„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.09.2017
ავტორი
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“
ნომერი
#13922/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-05
ბიუროს ნომერი 85

📜 ტექსტი

წერილი
N 13923 04/09/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით საქართველოს საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების "ევროპული საქართველოს", "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების" მიერ შემუშავებულ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ მომხსენებლებად წარმოგიდგენთ ოთარ კახიძეს, სერგო რატიანს და ირაკლი აბესაძეს პატივისცემით, უმცირესობაში შემავალი საპარლამენტო ფრაქციები გიორგი წერეთელი თავმჯდომარე ოთარ კახიძე თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი თავმჯდომარე
წერილი
N 13922 04/09/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია: სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს და რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიმდინარე წლის 15 ივლისს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში “აქცენტები” გავიდა სიუჟეტი, რომელშიც სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი კორძაიამ ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საკნიდან უკანონო გაყვანის შესახებ. სავარაუდო მამხილებლისგან საზოგადოებამ შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის დღევანდელი მთავრობის წევრი სოზარ სუბარი, აგრეთვე ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც მოიცავს, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ისე მომხდარი დანაშაულის დაფარვას - მტკიცებულებათა განადგურებას, თანამზრახველთა მოსყიდვასა და სხვა მძიმე სამართალდარღვევებს. ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებული პროცესუალური მოქმედებები პროკურატურამ თებერვალში დაასრულა და შეწყვიტა საქმეზე გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ამის შემდეგ ჩვენ სახეზე გვაქვს ახლად გამოვლენილი გარემოება და ამის მიუხედავად, პროკურატურაში გამოძიება არ განახლებულა. საქმე ეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულის ჩადენას, რომელშიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ყოფილი მთავარი პროკურორი ფარცხალაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, მთავრობის მოქმედი წევრი სუბარი და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები. მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში სიმართლის დადგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები, პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ვითხოვთ, რომ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნას საკითხი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც შეისწავლის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტს, აგრეთვე აღნიშნულთან დაკავშირებით მტკიცებულებების განადგურებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებს. გთავაზობთ, რომ დროებითი განისაზღვროს 11 წევრით. საგამოძიებო კომისიის პატივისცემით, უმცირესობაში შემავალი საპარლამენტო ფრაქციები გიორგი წერეთელი თავმჯდომარე ოთარ კახიძე თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი თავმჯდომარე წევრთა რაოდენობა
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. მიზანშეწონილად იქნას მიჩნეული საქართველოს საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარდგინებით გათვალისწინებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტს. 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია სავარაუდო დანაშაული, რომელიც უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასა და აღნიშნულში ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დანაშაულებრივ ჩართულობას, რის გამოც ხსენებული ფაქტის გამოძიება სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 3. დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხია - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკნიდან უკანონო გაყვანა და მასთან დაკავშირებული სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები. 4. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს 3 თვე. 5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 11 წევრით. 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე