საქართველოს პარლამენტის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) მუდმივმოქმედი დელეგაციის (ზაქარია ქუცნაშვილი, ადა მარშანია, ენძელა მაჭავარიანი) ვიზიტის ანგარიში (2017 წლის 25-30 ივნისი, ქ. რომი, იტალია)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.07.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაქარია ქუცნაშვილი, ადა მარშანია, ენძელა მაჭავარიანი
ნომერი
#[2a3e]/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-07-24
ბიუროს ნომერი 80

📜 ტექსტი

ანგარიში
საქართველოს პარლამენტის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტის ანგარიში (2017 წლის 25-30 ივნისი, ქ. რომი, იტალია) 25-30 ივნისს ქ. რომში გაიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 24-ე ყოველწლიური სხდომა. გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ ბ-ნი ზაქარია ქუცნაშვილი, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი და IAO-ს საერთაშორისო სამდივნოს წევრი; ქ-ნ ადა მარშანია და ქ-ნ ენძელა მაჭავარიანი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები და საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი ქ-ნი ლიკა ფერაძე. გენერალური ასამბლეის სესია ჩატარდა იტალიის რესპუბლიკის პარლამენტში, ბ-ნი ედუარდო პატრიარკას, იტალიის დეპუტატთა პალატის წევრის ინიციატივით. IAO-ს 24-ე ასამბლეის მთავარ თემას წარმოადგენდა „გლობალური კრიზისის ქრისტიანული განზომილება და მისი დაძლევის გზები“. ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობისთვის შეიკრიბნენ საპარლამენტო დელეგაციები და დეპუტატთა ჯგუფები მსოფლიოს ოცდახუთი ქვეყნიდან, დამკვირვებლები და მოწვეული სტუმრები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ასამბლეის პირველი ნაწილი დაეთმო მისასალმებელ გამოსვლებს, იტალიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის, ბნ პიეტრო გრასოს მისალმება დამსწრე საზოგადოებას სენატორმა ლუსიო მალანმა გააცნო, მან ასამბლეის სხდომა ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა და ასამბლეის მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა იტალიის პარლამენტში. ასამბლეის მონაწილეებს მისასალმებელი მიმართვები გამოუგზავნეს - ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა, ბ-ნ დევიდ სასოლიმ, საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბ-მა ნიკოლოზ ვაუტისისმა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ბ-მა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, მისმა უწმინდესობამ, რომის პაპმა ფრანცისკემ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქმა, თეოდორე II, სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ, რუმინეთის პატრიარქმა დანიილმა, დასასრულს, პან-აფრიკული პარლამენტის სპიკერის, ბ-ნ როჯერ ნკოდო დანგის მიმართვა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოზამბიკის პარლამენტის სპიკერმა, ქ-მა ვერონიკა მაკამო დელოვომ, სადაც გაჟღერებული იყო აფრიკული ქვეყნების სრული სოლიდარობა და ერთად მუშაობის სურვილი მსოფლიოში არსებული პრობლემების ერთობლივი ძალით აღმოფხვრის მიზნით. გენერალური ასამბლეის მუშაობაში ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მან შორის იყვნენ ბ-ნი ასაფ ჰაჯიევი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური მდივანი; მამა დანიელ ბუდა, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან; მოძრაობა „პოლიტიკა, პოლიტიკოსები ერთიანობისათვის“ (MPPU) პრეზიდენტი, ქ-ნი ლეტისია დე ტორრე; ევროკომისარი ბ-ნი ტიბორ ნავრაჩიჩი, განათლების, კულტურის და სპორტის საკითხებში და სხვები. ასამბლეის სხდომა გაგრძელდა დღის წესრიგით გათვალისწინებული განცხადებებით, დეპუტატებმა (კვიპროსიდან, ირანიდან, ეგვიპტიდან, უკრაინიდან, იორდანიიდან, ლიბანიდან და სხვ.) მათი ქვეყნებისათვის მწვავე საკითხებზე გააკეთეს 1 განცხადებები, ძირითადად დაგმეს ტერორიზმი და ოკუპაცია, ქრისტიანთა დევნა და რელიგიური შეუწყნარებლობა და მოსთხოვეს ასამბლეას სათანადო რეაგირება, რეზოლუციაში მათი ქვეყნების პრობლემების ასახვა. IAO-ს გენერალურმა მდივანმა, ბ-ნ მიხაილიდისმა განუმარტა დეპუტატებს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა არასდროს ტოვებს ასეთ ფაქტებს უყურადღებოდ და არაერთი განცხადება, მიმართვა თუ რეზოლუცია მიუღია სხვადასხვა დროს ადამიანთა ჩაგვრისა თუ ტერაქტების დაგმობის მიზნით, ამასთან, მან თქვა, რომ საერთაშორისო სამდივნოს წინა სხდომაზე მოვიწვიეთ კოპტების პატრიარქი, რომელსაც დეტალურად ვესაუბრეთ ეგვიპტეში შექმნილ ვითარებაზე. IAO-ს 24-ე გენერალურმა ასამბლეამ მუშაობა გააგრძელა დღის წესრიგით გათვალისწინებული განრიგით. დღის მეორე ნაწილი და შემდეგი დღე, დაეთმო მოხსენებებსა და გამოსვლებს ასამბლეის ცენტრალური თემის ირგვლივ. დღის მეორე ნახევარში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ბ-ნ ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც თავის მოხსენებაში „გლობალური კრიზისის ქრისტიანული განზომილება და მისი დაძლევის გზები,“ გამოკვეთა ის სამი მთავარი მიზეზი, რაც დღევანდელ მსოფლიოში გლობალურ კრიზისს განაპირობებს, ესენია: სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, ტერორიზმი და განსაკუთრებით, ევროპაში მიგრაციის მკვეთრი ზრდა. მან ასევე შესთავაზა ქრისტიანული განზომილებიდან მათი დამარცხების გზებიც. „რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხოლო რუსეთის სახელმწიფო არღვევს: ეს მშვიდობაა თუ ომი?“ - ამ შეკითხვით მიმართა მან ასამბლეის წევრებს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის წევრებთან ერთად საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა რუსეთის სათათბიროს ვიცე სპიკერი, ირინა იაროვაია. ასამბლეის დასკვნით დღეს, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა IAO-ს გენერალურმა მდივანმა, ბ-მა ანდრეას მიხაილიდისმა. მან მიმოიხილა IAO-ს მომავალი გეგმები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები, ისაუბრა საერთაშორისო სამდივნოს მიერ განხორციელებულ საქმიანი ვიზიტებზე, ასევე სიახლეებსა და გასული წლის მიღწევებზე. მან აღნიშნა, რომ პირველად ასამბლეის ისტორიაში, თოთხმეტ ენაზე გამოიცა IAO-ს გზამკვლევი ბროშურა. (აღსანიშნავია, რომ ამ ენებს შორის ერთერთი ენა ქართულია, რომლის თარგმანი უზრუნველყო IAO-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, ქ-ნ ლიკა ფერაძემ). IAO-ს ხაზინადარმა და ამავდროულად ფინანსური კომიტეტის წევრმა, ბ-ნ სტავროს არახოვიტისმა, მონაწილეებს გააცნო 2016-2017 წწ გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ანგარიში და დასამტკიცებლად წარმოადგინა მომდევნო წლის ბიუჯეტი, რომელიც განხილვის შემდეგ კონსენსუსით მიიღეს. 2017-2018 წწ ასამბლეის საქმიანობის პროგრამის წარდგენისას, გენერალურმა მდივანმა ამცნო ასამბლეის წევრებს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, 2018 წ. გაზაფხულის საერთაშირისო სამდივნოს სხდომა ჩატარდეს, ხოლო საშემოდგომო სხდომა, ქ. სოჩში. რაც შეეხება გენერალური ასამბლეის ჩატარების ადგილს, იმის გამო, რომ მომდევნო წელი IAO-ს შექმნიდან 25-ე წლისთავია, ლოგიკური იქნება, ასამბლეა ჩატარდეს იმ ქვეყანაში, სადაც იგი დაარსდა, ეს არის საბერძნეთი - განაცხადა მან. (მოგეხსენებათ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა და მისი შექმნის მიზანი ჩამოყალიბებულია "მართლმადიდებლობა ახალ ევროპულ რეალობაში" მონაწილეთა დეკლარაციაში, რომელიც ქ. ქალდიკიდიში 1993 წლის კონფერენციაზე მიიღეს). 2 საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბ-მა ზაქარია ქუცნაშვილმა, ითხოვა სიტყვა. მან მადლობა მოახსენა გენერალურ მდივანს ამ გადაწყვეტილებისათვის, მაგრამ მის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, საქართველო უკვე მერამდენე წელია ითხოვს ასამბლეის საქართველოში ჩატარებას, რისთვისაც მას გააჩნია სრული მზაობა და რესურსები, მაგრამ წინა ასამბლეაზე, ჩვენს სასარგებლოდ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება ცნობილი მიზეზების გამო საერთაშირისო სამდივნოს სხდომაზე შეიცვალა და გადაწყდა რომი. საქართველოს პარლამენტმა 2015 წელს უკვე უმასპინძლა IAO-ს განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომას და ერთდღიან კონფერენციას, რამაც დიდი წარმატებით ჩაიარა, შესაბამისად ჩვენ დამსახურებულად ვითხოვთ მორიგი ასამბლეის ჩატარებას და არ შევიცვლით აზრს - განაცხადა ბ-მა ქუცნაშვილმა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის გამოსვლის შემდეგ, IAO-ს გენერალურმა მდივანმა, ბ-მა ანდრეას მიხაილიდისმა, განაცხადა, რომ მას უკან მიაქვს შეთავაზება, რადგან საქართველოს დელეგაცია დამსახურებულად ითხოვს მისი ყველა შესრულებული ვალდებულებებისა და საქმიანობიდან გამომდინარე და მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი IAO-ს მუშაობაში, რასაც ძალიან ვაფასებთ და ვაცხადებთ, რომ 2018 წელს, 26-ე გენერალური ასამბლეის სხდომას საქართველოში ჩავატარებთ - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. რეზოლუციის პროექტზე მსჯელობისას ტექსტში შეტანილი იყო რიგი დამატებები და შესწორებები, მათ შორის IAO-ს წევრებმა აღნიშნეს, რომ ქრისტიანთა დევნისა და ქრისტიანული ძეგლების განადგურებისაგან დაცვის მიზნით, საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება და ამისათვის მოუწოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მისი ეგიდით შეიქმნას საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია. დროის სიმცირის გამო გადაწყდა რეზოლუციის სრული ტექსტის უახლოეს კვირაში შემუშავება და მისი დაგზავნა მონაწილე დელეგაციებისათვის. ბოლოს ჩატარდა საერთაშირისო სამდივნოსა და კომიტეტებში ვაკანტურ ადგილებზე ახალი წევრების არჩევნები, IAO-ს ყოფილი წევრების გაცილების ცერემონია და საზეიმო ვითარებაში მათ გადაეცათ საჩუქრები, რის შემდეგ ასამბლეის პრეზიდენტმა, ბ-ნ სერგეი პოპოვმა, შეაჯამა 24-გენერალური ასამბლეის სხდომა და დახურულად გამოაცხადა მომავალ საიუბილეო, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 25-ე გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სხდომამდე, სავარაუდოდ ქ. ათენში. დელეგაციის მდივანი, ლიკა ფერაძე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განყოფილების მთავარი სპეციალისტი 3