საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირინე ფრუიძის ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება - ვიმოქმედოთ ერთად“ - მონაწილეობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.08.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე
ნომერი
#12828/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-05
ბიუროს ნომერი 85

📜 ტექსტი

წერილი
N 12828 01/08/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ხულორდავას და ირინა ფრუიძის სამუშაო ვიზიტის ანგარიშს, რომელიც გაიმართა ბრიუსელში, 2017 წლის 8-9 მარტს. გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი : 1 გვერდი პატივისცემით, თამარ ხულორდავა თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების თამარ ხულორდავას და ირინე ფრუიძის ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება - ვიმოქმედოთ ერთად“ მონაწილეობის ანგარიში 2017 წლის 8-9 მარტი ბრიუსელი, ბელგია 2017 წლის 8-9 მარტს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინე ფრუიძემ მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტში ქალთა დღის აღსანიშნავად გამართულ პარლამენტთაშორის კონფერენციაში - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება - ვიმოქმედოთ ერთად“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის, ევროკავშირის ნაციონალური პარლამენტებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტების დეპუტატები. კონფერენციას მასპინძლობდა ევროპარლამენტის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარე ვილია ბლინკევიჩიუტე. კონფერენციაზე გაიმართა დისკუსიები შემდეგ თემებზე: ქალები და მეცნიერება, პროგრესი და წინააღმდეგობები; ქალთა მიმართ ძალადობისგან გათავისუფლების გლობალური პერსპექტივა, ინკლუზიური ზრდა გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის პირობებში; ქალების ეკონომიკური გაძლიერება და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები. თამარ ხულორდავამ და ირინე ფრუიძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პრიორიტეტები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ინოვატორი ქალებისთვის ევროკავშირის ჯილდოს გადაცემის ცერემონია, რომელსაც მასპინძლობდნენ ევროკავშირის კომისარი კარლოს მედა და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი მაირიდ მაკგინესი. კონფერენციის პარალელურად გაიმართა საქართველოს პარლამენტის წევრების ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტარებთან.