„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.07.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე
ნომერი
#07-3/83/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-07-24
ბიუროს ნომერი 80

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება: 1. მე-6 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჯ“ პუნქტი: „ჯ) ფორს-მაჟორს წარმოადგენს ვითარება, რომლის დროსაც საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, საბოტაჟის, გაფიცვის, საწარმოო არეულობის, სამოქალაქო მღელვარების, ბლოკადის, აჯანყების, სტიქიური უბედურების, ეკოლოგიური კატასტროფის, ეპიდემიის, ეპიზოტიის საშიშროების ან სხვა ფორს-მაჟორული გარემოებების გამო საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, საზოგადოებრივ სიკეთეს, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.“ 2. 28-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები. ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 1%-ს. 3. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსიის მე-8, მე-9 და მე-10 ნაწილები: „8. საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია პარლამენტთან შეუთანხმებლად განკარგოს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებში გადატანილი თავისუფალი სახსრები, თავდაპირველი წლიური საბიუჯეტო კანონის მიხედვით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდების მოცულობის არაუმეტეს 10%-სა. 9. თუ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებიდან ხარჯვის საჭიროება გადააჭარბებს დადგენილ 10%-ან ზღვარს, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი. 10. ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-8 და 9 ნაწილების მოქმედება არ გავრცელდება მხარჯავი დაწესებულებების მიერ ფორს-მაჟორით გამოწვეული შემთხვევების შედეგის აღმოსაფხვრელად მოთხოვნილ თანხებზე.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროქექტზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების უკონტროლო ხარჯვა, რომელიც წლიდან წლამდე მასშტაბური ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდის დამტკიცებული ასიგნებების მოცულობა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით 50 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა, თუმცა ფისკალური წლის ბოლოს მთავრობის სარეზერვო ფონდის დაზუსტებულმა ოდენობამ 178,1 მლნ ლარი შეადგინა და მნიშვნელოვნად, 256%-ით გადააჭარბა (128,1 მილიონი ლარით) ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმიურ მაჩვენებელს. 2015 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები 85 მლნ. ლარით იქნა განსაზღვრული, თუმცა წლის ბოლოს მისი მოცულობა 170,1 მლნ ლარით განისაზღვრა. 2014 წლის მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობაც თავდაპირველი კანონით 50 მლნ. ლარის დონეზე განისაზღვრა, თუმცა ფისკალური წლის ბოლოს ფონდიდან ფაქტობრივად გახარჯული თანხის ოდენობამ 65%-ით გადააჭარბა დადგენილ გეგმას. დამატებით ყურადღებას საჭიროებს მთავრობის სარეზერვო ფონდისათვის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფისკალური წლის განმავლობაში მასშტაბური ზრდის ტენდენცია, იმ გარემოების გათვალისწინებით, როდესაც სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ათვისებაზე არ ვრცელდება არც საბიუჯეტო კოდექსით დაწესებული პროგრამებს/ქვეპროგრამებს შორის ასიგნებების გადანაწილებასთან დაკავშირებული ლიმიტები და არც შესყიდვების შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამასთანავე არსებული პრაქტიკით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს სარეზერვო ფონდის სახსრების მიმართვას ისეთი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებენ და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობისა და ხარჯვის პროგნოზირებადობის გაზრდის აუცილებლობა. ასევე მხარჯავი დაწესებულებებისათვის საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გათანაბრების დეკლარირებულ პოლიტიკის განმტკიცება. ფინანსური რესურსების ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითად გათვალისწინებული საქართველოს სარეზერვო ფონდების არსს წარმოადგენს პრეზიდენტისა მოცულობის ზღვრული და სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს მთავრობის ოდენობის შემცირება. კერძოდ, ინიციატივის თანახმად ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტით წლიური გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 1%-ს. ინიციატივის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია პრეზიდენტისა პარლამენტთან და მთავრობის შეუთანხმებლად ფონდებში განკარგოს გადატანილი საქართველოს თავისუფალი სახსრები, თავდაპირველი წლიური საბიუჯეტო კანონის მიხედვით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდების მოცულობის არაუმეტეს 10%-სა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებიდან ხარჯვის საჭიროება გადააჭარბებს დადგენილ 10%-ან ზღვარს, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი. ასევე კოდექსში შემოდის ახალი ტერმინი-ფორს-მაჟორული ვითარება, რომელზეც არ გავრცელდება ინიციატივით განსაზღვრული ახალი შეზღუდვები და აღნიშნული უზრუნველყოფს ფონდებიდან თანხის შეუფერხებელ ხარჯვას. ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კომპოზიციაზე. კერძოდ, მოხდება საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებიდან გასაცემი თანხის მოცულობის ზედა ჭერის შემცირება. მაგალითისათვის, 2017 წლის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 11,4 მილიარდ ლარს. მათ შორის საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე გამოყოფილია 2,2 მილიარდი ლარი, საიდანაც 5 მლნ. ლარი მიმართულია საქართველოს პრეზიდენტის, ხოლო 40 მლნ. ლარი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდში. მოქმედი საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული მაქსიმალური, 2%-იანი ზღვარის მიხედვით, 2017 წლისათვის საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებიდან შესაძლო მაქსიმალურმა ხარჯვამ შეიძლება მიაღწიოს დახლოებით 228 მლნ. ლარს. ინიციატივის პრეზიდენტისა მიხედვით, და 2%-იანი მთავრობის ზღვარის ფონდების 1%-მდე დაწევით, მაქსიმალური საქართველოს საერთო მოცულობა შემცირდებოდა 114 მლნ. ლარამდე, შესაბამისად, აღნიშნული ოდენობიდან წლის განმავლობაში ფონდებში მიმართულმა/გადატანილმა თავისუფალმა სახსრებმა შესაძლოა შეადგინოს მაქსიმუმ 69 მილიონი ლარი (114 მლნ-45მლნ), საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ 4,5 მლნ ლარის თავისუფალი ხარჯვა (10%-ნი ზღვარის დადგენის შემთხვევაში). ფონდებში დანარჩენილი 64,5 მლნ. ლარის გახარჯვის საჭიროების შემთხვევაში, თანხების გამოყოფა მოხდებოდა წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის გზით (გარდა ფორს-მაჟორით გამოწვეული შემთხვევების შედეგის აღმოსაფხვრელად მოთხოვნილი თანხებისა). ქვეყნის 2017-2020 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 12,4 მლრდ. ლარს. კანონის პროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდების მაქსიმალურმა ჯამურმა ოდენობამ შესაძლოა მიაღწიოს 124 მილიონ ლარს, ნაცვლად 248 მილიონი ლარისა. თუ წინა წლების მსგავსად, 2018 სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდების დამტკიცებული მოცულობა ჯამურად შეადგენს დაახლოებით 50 მილიონ ლარს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება ექნებათ პარლამენტთან შეუთანხმებლად ფონდებში მიმართული თავისუფალი სახსრებიდან დახარჯონ დამატებით 5 მლნ. ლარი (50 მლნ-ს 10%), ხოლო დარჩენილი 69 მილიონი ლარის ხარჯვა (124 მლნ-50 მლნ-5 მლნ) მოახდინონ წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის გზით (გარდა ფორს-მაჟორით გამოწვეული შემთხვევების შედეგის აღმოსაფხვრელად მოთხოვნილი თანხებისა). აღნიშნილული კი ხარჯვის მიზნობრიობის გაზრდასა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან ბიუჯეტის სწორ დაგეგმვას შეუწყობს ხელს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. მოსაკრებლის ან სხვა სახის გ ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო , არასახეწლმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ,ბ) კანონპროექტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არის ე ) კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან გოცირიძე ვ ) კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან გოცირიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომლებშიც ცვლილებები შედის მუხლი 6. კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლება – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები; ბ) ადგილობრივი ხელისუფლება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ბ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ამ კოდექსის მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე იურიდიული პირი, რომელიც: ბ1.ა) შექმნილია/დაფუძნებულია შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ1.ბ) შექმნილია/დაფუძნებულია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი; ბ1.გ) შექმნილია/დაფუძნებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს ნორმატიული აქტით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული წესით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი; ბ2) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც: ბ2.ა) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ; ბ2.ბ) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ; ბ2.გ) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ხელისუფლების ორგანოს მიერ ან/და ექვემდებარება მის ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის კონტროლს; გ) ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ; გ 1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი – ამ მუხლის „ბ 1“/„ბ 2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ყველა წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი – საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; დ 1) სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი – ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების ერთიანი რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; ე) სახელმწიფო ბიუჯეტი – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა; ე 1) ცენტრალური ბიუჯეტი – სახელმწიფო ბიუჯეტის და ამ მუხლის „ბ 1.ა“ და „ბ 2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ცენტრალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი – აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და შესაბამისად მის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; ვ 1) ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტის და მის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; ზ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა; ზ 1) ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის და ამ მუხლის „ბ 1.ბ“ და „ბ 2.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; თ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა; თ 1) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის და ამ მუხლის „ბ 1.