საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირაკლი სესიაშვილი, სოფიო ქაცარავა, ირაკლი ბერაია, ბექა ოდიშარია, სერგი კაპანაძე, ცოტნე ზურაბიანი) 2017 წლის 3-5 ივლისს ქ. კიევში (უკრაინა) ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.07.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#11760/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-07-24
ბიუროს ნომერი 80

📜 ტექსტი

წერილი
N 11760 12/07/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარატმენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით მიმდინარე წლის 3-5 ივლისს, ქ. კიევში, უკრაინაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს ანგარიშს. დანართი: 8 ფურცელი. პატივისცემით, ირაკლი სესიაშვილი თავმჯდომარე პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტის
ანგარიში
Rose-Roth Seminar ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა “როუზ-როს“-ის რიგით 95-ე სემინარი ქ. კიევი, უკრაინა 3-5 ივლისი, 2017 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში www.parliament.ge ანგარიში მოამზადა 10 ივლისი 2017 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა საერთაშორისო ურთიერთობებში - დავით ღუჭაშვილმა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა ძირითადი შემადგენლობა  ირკალი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  გიორგი კანდელაკი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“;  სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“; სათადარიგო შემადგენლობა  ირაკლი ბერაია - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  ცოტნე ზურაბიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  სერგი კაპანაძე - ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველო“;  ბექა ოდიშარია - ფრაქცია „ქართული ოცნება“. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია  ასამბლეის წლიური სესია ქ. ბუქარესტი, რუმინეთი. 6-9 ოქტომბერი.  „როუზ-როს“-ის სემინარი ქ. ლუბლიანაში, სლოვენიის რესპუბლიკა. 7-9 ნოემბერი. წინასიტყვაობა მიმდინარე წილის 3-5 ივლისს, სქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო ქ. კიევში, უკრაინა, ასამბლეის მიერ ორგანიზებულ რიგით 95-ე „როუზ-როს“-ის სემინარში. სემინარის მთავარი თემა უკრაინის შიდა და გარე გამოწვევები, ასევე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაღრმავების პერსპექტივები, გამოწვევები, ყირიმში ეკონომიკური და ურთიერთობების მოლდოვეთის რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური ვითარება იყო. საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ირაკლი სესიაშვილი. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სოფიო ქაცარავა, ირაკლი ბერაია, ბექა ოდიშარია, სერგი კაპანაძე, ცოტნე ზურაბიანი და დელეგაციის მდივანი დავით ღუჭაშვილი. ანგარიშის მოკლე შინაარსი  მიმდინარე წლის 3-5 ივლისს, ქ. კიევში, უკრაინა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით გაიმართა რიგით 95-ე „როუზ-როს“-ის სემინარი;  საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა:        ირკალი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი); სოფიო ქაცარავა; ირაკლი ბერაია; სერგი კაპანაძე; ბექა ოდიშარია; ცოტნე ზურაბიანი; დავით ღუჭაშვილი (დელეგაციის მდივანი).  სემინარის მთავარი თემა უკრაინის შიდა და გარე გამოწვევები, ასევე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ყირიმში და მოლდოვეთის რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური ვითარება იყო;  რუსეთის ფედერაცია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. განსაკუთრებით მოლდოვეთისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის;  უკრაინას სურს ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვანი წევრი გახდეს. მაგრამ ამისთვის ქვეყანა სერიოზულ დემოკრატიულ რეფორმებს საჭიროებს;  რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, არამხოლოდ კიევისთვის არამედ მთელი ევროპისათვისაც;  უნარიანისათვის ყველაზე მთავარი გამოწვევა კვალ კორუფციაა;  მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტში „რადა“-ში უმეტესად ახალი სახეებია წარმოდგენილი, ოლიგარქებს მაინც გააჩნიათ „რადა“-ს სამართავი საკმარისი ბერკეტები;  შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებმა უნდა გააღრმავონ და გააფართოვონ ეკონომიკური კავშირები;  ისევე, როგორც უკრაინაში, კორუფციის სერიოზული პრობლემაა მოლდოვას რესპუბლიკაშიც. ამასთან, მოლდოვას მოსახლეობაში პრო-დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები არ სარგებლობენ საკმარისი მხარდაჭერით. ანგარიში 1. მიმდინარე წილის 3-5 ივლისს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული რიგით 95-ე „როუზ-როს“-ის სემინარი ქ. კიევში, უკრაინაში გაიმართა. სემინარის მთავარი თემა უკრაინის შიდა და გარე გამოწვევები იყო, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, არსებული ვითარება ყირიმში და პოლიტიკური სიტუაცია მოლდოვეთის რესპუბლიკაში. 