საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ლელა ჯანაშია, მიხეილ ჭითაშვილი, თამარ იარაჯული, ანა კორკელია, რუსუდან ტატიშვილი) რეგისტრაციის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-05
ბიუროს ნომერი 85
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 12754
31/07/2017
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის
წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის თაობაზე
გაცნობებთ, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2017 წლის
31 ივლისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის
უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ლელა
ჯანაშიას, მიხეილ ჭითაშვილის, თამარ იარაჯულის, ანა კორკელიასა და რუსუდან
ტატიშვილის შემადგენლობით) განცხადება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდეგნილი განცხადება უნდა შეიცავდეს
საინიციატივო ჯგუფის წევრების შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, დაბადების
წელი, თვე და რიცხვი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. თუმცა
წარმოდგენილ განცხადებაში არ არის მითითებული საინიციატივო ჯგუფის
წევრთა დაბადების წელი, თვე და რიცხვი.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის მე-2
პუნქტის მიხედვით საინიციატივო ჯგუფის განცხადებას უნდა ერთვოდეს
კანონპროექტი, ხოლო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის
თანახმად, კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი და იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება, თუმცა
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს არ ერთვის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საინიციატივო ჯგუფის განცხადება
და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 177-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით და კომიტეტს
მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში
გატარება.
პატივისცემით,
გურამ მაჭარაშვილი
თავმჯდომარის პირველი მოადგილე