საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას 2017 წლის 28-29 მარტს საბერძნეთის რესპუბლიკასა და ბელგიაში სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.08.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა
ნომერი
#12792/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-05
ბიუროს ნომერი 85

📜 ტექსტი

წერილი
N 12792 01/08/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების, თამარ ხულორდავასა და სოფიო ქაცარავას სამუშაო ვიზიტის ანგარიშს საბერძნეთის რესპუბლიკასა და ბელგიაში, რომელიც გაიმართა 2017 წლის 28 – 29 მარტს. გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი : 1 გვერდი პატივისცემით, თამარ ხულორდავა თავმჯდომარე
ანგარიში
ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების სამუშაო ვიზიტის ანგარიში საბერძნეთის რესპუბლიკასა და ბელგიაში 2017 წლის 28-29 მარტი 28-29 მარტს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი საბერძნეთსა და ბელგიაში. ვიზიტს ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა, იმდენად, რამდენადაც ის გაიმართა ევროკავშირის მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღეს. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ასამდე წარმატებული სტუდენტი საქართველოდან, ვინც პირველად ისარგებლა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით. პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დელეგაციის წევრები იყვნენ სააქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, საბერძნეთსა და ბელგიაში საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელები, დიმიტრი სამხარაძე და დავით სონღულაშვილი. დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ათენის სახელმწიფო უნივესიტეტში ქართულ-ბერძნულ სამეცნიერო კონფერენციაში სახელწოდებით „საქართველო ევროპიდან ევროპამდე“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და ბერძენმა პროფესორებმა. მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა. იმავე საღამოს, 28 მარტს საქართველოს მთავრობის სახელით უვიზო მიმოსვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსანიშნავად ბრიუსელში გამართა ოფიციალური მიღება ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლების და ევროპარლამენტარების მონაწილეობით. საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა და დელეგაციის წევრებმა ქართული დელეგაციის წევრ ახალგაზრდებთან ერთად ბრიუსელის ისტორიული ნაწილი დაათვალიერეს. ახალგაზრდების ჯგუფში იყვნენ საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიანტები, "სტარტაპ საქართველოს" და "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები, ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმატებული სტუდენტები. მათ ბელგიის უმაღლეს სასწავლებლებში მყოფი ქართველი სტუდენტებიც შეუერთდნენ.