„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-05
ბიუროს ნომერი 85
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 88-ე მუხლის 11 პუნქტს დაემატოს
შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2007-2008
სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გაცემული, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი
დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის
მიუხედავად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის მხრიდან იმ დიპლომების აღიარების აუცილებლობა, რომლებიც
გაცემულია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 20072008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენ სსსიპ – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის მიერ შსს აკადემიის კურსდამთავრებულებზე 2007-2008
სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული დიპლომების აღიარება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 88-ე მუხლს 11 პუნქტის შემდეგ ემატება 12 პუნქტი და განისაზღვრება, რომ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
აკადემიის
მიერ
2007-2008
სასწავლო
წლის
დაწყებამდე
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარება მოხდეს სახელმწიფოს
მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №458
ბრძანებულებით აკადემია ჩამოყალიბდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, როგორც უმაღლესი
სპეციალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება. „საგანმანათლებლო და
სააღმზრდელო
დაწესებულებების
საქმიანობის
ლიცენზირების
შესახებ“
საქართველოს კანონში 2006 წლის 17 მარტს განხორციელებული ცვლილების
შედეგად, კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე აკადემია ჩაითვალა
ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. ზემოაღნიშნულ
ბრძანებულებაში 2007 წლის 26 მაისს შეტანილი ცვლილების თანახმად, აკადემია
გარდაიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სპეციალურ პროფესიულ-
საგანმანათლებლო დაწესებულებად. აღნიშნული რეფორმის პროცესში სტუდენტთა
ახალი ნაკადის მიღება შეწყდა, ხოლო არსებული კონტინგენტი აკადემიის რექტორის
2004 წლის 13 სექტემბრის №253 ბრძანებით გადაყვანილ იქნა სწავლების
განსხვავებულ ფორმაზე. სწავლება წარიმართა შეზღუდული პროგრამით, რომლის
დასრულების შედეგადაც კურსდამთავრებულებზე გაიცა სახელმწიფო დიპლომები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის
№98/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო
დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული
განათლების აღიარების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს საქართველოში გაცემული
საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას და განათლების
აღიარებას. თუმცა, არსებული პრაქტიკის თანახმად, ცენტრი უარს ამბობს აკადემიის
კურსდამთავრებულებზე 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული
დიპლომების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ იმ დროისათვის აკადემიას არ გააჩნდა
ინსტიტუციური აკრედიტაცია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით №330310015001072330 (№3ბ/1330-16) საქმეზე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად,
აკადემია
რეფორმირების პირობებში ვალდებული არ იყო, მიემართა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სახელმწიფო ინსტიტუციური
აკრედიტაციის მოთხოვნით, რამდენადაც იმ დროისათვის მან შეწყვიტა ახალი
ნაკადის მიღება და გარდაიქმნა პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, „უმაღლესი განათლების
კანონით
მოწესრიგდეს
შსს
აკადემიის
შესახებ“
საქართველოს
კურსდამთავრებულებზე 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული
დიპლომების აღიარების საკითხი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 88. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი და დაფინანსება
1. „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს
დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი
ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008
სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული,
საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც
ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე.
11. ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო
პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ
დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
2. (ამოღებულია) .
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის
განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებისა,
ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის
იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად.
4. (ამოღებულია) .
5. (ამოღებულია).
6. საქართველოს მთავრობამ 2005-2006 სასწავლო წლიდან უზრუნველყოს უმაღლესი
განათლების დაფინანსების ამ კანონით განსაზღვრულ სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა.
7. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა
2010 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ამ კანონის 661 მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ინსტიტუციური აკრედიტაციის დარჩენილი ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ ამ დაწესებულებების მიერ ავტორიზაციაზე განაცხადის წარდგენის
მომენტში არ იარსებებს შესაბამისი პროგრამის აკრედიტაციის შესაძლებლობა, ეს პროგრამა
აკრედიტებულად ითვლება სათანადო პირობების შექმნამდე.
71 . 2010 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ამ კანონის
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ
661
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინსტიტუციური აკრედიტაციის ვადის
გასვლამდე ჩარიცხული სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, აკრედიტაციის
საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პროგრამის 5 წელზე
ნაკლები ვადით აკრედიტაციის შესახებ. აკრედიტაციის სამართლებრივი შედეგები
ვრცელდება მხოლოდ აღნიშნულ სტუდენტებზე.
8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2017-2018 სასწავლო წლის
ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ
ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2017-2018
სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული
ერთობლივი
საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
საფასურის განსაზღვრა შესაძლებელია რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით.
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია – 28.02.2012, №5718).
11. (ამოღებულია – 28.02.2012, №5718).
12. 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირები –
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს წარუდგენენ წინადადებებს მათი ფილიალების უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებად ჩამოყალიბების მიზანშეწონილობის შესახებ.
13. საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის
იურიდიულ პირად, რის შედეგადაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.
14. საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს
რეგენტთა საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება.