საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საქმიანობის წლიური ანგარიში (2016 წლის ოქტომბერი - 2017 წლის სექტემბერი)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.09.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი
ნომერი
#14035/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-06
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

წერილი
N 14035 05/09/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის შესაბამისად გიგზავნით კომიტეტის საქმიანობის წლიურ ანგარიშს (2016 წლის ოქტომბერი – 2017 წლის სექტემბერი). გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: 22 ფურცელი. პატივისცემით, გრიგოლ ლილუაშვილი თავმჯდომარე
ანგარიში
პროექტი ანგარიში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საქმიანობის შესახებ (2016 წლის ოქტომბერი -2017 წლის სექტემბერი) I. კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები 1.1. ზოგადი მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში თავის საქმიანობას წარმართავდა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოდ პარლამენტის რეგლამენტით, კომიტეტის დებულებით, ჩარჩო დოკუმენტებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. კანონშემოქმედებითი საქმიანობის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად კომიტეტი ხელს უწყობდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ სრულყოფას, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრებას, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ქმედითი საჯარო სამსახურების ჩამოყალიბებას ადგილებზე, მაღალმთიანი დასახლებების განვითარებას, რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მოქალაქეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური საკანონმდებლო და პრაქტიკული საქმიანობა თვითმმართველი ერთეულების დამოუკიდებლობის გაძლიერების, სახელმწიფო და ადგილობრივი რესურსების კონსოლიდაციის საფუძველზე მუნიციპალიტეტების მატერიალური, ფინანსური და საკადრო პოტენციალის განმტკიცების, სახელმწიფო და მუნიციპალური უფლებამოსილებათა გამიჯვნის, გადაწყვეტილების მიღებაში მეტი სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველსაყოფად ევროპული ქარტიის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ პრინციპების შესაბამისად. კომიტეტის ახალი პრიორიტეტია კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროგნოზირების მიღწევა, მეტი საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზედამხედველო და საკონტროლო როლის გაძლიერება, აპარატის საქმიანობის სრულყოფა. თანამედროვე საკანონმდებლო გამოწვევების შესაბამისად მიმდინარეობს მუშაობა, კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კომპლექსური გეგმის შესამუშავებლად, რომელიც უნდა იყოს დინამიური და მოქნილი სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტების და ადგილებზე არსებული რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ადეკვატურად პასუხობდეს გამოწვევებს. კანონშემოქმედებით გეგმაში აისახება ყველა ის დოკუმენტი, რომლითაც კომიტეტს ეკისრება გარკვეული უფლებამოსილება და ფუნქცია-მოვალეობები. კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ძირითადი ამოცანების ჩამონათვალშია მმართველობის დეცენტრალიზაციის განხორციელება ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი 1 ვალდებულებების შესაბამისად, სუბსიდიარობის პრინციპის თაობაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების ეტაპობრივი შესრულება, რომელიც გვთავაზობს, რომ „როგორც წესი, საჯარო უფლებამოსილების განხორციელება ხდება ხელისუფლების იმ ორგანოს მიერ, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოქალაქეებთან, ამასთან, მოვალეობების გადანაწილება სხვა ორგანოებისთვის უნდა მოხდეს შესაბამისი ამოცანების, მოცულობისა და ბუნების, ასევე, ეკონომიკისა და ეფექტურობის მოთხოვნების გათვალისწინებით“. 2017 წელს კომიტეტმა მთლიანობაში მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილ შესაბამისი კანონის პროექტებს, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ოპტიმიზაციის საკითხებზე, შეიმუშავა საკანონმდებლო ინიციატივები მუნიციპალიტეტების საქმიანობის ხარისხის ამაღლებისა და ადგილებზე უფრო ეფექტური მმართველობის დასამკვიდრებლად. დამატებითი სამართლებრივი უფლებამოსილებებით აღიჭურვა მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები, საქართველოს დედაქალაქის-თბილისის მერია და საკრებულო. საკანონმდებლო სივრცის ახალი რეალობის გათვალისწინებით განსახილველად მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიღებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობა. კომიტეტის საზედამხედველო სტრატეგიული მიზნების შესაბამისად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა კანონის აღსრულების სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერებისა და საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. დამტკიცდა კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2017 წლის სამოქმედო გეგმა, რომელმაც ასევე მოიცვა საბიუჯეტო კონტროლის ორგანოებთან და სახელმწიფო აუდიტთან თანამშრომლობის სრულყოფის საკითხები. საკომიტეტო საქმიანობის ეს მიმართულება მოითხოვს შესრულების ვადების ფორმალურ დაცვას და კანონის არსებით შესრულებას. ცნობილია, რომ ამ საქმეში რეალურად არსებობს პრობლემები, მათ შორის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ მიმართებაში, რაც ნეგატიურად აისახება საკანონმდებლო პრაქტიკაში, როგორც სახელმწიფო, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია კოდექსის 162-ე მუხლი, რომლის გადაწყვეტა რამდენიმე სამინისტროს კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. მხედველობაშია მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო ვადებისა და წესის დამტკიცებაზე. დანიშნულების მიწების გადაცემის აღსანიშნავია, რომ წარსულის სტერეოტიპების მიუხედავად, ახლებურად ყალიბდება პარტნიორობის პრაქტიკა პირდაპირი წესით არჩეული მერებსა და მრავალპარტიული პოლიტიკური ინტერესების მატარებელ წარმომადგენლობით ორგანოებს შორის რეგიონების განვითარების მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ იზრდება სამხარეო ადმინისტრაციებთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოების როლი და მნიშვნელობა რეგიონალური დაგეგმარების, სივრცითი მოწყობისა და პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული ობიექტების შერჩევის, პროექტირებისა და მშენებლობის საკითხებში. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული კანონია. კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ მიიღო მისი 2 ოპტიმალური აღსრულებისთვის დადგენილი ყველა ნორმატიული აქტი. შედეგად, 2017 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, კანონით პირდაპირ განსაზღვრული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების (ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა), მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 42 მუნიციპალიტეტის 1739 დასახლებას. მაღალმთიანი დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მინიჭებული აქვს 260 ათასზე მეტ მოქალაქეს, დამატებითი სოციალური შეღავათით მოსარგებლეა 87470 ბენეფიციარი. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მინიჭებული აქვს 261 საწარმოს. მთის განვითარებისთვის მიმდინარე და მომდევნო წლებში სახელმწიფო დამატებით 60-80 მილიონ ლარს გაიღებს. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი განისაზღვრა 20 მილიონი ლარით, რომელიც შემდგომ 6 მილიონით გაიზარდა. დამატებითი რესურსი წარიმართება მაღალმთიანი რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო სავარგულების (სათიბები და საძოვრები) რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისთვის. კომიტეტის მუდმივი ყურადღების სფეროა რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება და ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის „ქართული ოცნების“ 4 პუნქტიანი გეგმის განხორციელების ხელშეწყობა, მათ შორის და განსაკუთრებით, მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა, განათლება, დასახლებების ოპტიმალური სივრცითი მოწყობა, ადგილობრივი მმართველობის რეფორმა. შესაბამისად, კომიტეტის პრიორიტეტია ინფრასტრუქტურული განვითარება, რომელიც მაქსიმალურად აისახა 2016 და 2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებში. ამ მიზნისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა კომპეტენციის სფეროში კომიტეტის აქტიურობა და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისა და მიღების პროცესში, ოფიციალური და სამუშაო ფორმატით თანამშრომლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან. ამ თვალსაზრისით, უკვე მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. 1.2. სტატისტიკა კომიტეტის სრული შემადგენლობა მოიცავს 18 დეპუტატს, რომელთაგან 13 საპარლამენტო უმრავლესობის, 4 საპარლამენტო უმცირესობის წევრია, ხოლო 1 ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელი. კომიტეტში მაჟორიტარული წესით არჩეული 10 წევრია. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კომიტეტის 26 სხდომა, მათ შორის, ერთი გასვლითი სხდომა მარნეულის მუნიციპალიტეტში. განხილულ იქნა 66 საკითხი, მათ შორის: კანონპროექტი-28, სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი ხელშეკრულება და შეთანხმება -17, აღმასრულებელი ხელისუფლების ინფორმაცია და ანგარიში -9, პარლამენტის დადგენილების პროექტი -1, მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადება -1. კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა და მიღებულია 6 კანონის პროექტი, საანგარიშო პერიოდში კომიტეტის წევრების მიერ 3 ინიცირებულია 20 კანონპროექტი, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია3, კომიტეტის წევრი ბექა ოდიშარია - 2, დავით სონღულაშვილი-2, პაატა მხეიძე -1 და სხვა. წამყვანი კომიტეტის სტატუსით კომიტეტმა შეიმუშავა და მიიღო 36 დასკვნა, 24 სავალდებულო დასკვნა, განხილულია 8 საკანონმდებლო წინადადება. 1.3. კომიტეტთან არსებული საბჭოები და სამუშაო ჯგუფები 1. სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭო განახლდა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულება და შემადგენლობა. საბჭო აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობილ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, ამ მიმართულებით მომუშავე მნიშვნელოვან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მიზნად დავისახეთ სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს უფრო ინტენსიური მონაწილეობა კომიტეტის კანონშემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის მოიაზრება მათი ჩართულობა საკანონმდებლო ინიციატივების და შესაბამისი ალტერნატიული წინადადებების მომზადება ადრეულ და შემდგომ ეტაპებზე. 2. სამუშაო ჯგუფები 2017 წლის 10 მაისს, კომიტეტის პრაქტიკაში პირველად, კომიტეტში და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა შეიქმნა ერთობლივი ორგანო სამუშაო ჯგუფი: „ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული მმართველობის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი“. სამუშაო ჯგუფი საკანონმდებლო საქმიანობის სფეროში უზრუნველყოფს სამთავრობო და საკომიტეტო განზრახულობისა და კონკრეტული ძალისხმევის კოორდინაციას კანონპროექტის მომზადებისა და წინასწარი განხილვის ყველა ეტაპზე. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულების მიხედვით კომიტეტთან შექმნილია 3 მუდმივმოქმედი თემატური სამუშაო ჯგუფი: მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სამუშაო ჯგუფი (კოორდინატორები ე. ტრიპოლსკი, ზაქარია ქუცნაშვილი), ადგილობრივი თვითმმართელობის საკითხების სამუშაო ჯგუფი (მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი), რეგიონული საკითხებისა და რეგიონალური ეკონომიკის საკითხების სამუშაო ჯგუფი(მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა). სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაშია კომიტეტის წევრები და აპარატის მუშაკები. 1.4. საჯაროობა, ღიაობა, გამჭვირვალობა კომიტეტის საქმიანობის ღიაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით სტრატეგიული მიზანია პერიოდული ანგარიშგება, საერთაშორისო და ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედია საშუალებებთან აქტიური თანამშრომლობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, კომიტეტის საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების კონსტრუქციული მოსაზრებები, წინადადებები და ხედვები ასახულია კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში. მიუხედავად ამისა, კომიტეტს მიაჩნია რომ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების ჩართულობა მეტწილად ხასიათდება ფრაგმენტულობით 4 და მწირად ასახავს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე რეფორმების მასშტაბებსა და პერსპექტივას, ასევე, ამ საქმეში კომიტეტის წვლილის ცნობადობას. დაგეგმილია საკომიტეტო ღონისძიებების ჩატარება კომიტეტის კომპეტენციაში შემავალ უწყებებში, მუნიციპალიტეტებში, კონკრეტულ დასახლებებში და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა. მიმდინარეობს მუშაობა კომიტეტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის თანამშრომლობის ახალი ფორმატის შესამუშავებლად. განახლდა კომიტეტის ვებგვერდი(www.parliament.ge), გაფართოვდა კომიტეტის საჯაროობა სოციალურ ქსელში. კომიტეტის სხდომების დღის წესრიგი, კანონპროექტები, პრესრელიზები და სხვა მასალები ოპერატიულად ქვეყნდება პარლამენტის პორტალზე, სხდომების მასალების გაცნობა, შესაძლებელია, ასევე, პარლამენტის ელექტრონულ გვერდებზე, კომიტეტის ელექტრონულ და ბეჭდვით არქივში. ამ მიმართულებით მუშაობის შემდგომი სრულყოფის მიზნით გაღრმავდა კომიტეტის აპარატისა და პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლობა, გაფართოვდა მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, მზადდება ახალი წინადადებები. მნიშვნელოვანია კომიტეტის საქმიანობის თაობაზე საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლების ღონისძიებები. მათ შორის, კომიტეტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშების მაქსიმალური საჯაროობის უზრუნველყოფა, მისი უფრო დეტალურად წარდგენის პრაქტიკის დანერგვა. II. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა 2.1 კომიტეტისა და მისი წევრების საკანონმდებლო ინიციატივები 1. პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილისა და კობა ლურსმანაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ.“ (07-3/46, 05.04.2017). კანონში შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა იმ სუბიექტთა წრე, რომლებიც შეასრულებენ გამგებლის/მერის მოვალეობას გამგებლის/მერის პირველი მოადგილის არყოფნის, აა არ არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მის მოვალეობას გამგებლის/მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი გამგებლის/მერის არჩევამდე, შეასრულებს გამგებლის/მერის პირველი მოადგილე, თუ გამგებლის/მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის, მაშინ გამგებლის/მერის მოადგილე, ხოლო თუ გამგებელს/მერს ჰყავს ორი ან მეტი გამგებლის/მერის მოადგილე, მაშინ ასაკით უხუცესი გამგებლის/მერის მოადგილე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამგებლის/მერის პირველი მოადგილე ან გამგებლის/მერის მოადგილე დანიშნული არ არის, გამგებლის/მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი გამგებლის/მერის არჩევამდე გამგებლის/მერის მოვალეობას ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2. საქართველოს პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილისა და ბექა ოდიშარიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/56, 11.05.2017). ,, ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განაპირობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხანგრძლივი დროის მანძილზე, მრავალი 5 დაუმთავრებელი მშენებლობის არსებობამ, რომლებიც გარკვეულწილად საფრთხის შემცველი გახდა საზოგადოებისათვის მრავალი თვალსაზრისით. ამ სამშენებლო ობიექტის მშენებლობის შეჩერების მიზეზი სხვადასხვაა. უმრავლეს შემთხვევაში, მშენებლობის განმახორციელებელ სუბიექტებს მშენებლობისას წარმოეშვათ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, რაც ართულებს მშენებლობის დასრულებას. კანონის მიღების მიზანია მშენებლობების დასრულებისათვის მოქნილი საშეღავათო მექანიზმების არარსებობა და მშენებლობის სტიმულირების აუცილებლობა. 3. საქართველოს პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილისა და ივლიანე წულაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N07-3/55;11.05.2017). კანონპროექტის შემუშავება განაპირობა უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით ან/და შეუსრულებლობით ნაწარმოები სამშენებლო საქმიანობის - შენობა- ნაგებობის, მზიდი ელემენტების, ექსტერიერის რეკონსტრუქციის სამართალდარღვევის სუბიექტის გათავისუფლება საჯარიმო სანქციების გადახდის ვალდებულებისგან. აგრეთვე, სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რომლითაც შესაძლებელი გახდება წლების განმავლობაში ზემოაღნიშნული სამშენებლო საქმიანობით წარმოშობილი უძრავი ქონების კანონისმიერი საფუძვლით არსებობის მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით დადასტურება უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით. კანონპროექტით სტიმულირდება სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების ნებაყოფლობითი გამოსწორება დამრღვევი პირების საჯარიმო სანქციებისგან გათავისუფლების გზით, ამასთან, იქმნება ნაწარმოები მშენებლობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის კანონიერი ბერკეტი. კანონპროექტის მიღებით დედაქალაქის ტერიტორიაზე შეიქმნება წინაპირობა მოუწესრიგებელი განაშენიანების დასრულებული მშენებლობებით შესაცვლელად. 4. საქართველოს პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილის და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/73;114.06.17). კანონში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მუხლებიდან ამოღებულ იქნა ტერმინები „გამგეობა“ და „გამგებელი“, ახლებურად განისაზღვრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემადგენლობა, ხოლო ქალაქების წარმომადგენლობითი ორგანოების შემთხვევაში, საკრებულოს შემადგენლობა დაუკავშირდა ამომრჩეველთა რაოდენობას. კერძოდ, აააააად მოქმედი კანონით: 1. თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4000-ზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 10 000-ს, მაჟორიტარული წესით აირჩევა საკრებულოს 2 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 20 000-ს, მაჟორიტარული წესით აირჩევა საკრებულოს 3 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 35 000-ს, მაჟორიტარული წესით აირჩევა საკრებულოს 4 წევრი. ხოლო, იმ თვითმმართველი თემის 6 ადმინისტრაციულ ცენტრებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული წესით აირჩევა საკრებულოს 5 წევრი. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან. 2.2. კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კომიტეტი) მნიშვნელოვანი კანონპროექტები (წამყვანი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტი: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (07-2/86 01.06.2017). კანონში ცვლილების შეტანა განაპირობა მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის ობიექტურმა აუცილებლობამ, რაც პირველ რიგში გულისხმობს რიგი მუნიციპალიტეტების გაერთიანებას. შედეგად, შეიქმნება ახალი მუნიციპალიტეტები და ნაცვლად არსებული 12 თვითმმართველი ქალაქისა, დარჩება 5 თვითმმართველი ქალაქი. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ეფექტიანი მართვის ხელშეწყობას და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით კაპიტალური ხარჯების მოცულობის გაზრდა, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამასთან, კანონის მიღება გააუმჯობესებს ხარჯვის ეფექტიანობას. იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტების ქალაქის მუნიციპალიტეტებად და სოფლების მუნიციპალიტეტებად დაყოფა პირობითი და ხელოვნურია, რადგან მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა იმდენად მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ განვითარებაზე მიმართული ხარჯვა უნდა ეფუძნებოდეს ამ მუნიციპალიტეტების საერთო პრობლემების გადაჭრისა და განვითარების კომპლექსურ ხედვას. სოფლების პრობლემატიკის გადაჭრაც უნდა მოხდეს ამ მიდგომით და არა „ქალაქის“ და „სოფლის“ ბიუჯეტის ხელოვნური გამიჯვნით. განვლილი პერიოდის ანალიზი კონკრეტული მონაცემებით ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტების გაყოფამ ვერ უზრუნველყო დასახული მიზნების მიღწევა: არ გაუმჯობესებულა სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა(გაუარესდა კიდეც); მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები; გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები, - ერთის მაგივრად ორი თვითმმართველი ერთეულის და, შესაბამისად, მათი ორგანიზაციების შექმნის შედეგად; კაპიტალური ხარჯების მოცულობა შემცირდა მიმდინარე, მათ შორის, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის პროპორციულად; გაუარესდა ხარჯვის ეფექტიანობა. უსაფუძვლოა იმისი მტკიცება, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში არ წარმოებულა კონსულტაციები გასაერთიანებელი მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან და მოსახლეობასთან. 2017 წლის 25 ივლისს კომიტეტმა „საქართველოს ორგანულ კანონში - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანამდევი კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე იმსჯელა და მხარი არ დაუჭირა. o 2. საქართველოს მთავრობის წინადადების წარდგინება: ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად გორის მუნიციპალიტეტის; ქალაქ ამბროლაური მუნიციპალიტეტის და ამბროლაური მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ამბროლაურის 7 მუნიციპალიტეტის; ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის და მცხეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად მცხეთის მუნიციპალიტეტის; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის; ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის და თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის; ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის და ახალციხის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის; ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ (N07-2/89 01.06.2017); კომიტეტმა დადგენილი წესით განიხილა საქართველოს მთავრობის წარდგინება და შეიმუშავა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი და მხარი დაუჭირა მის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. 3. საქართველოს პარლამენტის 108 წევრის მიერ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტები: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ (N07-3/52 01.05.2017). კანონპროექტები წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. კონსტიტუციის პროექტის ახალი რედაქცია, სხვა უმნიშვნელოვანეს ცვლილებებთან ერთად ადგენს (თავი მეცხრე) ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტურ გარანტიებს, განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის კორპორაციულ სტატუსს, განამტკიცებს ორგანიზაციული და საკადრო პოლიტიკის ავტონომიის პრინციპებს, ადგენს თანამშრომლობისა და გაერთიანების უფლებას, მოითხოვს კონსულტაციების გამართვას სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე. კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებისა და ქონების გამიჯვნა სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესურსებისგან, თვითმმართველ ერთეულთა სავალდებულო ჩართულობას მათთან დაკავშირებული სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ახალი რედაქცია სრულად შეესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N10635 17.05.2017). კანონპროექტის ძირითადი მიზანია სამართლებრივად დარეგულირდეს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მცენარეული საფარის მართვა, ასევე, არა გაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის საავტომობილო ტრანსპორტით გატარების საკითხები. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი გახდება არასტანდარტული ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების 8 განმსაზღვრელი და შემოსავლის მიმღები. სატრანსპორტო საშუალების მარშრუტის განსაზღვრის წესი და მომსახურების საფასური განისაზღვრება ნორმატიულ აქტში, რომელსაც დაამტკიცებს მთავრობა. კანონპროექტის შესაბამისად, მიზანშეწონილი ხდება საავტომობილო გზის ან საავტომობილო გზის კონკრეტულ მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება, მათ შორის, საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთის მიმდებარედ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისება. კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა კომიტეტის გასვლით სხდომაზე მარნეულის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 9 ივნისს. 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/479, 15.04.16) და თანამდევი კანონპროექტების პაკეტი (ჰარმონიზაცია). კანონპროექტები მეორე მოსმენით განხილულია კომიტეტის სხდომაზე. მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განსახილველად მოსამზადებლად. 6. „საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი და „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილა საქართველოს 2016 და 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტები, საბიუჯეტო კანონში ცვლილებები, ბიუჯეტის მიღებისა და ბიუჯეტის საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით კომიტეტმა წარადგინა ორ ათეულამდე შენიშვნა და წინადადება, რომელთა უმეტესობა აისახა საბიუჯეტო კანონში. კომიტეტი აქტიურად არის ჩართული 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებში. 2.3. კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები (სავალდებულო წესით)  საქართველოს პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილის და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ (07-3/73;114.06.17). კანონპროექტი შემუშავდა კომიტეტის ფარგლებში და წარმოდგენილი ცვლილების მიზანია მუნიციპალიტეტების, ქალაქების და ქალაქების რაიონული ცენტრების წარმომადგენლობების გაზრდას საკრებულოში. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე იზრდება მაჟორიტარი წევრების რაოდენობა და საერთო საკრებულოში ქალაქს ეყოლება უფრო მეტი წარმომადგენელი. კომიტეტს მიაჩნია, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მთლიანობაში გადასახედია პოლიტიკა, თვითმმართველი თემების მიმართ, რას მეორე ეტაპისთვის იქნება გათვალისწინებული. 9  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია და მისი თანამდევი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის და საქართველოს ორგანული კანონების პროექტები კომიტეტის შენიშვნები და წინადადებები აისახა კანონის საბოლოო რედაქციაში.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები; ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,, პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,, საჯარო რეესტრის შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანულ კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/57; 05.04.2017). ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის და მისი თანამდევი კანონპროექტების მიღება განაპირობა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში არსებულმა სამართლებრივმა პრობლემებმა და ხარვეზებმა, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის სივრცით მოწყობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, კერძო და საჯარო ინტერესების სამართლიან შესაბამისობას. საკითხის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კომიტეტმა შეიმუშავა რიგი წინადადება, რომელიც აისახა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში.  ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (N07-3/57;11.05.2017.) კანონპროექტის მიღება განაპირობა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულმა ადამიანის უფლებამ ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და გააჩნდეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი შესაძლო სტანდარტი. იმის გათვალისწინებით, რომ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობაში არსებობდა ნაკლოვანებები და ხარვეზები და პასუხისმგებლობა დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ შენობებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა ახალი 771 მუხლი, რომელიც აწესებს ფულად ჯარიმებს ზემოაღნიშნული დარღვევისათვის. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, 2018 წლის 1 აპრილამდე 771 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავს საპატრულო პოლიცია. 2018 წლის 1 აპრილიდან კი ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა  საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, გიორგი ვოლსკის, ვანო ზარდიაშვილის, ნინო გოგუაძის, ანრი ოხანაშვილის, ივლიანე წულაიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გიორგი ხატიძის, გია ბენაშვილის, დიმიტრი სამხარაძის, გედევან ფოფხაძის, დავით მათიკაშვილის, ოთარ ჩრდილელისა და გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო 10 ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქათველოს ორგანული კანონების პროექტები: ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, ,, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, ,, რეფერენდუმის შესახებ“, საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი ,, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/68; 01.06.17). კანონპროექტთა პაკეტის მიღების მიზანია საქართველოს საარჩევნო კოდექსის და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების სრულყოფა და სამართლებრივი ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრა, საარჩევნო პროცესების შემდგომი დემოკრატიზაცია, მეტი საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/85 01.06.2017). კანონპროექტის მიღება განაპირობა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული საქართველოს კანონის ამოქმედებამდე კანონის ტექსტში არსებული შინაარსობრივი და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობამ. კომიტეტის წინადადებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა კანონის რამდენიმე მუხლში. კანონით განისაზღვრა გარდამავალ პერიოდი 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე. ამ პერიოდში შრომითი ანაზღაურების და სხვა საკითხები კანონის მე-2 მუხლით მოწესრიგდება.  საქართველოს პარლამენტის 40 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/70; 08.06.17). მოქმედი კანონის 22-ე მუხლს დაემატა მე-33 პუნქტი, რომლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედებამდე, ჩერდება მოქმედი კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედების ვადა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომიტეტმა საკუთარი შენიშვნებით მხარი დაუჭირა საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. 2.4. საკანონმდებლო წინადადებებზე მუშაობა კომიტეტის გამორჩეული ყურადღების სფეროა საკანონმდებლო წინადადებების შესწავლა და მათზე ობიექტური და გულისხმიერი რეაგირება. მიჩნეულია, რომ საქართველოს პარლამენტში შემოსული საკანონმდებლო წინადადებები რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის გაღრმავებამ და სამართლებრივი კულტურის ამაღლებამ. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა 8 საკანონმდებლო წინადადება განიხილა. 11 1. საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოს კოდექსის პროექტი: ,, არქიტექტურული, ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით (N2466;08.02.2017) საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღება და „საქართველოს კოდექსის პროექტის - „არქიტექტურული, ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო საქმიანობის შესახებ“, განხილულ იქნას საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტის განხილვის პროცესში, - კომიტეტების სამუშაო ჯგუფში შეჯერებისა და კომპლექსური გადამუშავების უზრუნველსაყოფად. 2. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება რეგიონული განვითარებისა და მუნიციპალური დანიშნულების ფინანსების მართვის სისტემის ინსტიტუციონალიზაციის შესახებ“ (N15769,29.09.16). საკანონმდებლო წინადადება არსებითად გულისხმობს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბაზაზე, სახელმწიფოს და ყველა მუნიციპალიტეტების მონაწილეობით რეგიონული განვითარების ფონდის, როგორც წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით შექმნას, რომელიც არ იქნება მთავრობის დაქვემდებარებაში, მაგრამ პერიოდულად ანგარიშს საქართველოს პარლამენტს და მთავრობის წინაშე. სხდომაზე აღინიშნა, რომ საკანონმდებლო წინადადება რეგიონული განვითარებისა და მუნიციპალური დანიშნულების ფინანსების მართვის სისტემის ინსტიტუციონალიზაციის თაობაზე პრინციპების დონეზე საინტერესოა, თუმცა ცალკეული საკითხი ბუნდოვანია და მიზანშეწონილია მასზე მსჯელობის საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში გაგრძელება, დოკუმენტის გადამუშავებული ვერსიის წარმოდგენის შემთხვევაში. 3. სს ,,m2 უძრავი ქონების გენერალური დირექტორის ირაკლი ბურდილაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დედაქალაქის ტერიტორიაზე დაავადებული ხეების ჭრისა და ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით (N1751,15.12.16). კომიტეტმა იმსჯელა აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მხარდაჭერილ იქნას წამყვანი კომიტეტის მიერ და, შესაბამისად, მოხდეს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირება. 4. ა(ა)იპ ,,მწვანე კავკასიის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ორგანულ კანონში ,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N4129; 28.02.2017). საკანონმდებლო წინადადების მიზანია ურბანულ დასახლებაში კეთილმოწყობის პროექტების საზოგადოებასთან ერთად განხილვას აა მათთან შეთანხმებული დაგეგმვის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანას. კომიტეტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე უარყოფილად ჩათვალა, ვინაიდან მისი ნორმატიული შინაარსი არსებითად შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტში და მოქმედ სამართლებრივ აქტებში. 5. მოქალაქე ვახტანგ ქინქლაძისა და ნატა ფერაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებულ 12 საკითხებზე კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით (N2449, 20.12.2016). კომიტეტმა პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა წარმოდგენილ წინადადებებს და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი განხილვა წამყვან კომიტეტში. 6. ,,მწვანე ალტერნატივის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით (N2419,20.12.2016). კომიტეტმა პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა წარმოდგენილ წინადადებებს და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი განხილვის გაგრძელება წამყვან კომიტეტში. 7. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო, ახალი ქრისტიან-დემოკრატები, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, დემოკრატიული მოძრაობაერთიანი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, თავისუფალი საქართველო, თავისუფლება, ლეიბორისტული პარტია, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პატრიოტთა ალიანსი, ტრადიციონალისტთა კავშირი, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,, საარჩევნო კოდექსი“, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ და ,, თბილისის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N6588; 31.03.2017). შესაბამისი საკანონმდებლო და სამართლებრივი არგუმენტების საფუძველზე კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიაჩნია საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკრებულოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება. 8. პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის“ დამფუძნებლების ზ. ჯაფარიძის, ვ. მეგრელიშვილის, ი. ხვიჩიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე (N10635; 22.05.2017). კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილებების შეტანა. 2.5. კომიტეტის მიერ სარატიფიკაციოდ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები კომიტეტმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მხარი დაუჭირა პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ოომლის უპირველესი მიზანია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფა, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით რეგიონებისა და დასახლებების მომარაგების გაფართოება, თანამედროვე სტანდარტებით მყარი ნარჩენების მართვა და გარემოს დაცვა, დაცული ტერიტორიების განვითარება, წყალმომარაგებისა და წყალარინების, საერთაშორისო და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომაგისტრალებისა და გზების მშენებლობა. მათ შორის მნიშვნელოვანია:  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)“ (07-2/509,02.08.16).  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,2011 წლის 1 მარტის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების 13 (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ N2 ცვლილება (N07-2/18, 14.12.2016).  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,2011 წლის 10 მაისის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები)“ (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 1)“ N3 ცვლილება“ (N07-2/15, 14.12.2016).  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,2011 წლის 1 დეკემბრის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N2 ცვლილება“ (N07-2/16, 14. 12.2016).  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,2015 წლის 5 თებერვლის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“ ცვლილება“ (N07-2/17, 14.12.2016).  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,2013 წლის 20 აგვისტოს ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II),, N1 ცვლილების წერილი - შეთანხმება (N 07-2/4, 08.12.16).  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ (N07-2/31,03.01.17).  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,2009 წლის 2 ივნისის ,,საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტი)“ N1 ცვლილება შეთანხმება“ (N07-2/29; 29.12 2016).  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 6)“ (N07-/28,29.12.2016).  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ ,, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში“ ცვლილება ნომერი ერთი“ (07-2/39;30.01.2017).  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის სასესხო ხელშეკრულება “ბათუმიახალციხის გზის პროექტი“ (ხულო-გოდერძის მონაკვეთი)“ (N07-2/46 13.02.2017.)  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს შორის (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ) სასესხო ხელშეკრულება (საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II)” (07-2/73;10.05.2017).  ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აზიის განვითარების ფონდიდან (ADF) მიღებული სესხების ძირითადი თანხის დაფარვის დაჩქარების“ შესახებ წერილი-შეთანხმება (072/98; 23.06.2017). 14  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილებების (სპეციალური ოპერაციები) წერილი-შეთანხმება (N07-2/97; 23.06.2017). III. კომიტეტის საზედამხედველო და საკონტროლო უფლებამოსილების განხორციელება 3.1. კომიტეტში განხილული ინფორმაციები აა ანგარიშები კომიტეტის საზედამხედველო ფუნქცია მოიაზრებს კონტროლის განხორციელებას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სუბიექტების მიმართ, რომლებიც შედიან კომიტეტის გამგებლობის სფეროში. შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ახორციელებს უშუალო კონტროლს მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი აღმასრულებელი ხელისუფლების ქვედანაყოფებზე. მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ფარგლებში, საკომიტეტო მოსმენები გაიმართა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამისა და შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიურ და კვარტალურ ანგარიშებთან დაკავშირებით; რეაგირების ფორმატში განიხილებოდა დამოუკიდებელი კომისიების, სახელმწიფო აუდიტის, სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშები. გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტის ფორმირება და საბიუჯეტო საკითხების ზედამხედველობა წარმოადგენს პარლამენტის საკონტროლო საქმიანობის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ყველა საბიუჯეტო პროექტი. ამასთან, იმისი გათვალისწინებით, რომ საბიუჯეტო-საფინანსო საკითხები კომიტეტის წევრებისაგან სპეციფიკურ ცოდნას და მომზადებას მოითხოვს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში კომიტეტმა შეიმუშავა კომიტეტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისგან ინფორმაციების, ანგარიშებისა და სხვა დოკუმენტების მიღებისა და განხილვის გეგმა-გრაფიკი და რეაგირების მექანიზმი. შესაბამისად:  2017 წლის 30 მარტს კომიტეტმა განიხილა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის ინფორმაცია „რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების მიმდინარეობის შესახებ, ასევე, და რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მასთან დაქვემდებარებული სტრუქტურების: საავტომობილო გზების, შპს ,, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, მუნიციპალური განვითარების ფონდი-ის, შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის 2016 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის ინფორმაცია ,,მთის განვითარების ფონდის“ განაწილებისა და ხარჯვის თაობაზე. -კომიტეტმა, თავისი კომპეტენციისა ფარგლებში, ცნობად მიიღო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია „რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების მიმდინარეობის შესახებ“ და შესაბამისი წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას გაზიფიცირების ტემპების გაძლიერების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის დამატებითი ასიგნებების გამოყოფის თაობაზე. -აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ძალისხმევით, კომპანია „სოკარი“ და შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამ ეტაპზე რეგიონებში ახორციელებენ გაზიფიცირების დამატებით სამშენებლო და პროექტირების სამუშაოებს. - სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, ცნობად მიიღო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის ანგარიში და 15 ინფორმაციები სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების მიმდინარე საქმიანობის შესახებ, ასევე, ინფორმაციები რეგიონული განვითარების ფონდისა და მთის განვითარების ფონდების განაწილებისა და ხარჯვის თაობაზე და მიზანშეწონილად ჩათვალა შესაბამისი ინფორმაციების მოსმენა 2017 წლის ოქტომბერში.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ,,სამომავლო გეგმების პრეზენტაცია“ (1 მაისი, 2017). კომიტეტმა მოიწონა და ცნობად მიიღო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და წარმოდგენილი მასალები მიმდინარე და 20172020 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.  კომიტეტმა გაფართოებულ სხდომაზე ქალაქ მარნეულში (რომელშიც მონაწილეობდნენ პარლამენტის მაჟორიტარი წევრები ქვემო ქართლის რეგიონის საარჩევნო ოლქებიდან, ასევე მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები) მოისმინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების დეპარტამენტის უფროსის მინდია ღლონტის ინფორმაცია „სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვემო ქართლის რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.  კომიტეტის წევრების 2017 წლის 9 ივნისს შეხვდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლებს და განიხილეს მათი შენიშვნები და წინადადებები. კომიტეტის სხდომაზე და შეხვედრაზე დასმული საკითხები ოპერატიულად განხილულია კომიტეტში და დადგენილი წესით რეაგირებისთვის გაეგზავნა შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს. შესრულების მიმდინარეობა განხილულ იქნება კომიტეტს უახლოეს სხდომაზე.  კომიტეტის განსაკუთრებულ კონტროლზეა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი შესრულების მომდინარეობა. კომიტეტის 8 წევრი მთის განვითარების ეროვნული საბჭოშია წარმოდგენილი და მისი აქტიური წევრია. კომიტეტის აპარატი ჩართულია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში, მომზადებულია შესაბამისი დოკუმენტის პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში განიხილავს. 2016 წლიდან დაიწყო ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემა იმ ბავშვებზე, რომელთა ერთერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი. აღნიშნული შეღავათის გასაწევად 2016 წელს 2 მილიონ ლარამდე გაიხარჯა. სოციალური დახმარების სახით დანამატი გაიცემა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსიის 20%-ის ოდენობით. ამ მიზნისთვის 2016 წელს 8.5 მილიონი ლარი გაიხარჯა. დაახლოებით 1 მილიონი ლარით დაფინანსდა სოციალური პაკეტის 20%-ის დანამატი, რაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ სოციალური პაკეტის მიმღებ პირებზე გაიცემა. შეღავათებით სარგებლობენ ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის მასწავლებლები, ექიმები, სპორტსმენები, მწვრთნელები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები, ბიზნესის დაწყების მსურველები. სულ, ამ მიზნისთვის გასულ წელს 17 მილიონ ლარი დაიხარჯა. უეჭველია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯია იმისთვის, რომ მთაში დამაგრდეს ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე, ბარში მცხოვრებ ადამიანებსაც გაუჩნდეთ მთაში დასახლების ინტერესი. მიმდინარე და მომდევნო წლების ბიუჯეტში მაღალი მთის საკითხების მოგვარებაზე დაიხარჯება 70-80 მილიონი ლარი. 16  კომპეტენციის ფარგლებში კომიტეტის ყურადღების ცენტრში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საბიუჯეტო უფლებამოსილების განხორციელების შესაბამისობა კანონმდებლობასთან, საფინანსო დისციპლინისა მდგომარეობა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში განხორციელებული აუდიტის შედეგები.  კომიტეტში, ასევე, გააანალიზდა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში და კომპეტენციის სფეროში განხორციელდა შესაბამისი რეაგირება.  კომიტეტმა თავისი უფლებამოსილების შესაბამისად სხვადასხვა ასპექტით, 8 - ჯერ განიხილა საქართველოს 2016 და 2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების, ბიუჯეტში ცვლილების, საბიუჯეტო ანგარიშგებასთან დაკავშირებულ საკითხები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.  კომიტეტისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით სადემონსტრაციო ფორმატში მომზადდა 2012-2016 წლებში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ვიდეო ანგარიში.  კომიტეტში მიმდინარეობს მუშაობა მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში მონიტორინგის ელექტრონული სისტემის შესაქმნელად. 3.2. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკითხები, ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა 1. კომიტეტში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების სრულად შესრულებისა და კოდექსში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების, გადაწყვეტილებათა მიღებაში მოქალაქეთა მეტი ჩართულობის, ცენტრსა და თვითმმართველ ერთეულებს შორის უფლებამოსილებებისა და რესურსების ოპტიმალური გამიჯვნის საკითხებზე. 2. მომზადების პროცესშია საქართველოს კანონი რეგიონული განვითარების პოლიტიკის შესახებ, მიმდინარეობს მუშაობა სხვა ნორმატიული აქტებზე. 3. კომიტეტის მუდმივი ყურადღების სფეროა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე მიმართული ინფრასტრუქტურული ზრდის ხელშეწყობა. 20172020 წლებში დაგეგმილა სახელმწიფოებრივი მასშტაბის 2,500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, კერძოდ: o აშენდება 1 000 კილომეტრი გზა, საიდანაც 350 კმ ჩქაროსნული მაგისტრალია, ხოლო 650 კმ რეგიონული მნიშვნელობის გზებია; o დამატებით 500 000-მდე ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი წყამომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემით; o აშენდება 7 ახალი, ევრო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი, 29 ძველი, ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის სახიფათო მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურება; o რეაბილიტაცია ჩაუტარდება მინიმუმ 120-მდე სოციალური დანიშნულების ობიექტს, რომელშიც შედის 70 საბავშვო ბაღი, 25 სპორტული და 25 საზოგადოებრივ-კულტურული დანიშნულების ობიექტი; o ამ პროექტების განხორციელება შექმნის 40 ათასი სამუშაო ადგილს. o ქვეყნის პრიორიტეტია მთის საგზაო ინფრასტრუქტურა: - მიმდინარეობს პროექტირება უმნიშვნელოვანესი გზების: 1) ბაღდათი - აბასთუმანი 60 კმ; 2) ლენტეხი - მესტია 40 კმ; 3) ზემო-იმერეთი - რაჭა 50 კმ; 4) დაგეგმილია სნო - ჯუთა - როშკა 17 შატილი - ომალო - ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას 250 კმ-იანი გზის მშენებლობა, რომლის დეტალური პროექტირებაც ახლა მიმდინარეობს. ამ გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთის მთიანი რეგიონის ყველა კუთხე ერთმანეთს დაუკავშირდება. - რიკოთის უღელტეხილის პროექტი განსაკუთრებული მასშტაბისაა, - გზის სიგრძე- 54 კმ აა ითვალისწინებს 90 ხიდისა და 40 მაგისტრალური გვირაბის მშენებლობას. o 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 1 მილიარდ 258 მილიონი ლარი, საიდანაც I-II კვარტალში სამინისტრომ ფაქტიურად აითვისა 583 მილიონი ლარი(46,6%). IV. არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება 4.1. კომიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია (GIZ, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), ,,რეგიონის განვითარების ცენტრის“ აშშ საერთაშორისო ფონდი (NED), საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობა, ამერიკის ეროვნულ-კულტურული ინსტიტუტი (NDI), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება.  2017 წლის 15 თებერვალს კომიტეტში გაიმართა ეროვნულ მედია პროექტის „ეტალონის“ პრეზენტაცია და საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და ,,ეტალონს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი აქტიურ ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რომლის უმთავრეს მიზანს საზოგადოების ინფორმირების გზით ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის გაძლიერება, მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში მიმდინარე საინტერესო მოვლენებისა და არსებული პრობლემების წარმოჩენა, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღებაში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისება წარმოადგენს.  2017 წლის 17 მარტს კომიტეტში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან (წარმოდგენილი 50-ზე მეტი ორგანიზაცია), თანამშრომლობის შესახებ გაკეთდა კომიტეტის განცხადება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, თვითმმართველობის ცნობილი ექსპერტები. კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მოწვეული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან. „საბჭოს არსებობის მთავარი მიზანია, რომ თქვენ თქვენი ხედვებით, პარლამენტს კანონმდებლობის სრულყოფაში დაეხმაროთ. თვითმმართველობის მიმართულებით დაწყებულია დიდი სამუშაო, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. გვაქვს ცალკეული ინიციატივები, რომლის წამოწევასაც ჩვენ ვაპირებთ, მაგრამ სანამ მათ საკანონმდებლო ინიციატივებად ვაქცევთ, გვინდა, თქვენთან ერთად გავიაროთ ეს თემები. ასევე დიდი სიამოვნებით მოგისმენთ ყველა იმ საკითხზე რასაც თქვენ ამუშავებთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა მოგვცემს სწორედ იმ შედეგებს, რასაც საზოგადოება ჩვენგან ელოდება”.  2017 წლის 6 ივნისს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოციალური მეწარმეობის სამართლებრივი რეგულირების მიზნით აუცილებელია საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც სახელმწიფოსთვის საზოგადოებრივი საკითხების მოგვარების დამატებით ინსტრუმენტს გააჩენს. 18  2017 წლის 20 ივნისს კომიტეტში გაიმართა პრეზენტაცია - „სოციალური მეწარმეობა და მისი სამართლებრივი რეგულირების საჭიროება“. პრეზენტაციას პარლამენტის წევრები, საინიციატივო ჯგუფის წევრები და სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პროექტი, ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული საქართველოს პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერბუნდისა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია ქვეყანაში, რაც ახალი სოციალური საწარმოების ინიცირებას და უკვე არსებულების გაძლიერებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავებასა და თემის საკანონმდებლო რეგულირებას მოიცავს.  2017 წლის 31 იანვარს კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ და ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების და ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები იყო. „ღია საზოგადოება საქართველო“ და რეგიონის განვითარების ცენტრი ხელს შეუწყობენ კომიტეტს კვლევების და სხვა პროექტების განხორციელებაში, კანონშემოქმედებითი პროცესების წარმართვაში. 4.2. კომიტეტის მონაწილეობა საპარლამენტო ღონისძიებებში  კომიტეტის ხელმძღვანელები და კომიტეტის წევრები მონაწილეობდნენ ყველა საპარლამენტო ღონისძიებებში.  კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი საანგარიშო პერიოდში ოფიციალური მიწვევით ვიზიტებით იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ბერლინი), ლიტვის რესპუბლიკაში (ვილნიუსი).  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის(ASB)“ მოწვევით, სოციალური მეწარმეობის საკითხებზე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.  კომიტეტის წევრი გოგა გულორდავა საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში სლოვენიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. 4.3. კომიტეტის მაჟორიტარი წევრები კომიტეტის მაჟორიტარი წევრები, დადგენილი წესით, ხელს უწყობდნენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას, ხვდებოდნენ ამომრჩევლებს, განიხილავდნენ მოქალაქეთა განცხადებებსა და თხოვნა-მიმართვებს.  კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის (საარჩევნო ოლქში № 54) თაოსნობითა და მხარდაჭერით: - ქალაქ თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ჩატარდა ეროვნული ღონისძიება „ვანიანტიკური ქალაქი“, რომლის მიზანია ვანის, როგორც ქართველთა უძველესი სულიერი დედაქალაქის პოპულარიზაცია, ვანის ანტიკური კომპლექსის ინფრასტრუქტურული განვითარების ხელშეწყობა, ვანის მუნიციპალიტეტში ტურისტული ნაკადები მიზიდვა; - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მსახიობის მურმან ჯინორიას 70 წლის იუბილე; - ქალაქ ხონში ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილი შემოქმედებითი საღამო; 19 პარლამენტის მაჟორიტარი წევრის გრიგოლ ლილუაშვილის ინიციატივით 2016-2017 წლებში ხონის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 30 ინფრასტრუქტურული პროექტი (საერთო ღირებულება 3 მილიონი ლარი), მიმდინარეობს დაპროექტების სამუშაოები 2018-2019 წლებისთვის. -ვანი უნიციპალიტეტში: ქ. ვანსა და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა 9 კმდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა. გამრიცხველიანდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოეწყო 110 კმ დაბალი წნევის გაზსადენი, დამატებით მიმდინარეობს 36 კმ სიგრძის გაზსადენი ქსელის მშენებლობა, გაზიფიცირებილ იქნება 512 აბონენტი, 2017 წლის ბოლომდე დასრულდება ზედა ბზვანის და ზედა გორას 25 კმ დაბალი წნევის გაზსადენის მშენებლობა. დასრულების სტადიაშია ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 6 კმიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება ღირებულებით 4.5 მილიონი ლარის ფარგლებშია. ქ. ვანში მიმდინარეობს ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები: სრულდება ჩახუნაშვილის ქუჩისა და თავისუფლების ქუჩის პირველი ჩიხის სრული რეაბილიტაცია, დაიწყება ქალაქის ცენტრალურ უბნებში არსებული სამი სხვადასხვა სკვერის სრულ რეაბილიტაციას (ღირებულება 520 ათასი ლარი), განხორციელდება რეკრეაციული ზონის რეაბილიტაცია, რომელშიც განთავსდება მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სახლი. ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა იუსტიციის სახლის მშენებლობა. პროექტის საერთო ღირებულება 450 000 ლარია.  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, წინა მოწვევის პარლამენტში დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი განაგრძობდა მუნიციპალიტეტში დაწყებული პროექტების მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ მისი თანადგომით დუშეთის მუნიციპალიტეტში (2013-2017 წლები) განხორციელდა: - 80 კმ გზის რეაბილიტაცია, მათ შორის, ასფალტ-ბეტონის საფარით-28 კმ; აშენდა 53 ახალი ხიდი(ხიდი-ბოგირი და ფილა), აღდგენილი იქნა 28,6 კმ სასმელი წყლის ქსელი, 36 კმ წყალსარინი და 21 კმ სარწყავი არხი. - მუნიციპალიტეტში მოეწყო 4 ახალი სკვერი და 7 სპორტული მოედანი, დასრულდა გარე განათების სამუშაოები, გამრიცხველიანება. ქალაქ დუშეთში ფუნქციონირებს თანამედროვე ნაგავსაყრელი. ბოლო ეტაპზეა ჭილაშვილების სასახლის რეაბილიტაცია, გრძელდება სამუზეუმო კომპლექსის მოწყობა, ქალაქის ძველი უბნის რეაბილიტაცია. - საერთაშორისო პროექტით - „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“ დუშეთის მუნციპალიტეტმა გაიმარჯვა ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში - „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“. -საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთის მუნიციპალიტეტში ახორციელებს რეგიონული განვითარების მესამე პროექტს. - მუნიციპალიტეტში წარმატებით ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ერთობლივი პროექტი - „აწარმოვე საქართველოში“. -მუნიციპალიტეტში გრძელდება ეროვნული მნიშვნელობის რიგი პროექტები, მათ შორის, როშკა არხოტის შემაერთებელი გზის მშენებლობა, მუცოს ციხე-კოშკების რეაბილიტაცია, ანანურის ციხის აღდგენა და სხვა, სოფელ ჩოხში შენდება კულტურულ-ეთნოგრაფიული სახლი.  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მერაბ ქვარაიას თაოსნობით და მხარდაჭერით: - მაჟორიტარის ქალაქ ზუგდიდის ბიურო არის NDI-ს საპარლამენტო პროგრამის მონაწილე და შესაბამისად ჩართული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებში (ივნისი, ივლისი, ბორჯომი), სისტემატიურად ხვდება ქ. ზუგდიდის მოსახლეობას (მათ შორის დევნილთა წარმომადგენლებს, გარემოვაჭრეებს), ქალაქში გაიხსნა C ჰეპატიტის მართვის რეგიონული ცენტრი, ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული 20 პროექტები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მიმდინარეობს გაზიფიცირების დამატებითი სამუშაოები. V. კომიტეტის აპარატი, ორგანიზაციული საქმიანობა 5.1. კომიტეტის აპარატი  კომიტეტის აპარატი კომიტეტის დებულებისა და პარლამენტის აპარატის დებულების შესაბამისად უზრუნველყოფდა პარლამენტის რეგლამენტით და კომიტეტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას. აპარატში 11 თანამშრომელია (აპარატის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე, წამყვანი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, მდივან-სპეციალისტი).  აპარატმა განსახილველად ამზადებდა დასკვნებისა და წინადადებების პროექტებს კომიტეტში შემოსულ კანონპროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებაზე, სხვა გადაწყვეტილებებზე, ასევე, პრესრელიზები მედიისთვის. აპარატი უზრუნველყოფდა კომიტეტის სხდომებსა და პლენარულ სხდომებზე საკითხების განხილვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და ტექნიკური სამუშაოების შესრულებას.  აპარატი უზრუნველყოფს კომიტეტის ორგანიზაციულ საქმიანობას, ამზადებდა კომიტეტის ხელმძღვანელობისა და წევრების შეხვედრებს აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს..  კომიტეტის მუშაკებს შორის გამიჯნულია საკუთარი კომპეტენცია და უფლებამოსილება, გადანაწილებულია ფუნქციები საკურატორო კანონპროექტების, რეგიონების, კომიტეტებისა და დეპარტამენტების მიხედვით.  კომიტეტში მიღებული და განხილულია 255 კორესპონდენცია, რომელთა შორის მოქალაქეთა წერილია - 178. მოქალაქეთა 169 განცხადება და წერილი რეაგირებისთვის გაიგზავნა შესაბამის უწყებებში. განმცხადებლებს გაეგზავნა 16 განმარტებითი წერილი. უწყებებიდან მიღებული პასუხების რაოდენობა - 120, დადებითად გადაწყდა -57, უარყოფითად - 41, შუალედური- 22. აპარატი კვარტალურად აანალიზებს მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვის მდგომარეობას. კომიტეტი კანონით დადგენილი წესით ითხოვს განცხადებებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას და განცხადების ავტორისა და კომიტეტისთვის რეაგირების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.  საანგარიშო პერიოდში კომიტეტის თავმჯდომარე და მისმა მოადგილეები (ი. ტრიპოლსკი, მ. ქვარაია) პარლამენტის ქუთაისის და თბილისი სასახლეში შეხვდნენ 1674 მოქალაქეს.  კომიტეტში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა. აპარატის მუშაკები მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებებში, თემატურ საკითხებზე შექმნილ სამთავრობო სამუშაო ჯგუფებში.  აპარატმა უზრუნველყო კომიტეტის წევრებისა და კომიტეტის აპარატის თანამშრომლობის შესაძლებლობის გაძლიერების ღონისძიებების ჩატარება (სემინარი, კონფერენცია, სწავლება) ბორჯომში, ლიპოტაზე, გუდაურში, ბათუმში. 5.2. აპარატის შიდა საპარლამენტო კომუნიკაცია კომიტეტის აპარატი ეფექტურად თანამშრომლობს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან, თავმჯდომარის მოადგილეების სამდივნოებთან, საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის, ფრაქციების აპარატებთან, პარლამენტის წევრების თანაშემწეებთან, მაჟორიტარი წევრების 21 ბიუროებთან. საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები და აპარატის თანამშრომლები საკუთარი ინიციატივით მონაწილეობენ კომიტეტის საქმიანობაში. კანონშემოქმედებით საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი თანამშრომლობდა პრაქტიკულად ყველა კომიტეტებთან. ჩატარდა 7 გაერთიანებული სხდომა. კომიტეტის აპარატი ინტენსიურად თანამშრომლობდა პარლამენტის აპარატისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან. აღსანიშნავია კომიტეტის პარტნიორული და საქმიანი თანამშრომლობა პარლამენტის საპროცესო საკითხთა კომიტეტის აპარატთან, პარლამენტის საორგანიზაციო საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებთან, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან, პარლამენტის კვლევით დეპარტამენტთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან. VI. არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები 6.1. კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობის დაგეგმვის სრულყოფა, კანონპროექტების (ასევე სხვა სამართლებრივი აქტებისა და მისი შემადგენლების) სტანდარტების გაზრდა, ასოცირების ხელშეკრულების აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობა. 6.2. კომიტეტის საზედამხედველო და საკონტროლო საქმიანობის გაძლიერება. 6.3. ღიაობისა და გამჭვირვალობის ფორმატში კომიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება, ცალკეულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ადგილებზე (მუნიციპალიტეტები, დაინტერესებული უწყებები) საჯარო განხილვების ჩატარება. 6.4. კომიტეტის და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის რეალური მექანიზმის შექმნა. 6.5. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების სწავლებისა და საქმიანი უნარჩვევების ამაღლების დამატებითი ღონისძიებების გატარება. 22