„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 112 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-05
ბიუროს ნომერი 85
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) 55-ე
მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,16. სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლით
განსაზღვრულისგან განსხვავებული მოთხოვნები.“.
მუხლი 2.
დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ კანონის ამოქმედებიდან
ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული წესში
შესაბამისი ცვლილების შეტანა.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მომზადება განაპირობა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 55-ე მუხლის მე-16 პუნქტში არსებულმა ჩანაწერმა, რომლის თანახმადაც
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ზემოაღნიშნული მუხლით
განსაზღვრულისგან განსხვავებული მოთხოვნები შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ვადიან
სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანებით დადგენილი რეგულაციების თანახმად, ვადიან სამხედრო სამსახურში
მყოფ პირს შესაძლებლობა აქვს ერთდროულად მოიპოვოს ,,B” კატეგორიის და ,,С1“
ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა. ამასთან,
სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე
შეუძლია ,,C1“ ქვეკატეგორიის მართვის მოწმობით მართოს სამინისტროს კუთვნილი
„C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე სამინისტროს კუთვნილი
„C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ მოწყობილი ძარით გადაიყვანოს 8 ზე მეტი მგზავრი.
აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის
სამხედრო მოსამსახურეებზე. შეიარაღებულ ძალებში კი, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე
რიცხული სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ამ
კატეგორიას. შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებების მართვა არ შედის სავალდებულო
სამხედრო სამსახურში მყოფი პირების ფუნქციურ მოვალეობებში. აქედან გამომდინარე,
საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში, კანონის შესაბამისად განსაზღვრული
ზემოთ მითითებული შეღავათიანი რეჟიმი არ მოქმედებს.
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოპოვების აღნიშნული რეჟიმის
სამხედრო მოსამსახურეთა სხვა კატეგორიებზეც გავრცელება ძალზედ მნიშვნელოვანია
შეიარაღებული ძალებისათვის, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით. საქართველოს
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში მძღოლების მომზადებაზე პასუხისმგებელი
ქვედანაყოფი (წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო
ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლა) ახორციელებს მძღოლების მომზადების 10
კვირიან კურსს და თითო ნაკადზე შესაძლებელია 40 კაციანი ჯგუფის მომზადება, თუმცა
აღნიშნული მოცემულობა არ არის საკმარისი მოთხოვნების სრული დაკმაყოფილებისთვის,
ვინაიდან მართვის უფლების მთელი რიგი კატეგორიების მოპოვებისთვის „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესებს მძღოლობის კანდიდატთა ასაკობრივ
შეზღუდვებს, კერძოდ: „C“ და „CE“ კატეგორიის მართვის მოწმობების ასაღებად - 21 წელს,
„D” კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად - 24 წელს, ხოლო სატვირთო ავტომობილის
ძარით 8-ზე მეტი მგზავრის გადაყავნის უფლების მოსაპოვებლად - „C“ კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან 3 წელს. შეიარაღებული ძალების
საკონტრაქტო მოსამსახურეთა დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს ამ ასაკობრივ მოთხოვნებს.
2
შესაბამისად, კანონით განსაზღვრული ვადის გასვლამე მათ მიერ შესაბამისი კატეგორიის
მართვის უფლების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამდენად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი საჭიროებს საქართველოს
შეიარაღებული ძალების სპეციფიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. მართებული იქნება
კანონი იძლეოდეს საშუალებას, საჭიროებიდან გამომდინარე, სამხედრო სამსახურში ყოფნის
პერიოდში, ყველა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეს ჰქონდეს ამავე კანონის შესაბამისად
განსაზღვრული შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობის შესაძლებლობა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სრულად შეესაბამება
„მართვის მოწმობების თაობაზე“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის
2006/126/EC დირექტივის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს, რომელიც წევრ სახელმწიფოებს აძლევს
უფლებას დაადგინონ ამ დირექტივისაგან განსხვავებული რეგულაციები იმ ავტომანქანების
მართვასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოიყენება შეიარაღებული ძალების და სამოქალაქო
თავდაცვის მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
სავალდებულო
სამხედრო
მომსამსახურეთათვის
განსაზღვრული
სატრანსპორტო
საშუალებების მართვის უფლების მოპოვებისთვის დადგენილი წესები გავრცელდეს ასევე
სამხედრო სამსახურში მყოფი სხვა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეების (საკონტრაქტო
და კადრის სამხედრო მოსამსახურე) მიმართ, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების
საქმიანობის ხელშეწყობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 55-ე მუხლის მე-16 პუნქტიდან ხდება ტერმინის „ვადიანი“ ამოღება. აღნიშნული
ცვლილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობას მიცემს აღნიშნული
კანონის 55-ე მუხლისაგან განსხავებულისაგან მოთხოვნები დაუდგინოს ყველა კატეგორიის
სამხედრო მოსამსახურეს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ხარჯების
დაფინანსება
მოხდება
თავდაცვის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე შსს-ს
მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ცვლილების შემდეგ
3
გამოცდას ჩააბარებს და მართვის მოწმობას აიღებს ისევ იგივე რაოდენობის მოსამსახურე,
რამდენიც აქამდე აბარებდა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან ცვლილების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში
მომზადდება იმდენივე მოსამსახურე, რამდენიც აქამდე მზადდებოდა. შესაბამისად, კურსების
ორგანიზებისთვის დამატებითი ხარჯების გამოყოფა არ იქნება საჭირო.
უნდა აღინიშნოს, რომ წელიწადში ტარდება 4 მოსამზადებელი კურსი, რომლის
ხანგრძლივობა შეადგენს 10 კვირას, ხოლო წელიწადში გადამზადებას გადის 160 სამხედრო
მოსამსახურე და, შესაბამისად, თითო ნაკადზე შესაძლებელია 40 მოსამსახურის გადამზადება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
4
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი
5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება:
მუხლი 55. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა და
მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ
კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო
საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა
შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდა (თეორიული ან/და პრაქტიკული).
2. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ:
ა) მან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გაიარა
მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი მძღოლთა
მოსამზადებელ დაწესებულებაში/დაწესებულებებში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ)
იგი
აკმაყოფილებს
მართვის
უფლების
მინიჭებისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) აღმოფხვრილია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძველი და გასულია
მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ვადა;
[გ) აღმოფხვრილია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძველი და გასულია
მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ვადა, გარდა ამ კანონის 59-ე მუხლის
5 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]
დ) არ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი;
ე) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
3. „B“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 18 წლის ასაკს მიღწეული ის პირი,
რომელსაც არ გაუვლია სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში. ამ
პუნქტით განსაზღვრული წესი აგრეთვე ვრცელდება 21 წლის ასაკს მიღწეული პირის „A“
კატეგორიის
სატრანსპორტო
საშუალების
მართვის
უფლების
მისაღებ
გამოცდაზე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებისას.
6
4. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია
შემდეგი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი:
ა) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;
ბ) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის:
ბ.ა) 21 წელი, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ.ბ) 24 წელი, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება;
გ) „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 16 წელი;
დ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;
ე) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი;
ვ) „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 18 წელი;
ზ) „C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი;
თ) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი;
ი) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 24 წელი;
კ) „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;
ლ) „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი;
მ) ტრამვაისათვის − 21 წელი.
5. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება
მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
6.
„C“
და
„D“
კატეგორიების,
აგრეთვე
„D1“
ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო
საშუალებების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო
საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებიდან 1 წლის შემდეგ (ამ ვადაში არ ითვლება
მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის დრო).
7. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება
მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C1“
ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
8. „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება
მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D1“
ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
9. „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს
იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
10. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს
იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C“ კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
11. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს
იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D“ კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
7
12.
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულ
გარემოებათა
არსებობისას
სავალდებულოა უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისას, აგრეთვე შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის
უფლების აღდგენისას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების
მართვისათვის
საჭირო ჯანმრთელობის
მდგომარეობის მოთხოვნებთან
შესაბამისობის
დადგენა.
13. პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ კანონის 54ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა
მართვაზე დაუწესდა შეზღუდვა, დაკავშირებული რაიმე მოწყობილობის ტარებასთან ან/და
სატრანსპორტო
საშუალების
ადაპტაციასთან,
ან/და
შეეზღუდა
რაიმე
ქმედების
განხორციელება ან/და დაუწესდა სხვა შეზღუდვა, მძღოლისათვის მინიჭებულ მართვის
უფლებას იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ ამ შეზღუდვებით გათვალისწინებული
მოთხოვნების
შესრულების
შემთხვევაში.
ამ
პუნქტით
განსაზღვრული
შეზღუდვები
კოდირებული სახით აისახება მართვის მოწმობაში. გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული
შეზღუდვებისა, მართვის მოწმობაში შეიძლება დადგენილი წესით მიეთითოს დამატებითი
ინფორმაციის შემცველი მონაცემები.
14. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების
სატრანსპორტო
საშუალებათა
მართვისათვის
საჭირო
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
მოთხოვნები, ამ მოთხოვნებთან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის
დამდგენი
უფლებამოსილი
პირი,
ამ
მუხლის
მე-13
პუნქტით
გათვალისწინებული,
მართვასთან დაკავშირებული კოდირებული შეზღუდვები და მათი დაწესების პირობები,
აგრეთვე დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემების მითითების წესი განისაზღვრება
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
მინისტრისა
და
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
15. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მინიჭებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნებიც.
16. ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლით
განსაზღვრულისგან განსხვავებული მოთხოვნები.
17. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირი,
რომელიც
სატრანსპორტო
საშუალების
მართვისას
არ
ასრულებს
შეზღუდვებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ითვლება მართვის უფლების არმქონედ.
8