გ“ და „ბ 2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; ი) დამტკიცებული ბიუჯეტი – შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი; კ) დაზუსტებული ბიუჯეტი – ამ კოდექსის 31-ე, 69-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე კორექტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი; კ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამტკიცებული ბიუჯეტი – ამ მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაზუსტებული ბიუჯეტი – ამ კოდექსის 31-ე, 69-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე კორექტირებული, ამ მუხლის „კ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი; ლ) ასიგნება – საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში გადახდის განხორციელების უფლებამოსილება; მ) ბიუჯეტის განწერა – ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ყოველთვიურად ან/და ყოველკვარტალურად განაწილება საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციისა) მიხედვით; ნ) ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებები – შეესაბამება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოცემულ განმარტებებს; ო) გათანაბრებითი ტრანსფერი – საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კოდექსით დადგენილი ფორმულის შესაბამისად გამოყოფილი თანხები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეული; პ) მიზნობრივი ტრანსფერი–დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები; ჟ) სპეციალური ტრანსფერი – სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება; ჟ1) კაპიტალური ტრანსფერი – კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან; რ) მხარჯავი დაწესებულება – სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტებისათვის – პროგრამული კლასიფიკაციის პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის – თვითმმართველი ერთეული; ს) საბიუჯეტო ორგანიზაცია – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია; ტ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური; უ) საფინანსო ორგანო – ადგილობრივი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის და ბიუჯეტის შესრულების მართვისა და კოორდინირებისთვის; ფ) საბიუჯეტო წელი – კალენდარული წელი; ქ) წლიური ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესაბამისი საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ბიუჯეტი; ღ) ნაშთი – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრები; ყ) თავისუფალი ნაშთი – ნაშთის ის ნაწილი, რომელიც არ არის გათვალისწინებული რაიმე მიზნებისათვის; შ) ნაშთის ცვლილება – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრების გამოყენება ან დაგროვება; ჩ) ფულადი სახსრები – სახელმწიფო ხაზინის, ავტონომიური რესპუბლიკების, თვითმმართველი ერთეულების, ამ მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფულადი სახსრები და დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში, რომლებიც განთავსებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე, სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებსა და კომერციულ ბანკებში არსებულ ანგარიშებზე; ც) ფულადი სახსრების მოძრაობა – ამ მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი სახსრების იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშებზე მიღება და ანგარიშებიდან გასვლა; ძ) გადახდაზე ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში განსახორციელებელ გადახდებზე სახელმწიფო ხაზინაში დადგენილი წესით ვალდებულების რეგისტრაცია; წ) ფინანსური ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მომავალში ბიუჯეტიდან თანხის გაცემაზე ვალდებულების აღება; წ1) პრიორიტეტი − საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებების ძირითადი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები/ საბიუჯეტო ორგანიზაციები ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს. პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია ასევე გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებები; ჭ) პროგრამა − ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც დაჯგუფებულია მსგავსი შინაარსის მიხედვით, ხორციელდება ერთი საბოლოო შედეგის მისაღწევად და რომელთა განხორციელებისთვის პასუხისმგებელია ერთი მხარჯავი დაწესებულება; ხ) ქვეპროგრამა − მხარჯავი დაწესებულების პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 30 ივლის ის კანონი №2588 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. მუხლი 28. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდები 1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები. ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს. 2. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის მიხედვით. 3. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 4. თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერმინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე. საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189 მუხლი 31. ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში 1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანით. 2. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით . 3. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების 5%-ს. 4. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შესაძლებელია გადანაწილდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე, თუ გადანაწილებული თანხები არ გადააჭარბებს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების 2%-ს. აღნიშნული გადანაწილების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. 5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის / ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 6. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ასიგნებების გადანაწილებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 6 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ა“ და „ბ 2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (არასაბიუჯეტო სახსრების) ნაწილში. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში). 7. თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანა იწვევს დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, საბიუჯეტო ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განახორციელოს შესაბამის პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4210 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.