„სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 96 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-07-24
ბიუროს ნომერი 80
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,სააღმზრდელო საქმიანობის
ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17/06/2016, სარეგისტრაციო კოდი:
430080000.05.001.018149) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იმ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ, რომლებსაც არ
აქვთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია, 2018 წლის 1 სექტემბრამდე არ გამოიყენება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 462 მუხლით განსაზღვრული
პასუხისმგებლობის ზომა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,სააღმზრდელო საქმიანობის
ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ:
ა.ა) კანონის პროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის შემუშავება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების
პირველადი შეფასებით გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს 24 საათიანი ზრუნვის
დაწესებულებები, რომლებსაც არ აქვთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია. ასევე, ასეთი
დაწესებულებები არ ხვდებიან „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბერის N448 ბრძანებით დამტკიცებულ
დანართში, იმ სკოლათა ჩამონათვალში, რომელთაც აქვთ პანსიონური მომსახურების განხორციელების
უფლება ლიცენზიის აღების გარეშე.
ვინაიდან
აღნიშნულ
დაწესებულებებში
განათლებას
იღებენ
არასრულწლოვნები,
მნიშვნელოვანია, სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე, არ დაირღვეს მათი განათლების
უფლება და ასეთი დაწესებულებებისთვის კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების გადავადების პერიოდი გახანგრძლივდეს 2018 წლის პირველ
სექტემბრამდე. შედეგად, დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა შესაბამისი სამართლებრივი
რეგულირებისათვის საჭირო პროცედურების დასრულება 2018 წლის პირველ სექტემრამდე.
პროექტით გათვალისწინებული ვადის ცვლილებით შესაძლებელი გახდება არსებულ სკოლაპანსიონებში მცხოვრები მოსწავლეების
და ბენეფიციარების საჭიროებების გამოკვეთა და იმ
დაწესებულებების, რომელთაც არ აქვთ ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი საფუძველი,
საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება.
ა.ბ) კანონის პროექტის მიზანი
წარმოდგენილი ცვლილების მიზანია კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების გადავადების პერიოდის გახანგრძლივება 2018 წლის პირველ
სექტემბრამდე, რის შედეგადაც, დაწესებულებებში მყოფ ბავშვთა ინტერესებიდან გამომდინარე,
მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მოხდება არსებული 24 საათიანი დაწესებულებების საქმიანობის
შესაბამისი სამართლებრივი რეგულირებისათვის საჭირო პროცედურების დასრულება.
ა.გ) კანონის პროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მოქმედი რედაციის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში,
რომლის მიხედვით იმ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ, რომლებსაც
არ
აქვთ
სააღმზრდელო
საქმიანობის
ლიცენზია,
საქართველოს
ადმინისტრაციულ
2
სამართალდარღვევათა კოდექსის 46 მუხლით (სააღმზრდელო საქმიანობა „სააღმზრდელო საქმიანობის
ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღმზრდელო საქმიანობის
ლიცენზიის გარეშე) განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების გადავადება მოხდება
ერთი წლით - 2018 წლის 1 სექტემბრამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტმა შესაძლოა იქონიოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან 2017
წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე შესაძლებელია მომხდარიყო ჯარიმების დაკისრება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 462 მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევისთვის და თანხების გადარიცხვა ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ სააღმზრდელო
საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ სააღმზრდელო საქმიანობის
ლიცენზია, რადგან შესაბამისი ვადის გადაწევით, 2018 წლის 1 სექტემბრამდე არ მოხდება მათი
დაჯარიმება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 462 მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,სააღმზრდელო საქმიანობის
ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია,
რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 9. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი
კანონქვემდებარე აქტების მიღება.
2. ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულად ჩაითვალონ ის სააღმზრდელო დაწესებულებები,
რომლებსაც შესაბამისი ლიცენზია მიღებული აქვთ „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების
შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11,
29.03.2005, მუხ. 72) შესაბამისად.
3. დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის
ლიცენზია, ითვლებიან სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონედ.
4. იმ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია, 2017 წლის 1 სექტემბრამდე არ გამოიყენება საქართველოს
მუხლით
განსაზღვრული
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
462
პასუხისმგებლობის ზომა.
5. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სააღმზრდელო საქმიანობის
ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 72).
6. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.