2. სემინარის მსვლელობისას უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინას ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვანი წევრობა სურს. ასევე, აღინიშნა, რომ აღნიშნულ მისწრაფებას უკრაინის მოსახლეობის 51% უჭერს მხარს. შეიძლება ითქვას, რომ მოსახელობის ამგვარი განწყობები რუსეთის აგრესიის შედეგია. სემინარზე დისკუსიების დროს არაერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ, სანამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, უკრაინა საჭიროებს დემოკრატიული რეფორმების კასკადს. 3. ასევე, სემინარის მონაწილეებმა და გამომსვლელებმა შავი ზღვის რეგიონში რუსეთის როლზე საუბრისას არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაცია მზარდ საფრთხეს წარმოადგენს არამხოლოდ რეგიონში არსებული ქვეყნებისათვის, არამედ მთლიანი ევროპისათვის. როგორც ალექსადრ ვერშბოუმ თავის გამოსვლაში განმარტა, „რუსეთის აგრესია სახიფათოა მთლიანი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისათვის, განსაკუთრებით მოლდოვეთისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის. ასევე, ვერშბოუმ აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სუსტი წარმომადგენლობა ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ გარემოდ იქცა რუსეთისათვის. აქედან გამომდინარე, ალიანსმა, ისეთი ქვეყნებისათვის როგორებიც საქართველო და უკრაინაა დახმარება უნდა გაზარდოს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ნატო ფინანსურად ყოველთვის მოიკოჭლებს აღნიშნული დახმარების გაწევისას. 4. დისკუსიის დროს, მონაწილე მხარეები ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის კურსაც შეეხნენ. აღინიშნა, რომ ახალ ადმინისტრაციას, გარდა იმისა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებმა თავდაცვითი ბიუჯეტის ხარჯები უნდა გაზარდონ, სხვა გაწერილი სტრატეგია ან კონკრეტული გეგმა არ გააჩნია. 5. სემინარზე, დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები წარმდგენლებმა ცალსახად იყო. აღსანიშნავია, განაცხადეს, რომ რომ უკრაინა უკრაინის იყენებს და გამოიყენებს ყველა იმ დიპლომატიურ და მშვიდობიან გზას, რომელიც ყირიმში არსებული მდგომარეობის მოგვარებაში დაეხმარება. მაგრამ აქვე აღნიშნეს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესა უკრაინაზე სერიოზული საფრთხეების მატარებელია მთლიანი ევროპისათვისაც. 6. დეპუტატებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი მიესალმებიან უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებს, მაგრამ ქვეყანა გრძელი და რთული გზა აქვს გასავლელი. ხოლო, ქვეყნისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევა კვლავ კორუფცია რჩება, რომელიც პრაქტიკულად ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიულ რეფორმებს აფერხებს. ასევე, აღინიშნა, რომ ოლიგარქებს ისევ გააჩნიათ საკმარისი ძალაუფლება და მათი პირდაპირი გავლენა უკრაინის რადაშიც საგრძნობია. 7. სემინარზე გამომსვლელებმა, დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებაზე. კერძოდ ამ ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და გაფართოვების პერსპექტივებზე, რაც ენერგო სექტორში და შავი ზღვის აუზის ფარგლებში თანამშრომლობას მოიცავს. 8. აქვე, აღსანიშნავია მოლდოვას რესპუბლიკის საკითხი. რომელსაც, როგორც სემინარზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, ყველაფერში და ყველგან ჩართვის სურვილი გააჩნია, მაგრამ კიშინოვიდან რეალური ქმედითი ნაბიჯები არასდროს იდგმება. ასევე, აღინიშნა, რომ ქვეყანაში პრო-დემოკრატიული პარტიები ძალიან დაბალი პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობენ. ასევე, დაბალი მხარდაჭერა აქვს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას. 9. უკრაინაში დემოკრატიული რეფორმების გატარების პროცესში, ძალიან დიდ როლს უკრაინელი ხალხი და განსაკუთრებით უკრაინის საჯარო მოხელეები თამაშობენ, რომლებიც ამ რეფორმების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი. ამასთანავე, რეფორმების იმპლემენტაციის ხარისხზე და შესაბამისად შედეგზეც ქვეყანაში არსებული კორუფციის დონე პირდაპირ გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე უკრაინის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია არც თუ მოკლე ვადაში განხორციელდება.