საქართველოს პარლამენტის იურიდიულს საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/80; 25.05.2017) საქართველოს კანონის პროექტების I მოსმენით განხილვის ვადების ორი კვირით გაგრძელების შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.09.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#13867/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-05
ბიუროს ნომერი 85

📜 ტექსტი

წერილი
N 13867 01/09/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/80; 25.05.2017)– I მოსმენა (კანონპროექტის განხილვის ვადა 05.09.2017). კანონპროექტის მიზანია ადეკვატური და ზომიერი სახდელის დაწესება, რომელიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღზრდას, კანონების დაცვას, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემას, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის თავიდან აცილებას, რაც გამომდინარეობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის გამკაცრებით. კომიტეტმა დაიწყო კანონპროექტის განხილვა, მაგრამ მომხსენებელმა მოითხოვა დამატებითი დრო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მათი განხილვის დადგენილი ვადის გაგრძელება ორი კვირით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე