საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას ქ. ბათუმში 2017 წლის 13-14 ივლისს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“ - მონაწილეობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-05
ბიუროს ნომერი 85
📜 ტექსტი
წერილი
N 12835
01/08/2017
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით, სამუშაო ვიზიტის ანგარიშს, რომელიც გაიმართა ბათუმში, 2017 წლის 13-14
ივლისს.
გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში
შეტანა.
დანართი : 3 გვერდი
პატივისცემით,
თამარ ხულორდავა
თავმჯდომარე
ანგარიში
ინფორმაცია
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მონაწილეობის შესახებ
საერთაშორისო კონფერენციაში
"საქართველოს ევროპული გზა"
13-14
ივლისს,
ბათუმში,
"საქართველოს
ევროპული
გაიმართა
მე-14
გზა."
ღონისძიება
ეს
საერთაშორისო
კონფერენცია
შესაძლებლობას
აძლევს
საქართველოსა და მისი პარტნიორების სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის
წარმომადგენლებს ერთობლივად იმსჯელონ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის
გზაზე მიღწეული პროგრესის და არსებული გამოწვევების თაობაზე. ღონისძიებაში
საქართველოს,
ევროკავშირის
და
აღმოსავლეთ
პარტნიორობის
ქვეყნების
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე,
სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის
წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
წელს, კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ევროპული დღის
წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე
არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს
შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და აღმოსავლეთ პარტნიორბის
პოლიტიკის მომავალ სამიტზე.
ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს
გაწევრიანების გათვალისწინებით, კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმო ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციის
თემების
განხილვას,
ასევე,
დისკუსია
გაიმართა
ენერგეტიკული
ბაზრის
ლიბერალიზაციის პროცესის შესახებ. კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა
საყოველთაო ხედვა რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება
საქართველოს
მოდერნიზაციის
მთავარი
ბერკეტია.
აღსანიშნავია,
რომ
მომხსენებლები, პარტნიორები და სტუმრები დადებითად აფასებენ საქართველოს
მიღწევებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით, რის
შედეგადაც სახელმწიფო სარგებლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი
ქვეყნის სახელით.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ
ხულორდავა კონფერენციის მესამე სესიას - „ასოცირების ხელშეკრულება და
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის
შესახებ შეთანხმება (DCFTA): საქართველოს მომავლის ცვლილებას“ წარუძღვა.
სესიაზე მოხსენებით გამოვიდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროპარლამენტის წევრი,
ედუარდ კუკანი (სლოვაკეთი, სახალხო პარტია), ევროპის საგარეო ქმედებათა
სამსახურის
რუსეთის,
აღმოსავლეთ
პარტნიორობის,
1
ცენტრალური
აზიის,
რეგიონული
თანამშრომლობისა
და
ეუთო-ს
განყოფილების
დირექტორი,
ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორის მოადგილე ლუკ
დევინი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაკუბ
დური და ევროპის თანამშრომლობის ფონდის დირექტორი ქეთევან ვაშაკიძე.
თამარ ხულორდავამ, როგორც სესიის მოდერატორმა, კონფერენციის მონაწილეებს
სიტყვით მიმართა და ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სესიაზე
განიხილეს შემდეგი საკითხები: ასოცირების შესახებ შეთანხმების, მისი ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების
მიმდინარება, გამოწვევები ამ მიმართულებით, განხილულ
იქნა მიღწეული
პროგრესი და გამოცდილება, კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმები;
პარლამენტის
როლი
შეთანხმების
ზედამხედველობაში;
სამოქალაქო
წარმატებული
და
პრაქტიკა
განხორციელების
საზოგადოებასთან
პროცესის
გამჭვირვალობა
პროცესის
თანამშრომლობის
დადებითად
იქნა
შეფასებული, ასევ განხილულ იქნა სამომავლო გეგმები: ასოცირების ახალი დღის
წესრიგი
-
პრიორიტეტები,
მოლოდინები
და
პარტნიორობის
შემდგომი
განვითარება. „საქართველოს პარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა
და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების
მომზადების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა და მისი, როგორც ინსტიტუტის
მოვალეობაა ინტენსიურად იყოს ჩართული აღნიშნულ პროცესებში როგორც
საკანონმდებლო კუთხით, ასევე სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი ინტერესია
დროულად მოხდეს ამ ხელშეკრულებების იმპლემენტაცია და შესაბამისად,
აქტიურად
ვართ
ჩართულნი
აღნიშნული
პროცესების
მიმდინარეობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში
მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, ჩვენ ბევრად უფრო ამბიციური და შორს
მიმავალი გეგმები გვაქვს. დღევანდელი სესია სწორედ მიღწეული წარმატებების
შეფასებას და ჯერ კიდევ არსებული სირთულეების და მათი დაძლევის გზების
ძიების მიმოხილვას დაეთმობა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ღონისძიების ფარგლებში კომიტეტის თავმჯომარე, თამარ ხულორდავამ გამართა
რიგი, ოფიციალური და არაოფიციალური, ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი
ქვეყნების სახელისუფლებლო წარმომადგენელთან, არასამთავრობო, ექსპერტულ
და აკადემიურ წრეებთან.
საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპულ გზა“ 2007 წლიდან,
ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის
საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით
ტარდება.
მოამზადა თეკლე ბორაშვილმა
2