საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N10752; 23.05.2017) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.09.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#13855/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-05
ბიუროს ნომერი 85

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 13855 01/09/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2017 წლის 15 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№10752, 23.05.2017). საკანონმდებლო წინადადების შინაარსი ზემოაღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებები კანონპროექტის სახით, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:  კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ზუსტდება იმგვარად, რომ ადვოკატს, კლიენტის თანხმობის გარეშე, ეკრძალება ინფორმაციის, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაციის, გამჟღავნება. ამასთან, მითითებულია, რომ ადვოკატს ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება შეუძლია მხოლოდ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში;  კანონის მოქმედ რედაქციაში ტერმინი „ტესტირება“ იცვლება ტერმინით „ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა“;  კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი იცვლება იმგვარად, რომ მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს აღარ მიეცემა შესაძლებლობა განახორციელოს საადვოკატო საქმიანობა. ამასთან, მე-5 პუნქტი იცვლება იმგვარად, რომ მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, სამოსამართლო გამოცდებჩაბარებულ პირს, ადვოკატის უფლებამოსლების განსახორციელებლად აღარ დასჭირდება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება თუ ზემოაღნიშნული გამოცდის ჩაბარებიდან არ არის გასული 7 წელი.  კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი იცვლება იმგვარად, რომ ადვოკატს, ნაცვლად დღეს მოქმედი ნორმით გათვალისწინებული სხვა პირებისა, საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად, საადვოკატო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნა შეეძლება მხოლოდ სხვა ადვოკატებთან ერთად;  კანონის მე-18 მუხლს ემატება მე-21 პუნქტი, რომლის თანახმად, ბიუროს, რომელსაც არ გააჩნია ადვოკატთა ასოციაციის მიერ მინიჭებული საადვოკატო ბიუროების რეესტრის სიითი ნომერი, ეკრძალება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დადგენილი ორდერის გაცემა. სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ბიურო ვალდებულია, ეს ინფორმაცია 10 დღის ვადაში აცნობოს ასოციაციას;  კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი იცვლება იმგვარად, რომ სამოსამართლო გამოცდებჩაბარებულ პირს, თუ ის ასევე ახორციელებდა სამოსამართლო საქმიანობას, აღარ მოეთხოვება ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისთვის დადგენილი 7-წლიანი ვადის დაცვა.  28-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილების თანახმად, მცირდება ეთიკის კომისიის თავმჯომარის უფლებამოსილების ვადა 4 წლიდან 2 წლამდე. ასევე იცვლება მისი არჩევის პროცედურა და მითითება კეთდება სიითი უმრავლესობით არჩევის პრინციპზე;  წინადადება ასევე ითვალისწინებს კანონის 32-ე მუხლის ცვლილებას იმგვარად, რომ მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოების შეწყვეტა დაკავშირებული იქნება არა გადაცდომის ჩადენიდან, არამედ სადაო ქმედებიდან, განცხადების ან საჩივრის შეტანის მომენტიდან 5-წლიანი ვადის გასვლის ფაქტთან;  33-ე მუხლი იცვლება იმგვარად, რომ ეთიკის კომისია ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრას იწყებს ინფორმაციის შემოსვლიდან 2 თვის ვადაში, ნაცვლად ნორმის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 1თვიანი ვადისა;  35-ე მუხლის მე-4 პუნქტი იცვლება იმგვარად, რომ ეთიკის კომისიის სხდომის გადადების მიზეზად, ნაცვლად ნორმის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ადვოკატის გამოუცხადებლობისა, მითითება კეთდება საპატიო მიზეზზე და სხდომის გადადების ვადა (ნაცვლად მოქმედი ნორმით გათვალისწინებული 10-დღიანი ვადისა) განისაზღვრება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღით;  ასევე იცვლება კანონის 351 მუხლი, რომელშიც უფრო დეტალურად ხდება დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესის პროცედურების განსაზღვრა; კომიტეტის შეფასება კომიტეტმა მიიჩნია, რომ წინადადებით წარმოდგენილი ცვლილებების უმეტესობა მნიშვნელოვანია და მისი მიღებით გაუმჯობესდება და დაიხვეწება მოქმედი კანონის ნორმები, თუმცა მე-7 და მე-18 მუხლებთან მიმართებაში, ასევე მე-10 მუხლის მე-5 პუნქტსა და 21-ე მუხლებთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს ქონდათ განსხვავებული მოსაზრება, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი კანონპროექტის მომზადების დროს. კომიტეტმა, კანონის მე-7, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 და 21-ე მუხლებში გათვალისწინებული ცვლილებების გარეშე, მხარი დაუჭირა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში გამოთქმულ პრინციპებს და ცნო მიღებულად. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე