საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2016-21017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-06
ბიუროს ნომერი 86
📜 ტექსტი
წერილი
N 14025
05/09/2017
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის მიერ 2016 - 2017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 22 ფურცელი.
პატივისცემით,
მიხეილ ყაველაშვილი
თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის
2016-2017 წლების საქმიანობის
ანგარიში
1
სარჩევი
შესავალი ................................................................................................................................3
1. კომიტეტის ამოცანები.....................................................................................................3
2. კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები ............................... 4
3. კომიტეტის საქმიანობა .................................................................................................. 5
3.1.
კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა ...................................................... 5
3.2.
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა ................................................. 13
3.3.
ანგარიშები, რომელიც მოსმენილი იქნა კომიტეტის მიერ სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლის მიზნით..............................................13
3.4.
სპორტულ ფედერაციებთან, კლუბებთან, საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან და სპორტულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან
თანამშრომლობა .................................................................................................. 13
3.5 კომიტეტის სხვა საქმიანობა ................................................................................18
3.6 ქვეყანაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში არსებული
მდგომარეობა .........................................................................................................19
4. საზოგადოებასთან ურთიერთობა ............................................................................21
2
შესავალი
წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობას 2016 წლის საშემოდგომო სესიისა და
2017 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში
კომიტეტმა
განახორციელა
რეგლამენტით
და
საქართველოს
სხვა
კონსტიტუციით,
სამართლებრივი
პარლამენტის
აქტებით
განსაზღვრული
უფლებამოსილებანი, რომელიც დაკავშირებულია სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, საკანონმდებლო
საკითხების
წინასწარ
მომზადებას,
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებული
ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლთან.
1. კომიტეტის ამოცანები
1. ახალგაზრდობის სტიმულირება სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის;
სპორტის
სფეროში
საერთაშორისო
ხელშეკრულებების
მომზადებისა
და
განხორციელებისათვის მონიტორინგის გაწევა; სპორტისა და ახალგაზრდობის
სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა;
2.
უწყვეტი სასპორტო განათლების სისტემის შექმნა, ქვეყანაში ეფექტური და
ხელმისაწვდომი
სპორტულ-გამაჯანსაღებელი
სექტორებისა
და
კლუბების
ჩამოყალიბება და პროფესიული კადრებით უზრუნველყოფა, ვეტერან მუშაკთა
საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესება. მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის,
ბავშვთა,
სტუდენტური,
პროფესიული,
სამოყვარულო
სპორტის
და
მოსახლეობისათვის მასობრივი სპორტის განვითარება, ასევე პროფილაქტიკურგამაჯანსაღებელი
და
სამედიცინო-სამკურნალო
რეაბილიტაციის
საკითხების
მოგვარება.
3.
საქართველოს
კანონებისა
და
პარლამენტის
სხვა
გადაწყვეტილებების
შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.
4.
საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ
მიღებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში შესატან ცვლილებებთან
დაკავშირებით
შესაბამისი
რეკომენდაციებისა
და
წინადადებების
მომზადება
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში მოსახლეობის ინტერესების
გათვალისწინების უზრუნველსაყოფად;
5.
საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესაბამისად, სპორტისა
და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში მიმდინარე რეფორმის, რეორგანიზაციისა და
რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობა;
6.
ახალგაზრდული
ორგანიზაციების
ურთიერთთანამშრომლობის,
სახელმწიფოებრივი ხელშეწყობისა და მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის
საკითხების,
საქართველოს
სახელმწიფო
და
არასამთავრობო
სპორტული
ორგანიზაციების, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ასოციაციების,
3
კავშირების, ფედერაციების საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია; პატრიოტულაღმზრდელობითი საქმიანობის განხორციელება.
7.
სპორტის განვითარების, პატრიოტულ-აღმზრდელობითი საქმიანობის, ქართულ
არმიაში
სამსახურისთვის
ახალგაზრდობის
მოსამზადებლად
ძირითადი
მიმართულებების, ახალგაზრდობის სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური
კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება, ასევე სათანადო პირობების შექმნა
სპორტული ტრადიციების შენარჩუნებისა და დაცვისათვის;
8.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ
ცხოვრებაში ჩართვის ხელშემწყობი პირობების შექმნაზე კონტროლის დაწესება,
სპორტსმენთა
პროფესიული
ეთიკის
ნორმების
შექმნა
და
მათი
დაცვა,
ახალგაზრდების ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე
მუშაობა;
2. კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები
1.
საკანონმდებლო ბაზის განახლება მისი სრულყოფის მიზნით;
2.
უწყვეტი სასპორტო განათლების სისტემის შექმნა და შესაბამისად სასპორტო
განათლების სისტემის აღდგენა-რეფორმირება;
3.
ვარჯიშისა
და
გაჯანსაღებისათვის
ხელმისაწვდომი
პირობების
შექმნა
ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის;
4.
სპორტის სფეროში სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ერთიანი
სპორტული კლასიფიკაციის შემუშავების საკითხების კოორდინაცია;
5.
ინფრასტრუქტურის განვითარება;
6.
საკურატორო დარგების სამომავლო დაფინანსების საკითხები ეტაპებისა და
პერსპექტივების გათვალისწინებით;
7.
განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების, ახალგაზრდა
მეცნიერთა, სპორტსმენთა და შემოქმედთათვის სახელმწიფო მხარდაჭერის
უზრუნველყოფა;
8.
ახალგაზრდული ორგანიზაციების, სპორტული ასოციაციების, კავშირების,
ფედერაციებისა და სხვა ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის და
პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მათ მიერ წარმოდგენილი
ინფორმაციის კომიტეტის სხდომებზე განხილვა;
9.
„სპორტი
ყველასათვის“,
და
„უმაღლესი
მიღწევების
სპორტი“-ს
მიმართულებები და პროფესიული სპორტის დარგების განვითარება;
10.
სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო
საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
11.
კომპეტენციის
ფარგლებში
ბავშვთა
და
ახალგაზრდობის
სოციალური,
ეკონომიკური, კულტურულ-საგანმნათლებლო, დასაქმების, ჯანმრთელობის
დაცვისა და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით, ახალგაზრდობისთვის
დამახასიათებელი
სახელმწიფო
სპეციფიკური
პოლიტიკის
ნიშნების
ძირითადი
კოორდინაცია;
4
გათვალისწინებით,
მიმართულებების
ერთიანი
შემუშავების
12.
13.
14.
ანტინარკოტიკული პოლიტიკა; ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა;
მოსწავლე ახალგაზრდობის ზნეობრივი და ფიზიკური აღზრდის და
ჰარმონიული განვითარების პოლიტიკის განხორციელება.
