრამიშვილი, ე.რუსეცკაია, ც.ბაკურაძე)
მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი.
შესწავლის შედეგად დადგინდა,
რომ სულ წარმოდგენილი იყო 37872
ამომრჩევლის ხელმოწერა (2528 ფურცელი), გაირკვა, რომ რიგ შემთხვევებში
დარღვეული იყო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის მე-6
პუნქტის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ბათილი ხელმოწერების რაოდენობამ
შეადგინა 2565 ხელმოწერა. შესაბამისად, ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობამ
შეადგინა 35 307 ხელმოწერა, რაც აღემატებოდა 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერას
და იძლეოდა საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით
მინიჭებული საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას.
კომიტეტის შესაბამისი დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი
სწავლობდა
კომიტეტებში, დროებით
კომისიებსა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო კომისიებში ფრაქციათა ზღვრული
წარმომადგენლობის კვოტების დაცვის მდგომარეობას.
კომიტეტმა
მიზნით
პარლამენტის
ვებ გვერდზე ინფორმაციის
განთავსების
განიხილა პარლამენტის მანდატურის სამსახურისა და პარლამენტის
კომიტეტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციები პარლამენტის წევრთა მიერ 2017
წლის მაისში კომიტეტების სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ და
შესაბამისი ინფორმაცია გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის ინფორმაციული
ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
კომიტეტი საანგარიშო პერიოდში სწავლობდა
ქონებრივი
დეკლარაციებსა
და
პარლამენტის
პარლამენტის წევრების
წევრების
თანამდებობრივი
შეუთავსებლობის საკითხებს.
4
კომიტეტი აგრძელებდა ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით,
პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით
განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად
თანამშრომლობდა
სტრუქტურებთან.
პარლამენტის
კომიტეტებთან
და
პარლამენტის
კომიტეტებს ეგზავნებოდათ შეხსენებები შესასრულებელი
დავალებების შესახებ. ხდებოდა მიღებული ინფორმაციების ანალიზი და აღრიცხვა.
ვებ გვერდზე მიმდინარე წლის ივნისში განთავსდა მიღებულ გადაწყვეტილებათა
შესრულების კონტროლის ამსახველი განახლებული ინფორმაციები, რომელიც
ითვალისწინებდა როგორც შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების
შესახებ ინფორმაციას.
გარდა ამისა, გრძელდებოდა კონტროლი და ინფორმაციების დაზუსტება წინა
პერიოდში ვადაგასული, ჯერ არ შესრულებული დავალებების შესრულების
მდგომარეობის შესახებ.
მიმდინარე წლის ივნისში კომიტეტში მომზადდა და გაიგზავნა ინფორმაციები:
1.
2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში საქართველოს
კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების
მდგომარეობის შესახებ;
2.
2017 წლის 5 მარტიდან 2017 წლის 5 ივნისამდე საქართველოს პარლამენტის
ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების
შესრულების თაობაზე.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი მუშაობდა ასევე კომიტეტის დებულებით
განსაზღვრულ სხვა საკითხებზე.
5