საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
04.09.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#13970/1/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

📜 ტექსტი

წერილი
N 13970 04/09/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით 2017 წლის საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს 2016 წლის ნოემბრიდან - 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით. დანართი: 21 გვერდი პატივისცემით, სოფიო ქაცარავა თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში (საანგარიშო პერიოდი: 2016 წლის ნოემბრიდან - 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით) საქართველოს (მეცხრე მოწვევის პარლამენტში) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, დღემდე განახორციელა საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის რეგლამენტით და კომიტეტის დებულებით გათვალისწინებულ შემდეგი საქმიანობა: საკანონმდებლო საქმიანობა კომიტეტის მიერ განხილული იქნა კანონპროექტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონვენციები, შეთანხმებები. ჩატარდა საკომიტეტო მოსმენები საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების და კურატორი მოადგილეების მონაწილეობით. მომზადდა და პარლამენტს განსახილველად გადაეცა დადგენილებები მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობებში ცვლილებების შესახებ. 1. განხილული კანონპროექტები  საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა, და სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა (2016-2020 წ)“ – (N07-2/1, 22.11.2016);  საქართველოს კანონის პროექტი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/12; 13.12.2016)სამივე მოსმენა.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/5 09.12.16)  „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასა" და საქართველოს კანონის პროექტებზე „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის ცვლილების თაობაზე“, შეტანის „პოლიციის თაობაზე“, შესახებ“ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“(07-2/42, 08.02.2017)  „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე (07-3/58, 11.05.2017)სამივე მოსმენა  მოქალაქე ზ. ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (2756, 26.12.2016)  2. რატიფიკაციისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები და კონვენციები  „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)“(07-2/509 02.08.16)  „ევროპის საბჭოს განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის ჩარჩო სასესხო შეთანხმებაზე „თბილისი საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა“ (07-2/516 11.11.16)  „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)“(07-2/509 02.08.16)  2013 წლის 20 აგვისტოს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმებაზე.(07-2/4 08.12.16)  2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა) (ჩვეულებრივი ოპერაციები) #2 ცვლილებაზე“(07-2/18 14.12.16)  „2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2) ცვლილება #2-ზე” (07-2/16 14.12.16)  „2011 წლის 10 მაისის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1) ცვლილება #3-ზე” (07-2/15 14.12.16)  „2015 წლის 5 თებერვლის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 4) სასესხო ხელშეკრულების ცვლილებაზე“(07-2/17 14.12.16)  „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020)“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების თაობაზე  „შეიარაღებულ უფლებათა კონფლიქტებში კონვენციის დამატებითი ბავშვთა მონაწილეობის ოქმის“ და "ბავშვთა თაობაზე ბავშვის ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის თაობაზე ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის“ საქართველოს სახელმწიფო ანგარიშების პირველადი პროექტების თაობაზე (#388; 28.11.2016)  „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს სოფლის მეურნ ეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი)“ (N07‐ 2/33, 03.01.2017)  „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულ ება(საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ (N07‐ 2/31, 03.01.2017)  „2009 წლის 2 ივნისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარე ბის ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტი)“ N1ცვლილების შეთანხმება“ (N07‐ 2/29, 29.12.2016)  „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები )(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა. პროექტი 6)“ (N07-2/28, 29.12.2016)  „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია)“ (07-2/32,03.01.2017)  საქართველოს მთავრობისა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება (07-2/27, 26.12.2016)  „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავ ისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება (N07-2/19, 14.12.2016) „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)“(N07-2/37, 30.01.2017)  „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში“ ცვლილება ნომერი ერთი“ (N07-2/39, 30.01.2017)  „ამერიკის შეერთებეულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში“ ცვლილება ნომერი ერთი“ (N07-2/38, 30.01.2017)  „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებულ „მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში“ ცვლილება ნომერი ერთი“ (N07-2/40, 01.02.2017)  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 24 კანონის პროექტი. (N07-2/42, 08.02.2017)  „საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის სასესხო ხელშეკრულების „ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი" (ხულო-გოდერძის მონაკვეთი)"( 07-2/46, 13.02.2017)  საქართველოსა და ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების ორგანიზაციას (ნმშო) შორის მხარდაჭერის თანამშრომლობის შესახებ" (07-1/3, 17.02.2017)  საქართველოსა და საერთაშორისო საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ცენტრს საქართველოს შორის რეგიონული განყოფილების განთავსების პირობების შესახებ“ (07-2/50, 23.02.2017)  „საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ“ (07-2/51, 23.02.2017)  „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ“ 1997 წლის 17 ივლისის შეთანხმების მოქმედების გაგრძელების და ცვლილებების თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება. (N 07-1/4. 01.03.2017)  რეგიონული კონვენცია „პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ (07-2/53; 16.03.2017).  „თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის #1/2016 გადაწყვეტილება (07-2/48; 15.02.2017).  შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“(07-2/35 25.01.17)  2016 წლის 14 ოქტომბერს ხელმოწერილ ოქმზე „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ (07-1/6; 27.03.2017)  შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ (07-2/56 31.03.17)  შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“. (07-2/63; 27.04.2017)  „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „ფინანსური თანამშრომლობის შესახებ(2015)" 2016 წლის 20 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებაში" ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმება" (შემდგომშიშეთანხმება) (N07-2/65; 02.05.2017)  პროექტის -„საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“ დაფინანსებისთვის საქართველოსა და UniCredit Bank Austria AG შორის 2017 წლის 7 აპრილს ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულება“. (07-2/64 28.04.2017)  „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება. (N07-2/66; 05.05.2017)  დაფინანსების შეთანხმება „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის (სოფლის მეურნეობის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის თაობაზე)“ (AMMAR)” (N07-2/75; 25.05.2017).  ხელშეკრულება „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ყაზახეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემული სახელმწიფო კრედიტებით წარმოქმნილი საქართველოს მთავრობის დავალიანების განმეორებითი რესტრუქტურიზაციის შესახებ“ (07/2/101, 28.06.2017)  „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილებების (სპეციალური ოპერაციები)“ წერილი-შეთანხმება. (07-2/97; 23.06.2017)  „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აზიის განვითარების ფონდიდან (ADF) მიღებული სესხების ძირითადი თანხის დაფარვის დაჩქარების“ შესახებ წერილი-შეთანხმება.(07-2/98; 23.06.2017) 3. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტები მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2016 წლის 14 დეკემბერი N63-Iს. საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 10 მარტის N401-IIს დადგენილება 4. კომიტეტის მიერ განხილული რეზოლუციის (განცხადების) პროექტები  საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ (N07-3/11, 22.12.16)  საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველოს“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების“ მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული ქმედებების დაგმობის თაობაზე"(07-3/43; 21.03.2017); 5. საკომიტეტო მოსმენები  საგარეო ბლოკის მინისტრების კანდიდატთა მოსმენა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე (საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა) მომხსენებლები: საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჯანელიძე; ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი - ვიქტორ დოლიძე; (24.11.2016) საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" (2016-2020) განხილვა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - მიხეილ ჯანელიძის ხოლო, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ვიქტორ დოლიძის კანდიდატურის გამოსვლა. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჯანელიძემ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებთან დაკავშირებით, კანონმდებლებს მთავრობის ხედვა გააცნო.უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზით; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა; მსოფლიო მასშტაბით საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაცია და ქართულ დიასპორასთან კავშირების გამყარება და საქართველოს განვითარების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობა - ეს იყო ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც მინისტრობის კანდიდატმა ვრცლად ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელიც საქართველომ მიაღწია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით. მან ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მუშაობაზე და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.  2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაწეული საქმიანობის შესახებ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესთან და მიმდინარე საერთაშორისო აქტივობასთან დაკავშირებით და 2016 წლის შეჯამება საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. მომხსენებლები: მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიქტორ დოლიძე - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ( 26.12.2016). მათ მიმოიხილეს 2016 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები. გასული წლის შეჯამებასთან ერთად, მინისტრებმა მომავალი წლისთვის საქართველოს წინაშე საგარეო ურთიერთობების კუთხით მდგარი ამოცანებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ ვითარებას, აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებულ პოზიტიურ დინამიკას და არსებულ სირთულეებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობების პროცესზე, რომელიც გასული წლის განმავლობაში ინტენსიურობით გამოირჩეოდა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებზე. ამ მიმართულებით აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ სწორი და ეფექტური საინფორმაციო კამპანიის წარმოების მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირთან მიმდინარე ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას ისახავს მიზნად აღნიშნულ საკომიტეტო მოსმენაზე გადაწყდა, რომ საგარეო საქმეთა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ორი კომიტეტის წინაშე კვარტალურ ანგარიშებს წარმოადგენენ. კომიტეტებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი, როგორც პოლიტიკური ასოცირების, ისე ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში, დადებითად შეაფასეს და 2016 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მინისტრებს მადლობა გადაუხადეს).  2017 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის შესახებ. (10.05.2017).  „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიში". N7864, 18.04.2017. (11.05.2017).  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარების, ქართული ენის უფლებრივი მდგომარეობისა და აღნიშნულ საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 2016 წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; (05.06.2017)  „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება. (07-2/82, 25.05.2017)( 06.06.2017)  ინფორმაცია “ძირითდი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. (N07-2/83. 30.05,2017) (12.06.2017)  მიმდინარე წლის საქმიანობის შესახებ საგარეო ურთიერთობების მიმართულებით; (13.06.2017) მომხსენებელი: მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა საერთაშორისო ასპარეზზე სამინისტროს მიერ მიღწეული წარმატებები, შეაფასა არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები. მან ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლიდან მოყოლებული საქართველოსადმი უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოვლენის შესახებ და ამის მაგალითად მიღებული რეზოლუციები თუ სხვა საკანონმდებლო აქტები მოიყვანა. ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად შეფასდა, ასევე, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და ამ საკითხზე ევროპული სტრუქტურების დადებითი გადაწყვეტილება. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ექვს ძირითად მიმართულებაზე (პირველი: საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან; მეორე: ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენტოებთან მაქსიმალური ინტეგრაცია; მესამე: ევროკავშირის მოქმედ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდა; მეოთხე: ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან საქართველოს სტრუქტურების რეგულარული დიალოგი; მეხუთე: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაღრმავებული დიალოგი; მეექვსე: პოლიტიკურ, სექტორალურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ინტეგრაციასთან ერთად, ევროკავშირის შიდა ბაზართან საქართველო ფიზიკური ინტეგრაცია), რომელიც საქართველოს საბოლოო მიზანთან დააახლოებს. ევროპის გაერთიანებასთან ურთიერთობის კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა იმ მოლოდინების შესახებ, რაც საქართველოს ა.წ. 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მიმართ გააჩნია. ევროკავშირთან ურთიერთობის გარდა, მინისტრმა, ასევე, მიმოიხილა ნატოსთან თანამშრომლობაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი) და ინდოეთთან, იაპონიასთან, არაბულ ქვეყნებთან, ირანსა და იორდანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.)  მოქალაქე ზ. ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (2756, 26.12.2016)  ევროპულ და საქართველოს ევროატლანტიკურ სახელმწიფო ანგარიში.(20.07.2017) სტრუქტურებში მინისტრის მომხსენებელი: ინტეგრაციის აპარატის საქმიანობის ევროპულ და საკითხებში 6 თვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მინისტრის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანგარიშგება წარმატებით მიმდინარეობს. საქართველო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს. ასოცირების დღის წესრიგის (2017-2020 წლები) ტექსტი შეთანხმების პროცესშია და განსაკუთრებული ყურადღება ასოცირების შეთანხმების განხორციელების კომპლექსურ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებს ეთმობა. მინისტრმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია იმ კამპანიებზე, რომელთა მიზანს ევროკავშირისა და ნატოს პოპულარიზაცია წარმოადგენდა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირი - საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის მეორე ფაზის განხორციელებაზე და წარმოადგინა ის სტატისტიკური ინფორმაცია რაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ არსებობს. მინისტრის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოეწყო 200-მდე შეხვედრა და ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში. მინისტრმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, ევროკომისიამ შეიმუშავა დოკუმენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლისთვის: ძირითადი პრიორიტეტები და შედეგები“. მომზადდა საქართველოს ერთიანი პოზიცია ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ევროკავშირის მხრიდან მოხდა წარდგენილი წინადადებების უმეტესი ნაწილის გათვალისწინება. მნიშვნელოვანი შედეგებია მიღებული როგორც პოლიტიკური ასოცირების, ისე ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით - უვიზო მიმოსვლა და ენერგო გაერთიანებაში საქართველოს სრულფასოვანი წევრობა. ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელ დონეზე. მინისტრმა ისაუბრა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც. მისი ინფორმაციით, „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის" და 2017 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია. ხორციელდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საფუძველზე. დეპუტატებმა მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ნატოსა და ევროპის დღეებთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის) 6. დიპლომატიური ურთიერთობები. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა საანგარიშო პერიოდში მონაწილეობა მიიღეს შეხვედრებში საპარლამენტო დელეგაციებისა და ოფიციალურ პირთა ვიზიტების ფარგლებში.  საქართველოში ვიზიტად მყოფი ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო ქაცარავასთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან თამარ ხულორდავასთან და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან - ირაკლი ბერაიასთან (2016 წლის 29 ნოემბერი);  საქართველოში ვიზიტად მყოფი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკთხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრების შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან, სოფიო ქაცარავასთან, თამარ ხულორდავასთან, ზვიად კვაჭანტირაძესთან, რომან კაკულიასთან, კახაბერ კუჭავასთან და ნინო გოგუაძესთან (2016 წლის 5 დეკემბერი);  ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მესამე სხდომის ფარგლებში, შედგა შეხვედრა ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებსა და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს - სოფიო ქაცარავას, თავმჯდომარის პირველი მოადგილის - დიმიტრი ცქიტიშვილსა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან - თამარ ხულორდავასთან (2016 წლის 20 დეკემბერი)  ვესტმინსტერის ფონდის მმართველი საბჭოს წევრის, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრის ჯეფრი დონალდსონის და მრავალპარტიული ოფისის ხელმძღვანელის - ადელ პოსკიტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შედგა მათი შეხვედრა საქართველოს პარლამანეტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო ქაცარავასთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან - ნინო გოგუაძესთან (2017 წლის 20 იანვარი);  საქართველოში ვიზიტად მყოფი შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების შეხვედრა საქართველო-შვედეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. (2017 წლის 8 თებერვალი)  საქართველოში ვიზიტად მყოფი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერ ზალბერის შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან - სოფიო ქაცარავასთან (2017 წლის 14 თებერვალი)  საქართველოში ვიზიტად მყოფ ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკთხებში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლის მარიეტ შურმანის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან - სოფიო ქაცარავასთან (2017 წლის 2 მარტი)  ესტონეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის და ესტონეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა ესტონეთის საელჩოში ოფიციალურ მიღებაზე. (2017 წლის 16 მარტი)  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან (2017 წლის 16 მარტი)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას, ნინო წილოსანის, დიმიტრი ცქიტიშვილისა და კახა კუჭავას შეხვედრა ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან. (2017 წლის 16 მარტი)  ნორდიკულ - ბალტიური ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა. (2017 წლის 20-22 მარტი)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას შეხვედრა ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაციასთან. (2017 წლის 20-21 მარტი)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას და ნინო წილოსანის შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან. (2017 წლის 29 მარტი)  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას შეხვედრა, საქართველოში ვიზიტად მყოფ უსაფრთხოებისა და კრიზისების საკითხებში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთან, სერ გარი ჯონსონთან (2017 წლის 30 მარტი);  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას შეხვედრა და სამუშაო სადილი ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტთან ზიგფრიდ ბრაკესთან. (2017 წლის 11 აპრილი)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან. (2017 წლის 23 მაისი)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა თურქეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფთან. (2017 წლის 26 მაისს)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა ბულგარეთის პარლამენტის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან. (2017 წლის 26 მაისი)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას და ირაკლი სესიაშვილის შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრთან. (2017 წლის 27 მაისი)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას შეხვედრა ბრიტანეთის პარლამენტის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან. (2017 წლის 27 მაისი)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას და რუმინეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში. (2017 წლის 30 მაისი)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი და საქართველო-უკრაინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი მოსიძეს შეხვედრა უკრაინასაქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან. (2017 წლის 12 ივნისი)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას, სოფიო კილაძის, თამარ ხულორდავას, მარიამ ჯაშის, ბექა ნაცვლიშვილის და ანრი ოხანაშვილის შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და წევრებთან. (2017 წლის 12 ივნისი)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. საერთაშორისო ფორუმი - „საერთაშორისო დიპლომატიის როლი საქართველოს წინსვლასა და დემოკრატიულ განვითარებაში“. მონაწილოებას იღებდნენ რეზიდენტი და არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები. ( 2017 წლის 20 ივნისი)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას, ნინო გოგუაძის და დიმიტრი ცქიტიშვილის შეხვედრა ჩეხეთის პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან. (2017 წლის 14 ივნისი)  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძის და კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ცქიტიშვიოლის შეხვედრა ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის დელეგაციასთან. (2017 წლის 19 ივლისი) კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას საზღვარგარეთ ვიზიტები: 13.11.2016 / 16.11.2016 პარკის“კონფერენცია – დასავლეთ თემაზე „ქალთა სასექსი, დიდი კვირეული“ ბრიტანეთი, (თავმჯდომარე „ვილტონ აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით) 22.01.2017 / 27.01.2017 - ქ.სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი,ზამთრის სესია. 31.01.2017 / 03.02.2017 - ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი. 19.02.2017 / 22.02.2017 - ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო, საქართველოს დელეგაციისთვის პარლამენტართა ტრენინგის პროგრამასა და საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა. 22.02.2017 / 25.02.2017 - ქ.ვენა, ავსტრიის რესპუბლიკა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომა. 05.03.2017 / 06.03.2017 - ქ.პარიზი, საფრანგეთის რესპუბლიკა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა. 06.03.2017 / 10.03.2017 - ქ. ბერლინი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ბუნდესტაგში გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის კარინ შტრენცის მიწვევა. დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა გერმანიის ბუნდესტაგის წევრის და სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის კარინ შტრენცის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე. დელეგაციის ხელმძღვანელობდა სოფიო ქაცარავა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ანრი ოხანაშვილი, ნინო წილოსანი, ლევან კობერიძე, სერგო რატიანი, ნიკოლოზ ნათენაძე. ბერლინში ქართულ და გერმანულ მხარეს შორის გაიმართა შეხვედრები აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან ანდრეას პეშკესთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტთან, პოლიტიკური ფონდების წარმომადგენლებთან, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრთან, ბუნდესტაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელთან, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან და ჯგუფის წევრებთან; ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის ვიცე პრეზიდენტთან (CDU ქრისტიან-დემოკრატიული პარტია), ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ბუნდესტაგის კომიტეტების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და კომიტეტების ბიუროების ხელმძღვანელებთან; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელთან. შეხვედრები ასევე გაიმართა დამოუკიდებელ ანალიტიკურ ცენტრებთან. დელეგაციამ მოინახულა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა და იქ წარმოდგენილი ქართული სტენდი. ბერლინში ვიზიტის დროს სოფიო ქაცარავას მოწვევის საფუძველზე 11-14 ივნისს თბილისს ვიზიტით სტუმრობდნენ სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები. 10.03.2017 / 13.03.2017 - ქ. ვილნიუსი, ლიტვის რესპუბლიკა, სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საერთაშორისო საპარლამენტო შეხვედრა. ლიტვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟუოზას ბერნატონისის და დემოკრატიული ფორუმის ხელმძღვანელის ემანუელ ზინგერისის ოფიციალური მოწვევით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ვილნიუსში ლიტვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე: „ტრანსატლანტიკური სოლიდარობის გაძლიერება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.“ სეიმის სესიების ფარგლებში მიღებულ იქნა ვილნიუსის დეკლარაცია, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით სოფიო ქაცარავას ინიციატივისა და კოლეგებთან ხანგრძლივი დისკუსიების საფუძველზე აისახა ცვლილება საქართველოში გატარებული რეფორმების, პოლიტიკური პროგრესის, რუსეთის აგრესიისა და ევრო ატლანტიკური სწრაფვის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ შეხვედრები გამართა ლიტვის სეიმის თავმჯდომარესთან, საგარეო ურთიერთობათა, ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის და სეიმის დემოკრატიული ფორუმის ხელმძღვანელებთან, ასევე მოლდოვის და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან. 28.03.2017 / 29.03.2017 - საბერძნეთის რესპუბლიკა და ბელგიის სამეფო, პრემიერ მინისტრის დელეგაცია. 31.03.2017 / 06.04.2017 - ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 136-ე ასამბლეა. 23.04.2017 / 28.04.2017 - ქ.სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მეორე სესია. 02.05.2017 / 08.05.2017 - ქ.ბუდაპეშტი, უნგრეთი და ლაინსვაილერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. უნგრეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული სამუშაო ვიზიტი და გერმანიის ბუნდესტაგის საპარლამენტო სემინარი. უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ოფიციალური მოწვევით სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობდა დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: გიორგი ხატიძე, ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი ლომია. სოფიო ქაცარავამ შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებთან, ნატო- ს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეების დელეგაციების ხელმძღვანელებთან და ბუდაპეშტში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრაზე უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო ქაცარავამ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა ვიშეგრადის ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგისა და პრიორიტეტების განხილვის შესახებ. ვიზიტის შემდეგ სოფიო ქაცარავამ კოლეგას წერილობით მიმართა. ამ საკითხების განხილვის შემდეგ, 2017 წლის 30 აგვისტოს სოფიო ქაცარავა მიწვეულ იქნა 2017 წლის 14-15 ნოემბერს ბუდაპეშტში აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკისა და დღის წესრიგის განსახილველ შეხვედრებზე. 23.05.2017 / 24.05.2017 გაერთიანებული სამეფო. დაჯილდოებულთა - დიდი ბრიტანეთისა და დიდი ბრიტანეთის იმპერიის მიღების ცერემონია და საგარეო ჩრდილოეთ ირლანდიის საპატიო საქმეთა ორდენით სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა. 08.06.2017 / 09.06.2017 - ქ. რიგა, ლატვიის რესპუბლიკა, ბალტიის ასამბლეის, ბენილუქსის პარლამენტის, სუამის საპარლამენტო ასამბლეის, ნორდიკული საბჭოს და ვიშეგრადის ქვეყნების ერთობლივი კონფერენცია: „ერთად - უკეთესი თანამშრომლობისთვის“. სუამის საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც 9 ივნისს გაიმართა, სოფიო ქაცარავა ოფიციალურად მიიწვიეს, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. სოფიო ქაცარავა სიტყვით წარსდგა საკონფერენციო პანელში: “თანამშრომლობის გაძლიერება ხალხთა შორისი კავშირების საფუძველზე.“ სოფიო ქაცარავამ ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა ლატვიის სეიმას წევრებთან და საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან. 25.06.2017 / 30.06.2017 - ქ.სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მესამე სესია. 02.07.2017 / 04.07.2017 - ქ.კიევი. უკრაინა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის „როუზროსის“95-ე სემინარი. 04.07.2017 / 09.07.2017 - ქ.მინსკი, ბელარუსის რესპუბლიკა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 26-ე ყოველწლიური სესია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა და წევრები არჩილ თალაკვაძე, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ბერაია და გიორგი წერეთელი. დელეგაციის ინიციატივით მინსკის დეკლარაციაში აისახა ცვლილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ და ეუთო-ს ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო მისიის დაშვების საჭიროების შესახებ. მინსკის საზაფხულო საკომიტეტო და სასესიო მუშაობის ფარგლებში სოფიო ქაცარავა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხების კომიტეტის მომხსენებლად აირჩიეს, რაც ასევე გულისხმობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრობას. დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა პორტუგალიის, პოლონეთის, გერმანიის, შვედეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის და ხორვატიის დელეგაციებთან. მინსკის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გამართა კონფერენცია თემაზე:„საქართველოს პარლამენტის როლი OGP-ის სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის”. კონფერენციის მთავარი ნაწილი ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინე ფრუიძემ წარმოადგინა საქართველოს მიღწეული შედეგებისა და სამოქმედო გეგმის საკითხების და გამოწვევების შესახებ.კონფერენცია გახსნა და სიტყვით წარსდგა ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი სოფიო ქაცარავა, ასევე წარსდგნენ გიორგი წერეთელი და გერმანიის, ესტონეთის, უკრაინის და სლოვაკეთის დელეგაციების ხელმძღვანელები. თავმჯდომარის პირველი მოადგილეს ნინო გოგუაძის საზღვარგარეთ ვიზიტები: 27.11.2016 / 03.12.2016 - ქ.პრაღა. ჩეხეთი, ახალგაზრდული აკადემიის პროგრამა, ორგანიზებული CEVRO-ს უნივერსიტეტის მიერ. 22.01.2017/27.01.2017 - ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის რიგით პირველი ზამთრის სესია. 31.01.2017/02.02.2017 რეფორმისტები’’ - ქ.ბრიუსელი, ბელგია, ,,ევროპელი კონსერვატორები და 14.02.2017/17.09.2017 - ქ.სტრასბურგი, კომიტეტის მეოთხე სხდომა. საფრანგეთი, საპარლამენტო ასოცირების 06.03.2017/15.03.2017 - ქ. ვაშინგტონი. აშშ, ღიაობის მსოფლიო პროგრამა პარლამენტის წევრებისთვის. 21.03.2017/27.03.2017 - ქ. პარიზი, საფრანგეთი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია. 23.04.2017/28.04.2017 - ქ.სტრასბურგი, საფრანგეთი, ასამბლეის რიგით მეორე საგაზაფხულო სესია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო 06.04.2017/09.04.2017 - ქ.ტირანა, ალბანეთი, რეფორმისტების ალიანსი’’. ,,ევროპელი კონსერვატორებისა და 21.05.2017/24.05.2017 - ქ. პარიზი, საფრანგეთი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის საკითხების კომიტეტის სხდომა. 25.05.2017/29.05.2017 - ქ.მაიამი, აშშ, კონსერვატორების საერთაშორისო სამიტი. 04.06.2017/09.06.2017 - ქ.ლონდონი, დიდი ბრიტანეთი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსის სხდომა’’. , ,,ევროპელი 25.06.2017/30.06.2017 - ქ.სტრასბურგი, საფრანგეთი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მესამე ზაფხულის სესია. 03.07.2017/05.07.2017 - ქ.სტრასბურგი, საფრანგეთი, ევროპარლამენტის სესიის ფარგლებში დაგეგმილი ევროკავშირ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ინაუგურაციის ცერემონია. 12.07.2017/15.07.2017 - ქ.ბათუმი საქართველო, მე-14 საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა’’ 30.07.2017/ 03.08.2017 - ქ. იერუსალიმი, ისრაელი, ურთიერთობები“. „საქართველო-ისრაელის ორმხრივი თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის საზღვარგარეთ ვიზიტები: 01.12.2016/01.12.2016 - ქ.ბერლინი, გერმანია -პროგრესული ალიანსის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა; 01.12.2016/01.12.2016 - ქ.პრაღა, ჩეხეთი - ევროპის სოციალისტური პარტიის კონგრესი; 22.01.2017/28.01.2017 - ქ.