სუსტი ჯანმრთელობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და
სოციალურად
დაუცველი
ბავშვებისა
და
ახალგაზრდებისათვის
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნისათვის
სახელმწიფო პროგრამების შემუშავების კოორდინაცია;
სპორტის ვეტერანთა სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა;
3. კომიტეტის საქმიანობა
3.1 კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა
საანგარიშო წლის განმავლობაში ჩაატარა 16 სხდომა, რომლებზეც განხილული იქნა
შემდეგი კანონპროექტები:
კანონპროექტები, რომლებზეც კომიტეტის დასკვნა იყო სავალდებულო:
-
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი
,,საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტეინის სამთავროს მთავრობას შორის
შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და
გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციის
( 072/506.24/06/16) განხილვა.
კონვენციის არსი:
ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის
თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
შეთანხმებების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია
ეკონომიკური ინტერესები.
შეთანხმების მე-16 მუხლის თანახმად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი
ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე
ხელშემკვრელ სახელწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება
დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი
საქმიანობიდან, რომელსაც ახორცილებს სპორტსმენი, ერიცხება სხვა პირს, მაშინ ეს
შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც
ხორცილედება სპორტსმენის საქმიანობა. ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს
რეზიდენტი
სპორტსმენების
მიერ
მეორე
ხელშემკვრელ
სახელმწიფოში
განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თავისუფლდება
გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში. თუ ეს ღონისძიება გათვალისწინებულია
5
ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული
პროგრამის ფარგლებში.
კომიტეტმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი
კონვენციის რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატის
მიერ
ნდობის
გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და
სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა (20162020)“- (№07-2/1, 22/11/2016) განხილვა
დოკუმენტის არსი:
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა
ტარიელ ხეჩიკაშვილმა ისაუბრა, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში უკვე
განხორციელებული და სამომავლო გეგმების თაობაზე და აღნიშნა, რომ მომდევნო 4
წლის მანძილზე, ხელი შეეწყობა მასობრივი სპორტის განვითარებას, მათ შორის
მოწყვლადი ჯგუფების სპორტში ჩაბმას, 15%-ით გაიზრდება პროფესიულ სპორტში
ჩაბმულ პირთა, ხოლო 25%-ით - მასობრივ სპორტში ჩაბმულთა რაოდენობა.
უზრუნველყოფილი იქნება მწვრთნელებისათვის პროფესიული და უმაღლესი
სასპორტო
განათლების
ხელმისაწვდომობა,
განხორციელდება
სპორტის
უნივერსიტეტის რეფორმა, რათა შეივსოს პროფესიული კადრების არსებული
დეფიციტი. რეგიონალურ ცენტრებში აშენდება ახალი სპორტის სასახლეები, ასევე
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის და რაგბის მოედნები. ხელი
შეეწყობა სპორტული ტურიზმის განვითარებას.
მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტის წევრებს გააცნო სამინისტროს საქმიანობის
ძირითადი მიმართულებები, რაზეც მომავალში გაგრძელდება მუშაობა. ესენია:
●კანონმდებლობის მოწესრიგება,
●სპორტის სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბება,
●სპორტის ხელმისაწვდომობა და მასობრიობის გაზრდა,
●სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება,
●სასპორტო განათლება.
მომხსენებლის ინფორმაციით, სამინისტროს ავტორობით უკვე მზადაა ,,ფიზიკური
აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი პროექტი, რომელიც
სპორტული ფედერაციებისათვის გაცნობის შემდგომ, წარედგინება საქართველოს
მთავრობას და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი იქნება
საქართველოს პარლამენტში. აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს სპორტში
არსებულ გამოწვევების დაძლევა. მისივე ინფორმაციით, სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეიქმნა კოლეგიური ორგანო, სპორტული
ფედერაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო, რომელიც წინასწარ
განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე უზრუნველყოფს სპორტული
ფედერაციის აღიარებას და მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტას.
სპორტის ხელმისაწვდომობისა და მასობრიობის ზრდა არის უმთავრესი გამოწვევა,
რომელიც მუდმივ რეფორმას საჭიროებს. ამ მიმართულებით განხორციელდა
არაერთი პროექტი, მათ შორის მნიშვნელოვანია ,,სასკოლო ოლიმპიადა“, რომელიც
6
მეორე წელია მიმდინარეობს და მასში დაახლოებით 60 ათასმა მოსწავლემ მიიღო
მონაწილეობა. ამასთან, იზრდება ახალგაზრდა სპორტსმენთა რიცხვი. წლების
მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: 2012 წელს - 33
ათასი, 2013 წელს 44 ათასი, 2014 წელს 56 ათასი, 2015 წელს 68 ათასი და 2016 წელს 94
ათასი.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი
პრიორიტეტია.
ამ
მიზნით
დამტკიცდა
სპორტული
ინფრასტრუქტურის
განვითარების გეგმა და პირველივე წელს დაგეგმილია 3 მრავალფუნქციური,
ორდარბაზიანი ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა ბათუმში, ქუთაისსა და
გორში. ასევე, აშენდება 20 მოედანი (10 სარაგბო და 10 საფეხბურთო) რუსთავში,
თბილისსა და ქუთაისში.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს
ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერას, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული
ორგანიზაციების მიერ პროექტების ინიცირებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას
და მათ მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერასა და დაფინანსებას, მათ შორის
არაფორმალური
საგანმანათლებლო
პროგრამების
კუთხით.
გაიზრდება
ადგილობრივი
თვითმმართველობის
როლი
ახალგაზრდული
პოლიტიკის
მიმართულებით. ამასთან, გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
ინკლუზიაზე ორიენტირებული არაფორმალური განათლების პროგრამების
მხარდაჭერა, მათ შორის მათი დასაქმების პროექტების რაოდენობა.
კომიტეტმა, ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა ნდობის
მისაღებად
წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და
სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და
მიზანშეწონილად მიიჩნია, აღნიშნული დოკუმენტების გატანა პლენარულ სხდომაზე
ნდობის მისაღებად.
- საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
კანონპროექტის არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების დაზუსტება. კერძოდ, ბიუჯეტის
შემოსულობები განისაზღვრება 10 318.0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ მოცულობას
აღემატება
1873.0
მლნ.
ლარით,
ძირითადად
დონორებისაგან
მოზიდული
საინვესტიციო გრანტების და კრედიტების ხარჯზე. საბიუჯეტო სახსრების ნაწილში,
ზრდა შეადგენს მხოლოდ 20.0 მლნ. ლარს.
მომხსენებლის ინფორმაციით, საგადასახადო შემოსავლების გეგმა რჩება უცვლელი
და კვლავაც განისაზღვრება 7 980.0 მლნ. ლარით; სხვა შემოსავლების საპროგნოზო
მოცულობა, ასევე რჩება უცვლელი და განისაზღვრება 320.0 მლნ. ლარით. გრანტების
სახით დაგეგმილი შემოსავალი მცირდება 8.2 მლნ. ლარით და განისაზღვრება 246.8
მლნ.
ლარით.
სხვადასხვა
სამინისტროებისა
და
მხარჯავი
დაწესებულებების
ასიგნებებში ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის და ზოგიერთ პროგრამაში
არსებული ეკონომიების ხარჯზე უწყებების ასიგნებები საბიუჯეტო სახსრების
7
ნაწილში მცირდება 40.0 მლნ. ლარით და მიიმართება ჯანმრთელობის დაცვის
საყოველთაო პროგრამის დასაფინანსებლად.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს ,,საქართველოს 2016
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე.
-
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი„საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის
მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და
გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების განხილვა
(N07-2/27,26.12.16)
შეთანხმების არსი:
ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის
თავიდან
აცილებისა
შეთანხმებების
და
დადება
გადასახადების
იმ
ქვეყნებთან,
გადაუხდელობის
რომლებთანაც
აღკვეთის
შესახებ
საქართველოს
გააჩნია
ეკონომიკური ინტერესები.
წარმოდგენილი შეთანხმების მე-17 მუხლის თანახმად, შემოსავალი, რომელსაც იღებს
ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც სპორტსმენი, მის მიერ
მეორე ხელშემკვრელ სახელწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან,
შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
იმ შემთხვევაში, როდესაც
შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორცილებს სპორტსმენი, ერიცხება
სხვა
პირს,
მაშინ
ეს
შემოსავალი
შეიძლება
დაიბეგროს
იმ
ხელშემკვრელ
სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება სპორტსმენის საქმიანობა.
ერთ-ერთი
ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი სპორტსმენების მიერ მეორე ხელშემკვრელ
სახელმწიფოში
განხორციელებული
საქმიანობიდან
მიღებული
შემოსავალი
თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში. თუ ეს ღონისძიება
გათვალისწინებულია
ხელშემკვრელ
სახელმწიფოთა
მთავრობებს
შორის
გაფორმებული კულტურული პროგრამის ფარგლებში.
კომიტეტმა
მხარი
დაუჭირა
წარმოდგენილი
შეთანხმების
რატიფიცირებას
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
-
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების „პატიმრობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის
თაობაზე“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების
8
შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოჯახში ძალადობის
აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პაციენტთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს
მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთაშორისო
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/41;02.02.2017) პირველი მოსმენით განხილვა;
კანონპროექტის არსი:
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-18 მუხლში. აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 2015 წლის 1
სექტემბრის შემდეგ პენიტენციალურ დაწესებულებაში შეიქმნა სტრუქტურული
ერთეული ადმინისტრაციული განყოფილება, რომლის ძირითად ფუნქციას
პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
წარმოადგენს. შესაბამისად, საჭიროა კანონში შევიდეს ტექნიკური ხასიათის
ცვლილება და ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ჩანაწერი,
სადაც პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილ სუბიექტად მითითებული
,,დაწესებულების ადმინისტრაცია, შეიცვალა ტერმინით - ,,პენიტენციური
დაწესებულება“.
კომიტეტს წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით გააჩნდა შემდეგი
შენიშვნები და წინადადებები:
,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის სათაური არ ასახავს
აღნიშნულ მუხლის შინაარსს, ამდენად კომიტეტის პოზიციაა, შეიცვალოს მუხლის
დასახელება და ჩანაწერი - ,,მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების სპორტული
საქმიანობა“, ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით: - ,,ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
სპორტულ-გამაჯანსაღებელი
აქტივობის
უზრუნველყოფის
ღონისძიებები
პენიტენციურ დაწესებულებაში“.
გარდა აღნიშნულისა, საჭიროა მუხლის ჩანაწერში გაჩნდეს სპეციალისტის ცნება.
ერთია, რომ დაწესებულებას გააჩნია ფიზიკურ აქტივობაზე ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის ვალდებულება და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვის
შეუძლია სპორტული მეცადინეობების ჩატარება მსჯავრდებული/ბრალდებული
პირებისათვის.
ამასთან
სასურველია,
რომ
სპორტულ-გამაჯანსაღებელ
მეცადინეობებს ჰქონდეს მრავალჯერადი ხასიათი და დაწესებულებამ შექმნას
9
შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, საჭიროა დაწესებულებაში
განთავსებულმა პირებმა, რომლებიც დაკავდებიან სპორტული და ფიზიკური
აქტივობებით გაიარონ სამედიცინო შემოწმება.
,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შინაარსიდან საერთოდ
ამოვიდეს ცნება ,,პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად“, ან
აღნიშნული ჩანაწერი შეიცვალოს იმგვარად, რომ იგულისხმებოდეს პენიტენციური
დაწესებულების სახე ან ტიპი. თუ არსებული ჩანაწერი ითვალისწინებს
დაწესებულების ტიპს ან სახეს (რეჟიმის სპეციფიკის გათვალისწინებით) უმჯობესია
პირდაპირ გაკეთდეს ასეთი მითითება ნორმის შინაარსში. ასევე საგულისხმოა ის
გარემოება, რომ ,,პატიმრობის კოდექსის“ 52-ე მუხლში ,,პენიტენციური
დაწესებულების დებულება“ - სადაც განსაზღვრულია მოთხოვნები, რომელიც
გათვალისწინებული უნდა იყოს დაწესებულების დებულებაში, არსად არ არის
მითითება მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა სპორტული და ფიზიკური აქტივობის
ხელშეწყობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასურველია, რომ ,,სპორტის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი
18.
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
სპორტულ-გამაჯანსაღებელი
აქტივობის უზრუნველყოფის ღონისძიებები პენიტენციურ დაწესებულებაში
პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს კონტროლს ამ დაწესებულებაში
მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამ
მიზნის მისაღწევად ქმნის შესაბამის ინფრასტრუქტურას, ატარებს სპორტულ
ღონისძიებებს, უზრუნველყოფს დაწესებულებაში განთავსებულ პირთა სამედიცინო
შემოწმებისა და სპეციალისტის მიერ სპორტულ-გამაჯანსაღებელი მეცადინეობების
ჩატარების პირობების შექმნას, შესაბამისი ინვენტარით და მოწყობილობით.“
კომიტეტმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი
კანონპროექტებს და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი განხილვა პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
აღნიშნული
შენიშვნების
და
წინადადებების
გათვალისწინებით.
-
საქართველოს
პარლამენტის
საპარლამენტო
უმცირესობაში
შემავალი
ფრაქციების: ,,ევროპული საქართველოს“, ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს“ და ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების“
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების
პროექტების:
,,საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
ცვლილებების შეტანის შესახებ“, ,,ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილებების
შეტანის
შესახებ“,
,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“,
,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის შესახებ“, ,,ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, ,,საქართველოს საზღვაო სივრცის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილებების
შეტანის
შესახებ“,
,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ და
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ,,ეკონომიკური თავისუფლების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
(N07-3/32; 16.03.2017) განხილვა;
10
კანონპროექტის არსი:
საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას
გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია. სწორედ ამიტომ, მოცემული კანონპროექტი
ითვალისწინებს იმ სავაჭრო ბარიერების მოსპობას, რომლის გამოც საქართველოს
მოსახლეობას ნებისმიერი ტიპის საქონელი (განსაკუთრებით პირველადი მოხმარების
საქონელი) უძვირდება. თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, რომ მთავრობის
მხრიდან ხელის შეშლის გარეშე იყიდოს პროდუქცია შედარებით იაფად.
გამომდინარე აქედან, წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს
ცვლილებას ,,ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში. წარმოდგენილი ცვლილებებით,
უქმდება იმპორტის გადასახადი, რაც ინიციატორის მოსაზრებით, გაზრდის სავაჭრო
ბრუნვას და შეამცირებს ფასებს პროდუქციასა და სერვისებზე. ამასთან, უფრო
მიმზიდველს გახდის საქართველოში საქმის კეთებას.
კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია აღნიშნული კანონის
პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა.
-
,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშის“ ( 07-2/82; 25.05.2017) განხილვა.
დოკუმენტის არსი:
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2016 წლის
განმავლობაში ,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
საქართველოს კანონში ცვლილება შეტანილი იქნა ერთხელ. სახელმწიფო ბიუჯეტის
ასიგნებები თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა 152 950. 0 ათასი
ლარით და განისაზღვრა 10 297 950.0 ათასი ლარით. საანგარიშო პერიოდის საკასო
შესრულებამ შეადგინა 10292 234.1 ათასი ლარი , რაც გეგმიური მაჩვენებლის 99.9%
ია.
მომხსენებელმა განმარტა, რომ ,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვრა 8 671
300.5 ათასი ლარით. დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 8 721 874.2 ათასი ლარი, რაც
წლიური დამტკიცებული მაჩვენებლის 100.6%-ია. გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა
8 741 830.8 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 100.2%-ია.
გ. კაკაურიძის ინფორმაციით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროსთვის
2016
წელს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
გამოყოფილმა
დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 121 629.3 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა
დაფინანსებამ -128 856.3 ათასი ლარი, რაც 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26 705.9
ათასი ლარით მეტია. სამინისტროსათვის გამოყოფილ სახსრებში ,,ხარჯების“ მუხლის
საკასო შესრულებამ შეადგინა 89,5%, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით - 0.5
%, ხოლო ,,ფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით - 10.0%. სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში
განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: ,,სპორტსმენთა სტიპენდიების“ პროგრამის
ფარგლებში სტიპენდიები გაიცა 762 მოქმედ სპორტსმენზე. მწვრთნელზე და საექიმო
პერსონალზე, მაღალმთიან რეგიონში დასაქმებულ 173 სპორტულ მუშაკზე, 440-მა
ვეტერანმა სპორტსმენმა
და სპორტის მუშაკმა მიიღო დახმარება. 31 ოლიმპიურ
11
ჩემპიონს დანიშნული აქვს სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით. დაფინანსდა 200-მდე
ადგილობრივი სპორტული შეჯიბრი და 250-მდე სასწავლო-საწვრთნო შეკრება
სპორტის 48 სახეობაში. ქართველმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 150-მდე
საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში და მოიპოვეს 844 მედალი (291 ოქრო, 250
ვერცხლი და 303 ბრინჯაო). საანგარიშო პერიოდში სპორტის ინდივიდუალურ
ოლიმპიურ და არაოლიმპიურ, ცალკეულ სათამაშო სახეობებსა და პარაოლიმპიურ
სპორტში ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული
პერსონალის ფულადი პრიზების დაჯილდოების მიზნით, საქართველოს მთავრობის
სარეზერვო ფონდიდან მიმართულ იქნა 15.9 მლნ. ლარი;
კომიტეტმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მხარს დაუჭირა წარმოდგენილი
ანგარიშის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
-
,,საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ,,ძირითადი
მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების
ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/83; 30.05.2017) განხილვა.
დოკუმენტის არსი:
წარმოდგენილი ინფორმაციით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროსთვის
2016
წელს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
გამოყოფილმა
დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 121 629.3 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა
დაფინანსებამ -128 856.3 ათასი ლარი, რაც 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26 705.9
ათასი ლარით მეტია. სამინისტროსათვის გამოყოფილ სახსრებში ,,ხარჯების“ მუხლის
საკასო შესრულებამ შეადგინა 89,5%, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით - 0.5
%, ხოლო ,,ფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით - 10.0%. სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში
განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: ,,სპორტსმენთა სტიპენდიების“ პროგრამის
ფარგლებში სტიპენდიები გაიცა 762 მოქმედ სპორტსმენზე. მწვრთნელზე და საექიმო
პერსონალზე, მაღალმთიან რეგიონში დასაქმებულ 173 სპორტულ მუშაკზე, 440-მა
ვეტერანმა სპორტსმენმა
და სპორტის მუშაკმა მიიღო დახმარება. 31 ოლიმპიურ
ჩემპიონს დანიშნული აქვს სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით. დაფინანსდა 200-მდე
ადგილობრივი სპორტული შეჯიბრი და 250-მდე სასწავლო-საწვრთნო შეკრება
სპორტის 48 სახეობაში. ქართველმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 150-მდე
საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში და მოიპოვეს 844 მედალი (291 ოქრო, 250
ვერცხლი და 303 ბრინჯაო). საანგარიშო პერიოდში სპორტის ინდივიდუალურ
ოლიმპიურ და არაოლიმპიურ, ცალკეულ სათამაშო სახეობებსა და პარაოლიმპიურ
სპორტში ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული
პერსონალის ფულადი პრიზების დაჯილდოების მიზნით, საქართველოს მთავრობის
სარეზერვო ფონდიდან მიმართულ იქნა 15.9 მლნ. ლარი;
როგორც წარმოდგენილი მასალიდან ირკვევა, ახალგაზრდული პოლიტიკის
განვითარების პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 120 ათასამდე
ბენეფიციარმა. სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მიერ 2016 წელს
დაფინანსებული იქნა 51 პროექტის 5400-მდე პირდაპირი და 20 000-მდე
არაპირდაპირი ბენეფიციარი, დაფინანსებული პროექტების ფარგლებში დასაქმდა 176
პირი; პროგრამა ,,მომავლის ბანაკის“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღო - 3168
ბენეფიციარმა, ხოლო პროგრამა ,,ახალგაზრდული ფესტივალი-2016“-ის ფარგლებში
6000-მდე ბენეფიციარმა.
12
კომიტეტმა მოისმინა წარმოდგენილი ინფორმაცია და მხარი დაუჭირა პლენარულ
სხდომაზე მის განსახილველად გატანას.
3.2. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა
კომიტეტმა, მისი დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის
საზედამხედველო საქმიანობის კუთხით, საანგარიშო პერიოდში ჩაატარა არაერთი
მნიშვნელოვანი სხდომა და შეხვედრა. აღნიშნული სხდომები
და შეხვედრები
გაწერილია ნაწილობრივ კომიტეტის ამოცანებში, ხოლო ძირითადად - კომიტეტის
საქმიანობაში პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით.
3.3 ანგარიშები, რომელიც მოსმენილი იქნა კომიტეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულებაზე კონტროლის მიზნით:
-
,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშის“ ( 07-2/82; 25.05.2017) განხილვა.
,,საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ,,ძირითადი
მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების
ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/83; 30.05.2017) განხილვა.
3.4. სპორტულ ფედერაციებთან, კლუბებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
და სპორტულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
კომიტეტი
ეტაპობრივად
საგანმანათლებლო
ახალგაზრდულ
ისმენდა
დაწესებულებებში,
ორგანიზაციებში
და
საკომიტეტო
ეროვნულ
სხვა
სხდომებზე
სპორტულ
სპორტულ
და
სპორტულ-
ფედერაციებში,
ახალგაზრდულ
გაერთიანებებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და მათ სამომავლო
გეგმებს მათთვის არსებული პრობლემების გადაწყვეტაში დახმარების და მუშაობაში
ხელშეწყობის მიზნით.
საქართველოს ეროვნული პარალიმპური კომიტეტი
საქართველოში პარალიმპიური სპორტის განვითარების ოთხწლიანი (2016-2020 წწ.)
განვითარების პროგრამა გააცნო. რომლის მიხედვით, საქართველოში ეროვნული
პარალიმპური მოძრაობის
განვითარების სტრატეგიული გეგმის უმთავრეს
პრიორიტეტად კვლავ რჩება პარალიმპური სპორტის შემდგომი განვითარება
საქართველოში, პარალიმპური სპორტის სახეობების მიხედვით პარასპორტსმენთა
13
მომზადება, მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში
(მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, პირველობები, მსოფლიო და პარაოლიმპიური
თამაშები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო- საწვრთნელი შეკრებები),
საქართველოს
ჩემპიონატების,
პირველობების
ჩატარება
პარალიმპურ
დისციპლინებში, პარალიმპური სპორტის შემდგომი პოპულარიზაცია და სპორტის
პროპაგანდისათვის ხელშეწყობა, პარამწვრთნელების, მსაჯების მომზადებისა და
პარასპორტსმენების საგანმანათლებლო პროექტების რეალიზაცია. საქართველოს
ეროვნული
პარაოლიმპიელთა
ნაკრების
წევრებისათვის
მაღალი
დონის
ადაპტირებული სასწავლო და საწვრთნელი პირობების შექმნა, თანამედროვე
მოთხოვნების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და ანტიდოპინგური
ღონისძიებების განხორციელება, ადაპტირებული სპორტული ობიექტებით,
სპორტული ფორმით და ინვენტარით უზრუნველყოფა, შშმ სპორტსმენთა
ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურება, პარასპორტსმენთა სოციალური და
მატერიალური პირობების გაუმჯობესება, პარასპორტის მატერიალურ - ტექნიკური
ბაზის შექმნა და შემდგომი განვითარება.
საქართველოს პარალიმპურ კომიტეტს, გასულ წელთან შედარებით შეუმცირდა
დაფინანსება, თუმცა როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შიდა ფინანსური
რესურსით შესაძლებელი იქნება კომიტეტისათვის დაფინანსების მატება. ასევე,
აღინიშნა, რომ საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიები არ ახორციელებენ
პარასპორტსმენების ჯანმრთელობის არც კორპორაციულ და არც ინდივიდუალურ
დაზღვევას, რადგან აღნიშნული ჯგუფი რისკის მატარებელია. პარაოლიმპიური
კომიტეტისათვის
პრობლემას
წარმოადგენს
სპორტულ
ფედერაციებთან
თანამშრომლობაც, კერძოდ აღნიშნული ორგანიზაციები სპორტის თავიანთ სახეობაში
არ ითვალისწინებენ პარასპორტს და შშმ სპორტსმენებს. ამასთან, მნიშვნელოვანია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობა, დაჭრილ და
დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა პარალიმპურ სპორტში ჩართულობის
კუთხით.
საკომიტეტო მოსმენის შემდგომ რეკომენდაცია გაეგზავნა საქართველოს სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კომიტეტის სხდომაზე წამოჭრილი
საკითხების შესწავლისა და დარეგულირების მიზნით.
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ისაუბრა კარატეს
ეროვნული ფედერაციის როლსა და დანიშნულებაზე საქართველოში. ასევე,
კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია, ფედერაციის მიერ განხორციელებული
ღონისძიებების, სხვადასხვა მასშტაბის ტურნირებზე ქართველი სპორტსმენების
მიღწევებისა და მათ მიერ მიღებული ჯილდოების თაობაზე.
კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ დღემდე პრობლემად რჩება სპორტის ერთსა და
იმავე სახეობაში რამდენიმე ფედერაციის არსებობა. აღნიშნული ერთის მხრივ
ეწინააღმდეგება ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონს და მეორეს მხრივ, ხელს
უშლის ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზობებზე.
მომხსენებლის განმარტებით, საჭიროა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს
გაეწიოს რეკომენდაცია ფედერაციის ბიუჯეტის მატებასთან
დაკავშირებით, რადგანაც ქართველი კარატისტების წინაშე დიდი გამოწვევები დგას.
ისინი აქტიურად ემზადებიან 2018 წლის ახალგაზრდული და 2019 წლის ევროპის
14
ოლიმპიადისათვის, ასევე 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ღირსეული
მონაწილეობისათვის.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს პრეზენტაციის სახით წარმოუდგინა კარატეს
ფედერაციის მართვის ონლაინ სისტემა. პროგრამის მიზანია ფედერაციის ეფექტური
მართვა და კონტროლი; სპორტსმენების, მწვრთნელების და მსაჯების აღრიცხვა,
ლიცენზირება და მათი ბიოგრაფიის შექმნა; განხორციელებული ინვესტიციის
ეფექტურობის განსაზღვრა; დახარისხებული საინფორმაციო ბაზის შექმნა და
ინფორმაციის მოძიება მყისიერად; ფედერაციის ბალანსზე არსებული აქტივების
მართვა და კონტროლი; კლუბების აღრიცხვა და ისტორიის შექმნა; გამოცდების,
ლიცენზირების აღრიცხვა და კონტროლი (როგორც ადგილობრივი, ასევე
საერთაშორისო დონეზე).
სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ კარატეს ეროვნული ფედერაცია მაქსიმალურად
ცდილობს, დახმარება გაუწიოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ კარატეს
კლუბებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ტურნირებში.
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა,
მოისმინა ინფორმაცია და გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისათვის.
საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია
ფედერაციის პრეზიდენტმა კომიტეტის წევრებს გააცნო წყალბურთის, ცურვის,
წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის განვითარების 2017-2020 წლების
პროგრამა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იმისათვის რომ საქართველოში
წყალბურთის მდიდარი ტრადიციები აღდგეს და დაიბრუნოს პოზიციები ევროპისა
და მსოფლიო ასპარეზზე, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს
სპორტის ამ სახეობაში. ამისათვის კი გამართული ინფრასტრუქტურა და
დაფინანსებაა საჭირო. ასევე, უნდა გაფართოვდეს გეოგრაფიული არეალი
და
საქართველოს ყველა რეგიონში აშენდეს აუზები, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ
საწყლოსნო სპორტის სახეობებში ვარჯიშის შესაძლებლობა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ გარდა სპორტული მიღწევებისა, საწყლოსნო სპორტი ასევე,
მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სიჯანსაღისთვის. მომხსენებელმა წარმოადგინა
ფედერაციის ხედვა, არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით. კერძოდ, სად და
როგორ უნდა იქნეს მოძიებული რესურსები არსებული აუზების მოსაწყობად და
ახალი აუზების ასაშენებლად.
კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია სპორტულ ფედერაციას, წარმოედგინა დეტალური
ინფორმაცია სხდომაზე წამოჭრილ საკითხებში უკეთ გარკვევის მიზნით.
15
საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტო
კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს ქართულ სპორტში დოპინგის გამოყენების და
საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სპორტსმენთა დოპინგ ,,ჩავარდნების“
საგანგაშო
რაოდენობის
გამომწვევ
მიზეზებზე.
ესენია:
ერთიანი
დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის არარსებობა; სფეროში ჩართულ სუბიექტთა
დოპინგის
წინააღმდეგ
მიმართული
ღონისძიებებისა
და
საქმიანობის
განხორციელებისათვის
შესაბამისი
საკანონმდებლო
ბაზის
არარსებობა;
საზოგადოების, განსაკუთრებით სპორტულ მოძრაობაში ჩართული პირების
დოპინგთან ბრძოლის საშუალებებთან დაკავშირებით ცნობიერების დაბალი დონე,
ეროვნული სპორტული ორგანიზაციების არასათანადო ჩართულობა, დოპინგის
,,მომხმარებელთა“ და ხელშემწყობ პირთა წინააღმდეგ სანქციებისა და ფინანსური
ჯარიმების სისტემების გაუმართაობა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო საქართველოს ანტი-დოპინგური
სააგენტოს 2017-2020 წლების სამოქმედო სტრატეგიული გეგმა, ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე,
რომელიც
შეიქმნა
ევროსაბჭოს
,,დოპინგსაწინააღმდეგო
კონვენციის“, ,,სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონვენციით
ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების და საქართველოსა და
ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირებული შეთანხმების 368-ე მუხლით
გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით. სტრატეგიული გეგმა
მოიცავს 6 მიმართულებას: ანტი-დოპინგური განათლებისა და ცნობადობის გაზრდა;
ეფექტური
ტესტირების
პროგრამის
განვითარება;
ანტი-დოპინგური
კანონმდებლობის განვითარება;
GADA-ს პროფესიული განვითარება; GADA-ს
საერთაშორისო ანტი-დოპინგურ საზოგადოებაში ინტეგრირება; სამოქმედო გეგმის
ფინანსური უზრუნველყოფა.
სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, საქართველოს სპორტსმენთა მიერ
აკრძალული ნივთიერებისა და მეთოდების გამოყენების შედეგად, ქვეყნისათვის
მიყენებული არამატერიალური (პრესტიჟი, რეპუტაცია) და ფინანსური ზიანის
გათვალისწინებით, სპორტში დოპინგის მოხმარებასთან არსებული სიტუაცია
დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. დოპინგსაწინააღმდეგო კანონმდებლობის
შემუშავების მიზნით სააგენტო აქტიურად მუშაობს, როგორც საქართველოს
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან, საქართველოს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ
ოლიმპიურ კომიტეტთან,
ასევე მსოფლიო ანტი-დოპინგურ სააგენტოსთან და
ევროსაბჭოს სპორტული კონვენციების დეპარტამენტთან. კანონპროექტის შექმნაში
ჩართულია ყველა უწყება და დაინტერესებული მხარე, რომელთაც ექნებათ
ვალდებულება მიღებული კანონის აღსრულებაზე.
კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის
სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო
ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც აგრეთვე ხელს შეუწყობს სააგენტოსა და
უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას.
16
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია
ქვეყანაში ჭიდაობის განვითარებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს
იმ აუცილებელი მიმართულებების გეგმის რეალიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს
არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში, მაქსიმალური შედეგების მიღწევას, ეს
მიმართულებები მოიცავს: სასწავლო-საწვრთნელ პროცესში დასაქმებულ მწვრთნელმასწავლებელთა საქმიანობაში თანამედროვე გამოცდილების დანერგვას; ყველა
ასაკობრივ ჯგუფში მოვარჯიშე ვაჟთა და გოგონათა სასწავლო-საწვრთნელი
შეკრებების მაღალ დონეზე ჩატარებას; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
სამედიცინო მომსახურეობისა და რეაბილიტაციის სისტემის შემუშავებას და როგორც
ეროვნული,
ასევე
ასაკობრივი
ნაკრები
გუნდების
სრულ
სამედიცინო
უზრუნველყოფას; სხვადასხვა ასაკობრივ საერთაშორისო ტურნირებსა და
სალიცენზიო ასპარეზობებზე მაღალი შედეგების მიღწევას.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო საქართველოს მასშტაბით ბერძნულ–
რომაული, თავისუფალი და ქალთა ჭიდაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის
მიზნით, ფედერაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები. ჭიდაობის ეროვნულ
ფედერაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელშეწყობით, 2018 წლის
დასაწყისიდან, ოლიმპიურ სოლიდარობის ფონდთან შეთანხმებული აქვს
ერთწლიანი პროგრამა (30 ათასი აშშ დოლარის ოდენობით) ქალთა ჭიდაობის
განვითარების მიზნით; ამასთან, ფედერაციამ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის
ხელშეწყობით, გაგზავნა და დაამტკიცა პროგრამა (12 ათასი აშშ დოლარის
ოდენობით) მწვრთნელთა საერთაშორისო
დონის კურსების ჩასატარებლად
(ფედერაციას ამჟამად ჰყავს 40-მდე საერთაშორისო პირველი დონის და 1 მეორე
დონის სერთიფიცირებული მწვრთნელები);
ამა წლის 9 მაისს ქ. ვარშავაში (პოლონეთი) გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის
მემორანდუმი საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასა და პოლონეთის
ჭიდაობის ფედერაციას შორის, რომელიც
ორივე მხარისათვის სასარგებლო
პრაქტიკულ შედეგებზეა ორიენტირებულია.
კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად დაისვა ჭიდაობის
ეროვნული ნაკრები გუნდებისათვის საჭიდაო დარბაზის არქონა. აღინიშნა, რომ
საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვის ქვეშ
დადგება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში ჭიდაობის სახეობებში
დაგეგმილი მედლების მოპოვების ალბათობა.
ფედერაციის წარმომადგენელმა კომიტეტის წევრებს მიმართა თხოვნით, რათა
მოხერხდეს ჭიდაობის ნაკრები გუნდებისათვის საერთაშორისო სტანდარტების
მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა (ეროვნული ნაკრები გუნდები
სასწავლო საწვრთნელი შეკრებების გარდა, ადგილზე ვარჯიშობენ დღეგამოშვებით,
მორიგეობით ,,ფალავანთა კლუბში“, სადაც მხოლოდ ორი საჭიდაო ლეიბია).
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია
ფედერაციის მიერ განხორციელებულ რეფორმათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი
საკლუბო სისტემის შემოღება და საკლუბო ჩემპიონატის დაგეგმვა - განხორციელება
17
იყო. შეიცვალა და უფრო დემოკრატიული გახდა ფედერაციის მმართველობის
სისტემა. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის
პროექტს შეუერთდა , რომელიც მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ
სერთიფიცირებას ითვალისწინებს. ხორციელდება ახალი პროექტი “JUDO KIDS“,
რომლის მიზანია 3-დან 6-წლამდე ასაკის სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ჯანსაღი
ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ბავშვთა ძიუდპს განვითარება, რაც მომავალში
საუკეთესო შედეგს მოგვცემს.
3.5 კომიტეტის სხვა საქმიანობა
2016 წლის 12 დეკემბერს კომიტეტმა ჩაატარა სხდომა, რომელზეც მიღებული იქნა
გადაწყვეტილება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს შექმნის თაობაზე. საბჭოს შექმნის მიზანს წარმოადგენს
სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული მდგომარეობის შესწავლა ანალიზი და ამის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისათვის რეკომენდაციების, ინიციატივებისა და
სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტების მომზადება. სამეცნიერო
საკონსულტაციო საბჭოს ამოცანებია: ა) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში
საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) სპორტისა და
ახალგაზრდობის სფეროს პრიორიტეტების განსაზღვრა და სტრატეგიული
მიმართულებების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; გ) სპორტისა და ახალგაზრდობის
სფეროში არსებული გამოწვევების ანალიზი და მათი აღმოფხვრის გზების ძიება; დ)
პრობლემებზე ორიენტირებული სამუშაო ჯგუფების შექმნა;
ე) საკანონმდებლო წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება.
2017 წლის 8-10 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია,
კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდა პოლონეთის
რესპუბლიკაში, ქ. ვარშავაში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ორ საპარლამენტო
კომიტეტს შორის თნამშრომლობის გამყარება და არსებული გამოცდილების
გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო თემატური შეხვედრები
კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობის საკითხებზე. შეხვედრები
შედგა პოლონეთის სეიმსა და სენატში, სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში,
ოლიმპიურ კომიტეტში, ვარშავის სპორტის ინსტიტუტში, სპალას ოლიმპიური
მომზადების ცენტრში. შეხვედრებზე განხილული იქნა ინფორმაცია სპორტული
ღონისძიებების ორგანიზების, დაფინანსების, დოპინგის გამოყენების აღმოფხვრის
სამართველბრივი
ასპექტებისა
და
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის
მიმართულებით, ასევე სპორტული ღონისძიებების ტურიზმის განვითარებაზე
გავლენის შესახებ.
2017 წლის 18 ივლისს კომიტეტმა ჩაატარა გასვლითი სხდომა, რომლის ფარგლებშიც
კომიტეტის წევრები გორის რაიონში გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლების ბერშუეთის, აძვის, მერეთის, ერგნეთის და სკრის მოსახლეობას შეხვდნენ.
დეპუტატებმა დაათვალიერეს სოფლებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა
და მოსმინეს გორის რაიონში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული
მდგომარეობის და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ
ინფორმაცია. სხდომაში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის,
განათლებისა
და
მეცნიერების,
რეგიონალური
განვითარებისა
და
18
თვითმმართველობის სამინისტროების, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, გაეროში
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, სპორტის სხვადასხვა სახეობის, ქ.
გორისა და გორის რაიონის თვითმმართველობის წარმომადგენლები.
3.6. ქვეყანაში სპორტისა
მდგომარეობა
და
ახალგაზრდულ
საქმეთა
სფეროში
არსებული
მასობრივი სპორტის განვითარების და მოსახლეობის სპორტში ჩართულობის
კუთხით მიმდინარე წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სპორტის
სხავადასხვა სახეობაში რეგისტრირებულ მოყვარულ და პროფესიონალ სპორტსმენთა
რაოდენობა თითქმის 110 ათასს შეადგენს, რაც განსხვავებულია წინა წლის
მონაცემებთან შედარებით (2012 წელი - 33 000 სპორტსმენი; 2013 წელი - 44 000
სპორტსმენი; 2014 წელი - 56 000 სპორტსმენი; 2015 წელი - 68 000 სპორტსმენი; 2016
წელი - 94 800 სპორტსმენი). სპორტსმენთა რაოდენობა წლების მიხედვით წელი
რაოდენობა 2012 33 000 (ოცდაცამეტი ათასა) 2013 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) 2014
56 000 (ორმოცდათექვსმეტი ათასი) 2015 68 000 (სამოცდარვა ათასი) 2016 108 000 (ას
რვა ათასი) წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით 2012 წლიდან დღემდე
სპორტსმენთა რაოდენობა თითქმის 3.5-ჯერ არის გაზრდილი, რაც რა თქმა უნდა
ძალიან დადებითი და პოზიტიური შედეგია.
სპორტის სხვადასხვა სახეობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში,
--2016 წელს საქართველომ მრავალ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ
ღონისძიებას უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოში
ჩამოვიდა 10 ათასამდე სპორტსმენი და 2 ათასამდე ოფიციალური პირი. სპორტულ
სახეობათა განვითარების პროგრამის ფარგლებში სპორტის 48 სახეობაში დაფინანსდა
200-მდე ადგილობრივი სპორტული შეჯიბრი, 250-მდე სასწავლო-საწვრთნელი
შეკრება, 120-მდე საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობა. სპორტის
ოლიმპიურ
და
არაოლიმპიურ
სახეობებში,
სხვადასხვა
6
საერთაშორისო
შეჯიბრებებში ქართველმა სპორტსმენებმა 2016 წლის მონაცემებით მოიპოვეს 844
მედალი, მათ შორის 291 ოქრო, 250 ვერცხლი და 303 ბრინჯაო.