სტრასბურგი, საფრანგეთი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE); 19.03.2017/21.03.2017 - ქ.პარიზი, საფრანგეთი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE); 22.03.2017/23.03.2017 - ქ.ბრიუსელი, ბელგია. EuroNest - ის საპარლამენტო ასამბლეა; 24.03.2017/27.03.2017 – ქ.სოფია, ბულგარეთი. არჩევნების სადამკვირვებლო მისია; 06.04.2017/10.04.2017 - ქ.გოტენბერგი, შვედეთი. შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესი; 24.04.2017/28.04.2017 - ქ.სტრასბურგი, საფრანგეთი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE); 22.05.2017/24.05.2017 - ქ.კიშინეუ, მოლდოვა. EuroNest - ის ენერგოუსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრა; 25.05.2017/26.05.2017 კონფერენცია; - ქ.ულან-ბატორი, მონღოლეთი. პროგრესული ალიანსის 26.06.2017/29.06.2017 - ქ.სტრასბურგი, საფრანგეთი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE); 03.07.2017/06.07.2017 - ქ.სტრასბურგი, მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა; საფრანგეთი. საქართველო-ევროკავშირის 7. კომიტეტის ურთიერთობა საზოგადოებასთან საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად მუშაობდა ურთიერთობის კუთხით. კომიტეტის თავმჯდომარე საზოგადოებასთან და მოადგილეები ხშირად ხვდებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ისმენდნენ მათ პრობლემებს და კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ ამ პრობლემების გადაჭრაში. კომიტეტში ხშირად შემოდის წერილები, რომლებსაც ეცნობა კომიტეტის თავმჯდომარე, შემდეგ კი აპარატს აძლევს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გადაწყდეს მოქალაქის განცხადებაში აღწერილი პრობლემა. თუ საკითხი კომიტეტის კომპეტენციას არ განეკუთვნება, დახმარებისთვის და რეაგირებისთვის გადაეცემათ შესაბამის უწყებებს. საანგარიშო პერიოდში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან გავიდა 98 წერილი. კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან. კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის სხვა წევრები ხვდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომატიური აკადემიის, სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, სადაც საუბარი იმართება ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. (მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე) და მათი რეალიზაციის გზებზე. 8. კომიტეტის საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობა 1 აგვისტოდან კომიტეტმა დაიწყო საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში მომზადდა და გადაეგზავნა შესაბამის პირებს/უწყებებს 4 საინფორმაციო-ანალიტიკური ბარათი (ჯამში 43 გვერდი); ანალიტიკური ბარათები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: 1) 2017 წლის გერმანიის არჩევნები; 2) რუსეთის „რბილი ძალა“ აღმოსავლეთ ევროპაში; 3) ბრიტანულ-რუსული ურთიერთობები; 4) დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 6 თვის შეფასება; 9. კომიტეტის კორესპონდენცია საანგარიშო პერიოდში მოქალაქეების და უწყებებს მხრიდან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შემოვიდა 356 წერილი, ხოლო გავიდა 90 წერილი. რეგიონული საჯარო შეხვედრები 21 აპრილს, ქუთაისში USAID-ის პროექტის ფარგლებში: „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელთან ნატალია ჯალიაშვილთან ერთად შეხვედრა გამართა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან თემაზე: საგარეო პოლიტიკური კურსი პრიორიტეტები, გამოწვევები და მიზნები; ევრო ატლანტიკური სწრაფვა, პერსპექტივები და ინტეგრირების სიკეთეები. შეხვედრა ასევე გამართა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში ასევე მიწვეულ იქნა ქუთაისის ადგილობრივ ტელევიზიაში. 15 ივლისს, ბათუმში გაიმართა NDI- ს მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სოფიო ქაცარავასთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და კომიტეტის წევრი გიორგი წერეთელი. 25 ივლისს ასევე NDI- ს ორგანიზებით ჩატარდა სოფიო ქაცარავას, ნინო გოგუაძის და დიმიტრი ცქიტიშვილის საჯარო შეხვედრა მოქალაქეებთან თიანეთში. დეპუტატებმა მოქალაქეებს გააცნეს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, შეხვედრაზე განიხილებოდა ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. ვიზა ლიბერალიზაციის სიკეთეები სასოფლო სამეურნეო სფეროში. 21-23 აგვისტოს USAID-ის პროექტის ფარგლებში: „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელთან ნატალია ჯალიაშვილთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, სოფიო ქაცარავას მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართეს ოზურგეთის, სამეგრელოსა და აჭარის მოსახლეობასთან ადგილობრივი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში. შეხვედრებზე განხილული იყო ადამიანის უფლებების მრავალი მიმართულება, მათ შორის, ბავშვთა უფლებები, შრომითი უფლებები, დევნილთა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები და ა. შ. შეხვედრაზე მოქალაქეებსა და პარლამენტის წევრების შორის გაიმართა დისკუსია.