--2017
წლის
იანვარ-ივნისის
პერიოდში
სპორტულ
სახეობათა
განვითარების
პროგრამის ფარგლებში სპორტის 45 სახეობაში დაფინანსდა 130-მდე ადგილობრივი
სპორტული
შეჯიბრი,
200-მდე
სასწავლო-საწვრთნელი
შეკრება,
მონაწილეობა
მიღებული იქნა 170 საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში. სპორტის ოლიმპიურ
და არაოლიმპიურ სახეობებში, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში ქართველმა
სპორტსმენებმა 2017 წლის 6 თვის მონაცემებით მოიპოვეს 470 მედალი, მათ შორის 246
ოქრო, 108 ვერცხლი და 116 ბრინჯაო.
19
ძირითადი
პრობლემები, რომლის
გადაწყვეტა აუცილებლად მიაჩნია კომიტეტს
ახლო მომავალში:
-
სასპორტო
ობიექტების
პრივატიზაციის
პირობების
დარღვევა
(რეაბილიტაციის ნაცვლად ობიექტის ფუნქციის შეცვლა);
-
არასწორი
წვრთნის
(ვარჯიშის)
სავალალო
შედეგები
ბავშვებსა
და
მოზარდებში;
-
პანსიონურ
რეჟიმზე
მომუშავე
დაწესებულებების გაუქმება ან
სასპორტო
პროფილის
სასწავლო
სასპორტო ჯგუფების ფუნქციონირების
შეწყვეტა;
-
განათლების სისტემაში არსებული ფიზიკური აღზრდის და სპორტის
მდგომარეობა (აუდიტის დასკვნა);
-
სპორტული ობიექტები, რომლებიც არ არიან დაკავებული სამეწარმეოკომერციული საქმიანობით, თანაბარ პირობებში არიან და იბეგრებიან ისე,
როგორც სამეწარმეო ორგანიზაციები;
-
არასამთავრობო
ახალგაზრდული
ორგანიზაციების,
სპორტული
ფედერაციების არასაკმარისი დაფინანსება;
-
ნარკომანია, ტოქსიკომანია ბავშვებსა და მოზარდებში;
-
განათლების სისტემაში ფიზიკური აღზრდის საგნის სწავლების გაუქმება
(ცალკეული გამონაკლისის გარდა);
-
არაოლიმპიური სახეობებისადმი ლოიალური დამოკიდებულება;
-
სტუდენტური სპორტის სავალალო მდგომარეობა;
-
სპორტში (მათ შორის სასპორტო განათლებაში) ახალგაზრდა სპეციალისტთა
ნაკლებობა და ხანდაზმულთა სიჭარბე.
საკითხები, რომელთა უმრავლესობაც განხილული იქნა კომიტეტის სხდომაზე და
ამჟამად
მიმდინარეობს
მუშაობა
მათი
სათანადო
დონეზე
დახვეწის
და
არასპეციალისტების
მაღალი
პროცენტული
დარეგულირების მიმართულებით:
-
სპორტში
დასაქმებული
მაჩვენებელი, სპორტში კვალიფიციური კადრების დეფიციტი;
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის
სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის აღდგენამ და ფუნქციონირებამ
საფუძველი ჩაუყარა ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის დაწყებას;
-
სასპორტო-სამედიცინო დისპანსერის ფუნქციონირების საკითხი;
სპორტული დისპანსერის ფუნქციონირების მიზნით, ჩვენს მიერ გაიგზავნა
რეკომენდაცია ქონების მართვის სააგენტოში, რათა არ მოხდეს სამედიცინო
დისპანსერის გაუქმება;
-
სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში
მუშაობის მიმდინარეობის პროცესი;
20
კანონმდებლობის დახვეწაზე
-
სპორტულ ფედერაციებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან მჭიდრო
ურთიერთთანამშრომლობის
საფუძველზე
კონსულტაციების
გაგრძელება
მათი სამომავლო გეგმების და არსებული პროგრამების რეალიზაციის მიზნით.
საკითხები,
რომლებიც
ჩვენს
დარგში
მიმდინარეობს
პოზიტიურად,
მაგრამ
თხოულობს მუდმივ ყურადღებას და დროის მოთხოვნათა მიხედვით შესაბამის
სრულყოფას:
-
-
-
-
საქართველოს
კონსტიტუციაში
სპორტისა
და
ახალგაზრდობის
მიმართულებით ახალი, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში
მოყვანილი ჩანაწერის გაჩენა;
ევროპული
კონვენციით
გათვალისწინებული
დოპინგსაწინააღმდეგო
დებულებების შესრულება და სპორტში დოპინგის გამოყენების აღმოფხვრა;
სახელმწიფოს კეთილი ნება - ხელი შეუწყოს სასპორტო განათლებას;
ქართული სპორტი - აკმაყოფილებს საერთაშორისო მსოფლიო სტანდარტებს
(ჩვენი ქვეყნის სპორტსმენთა მიღწევები საერთაშორისო სარბიელზე და ჩვენი
სპეციალისტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ);
საკმარისი მიზნობრივი დაფინანსება მარტივი ტიპის სასპორტო ნაგებობების
მშენებლობისა და ძველი სასპორტო კომპლექსების სარეაბილიტაციო
სამუშაოების ჩასატარებლად;
სპორტის პოპულარობა საქართველოში;
ქართული სპორტი და ახალგაზრდობა - მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის
გამომხატველია და წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.
4. საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომიტეტში შემოსული წერილები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მოქალაქეებისა და სხვადასხვა უწყებიდან
შემოვიდა 160-მდე განცხადება და წერილი,
რომლებიც
კომიტეტისა და მისი
აპარატის მიერ აყვანილია კონტროლზე, შესწავლილია, განხილულია და რეაგირების
მიზნით გადაცემულია შესაბამისი უწყებებისთვის.
მოქალაქეთა მიღება
კომიტეტში, თითქმის ყოველი კვირის მინიმუმ ერთი დღე ეთმობა მოქალაქეთა
მიღებას. გარდა ამისა, ცალკეულ საკითხთა აქტუალურობის შემთხვევაში, მისი
გამორკვევის მიზნით, ხდება განმცხადებელთა არაგეგმიური მიღებაც.
21
მნიშვნელოვანი შეხვედრები
საანგარიშო პერიოდში, განსაკუთრებით არასასესიო კვირის პერიოდებში, საარჩევნოდ
ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის
მიზნით, მოსახლეობასთან დიალოგის ფარგლებში ინტენსიურად იმართებოდა
კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების შეხვედრები ამომრჩევლებთან,
სპორტულ და ახალგაზრდულ
ორგანიზაციებთან, რაიონებისა და ქალაქის
მოსწავლე-ახალგაზრდობასა და მოსახლეობასთან. შეხვედრების ფორმატიდან და
პრობლემებიდან გამომდინარე, კომიტეტის ინიციატივით მოწვეულნი იყვნენ და
მონაწილეობდნენ ასევე პარლამენტის სხვა კომიტეტის წევრები, სხვადასხვა დარგის
ხელმძღვანელები, მინისტრები, სამინისტროს პასუხისმგებელი პირები და ა.შ.
22